მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაუყოვნებლივ საყურადღებოა ფასის უფრო მკაცრი რეგულირება..." - რა წერია ჯანმოს ანგარიშში, რომელიც საქართველოში ჯანდაცვის მომსახურებას ეხება?
"დაუყოვნებლივ საყურადღებოა ფასის უფრო მკაცრი რეგულირება..." - რა წერია ჯანმოს ანგარიშში, რომელიც საქართველოში ჯანდაცვის მომსახურებას ეხება?

ფი­ნან­სუ­რი დაც­ვის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი უფრო ხელ­მი­საწ­ვდო­მი უნდა გახ­დეს ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, - ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია ჯან­მოს ბარ­სე­ლო­ნას ოფი­სის, (ჯან­მო-ს ევ­რო­პის რე­გი­ო­ნა­ლუ­რი ოფი­სის ქვეყ­ნის ჯან­დაც­ვის პო­ლი­ტი­კის და სის­ტე­მე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა) ან­გა­რიშ­ში, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯან­დაც­ვის მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ფა­სუ­რის და­ფარ­ვას და ფი­ნან­სურ უზ­რუნ­ველ­ყო­ფას უკავ­შირ­დე­ბა.

ან­გა­რიშ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ „ჯან­დაც­ვა­ზე კა­ტას­ტრო­ფუ­ლი ხარ­ჯვის ინ­ცი­დენ­ტო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­ღა­ლია ჯან­მო-ს ევ­რო­პის რე­გი­ო­ნის სხვა ქვეყ­ნებ­თან შე­და­რე­ბით”.

ჯან­მო-ს ან­გა­რი­შის თა­ნახ­მად, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ სა­ყუ­რა­დღე­ბოა ფა­სის უფრო მკაც­რი რე­გუ­ლი­რე­ბა.

„მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის ასა­მაღ­ლებ­ლად ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის პროგ­რა­მა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად უნდა გა­ფარ­თოვ­დეს, რათა მო­იც­ვას რო­გორც მეტი მე­დი­კა­მენ­ტი, ასე­ვე მეტი ადა­მი­ა­ნი. და­უ­ყოვ­ნებ­ლივ სა­ყუ­რა­დღე­ბოა ფა­სის უფრო მკაც­რი რე­გუ­ლი­რე­ბა და მე­დი­კა­მენ­ტე­ბის რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი და­ნიშ­ვნი­სა და გა­მო­ყე­ნე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბის­კენ ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა. ჯან­მრთე­ლო­ბის სერ­ვი­სის ფა­სე­ბის სუს­ტი რე­გუ­ლი­რე­ბა და პრო­ვა­ი­დე­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბა პა­ცი­ენ­ტებს ზედ­მე­ტი თან­ხა და­ა­კის­რონ (ბა­ლან­სის და­ან­გა­რი­შე­ბა) ასე­ვე ხელს უწყობს ჯი­ბი­დან მა­ღალ გა­დახ­დებს სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი და ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის­თვის. არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­და­სა­ხა­დე­ბის აღ­მო­ფხვრის მი­მარ­თუ­ლე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პროგ­რე­სის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ქარ­თვე­ლო­ში პრო­ვა­ი­დე­რებს შე­უძ­ლი­ათ და­ად­გი­ნონ სა­კუ­თა­რი ფა­სე­ბი და პა­ცი­ენ­ტებს მოს­თხო­ვონ გა­და­ი­ხა­დონ გან­სხვა­ვე­ბა ფას­სა და სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მით დად­გე­ნილ ტა­რიფს შო­რის. თა­ნა­გა­დახ­დის სის­ტე­მა რთუ­ლი და პო­ტენ­ცი­უ­რად და­მაბ­ნე­ვე­ლია პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის. დაც­ვის მე­ქა­ნიზ­მე­ბი არა­ე­ფექ­ტუ­რია. სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მის შე­ღა­ვა­თებ­ზე წლი­უ­რი ზედა ზღვა­რი, პრო­ცენ­ტუ­ლი თა­ნა­გა­დახ­დის გა­მო­ყე­ნე­ბა და პრო­ვა­ი­დე­რის მიერ პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის და­მა­ტე­ბი­თი თან­ხის და­კის­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჯი­ბი­დან მა­ღალ გა­დახ­დებს იწ­ვევს”, - ნთქვა­მია ან­გა­რიშ­ში.

ამას­თან, ან­გა­რი­ში სა­უ­ბა­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა­ზე.

ან­გა­რი­შის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მა 2013 წელს და­ი­ნერ­გა, რის შე­დე­გა­დაც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­და სა­ხელ­მწი­ფოს მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი ჯან­დაც­ვით მო­ცუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის წილი.

სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მამ, რომ­ლის­თვი­საც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იყო მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გაზ­რდი­ლი სა­ჯა­რო და­ნა­ხარ­ჯე­ბი ჯან­დაც­ვა­ზე, შე­ამ­ცი­რა ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის ფი­ნან­სუ­რი ბა­რი­ე­რე­ბი და გა­ზარ­და სერ­ვი­სე­ბით სარ­გებ­ლო­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ ადა­მი­ა­ნე­ბი­სათ­ვის, ვინც მა­ნამ­დე არ იყო მო­ცუ­ლი.

ჯან­დაც­ვა­ში ამ­დე­ნად სა­ჭი­რო ინ­ვეს­ტი­ცი­ის და ჯან­დაც­ვის მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე წვდო­მის საგ­რძნო­ბი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის მი­ხედ­ვით, კვლავ და­ბა­ლია სა­ჯა­რო და­ნა­ხარ­ჯე­ბი ჯან­დაც­ვა­ზე.

„შე­დე­გად, ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე მიმ­დი­ნა­რე და­ნა­ხარ­ჯებ­ში ჯი­ბი­დან გა­დახ­დე­ბის წილი (48% 2018 წელს) კვლავ აღე­მა­ტე­ბა ჯან­მოს ევ­რო­პუ­ლი რე­გი­ო­ნის ქვეყ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნე­ბელს (30%). ეს მი­მო­ხილ­ვა ეფუძ­ნე­ბა საქსტა­ტის მიერ ყო­ველ­წლი­უ­რად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ში­ნა­მე­ურ­ნე­ო­ბე­ბის შე­მო­სავ­ლე­ბი­სა და და­ნა­ხარ­ჯე­ბის გა­მოკ­ვლე­ვის მო­ნა­ცე­მებს. კვლე­ვის თა­ნახ­მად, 2013 წლი­დან 2018 წლამ­დე, ჯი­ბი­დან გა­დახ­დე­ბი გა­ი­ზარ­და ოჯა­ხე­ბის და­ნა­ხარ­ჯე­ბის 7%-იდან 9%-მდე, რაც მი­ა­ნიშ­ნებს, რომ ჯან­დაც­ვის სერ­ვი­სე­ბით სარ­გებ­ლო­ბის გაზ­რდას­თან ერ­თად გა­ი­ზარ­და ში­ნა­მე­ურ­ნე­ო­ბე­ბის ჯი­ბი­დან გა­დახ­დე­ბი. 2018 წელს, ში­ნა­მე­ურ­ნე­ო­ბე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 7%-მა გა­ნი­ცა­და გა­მა­ღა­ტა­კე­ბე­ლი და­ნა­ხარ­ჯე­ბი ჯან­დაც­ვა­ზე, ხოლო 17%-მა გას­წია კა­ტას­ტრო­ფუ­ლი და­ნა­ხარ­ჯე­ბი ჯან­დაც­ვა­ზე. ფი­ნან­სუ­რი შე­ჭირ­ვე­ბის ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ერთ-ერთი უმაღ­ლე­სია ევ­რო­პუ­ლი რე­გი­ო­ნის მას­შტა­ბით. ჯი­ბი­დან გა­დახ­დე­ბის (69% 2018 წელს) ყვე­ლა­ზე დიდი წილი რე­გუ­ლა­რუ­ლად მო­დის მე­დი­კა­მენ­ტებ­ზე, მას მოს­დევს სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი (14%), და ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბა (11%). ში­ნა­მე­ურ­ნე­ო­ბებს შო­რის ჯი­ბი­დან გა­დახ­დი­ლი და­ნა­ხარ­ჯე­ბის სტრუქ­ტუ­რა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გან­სხვა­ვე­ბე­ბია. 2018 წელს, ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის წილ­მა ჯი­ბი­დან გა­დახ­დე­ბის 90% შე­ად­გი­ნა უღა­ტა­კეს ში­ნა­მე­ურ­ნე­ო­ბებ­ში კა­ტას­ტრო­ფუ­ლი და­ნა­ხარ­ჯე­ბით, ყვე­ლა­ზე შეძ­ლე­ბულ ში­ნა­მე­ურ­ნე­ო­ბებ­ში კი -- 24%. მარ­თა­ლია, ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის წილი იკ­ლებს ში­ნა­მე­ურ­ნე­ო­ბის მოხ­მა­რე­ბის ზრდას­თან ერ­თად, სტა­ცი­ო­ნა­რულ, ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ულ და სტო­მა­ტო­ლო­გი­ურ სერ­ვი­სებ­ზე და­ნა­ხარ­ჯე­ბის წილი იზ­რდე­ბა ში­ნა­მე­ურ­ნე­ო­ბის მოხ­მა­რე­ბას­თან ერ­თად. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, გა­ი­ზარ­და მე­დი­კა­მენ­ტე­ბის წილი, რაც გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია ერთ სულ­ზე მე­დი­კა­მენ­ტებ­ზე ჯი­ბი­დან გა­დახ­დე­ბის სწრა­ფი ზრდით, მოხ­მა­რე­ბის ყვე­ლა კვინ­ტილ­ში 2012- დან 2016 წლამ­დე პე­რი­ოდ­ში”, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ან­გა­რიშ­ში.

ჯან­მო-ს ან­გა­რიშ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ 2018 წელს ში­ნა­მე­ურ­ნე­ო­ბე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 7%-მა გა­ი­ღო ჯან­დაც­ვის ხარ­ჯე­ბი, რა­მაც გა­ღა­რი­ბე­ბა გა­მო­იწ­ვია, ხოლო 17%-მა ჯან­დაც­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით კა­ტას­ტრო­ფუ­ლი ხარ­ჯე­ბი გა­წია.

„ფი­ნან­სუ­რი სი­დუ­ხ­ჭი­რის ეს დონე ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლია ევ­რო­პის რე­გი­ონ­ში. ფი­ნან­სუ­რი სი­დუ­ხ­ჭი­რე მე­ტად კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლია უღა­რი­ბეს კვინ­ტილ­ში ყვე­ლა წლის­თვის. 2018 წელს ყვე­ლა­ზე ღა­რი­ბი კვინ­ტი­ლის ში­ნა­მე­ურ­ნე­ო­ბე­ბის 45%-მა და მე­ო­რე კვინ­ტი­ლის ში­ნა­მე­ურ­ნე­ო­ბე­ბის 17%-მა გა­წია კა­ტას­ტრო­ფუ­ლი ხარ­ჯე­ბი, ხოლო უმ­დიდ­რე­სი კვინ­ტი­ლის მხო­ლოდ 5%-მა გა­წია ეს ხარ­ჯე­ბი. ყვე­ლა კვინ­ტილ­მა გა­ნი­ცა­და ჯან­დაც­ვის კა­ტას­ტრო­ფუ­ლი და­ნა­ხარ­ჯე­ბის ზრდა დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, მაგ­რამ ზრდის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი გა­მოწ­ვე­ულ იქნა ორ უღა­რი­ბეს კვინ­ტილ­ში უფრო მა­ღა­ლი ინ­ცი­დენ­ტო­ბით. კა­ტას­ტრო­ფუ­ლი ხარ­ჯვა ყვე­ლა კვინ­ტილ­ში ძი­რი­თა­დად მე­დი­კა­მენ­ტე­ბით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, გარ­და ყვე­ლა­ზე მდი­და­რი კვინ­ტი­ლი­სა. 2018 წელს მე­დი­კა­მენ­ტებ­ზე გა­წე­უ­ლი ხარ­ჯე­ბი ჯი­ბი­დან გა­დახ­დე­ბის 90%-ს შე­ად­გენ­და ყვე­ლა­ზე ღა­რი­ბი კვინ­ტი­ლის ში­ნა­მე­ურ­ნე­ო­ბებ­ში კა­ტას­ტრო­ფუ­ლი ხარ­ჯე­ბით, ხოლო უმ­დიდ­რე­სი კვინ­ტი­ლის შემ­თხვე­ვა­ში - 24%-ს”, - ნათ­ქვა­მია ან­გა­რიშ­ში.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლალუკა
5

სადაა ჯანდაცვა საქართველოში. ყველა თურქეთში გარბის

თინი
1

პენსია არ მყოფნის წამლებზე. რა გვეშველება, წამლები რომლებიც რეგულიარულად უნდა მივუღო ვერ ვყიდულობ, ასეთ ცხოვრებას რა ვუთხარი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"დაუყოვნებლივ საყურადღებოა ფასის უფრო მკაცრი რეგულირება..." - რა წერია ჯანმოს ანგარიშში, რომელიც საქართველოში ჯანდაცვის მომსახურებას ეხება?

"დაუყოვნებლივ საყურადღებოა ფასის უფრო მკაცრი რეგულირება..." - რა წერია ჯანმოს ანგარიშში, რომელიც საქართველოში ჯანდაცვის მომსახურებას ეხება?

ფინანსური დაცვის გასაძლიერებლად ამბულატორიული მედიკამენტები უფრო ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ადამიანებისთვის, - ამის შესახებ ნათქვამია ჯანმოს ბარსელონას ოფისის, (ჯანმო-ს ევროპის რეგიონალური ოფისის ქვეყნის ჯანდაცვის პოლიტიკის და სისტემების განყოფილება) ანგარიშში, რომელიც საქართველოში ჯანდაცვის მომსახურების საფასურის დაფარვას და ფინანსურ უზრუნველყოფას უკავშირდება.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ „ჯანდაცვაზე კატასტროფული ხარჯვის ინციდენტობა საქართველოში მაღალია ჯანმო-ს ევროპის რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით”.

ჯანმო-ს ანგარიშის თანახმად, დაუყოვნებლივ საყურადღებოა ფასის უფრო მკაცრი რეგულირება.

„მედიკამენტების ხელმისაწვდომობის ასამაღლებლად ამბულატორიული მედიკამენტების პროგრამა მნიშვნელოვნად უნდა გაფართოვდეს, რათა მოიცვას როგორც მეტი მედიკამენტი, ასევე მეტი ადამიანი. დაუყოვნებლივ საყურადღებოა ფასის უფრო მკაცრი რეგულირება და მედიკამენტების რაციონალური დანიშვნისა და გამოყენების წახალისებისკენ ნაბიჯების გადადგმა. ჯანმრთელობის სერვისის ფასების სუსტი რეგულირება და პროვაიდერის შესაძლებლობა პაციენტებს ზედმეტი თანხა დააკისრონ (ბალანსის დაანგარიშება) ასევე ხელს უწყობს ჯიბიდან მაღალ გადახდებს სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურებისთვის. არაფორმალური გადასახადების აღმოფხვრის მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესის მიუხედავად, საქართველოში პროვაიდერებს შეუძლიათ დაადგინონ საკუთარი ფასები და პაციენტებს მოსთხოვონ გადაიხადონ განსხვავება ფასსა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით დადგენილ ტარიფს შორის. თანაგადახდის სისტემა რთული და პოტენციურად დამაბნეველია პაციენტებისთვის. დაცვის მექანიზმები არაეფექტურია. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შეღავათებზე წლიური ზედა ზღვარი, პროცენტული თანაგადახდის გამოყენება და პროვაიდერის მიერ პაციენტებისთვის დამატებითი თანხის დაკისრების შესაძლებლობა ჯიბიდან მაღალ გადახდებს იწვევს”, - ნთქვამია ანგარიშში.

ამასთან, ანგარიში საუბარია საქართველოში საყოველთაო ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე.

ანგარიშის თანახმად, საქართველოში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 2013 წელს დაინერგა, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად გაიზარდა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ჯანდაცვით მოცული მოსახლეობის წილი.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ, რომლისთვისაც გათვალისწინებული იყო მნიშვნელოვნად გაზრდილი საჯარო დანახარჯები ჯანდაცვაზე, შეამცირა ხელმისაწვდომობის ფინანსური ბარიერები და გაზარდა სერვისებით სარგებლობა, განსაკუთრებით იმ ადამიანებისათვის, ვინც მანამდე არ იყო მოცული.

ჯანდაცვაში ამდენად საჭირო ინვესტიციის და ჯანდაცვის მომსახურებაზე წვდომის საგრძნობი გაუმჯობესების მიუხედავად, ევროპული სტანდარტების მიხედვით, კვლავ დაბალია საჯარო დანახარჯები ჯანდაცვაზე.

„შედეგად, ჯანმრთელობაზე მიმდინარე დანახარჯებში ჯიბიდან გადახდების წილი (48% 2018 წელს) კვლავ აღემატება ჯანმოს ევროპული რეგიონის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს (30%). ეს მიმოხილვა ეფუძნება საქსტატის მიერ ყოველწლიურად განხორციელებულ შინამეურნეობების შემოსავლებისა და დანახარჯების გამოკვლევის მონაცემებს. კვლევის თანახმად, 2013 წლიდან 2018 წლამდე, ჯიბიდან გადახდები გაიზარდა ოჯახების დანახარჯების 7%-იდან 9%-მდე, რაც მიანიშნებს, რომ ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობის გაზრდასთან ერთად გაიზარდა შინამეურნეობების ჯიბიდან გადახდები. 2018 წელს, შინამეურნეობების დაახლოებით 7%-მა განიცადა გამაღატაკებელი დანახარჯები ჯანდაცვაზე, ხოლო 17%-მა გასწია კატასტროფული დანახარჯები ჯანდაცვაზე. ფინანსური შეჭირვების ეს მაჩვენებელი ერთ-ერთი უმაღლესია ევროპული რეგიონის მასშტაბით. ჯიბიდან გადახდების (69% 2018 წელს) ყველაზე დიდი წილი რეგულარულად მოდის მედიკამენტებზე, მას მოსდევს სტაციონარული (14%), და ამბულატორიული მომსახურება (11%). შინამეურნეობებს შორის ჯიბიდან გადახდილი დანახარჯების სტრუქტურაში მნიშვნელოვანი განსხვავებებია. 2018 წელს, ამბულატორიული მედიკამენტების წილმა ჯიბიდან გადახდების 90% შეადგინა უღატაკეს შინამეურნეობებში კატასტროფული დანახარჯებით, ყველაზე შეძლებულ შინამეურნეობებში კი -- 24%. მართალია, ამბულატორიული მედიკამენტების წილი იკლებს შინამეურნეობის მოხმარების ზრდასთან ერთად, სტაციონარულ, ამბულატორიულ და სტომატოლოგიურ სერვისებზე დანახარჯების წილი იზრდება შინამეურნეობის მოხმარებასთან ერთად. დროთა განმავლობაში, გაიზარდა მედიკამენტების წილი, რაც განპირობებულია ერთ სულზე მედიკამენტებზე ჯიბიდან გადახდების სწრაფი ზრდით, მოხმარების ყველა კვინტილში 2012- დან 2016 წლამდე პერიოდში”, - აღნიშნულია ანგარიშში.

ჯანმო-ს ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2018 წელს შინამეურნეობების დაახლოებით 7%-მა გაიღო ჯანდაცვის ხარჯები, რამაც გაღარიბება გამოიწვია, ხოლო 17%-მა ჯანდაცვასთან დაკავშირებით კატასტროფული ხარჯები გაწია.

„ფინანსური სიდუხჭირის ეს დონე ყველაზე მაღალია ევროპის რეგიონში. ფინანსური სიდუხჭირე მეტად კონცენტრირებულია უღარიბეს კვინტილში ყველა წლისთვის. 2018 წელს ყველაზე ღარიბი კვინტილის შინამეურნეობების 45%-მა და მეორე კვინტილის შინამეურნეობების 17%-მა გაწია კატასტროფული ხარჯები, ხოლო უმდიდრესი კვინტილის მხოლოდ 5%-მა გაწია ეს ხარჯები. ყველა კვინტილმა განიცადა ჯანდაცვის კატასტროფული დანახარჯების ზრდა დროთა განმავლობაში, მაგრამ ზრდის ძირითადი ნაწილი გამოწვეულ იქნა ორ უღარიბეს კვინტილში უფრო მაღალი ინციდენტობით. კატასტროფული ხარჯვა ყველა კვინტილში ძირითადად მედიკამენტებით არის განპირობებული, გარდა ყველაზე მდიდარი კვინტილისა. 2018 წელს მედიკამენტებზე გაწეული ხარჯები ჯიბიდან გადახდების 90%-ს შეადგენდა ყველაზე ღარიბი კვინტილის შინამეურნეობებში კატასტროფული ხარჯებით, ხოლო უმდიდრესი კვინტილის შემთხვევაში - 24%-ს”, - ნათქვამია ანგარიშში.

რა ვითარებაა პარლამენტთან, სადაც მედიასაშუალებების ორგანიზებით პრემიერის გადადგომის მოთხოვნით აქციის მართავენ

"სასწაულები გრძელდება... 55 წლის ასაკში ქალბატონმა პირველად განიცადა დედობის ბედნიერება" - რა ინფორმაციას ავრცელებს კლინიკა?

"მიჰაუსის" იუბილეზე 2000-მდე საჩუქარი უკვე გათამაშდა - იჩქარე, აქციის დასრულებამდე დარჩენილია 2 დღე