"შეერთებული შტატები და გერმანია ერთიანი არიან, დაეხმარონ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში და თანხმდებიან, რომ მოსკოვს არ უნდა მიეცეს უფლება, ენერგეტიკა მეზობლების დაშინების მიზნით გამოიყენოს", - ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
”ჩვენ ერთად ვდგავართ და გავაგრძელებთ ერთად დგომას, რომ დავიცვათ ნატოში ჩვენი აღმოსავლეთ ფლანგის მოკავშირეები რუსეთის აგრესიისგან ”, - აღნიშნა ბაიდენმა.
მისივე თქმით, გერმანიის ლიდერთან შეხვედრაზე "ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის საკითხზეც ისაუბრეს.
"კიდევ ერთხელ გამოვთქვი შეშფოთება "ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის შესახებ, თუმცა კანცლერი მერკელი და მე აბსოლუტურად ერთიანი ვართ იმაში, რომ რუსეთს არ უნდა მიეცეს უფლება, ენერგეტიკა მეზობლების წინააღმდეგ იძულების, ან მუქარის იარაღად გამოიყენოს,“- განაცხადა ბაიდენმა.
აღნიშნულ საკითხზე საუბრისას ანგელა მერკელმა ხაზი გაუსვა, რომ მილსადენი არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ უკრაინული მილსადენები ჩაანაცვლოს.
"ჩვენი იდეა არის და დარჩება ის, რომ უკრაინა ბუნებრივი გაზის სატრანზიტო ქვეყნად რჩება და უკრაინას, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანას მსოფლიოში, ტერიტორიული სუვერენიტეტის უფლება აქვს,“- აღნიშნა მერკელმა.
მისივე თქმით, გერმანია მზად არის რეაგირება მოახდინოს მოსკოვზე "თუ რუსეთი პატივს არ სცემს უკრაინის ამ უფლებას, რომელიც მას, როგორც სატრანზიტო ქვეყანას აქვს".
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ვაშინგტონში, თეთრ სახლში შეხვდნენ ერთმანეთს მოლაპარაკებების საკითხები იყო Nord Stream 2-ი, კლიმატის ცვლილებები, Covid-19-ის ვაქცინები, რუსული კიბერშეტევები, უკრაინა.
შეხვედრამდე ბაიდენმა მერკელს "პირადი მეგობარი და შეერთებული შტატების მეგობარი" უწოდა.
რამდენ ხანს აპირებთ ამ სისულელეებს უსმინოს ადამიანმა!? ნუთუ თქვენთვის 21-ე საუკუნე, ეს მე-3 საუკუნეა კაცობრიობისა!? თუ გერმანია-რუსეთი აკეთებს პროექტს და თქვენ საერთო ძმობა გაგაჩნიათ, მაშინ გერმანიამ მოუტეხოს ლუკმა ძმებს და მისცეს სამართლიანობაში. მე ვენდობი გერმანიას, შენ ბაიდენ!? მაშინ რა ბაზარია, ნუთუ სხვა არ არსებობს გამოწვევა ამ დუნიაზე!? რას იზამს რუსეთი, რა უნდა ქნას, რაც უნდა უკრაინას მიყიდის იმას, ხოლო უკრაინას მოწყვლადობას სრულებითაც არ განაპირობებს ტრანზიტის თემა, არამედ ის, რომ ეს ქვეყანა მართვის ყველა გაგებაში საქართველოს გაჭრილი ვაშლია, რომელთაც წინი არ გააჩნიათ. ვერ გამიგია, რატომ ხდება ეს, ხოლო თვენ თუ გინდათ ეს ქვეყნები იქცეს საპირწონედ გლობალური სივრცის მართვაში, შეასრულონონ გეოპოლიტიკური ფუნქცია მათ ეკონომიკის მართვას უნდა მიხედოთ, ეკონომიკის პლატფორმის გასწორებას. რა პრობლემაა, თუ ეს უჭირს გარტნერ-ბერნანკეს ამერიკას, ან მარიო დრაგის ევროკავშირს!? რა ბაზარია, ესაა პოლიტიკასა და პოლიტიკანობას შორის სხვაობა, ანუ ჩვენს შორის სხვაობა. გიხაროდეთ! მაგრები ხართ, მაგრამ ასეთი მაგრების ისტორიაც უნახავს ისტორიას.
გერმანია=რუსეთის პროექტში მესამე მოწილის შეყვანას ცდილობენ, ეს მოწილე კი, ამერიკა იქნება. მაგრამ როგორ უნდა შეიყვანონ? პროექტი ორმა ქვეყანამ გააკეთა, მესამეს არაფერი წილი არ შეუტანია მაგრამ ითხოვს,
ჩასვან წილში, რადგან ითხოვს მოუწევს ტრუბაში ჩასმა.. მერკელს შანსი ქონდა ბაიდენი პირველი ყოფილიყო, მარა ვერ გაბედა... ვერა!