სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში არსებულ რომელ ბანკშია ყველაზე მაღალი პროცენტი ლარის ანაბარზე?
საქართველოში არსებულ რომელ ბანკშია ყველაზე მაღალი პროცენტი ლარის ანაბარზე?

ჩვენ გარ­შე­მო რთუ­ლად მო­ი­ძებ­ნე­ბა ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც და­ზოგ­ვა­ზე არ არის ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, ამის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა კი დე­პო­ზი­ტია, რო­მე­ლიც შეგ­ვიძ­ლია სხვა­დას­ხვა მიზ­ნის ასას­რუ­ლებ­ლად გა­მო­ვი­ყე­ნოთ.

და­ზოგ­ვა გვა­ნი­ჭებს ფი­ნან­სურ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას, მისი მეშ­ვე­ო­ბით შეგ­ვიძ­ლია ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შემ­ცი­რე­ბა, ჩვე­ნი კონ­კრე­ტუ­ლი მიზ­ნე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა და ასე­ვე, სა­პენ­სიო ასა­კის­თვის მომ­ზა­დე­ბა. და­ნა­ზო­გი გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი ხარ­ჯე­ბის და­ფარ­ვის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა­ცაა, იქ­ნე­ბა ეს ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის თუ რა­ი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნის­თვის არ­სე­ბუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბა.

დაგ­რო­ვე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი სახე - დე­პო­ზი­ტი და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სავ­ლის მომ­ტა­ნი­ცაა, რად­გან მას­ზე პრო­ცენ­ტი გვე­რი­ცხე­ბა. მთა­ვა­რია, სწო­რად და­ზოგ­ვის­თვის გან­ვსა­ზღვროთ მი­ზა­ნი და შე­ვარ­ჩი­ოთ შე­სა­ბა­მი­სი სა­დე­პო­ზი­ტო პრო­დუქ­ტი ბან­კში, სა­დაც ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი სარ­გე­ბე­ლი დაგ­ვე­რი­ცხე­ბა.

რო­მელ ვა­ლუ­ტა­ში და სად გა­ვა­კე­თოთ ანა­ბა­რი, ამის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ის ვი­თი­ბი ბან­კის დე­პო­ზი­ტე­ბის product owner-ი ქე­თე­ვან ხო­მე­რი­კი ესა­უბ­რა:

ვა­ლუ­ტის მცუ­რა­ვი გაც­ვლი­თი კურ­სის პი­რო­ბებ­ში მო­ქა­ლა­ქე­ებს ლა­რის მი­მართ ნდო­ბა ნაკ­ლე­ბად აქვთ, თუმ­ცა დო­ლარ­ში და­ნა­ზოგს საკ­მა­ოდ და­ბა­ლი პრო­ცენ­ტი ერი­ცხე­ბა. თქვე­ნი რე­კო­მენ­და­ცი­ით, და­ნა­ზო­გის რო­მელ ვა­ლუ­ტა­ში გა­კე­თე­ბით მი­ვი­ღებთ უფრო მა­ღალ სარ­გე­ბელს?

მომ­ხმა­რებ­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა სა­კუ­თარ და­ნა­ზოგს უცხო­ურ ვა­ლუ­ტა­ში, ძი­რი­თა­დად, დო­ლარ­ში ინა­ხავს. ბოლო წლე­ბის დი­ნა­მი­კა გვიჩ­ვე­ნებს, რომ უცხო­ურ ვა­ლუ­ტა­ში გან­თავ­სე­ბულ ანაბ­რებ­ზე და­რი­ცხუ­ლი საპ­რო­ცენ­ტო სარ­გე­ბე­ლი საგ­რძნობ­ლად იკ­ლებს. დო­ლარ­ში ან ევ­რო­ში ფუ­ლის ანა­ბარ­ზე გან­თავ­სე­ბა ფაქ­ტობ­რი­ვად კარ­გავს სა­ინ­ვეს­ტი­ციო ხა­სი­ათს და მხო­ლოდ შე­ნახ­ვის ფუნ­ქცი­ას თუ ას­რუ­ლებს. მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, და­რი­ცხუ­ლი სარ­გე­ბე­ლი აღარ არის ხელ­შე­სა­ხე­ბი თან­ხა. პა­რა­ლე­ლუ­რად, ეროვ­ნულ ვა­ლუ­ტა­ში ანაბ­რებ­ზე საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თე­ბი იზ­რდე­ბა. დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, სხვა­ო­ბა უცხო­ურ ვა­ლუ­ტა­სა და ლა­რის ანაბ­რებ­ზე მი­ღე­ბულ სარ­გე­ბელს შო­რის საკ­მა­ოდ დი­დია.

ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი რამ­დენპ­რო­ცენ­ტი­ა­ნი სარ­გებ­ლის მი­ღე­ბაა სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­პო­ზიტ­ზე შე­საძ­ლე­ბე­ლი? რამ­დე­ნა­დაც ვიცი, „ვი­თი­ბი ბან­კმა“ კონ­კუ­რენ­ტებ­თან შე­და­რე­ბით სარ­გე­ბე­ლი საკ­მა­ოდ გა­ზარ­და.

იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტა სა­ინ­ვეს­ტი­ცი­ოდ უკე­თე­სია, გა­დავ­წყვი­ტეთ, მომ­ხმა­რე­ბელს ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი წლი­უ­რი 12.75% (ნო­მი­ნა­ლუ­რი) საპ­რო­ცენ­ტო სარ­გე­ბე­ლი შევ­თა­ვა­ზოთ ლარ­ში გან­თავ­სე­ბულ ანაბ­რებ­ზე. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ისიც, რომ ვა­დი­ა­ნი ანაბ­რის ვა­და­ზე ადრე დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, ანა­ბარს და­ე­რი­ცხე­ბა გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი წლი­უ­რი 9% ფაქ­ტობ­რი­ვად გან­თავ­სე­ბუ­ლი დღე­ე­ბის მი­ხედ­ვით, რაც ბა­ზარ­ზე არ­სე­ბულ დარ­ღვე­ვის პი­რო­ბა­ზე ორ­ჯერ მე­ტია. აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რო­ბა მე­ა­ნაბ­რეს აზღვევს ლა­რის შე­საძ­ლო გა­უ­ფა­სუ­რე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი სა­ვა­ლუ­ტო რის­კე­ბის­გან, იმი­სათ­ვის, რომ თან­ხის კონ­ვერ­ტა­ცია მის­თვის წამ­გე­ბი­ა­ნი არ აღ­მოჩ­ნდეს.

რო­გორ შე­უძ­ლია მომ­ხმა­რე­ბელ­მა მარ­ტი­ვად გან­საზვროს, შე­ტა­ნილ თან­ხა­ზე რო­მელ ვა­ლუ­ტა­ში რა სარ­გე­ბელს მი­ი­ღებს?

იმი­სათ­ვის რომ, ჩვე­ნი მომ­ხმა­რებ­ლის­თვის კი­დევ უფრო კომ­ფორ­ტუ­ლი გავ­ხა­დოთ სა­ბან­კო გა­მოც­დი­ლე­ბა, შევ­ქმე­ნით ინო­ვა­ცი­უ­რი ანაბ­რის კალ­კუ­ლა­ტო­რი, რო­მე­ლიც პო­ტენ­ცი­ურ მე­ა­ნაბ­რე­ებს გა­უ­ად­ვი­ლებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბას, თუ რო­მელ ვა­ლუ­ტა­ში გა­ნა­თავ­სონ ანა­ბა­რი.

მარ­ტი­ვად აგიხ­სნით, რო­გორ მუ­შა­ობს კალ­კუ­ლა­ტო­რი: ანაბ­რის ტი­პი­სა და სარ­გებ­ლის მი­ღე­ბის პი­რო­ბის არ­ჩე­ვის შემ­დეგ, ვირ­ჩევთ ვა­ლუ­ტას, ვუ­თი­თებთ სა­სურ­ველ თან­ხას (მაგ. 1000 აშშ დო­ლა­რი), ავირ­ჩევთ ანაბ­რის ვა­დას (მაგ. 12 თვე). მო­ნა­ცე­მე­ბის შეყ­ვა­ნის შემ­დეგ კალ­კუ­ლა­ტო­რი ავ­ტო­მა­ტუ­რად და­გით­ვლით სხვა­ო­ბას უცხო­ურ ვა­ლუ­ტა­სა და ლა­რის ანაბ­რებ­ზე მი­ღე­ბულ სარ­გე­ბელს შო­რის. რაც მთა­ვა­რია, ის ით­ვლის ზღვრუ­ლი კონ­ვერ­ტა­ცი­ის კურსს, რომ­ლის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­შიც ანაბ­რის ვა­დის ბო­ლოს მი­ღე­ბუ­ლი თან­ხის უკუ­კონ­ვერ­ტა­ცია მომ­ხმა­რებ­ლის­თვის ზა­რა­ლი­ა­ნი იქ­ნე­ბა.

თქვენს სა­სურ­ველ თან­ხა­ზე მი­სა­ღე­ბი სარ­გე­ბე­ლი შე­გიძ­ლი­ათ დათ­ვა­ლოთ აქ.

R

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
vali
3

ანაბარის პროცენტი კი არა, სესხის პროცენტები ნახეთ, ხალხს სულს რომ ხდიან ეს ბანკები, ლარიზაციო და გატყავებული ხალხი, მეორედ გაატყავეს

სუს
1

იპოᲗეკურ სესხზე ლარᲨი 12.5 % -ი რომ არის და ეფექტური 15 ან 18% ამაზე იზრუნეᲗ და გაასაჯარივეᲗ...

ბანკებზე რომ გაგვხადეს დამოკიდებული

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

საქართველოში არსებულ რომელ ბანკშია ყველაზე მაღალი პროცენტი ლარის ანაბარზე?

საქართველოში არსებულ რომელ ბანკშია ყველაზე მაღალი პროცენტი ლარის ანაბარზე?

ჩვენ გარშემო რთულად მოიძებნება ადამიანი, რომელიც დაზოგვაზე არ არის ორიენტირებული, ამის საუკეთესო საშუალება კი დეპოზიტია, რომელიც შეგვიძლია სხვადასხვა მიზნის ასასრულებლად გამოვიყენოთ.

დაზოგვა გვანიჭებს ფინანსურ დამოუკიდებლობას, მისი მეშვეობით შეგვიძლია ვალდებულებების შემცირება, ჩვენი კონკრეტული მიზნების დაფინანსება და ასევე, საპენსიო ასაკისთვის მომზადება. დანაზოგი გაუთვალისწინებელი ხარჯების დაფარვის საუკეთესო საშუალებაცაა, იქნება ეს ჯანმრთელობისთვის თუ რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენისთვის არსებული საჭიროება.

დაგროვების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახე - დეპოზიტი დამატებითი შემოსავლის მომტანიცაა, რადგან მასზე პროცენტი გვერიცხება. მთავარია, სწორად დაზოგვისთვის განვსაზღვროთ მიზანი და შევარჩიოთ შესაბამისი სადეპოზიტო პროდუქტი ბანკში, სადაც ყველაზე მაღალი სარგებელი დაგვერიცხება.

რომელ ვალუტაში და სად გავაკეთოთ ანაბარი, ამის შესახებ AMBEBI.GE-ის ვითიბი ბანკის დეპოზიტების product owner-ი ქეთევან ხომერიკი ესაუბრა:

ვალუტის მცურავი გაცვლითი კურსის პირობებში მოქალაქეებს ლარის მიმართ ნდობა ნაკლებად აქვთ, თუმცა დოლარში დანაზოგს საკმაოდ დაბალი პროცენტი ერიცხება. თქვენი რეკომენდაციით, დანაზოგის რომელ ვალუტაში გაკეთებით მივიღებთ უფრო მაღალ სარგებელს?

მომხმარებლების უმრავლესობა საკუთარ დანაზოგს უცხოურ ვალუტაში, ძირითადად, დოლარში ინახავს. ბოლო წლების დინამიკა გვიჩვენებს, რომ უცხოურ ვალუტაში განთავსებულ ანაბრებზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი საგრძნობლად იკლებს. დოლარში ან ევროში ფულის ანაბარზე განთავსება ფაქტობრივად კარგავს საინვესტიციო ხასიათს და მხოლოდ შენახვის ფუნქციას თუ ასრულებს. მარტივად რომ ვთქვათ, დარიცხული სარგებელი აღარ არის ხელშესახები თანხა. პარალელურად, ეროვნულ ვალუტაში ანაბრებზე საპროცენტო განაკვეთები იზრდება. დღევანდელი მონაცემებით, სხვაობა უცხოურ ვალუტასა და ლარის ანაბრებზე მიღებულ სარგებელს შორის საკმაოდ დიდია.

ყველაზე მაღალი რამდენპროცენტიანი სარგებლის მიღებაა საქართველოში დეპოზიტზე შესაძლებელი? რამდენადაც ვიცი, „ვითიბი ბანკმა“ კონკურენტებთან შედარებით სარგებელი საკმაოდ გაზარდა.

იმის გათვალისწინებით, რომ ეროვნული ვალუტა საინვესტიციოდ უკეთესია, გადავწყვიტეთ, მომხმარებელს ყველაზე მაღალი წლიური 12.75% (ნომინალური) საპროცენტო სარგებელი შევთავაზოთ ლარში განთავსებულ ანაბრებზე. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ვადიანი ანაბრის ვადაზე ადრე დარღვევის შემთხვევაში, ანაბარს დაერიცხება გარანტირებული წლიური 9% ფაქტობრივად განთავსებული დღეების მიხედვით, რაც ბაზარზე არსებულ დარღვევის პირობაზე ორჯერ მეტია. აღნიშნული პირობა მეანაბრეს აზღვევს ლარის შესაძლო გაუფასურებით გამოწვეული სავალუტო რისკებისგან, იმისათვის, რომ თანხის კონვერტაცია მისთვის წამგებიანი არ აღმოჩნდეს.

როგორ შეუძლია მომხმარებელმა მარტივად განსაზვროს, შეტანილ თანხაზე რომელ ვალუტაში რა სარგებელს მიიღებს?

იმისათვის რომ, ჩვენი მომხმარებლისთვის კიდევ უფრო კომფორტული გავხადოთ საბანკო გამოცდილება, შევქმენით ინოვაციური ანაბრის კალკულატორი, რომელიც პოტენციურ მეანაბრეებს გაუადვილებს გადაწყვეტილების მიღებას, თუ რომელ ვალუტაში განათავსონ ანაბარი.

მარტივად აგიხსნით, როგორ მუშაობს კალკულატორი: ანაბრის ტიპისა და სარგებლის მიღების პირობის არჩევის შემდეგ, ვირჩევთ ვალუტას, ვუთითებთ სასურველ თანხას (მაგ. 1000 აშშ დოლარი), ავირჩევთ ანაბრის ვადას (მაგ. 12 თვე). მონაცემების შეყვანის შემდეგ კალკულატორი ავტომატურად დაგითვლით სხვაობას უცხოურ ვალუტასა და ლარის ანაბრებზე მიღებულ სარგებელს შორის. რაც მთავარია, ის ითვლის ზღვრული კონვერტაციის კურსს, რომლის არსებობის შემთხვევაშიც ანაბრის ვადის ბოლოს მიღებული თანხის უკუკონვერტაცია მომხმარებლისთვის ზარალიანი იქნება.

თქვენს სასურველ თანხაზე მისაღები სარგებელი შეგიძლიათ დათვალოთ აქ.

R

ორბელიანი გარდენი - შენი კულინარიული აღმოჩენებისთვის

ყირგიზეთიდან ბათუმის მიმართულებით ფრენები დაიწყო

ეთერ ფარულავამ  მომენტალურ ლატარია "შვიდიანში’’ 20 000 ლარი მოიგო