კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფაიზერით" სრულად ვაქცინირებულ დედაჩემს უთხრეს, რომ კოვიდი აქვს და "სუფთა" საავადმყოფოში ვერ შეუშვებენ" - რას წერს ჟურნალისტი დავით ნიკურაძე?
"ფაიზერით" სრულად ვაქცინირებულ დედაჩემს უთხრეს, რომ კოვიდი აქვს და "სუფთა" საავადმყოფოში ვერ შეუშვებენ" - რას წერს ჟურნალისტი დავით ნიკურაძე?

ჟურ­ნა­ლის­ტი და­ვით ნი­კუ­რა­ძე წერს, რომ დე­დას, რო­მე­ლიც "ფა­ი­ზე­რით" ორ­ჯერ ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლია, სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­ვი­დი შეც­დო­მით და­უდ­გი­ნეს.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ნი­კუ­რა­ძე ინ­ფორ­მა­ცი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლებს.

"აბა, ახლა კარ­გად მო­მის­მი­ნეთ, ამ­ბა­ვი უნდა გი­ამ­ბოთ და­უ­ჯე­რე­ბე­ლი და გა­უ­გო­ნა­რი, "კო­ვი­დი­სა". საქ­მე ჩემს მშო­ბელ დედა ლა­ლის ეხე­ბა. აქვე ვი­ტყვი, რომ არის "ფა­ი­ზე­რით" სრუ­ლად ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი. ამე­რი­კა­ში იყო 2 კვი­რით წა­სუ­ლი. წას­ვლამ­დე გა­ი­კე­თა PCR ტეს­ტი, უკან დაბ­რუ­ნე­ბი­სას გა­ი­კე­თა PCR ტეს­ტი და ჩა­მო­ვი­და მშობ­ლი­ურ სა­ქარ­თვე­ლო­ში.

ჩა­მოს­ვლი­დან მე­ო­რე დღეს, და­ე­წყო თირკმელ­ში კენ­ჭის გავ­ლა და ჯო­ჯო­ხე­თუ­რი ტკი­ვი­ლე­ბით, და­ზღვე­ვის სას­წრა­ფომ ბო­ხუ­ას კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნა. შეს­ვლამ­დე გა­უ­კე­თეს სწრა­ფი ტეს­ტი. აი, ის, აფ­თი­ა­ქებ­ში რომ იყი­დე­ბა და უამ­რა­ვი ცრუ და­დე­ბი­თი და ცრუ უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხი აქვს. 15 წუთ­ში გა­მო­ვი­და ექი­მი და გვი­თხრა, რომ დე­და­ჩემს კო­ვი­დი აქვს, "სუფ­თა" სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ვერ შე­უშ­ვე­ბენ და უნდა გა­და­ვიყ­ვა­ნოთ კო­ვი­დი­ა­ნე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში. ახ­სნამ, რომ ქალს არა­ნა­ი­რი სიმპტო­მი არ აქვს, "ფა­ი­ზე­რის" ორი­ვე დო­ზით აც­რი­ლია, პი­სი­ა­რი ახა­ლი გა­კე­თე­ბუ­ლი აქვს, ამე­რი­კა­შიც კო­ვი­დი­ან­თან კონ­ტაქ­ტი არ ჰქო­ნია, არ გაჭ­რა.

გვაწ­ვე­ბოდ­ნენ, გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვით კო­ვიდ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში. თან დე­და­ჩე­მის მო­ნა­ცე­მე­ბი სას­წრა­ფოდ ატ­ვირ­თეს კო­ვი­დი­ა­ნე­ბის ბა­ზა­ში, პორ­ტალ­ზე, რო­გორც ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ კო­ვიდ გან­ყო­ფი­ლე­ბის გარ­და, ვერც ერთი სა­ა­ვად­მყო­ფო ვერ მი­გი­ღებს, რაც არ უნდა გჭირ­დეს. დედა არ და­თან­ხმდა კო­ვიდ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­დას­ვლას და მტან­ჯვე­ლი ტკი­ვი­ლე­ბით დაბ­რუნ­და სახ­ლში. მთე­ლი ღამე ჰქონ­და უმ­ძი­მე­სი შე­ტე­ვა. ვინც იცის, რა სიმ­წა­რეა კენ­ჭის გავ­ლა, და­მე­თან­ხმე­ბა. ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად ჩა­ი­კე­ტა ოთახ­ში, აღარ ეკა­რე­ბო­და არა­ფერს, რად­გან მა­ინც ვუშ­ვებ­დით შანსს, რომ და­ე­მარ­თა ე.წ. ბრე­იქსრუ ინ­ფექ­ცია და ფა­ი­ზე­რით აც­რი­ლიც და­ა­ვად­და.

მე­ო­რე დღეს გა­მო­ვი­ძა­ხეთ სახ­ლში ლა­ბო­რა­ტო­რია, PCR ტეს­ტის გა­სა­კე­თებ­ლად. გა­ვი­ტეს­ტეთ მთე­ლი ოჯა­ხი. სა­ღა­მომ­დე მა­ინც არ ვე­კა­რე­ბო­დით ერ­თმა­ნეთს, რად­გან გვე­გო­ნა, რომ შე­საძ­ლოა დე­დას კო­ვი­დი აქვს და ასე­ვე ჩვენც ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი ვართ, რო­გორც მისი კონ­ტაქ­ტე­ბი. გვი­ან სა­ღა­მოს ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­დან პა­სუ­ხე­ბი მო­ვი­და და კო­ვი­დი არა­ვის არ დაგ­ვი­დას­ტურ­და. არ ვჩი­ვით ნერ­ვი­უ­ლო­ბას, არ ვჩი­ვით ტკი­ვილ­ში გა­თე­ნე­ბულ ღა­მეს და ყო­ველ სა­ათ­ში გა­კე­თე­ბულ გა­მა­ყუ­ჩე­ბელს. მი­ზა­ნი დაგ­ვრჩა ის, რომ ჩა­მოგ­ვეხ­სნა კო­ვიდ პორ­ტა­ლი­დან, რად­გან ჰქო­ნო­და სა­შუ­ა­ლე­ბა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მი­სუ­ლი­ყო და ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლად მკურ­ნა­ლო­ბა გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა.

აბა რა ხდე­ბა? თურ­მე კო­ვიდ პორ­ტალ­ზე ერთხელ თუ აგტვირ­თეს, არა­ვინ აღარ ჩა­მოგხსნის. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი არ ხარ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბა­ზა­ში მე­ო­რე, ახა­ლი უარ­ყო­ფი­თი პი­სი­არ ტეს­ტიც ატ­ვირ­თუ­ლია, რო­მე­ლიც გან­სხვა­ვე­ბით სწრა­ფი ტეს­ტის­გან ოქ­როს სტან­დარ­ტია, პორ­ტალ­ზე მა­ინც დაგ­ტო­ვე­ბენ. ვრე­კავთ 112-ზე, ვრე­კავთ ჯან­დაც­ვის ცხელ ხაზ­ზე, გვა­მი­სა­მარ­თე­ბენ ბო­ხუ­ა­ში, ბო­ხუა გვა­მი­სა­მარ­თებს და­ა­ვა­დე­ბის კონ­ტრო­ლის ცენ­ტრში, ცენ­ტრი გვა­მი­სა­მარ­თებს ისევ ბო­ხუ­ას­თან და ასევ ვტრი­ა­ლებთ წრე­ზე.

ახლა რამ­დე­ნი­მე შე­კი­თხვა მაქვს:

1. იმ ღა­მეს, ტკი­ვი­ლე­ბით შე­წუ­ხე­ბუ­ლი დე­და­ჩე­მი რომ გა­და­სუ­ლი­ყო კო­ვიდ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში და ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი­ყო, ვინ იყო ამა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი?

2. რა­ტომ არ ჰქონ­და აღ­მა­ტე­ბუ­ლი ძალა ოქ­როს სტან­დარ­ტის პი­სი­არ ტესტს და რა­ტომ არ აბა­თი­ლებ­და ის ავ­ტო­მა­ტუ­რად, 7 ლა­რი­ა­ნი სწრა­ფი ტეს­ტის არას­წორ პა­სუხს? პი­სი­ა­რიც ხომ იმა­ვე სის­ტე­მა­ში აიტ­ვირ­თა?

3. რომ გა­მოხ­ვალთ და მოყ­ვე­ბით სტა­ტის­ტი­კას, რომ თურ­მე პფა­ი­ზე­რით აც­რი­ლე­ბიც და­ინ­ფი­ცირ­დნენ, სი­მარ­თლე იქ­ნე­ბა? შვი­ლე­ბი კი არა... დე­დე­ბი გა­ხიზ­ნეთ ჯერ!

პ.ს. წე­ღან კი­დევ და­უ­რე­კეს დე­და­ჩემს ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი­დან და მო­ი­კი­თხეს, რო­გორც "კო­ვი­დი­ა­ნი". ლა­პა­რა­კით და ახ­სნით და­ი­ღა­ლა ქალი და პირ­და­პირ ჩემ სტა­ტუს­ზე ამი­სა­მარ­თებს უკვე" - წერს ნი­კუ­რა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 37 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნუკოლოზი
1

სომართლე ვთქვათ ხო იყო თუნდაც მცირე მაგრამ შანსი მართლა ჰქონოდა კოვიდი? პსრ მაშინვე უნდა აგეღოთ და არა მეორე დღეს მე თუ მკითხავთ, რაც შეეხება ბაზაში შესწორებას მაგაში გეთანხმებით, ბიუროკრატიული იწილო ბიწილოა არა მარტო მანდ ყველა სახელმწიფო სტრუქტურაში, არამგონია ეხლა კოვიდსტატისტიკის და მართვის პროგრამული უზრუნველყოფაში შესწორების გაკეთების შესაძლებლობისთვის ახალი პროგრამული დანამატის გაკეთებას მოაბან თავი ამაზე საწყის ერაპზე უნდა ეფიქრათ, მაგრამ პსრ ით თუ მიხვალთ კლინიკაში რომლის თარიღიც წინა ტესტისაზე ახალია ეს პროტოკოლით გათვალისწინებული უნდა იქნეს

ვი–რუსი
95

არ იცოდი სად მოდიოდი? ტიკარაძისა და ტრი–ტრიის სამეფოში!

ავტორი:

"ფაიზერით" სრულად ვაქცინირებულ დედაჩემს უთხრეს, რომ კოვიდი აქვს და "სუფთა" საავადმყოფოში ვერ შეუშვებენ" - რას წერს ჟურნალისტი დავით ნიკურაძე?

"ფაიზერით" სრულად ვაქცინირებულ დედაჩემს უთხრეს, რომ კოვიდი აქვს და "სუფთა" საავადმყოფოში ვერ შეუშვებენ" - რას წერს ჟურნალისტი დავით ნიკურაძე?

ჟურნალისტი დავით ნიკურაძე წერს, რომ დედას, რომელიც "ფაიზერით" ორჯერ ვაქცინირებულია, საქართველოში კოვიდი შეცდომით დაუდგინეს.

აღნიშნულის შესახებ ნიკურაძე ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"აბა, ახლა კარგად მომისმინეთ, ამბავი უნდა გიამბოთ დაუჯერებელი და გაუგონარი, "კოვიდისა". საქმე ჩემს მშობელ დედა ლალის ეხება. აქვე ვიტყვი, რომ არის "ფაიზერით" სრულად ვაქცინირებული. ამერიკაში იყო 2 კვირით წასული. წასვლამდე გაიკეთა PCR ტესტი, უკან დაბრუნებისას გაიკეთა PCR ტესტი და ჩამოვიდა მშობლიურ საქართველოში.

ჩამოსვლიდან მეორე დღეს, დაეწყო თირკმელში კენჭის გავლა და ჯოჯოხეთური ტკივილებით, დაზღვევის სასწრაფომ ბოხუას კლინიკაში გადაიყვანა. შესვლამდე გაუკეთეს სწრაფი ტესტი. აი, ის, აფთიაქებში რომ იყიდება და უამრავი ცრუ დადებითი და ცრუ უარყოფითი პასუხი აქვს. 15 წუთში გამოვიდა ექიმი და გვითხრა, რომ დედაჩემს კოვიდი აქვს, "სუფთა" საავადმყოფოში ვერ შეუშვებენ და უნდა გადავიყვანოთ კოვიდიანების განყოფილებაში. ახსნამ, რომ ქალს არანაირი სიმპტომი არ აქვს, "ფაიზერის" ორივე დოზით აცრილია, პისიარი ახალი გაკეთებული აქვს, ამერიკაშიც კოვიდიანთან კონტაქტი არ ჰქონია, არ გაჭრა.

გვაწვებოდნენ, გადავსულიყავით კოვიდ განყოფილებაში. თან დედაჩემის მონაცემები სასწრაფოდ ატვირთეს კოვიდიანების ბაზაში, პორტალზე, როგორც ინფიცირებული. ეს იმას ნიშნავს, რომ კოვიდ განყოფილების გარდა, ვერც ერთი საავადმყოფო ვერ მიგიღებს, რაც არ უნდა გჭირდეს. დედა არ დათანხმდა კოვიდ განყოფილებაში გადასვლას და მტანჯველი ტკივილებით დაბრუნდა სახლში. მთელი ღამე ჰქონდა უმძიმესი შეტევა. ვინც იცის, რა სიმწარეა კენჭის გავლა, დამეთანხმება. ყველაფერთან ერთად ჩაიკეტა ოთახში, აღარ ეკარებოდა არაფერს, რადგან მაინც ვუშვებდით შანსს, რომ დაემართა ე.წ. ბრეიქსრუ ინფექცია და ფაიზერით აცრილიც დაავადდა.

მეორე დღეს გამოვიძახეთ სახლში ლაბორატორია, PCR ტესტის გასაკეთებლად. გავიტესტეთ მთელი ოჯახი. საღამომდე მაინც არ ვეკარებოდით ერთმანეთს, რადგან გვეგონა, რომ შესაძლოა დედას კოვიდი აქვს და ასევე ჩვენც ინფიცირებულები ვართ, როგორც მისი კონტაქტები. გვიან საღამოს ლაბორატორიიდან პასუხები მოვიდა და კოვიდი არავის არ დაგვიდასტურდა. არ ვჩივით ნერვიულობას, არ ვჩივით ტკივილში გათენებულ ღამეს და ყოველ საათში გაკეთებულ გამაყუჩებელს. მიზანი დაგვრჩა ის, რომ ჩამოგვეხსნა კოვიდ პორტალიდან, რადგან ჰქონოდა საშუალება საავადმყოფოში მისულიყო და ამბულატორიულად მკურნალობა გაეგრძელებინა.

აბა რა ხდება? თურმე კოვიდ პორტალზე ერთხელ თუ აგტვირთეს, არავინ აღარ ჩამოგხსნის. მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირებული არ ხარ, მიუხედავად იმისა, რომ ბაზაში მეორე, ახალი უარყოფითი პისიარ ტესტიც ატვირთულია, რომელიც განსხვავებით სწრაფი ტესტისგან ოქროს სტანდარტია, პორტალზე მაინც დაგტოვებენ. ვრეკავთ 112-ზე, ვრეკავთ ჯანდაცვის ცხელ ხაზზე, გვამისამართებენ ბოხუაში, ბოხუა გვამისამართებს დაავადების კონტროლის ცენტრში, ცენტრი გვამისამართებს ისევ ბოხუასთან და ასევ ვტრიალებთ წრეზე.

ახლა რამდენიმე შეკითხვა მაქვს:

1. იმ ღამეს, ტკივილებით შეწუხებული დედაჩემი რომ გადასულიყო კოვიდ განყოფილებაში და ვირუსით დაინფიცირებულიყო, ვინ იყო ამაზე პასუხისმგებელი?

2. რატომ არ ჰქონდა აღმატებული ძალა ოქროს სტანდარტის პისიარ ტესტს და რატომ არ აბათილებდა ის ავტომატურად, 7 ლარიანი სწრაფი ტესტის არასწორ პასუხს? პისიარიც ხომ იმავე სისტემაში აიტვირთა?

3. რომ გამოხვალთ და მოყვებით სტატისტიკას, რომ თურმე პფაიზერით აცრილებიც დაინფიცირდნენ, სიმართლე იქნება? შვილები კი არა... დედები გახიზნეთ ჯერ!

პ.ს. წეღან კიდევ დაურეკეს დედაჩემს ეპიდემიოლოგიური სამსახურიდან და მოიკითხეს, როგორც "კოვიდიანი". ლაპარაკით და ახსნით დაიღალა ქალი და პირდაპირ ჩემ სტატუსზე ამისამართებს უკვე" - წერს ნიკურაძე.

"არ დავაბრუნებ! ამით უნდა გაუწყოთ გაკეთებული საქმეების შესახებ" - წულუკიანმა სენაკში "მთავარი არხის" ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა

"შენდობას ვითხოვ. იქ რაზე დავაჭირე თითი, აღარც მახსოვს..." - უხამსი ფოტომონტაჟის გაზიარებისთვის მღვდელს მსახურება შეუჩერეს

"ეს სეგმენტი მყარად დაიკავა გახარიამ…" - რას წერს გია ხუხაშვილი "ლელოსა" და "სტრატეგია აღმაშენებელზე"?