დასავლეთ გერმანიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას "დოიჩე ველე“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დაღუპულებს შორის ორი მეხანძრეცაა. ამასთან, ადგილობრივი სამართალდამცავების ინფორმაციით, გერმანიის რაინლანდ- პფალციან შტატში 6 სახლი დაინგრა და ამ დროისთვის 30 დაკარგულს ეძებენ.
"ამჟამად სახურავებზე გაურკვეველი რაოდენობის ადამიანები იმყოფებიან, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ”, - განაცხადა ქალაქ კობლენცის პოლიციის პრესსპიკერმა.
გავრცელებული ინფორმაციით, წყალდიდობისგან თავის დასაღწევად სახურავებზე 50-მდე ადამიანია ჩარჩენილი.
გერმანიის არმიამ წყალდიდობისგან დაზიანებული ქუჩების გასაწმენდად 230-ზე მეტი ჯარისკაცი და მძიმე ტექნიკა გაგზავნა. სამაშველო სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენებიც, რომლებიც სახურავებზე მყოფი ადამიანების გადარჩენას ცდილობენ.
სტიქიის ზონაში 200 000 ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. გერმანიის ელექტროენერგიის უდიდეს სადისტრიბუციო კომპანია Westnetz-ში აცხადებენ, რომ მდგომარეობის გამოსასწორებლად ყველა შესაძლო ზომას ახორციელებენ. წყალდიდობის შედეგად რამდენიმე ქალაქში სასმელი წყლის მიწოდებაც შეფერხდა.
ვუსამძიმრევ ყველას. ისე კი იმ ხალხისთვის ვინც 13 ივნისზე იძახდა ვერტმფრენები ვერ აწიესო გერმანიას მაინც ყავს ვერტმფრენები და საკმარისი რაოდენობის მაშველები. უბრალოდ სტიქიის წინაშე ყველა უძლური ვართ. მოვუაროთ ბუნებას და გარემოს.
არ მცალია ახლა საქართველოში ჩამოსასვლელად, ხომ ხედავთ წეიღო გერმანია წყალმა და მეწყერმა?! ჯერ გერმანიას ვუშველი და მერე ჩამუალ მაქანაი!