სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სამწუხაროა, რომ ვერ შესრულდა მმართველი პარტიის მიერ აღებული 19 აპრილის შეთანხმების კეთილსინდისიერად შესრულების ვალდებულება" - აშშ-ის საელჩოს განცხადება
"სამწუხაროა, რომ ვერ შესრულდა მმართველი პარტიის მიერ აღებული 19 აპრილის შეთანხმების კეთილსინდისიერად შესრულების ვალდებულება" - აშშ-ის საელჩოს განცხადება

სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ის სა­ელ­ჩო შეშ­ფო­თე­ბას გა­მოთ­ქვამს უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­ში ექ­ვსი მო­სა­მარ­თლის და­ნიშ­ვნის გამო. რო­გორც სა­ელ­ჩოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა წარ­მო­ად­გენს მნიშ­ვნე­ლო­ვან და­კარ­გულ შე­საძ­ლებ­ლო­ბას სა­ქარ­თვე­ლოს სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის მი­მართ ნდო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის კუ­თხით.

"პარ­ლა­მენ­ტის 12 ივ­ლი­სის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­ში ექ­ვსი მო­სა­მარ­თლის და­ნიშ­ვნას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მი­უ­ხე­და­ვად სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კურ ლი­დერ­თა 19 აპ­რი­ლის მკა­ფიო შე­თან­ხმე­ბი­სა, „თავი შე­ი­კა­ვონ უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­ში არ­სე­ბუ­ლი წე­სე­ბით მო­სა­მარ­თლე­თა და­ნიშ­ვნის­გან“ უაღ­რე­სად გულ­და­სა­წყვე­ტია. სამ­წუ­ხა­როა, რომ ამ წარ­დგე­ნი­სა და და­ნიშ­ვნის პრო­ცე­სით და ინ­კლუ­ზი­უ­რი და ფარ­თო სა­სა­მარ­თლო რე­ფორ­მის გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლებ­ლო­ბით, ვერ შეს­რულ­და სა­ქარ­თვე­ლოს ლი­დე­რე­ბის, მათ შო­რის, მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის მიერ აღე­ბუ­ლი 19 აპ­რი­ლის შე­თან­ხმე­ბის კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად შეს­რუ­ლე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა.

პარ­ტი­ე­ბი შე­თან­ხმდნენ ამ­ბი­ცი­უ­რი სა­სა­მარ­თლო რე­ფორ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე ფარ­თო და გამჭვირ­ვა­ლე პრო­ცე­სის მეშ­ვე­ო­ბით, სა­მარ­თლის ექ­სპერ­ტე­ბის, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. ცალ­მხრი­ვი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი, მი­ღე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის რჩე­ვის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, იმ დროს, რო­დე­საც ჯერ კი­დევ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და 19 აპ­რი­ლის შე­თან­ხმე­ბა­ზე, არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა ამ შე­თან­ხმე­ბის ში­ნა­არსსა და სუ­ლის­კვე­თე­ბას. გან­სა­კუთ­რე­ბით, სა­ერ­თო სა­სა­მარ­თლო­ე­ბის შე­სა­ხებ ორ­გა­ნულ კა­ნონ­ში აპ­რი­ლის და­სა­წყის­ში შე­სუ­ლი ცვლი­ლე­ბი, რო­მელ­მაც სრუ­ლად ვერ ასა­ხა ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, მათ შო­რის, მთა­ვა­რი რე­კო­მენ­და­ცია მო­სა­მარ­თლე­თა და­ნიშ­ვნე­ბის გა­და­ვა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ფარ­თო და ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი სა­სა­მარ­თლო რე­ფორ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბამ­დე და­ნიშ­ვნის არ შე­ჩე­რე­ბას რე­ა­ლუ­რი შე­დე­გე­ბი აქვს. სა­მარ­თლის ექ­სპერ­ტებ­მა და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნეს, რომ პარ­ლა­მენ­ტის ხარ­ვე­ზი­ან­მა პრო­ცეს­მა ვერ უზ­რუნ­ველ­ყო ყვე­ლა­ზე კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კან­დი­და­ტე­ბის და­წი­ნა­უ­რე­ბა, შე­დე­გად კი, ნაკ­ლე­ბად კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კან­დი­და­ტე­ბი უვა­დოდ გამ­წეს­დნენ სა­სა­მარ­თლო­ში.

რო­გორც ეუ­თოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის ოფი­სის (ODIHR) 9 ივ­ლი­სის ან­გა­რიშ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი „კან­დი­და­ტე­ბის წარ­დგე­ნა გან­ხორ­ცი­ელ­და გა­რე­მო­ში, სა­დაც სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნდო­ბა მწი­რია” და „იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი შერ­ჩე­ვის, მოკ­ვლე­ვი­სა და ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბის პრო­ცე­სი ვერ პა­სუ­ხობ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებს“. აღ­ნიშ­ნუ­ლი კონ­ტექ­სტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო, პარ­ლა­მენტს შე­ე­ჩე­რე­ბი­ნა და­ნიშ­ვნის პრო­ცე­სი ინ­კლუ­ზი­უ­რი, ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი რე­ფორ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მიზ­ნით, რო­მელ­შიც ასა­ხუ­ლი იქ­ნე­ბო­და სა­მარ­თლის ექ­სპერ­ტე­ბის, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და ოპო­ზი­ცი­ის მო­საზ­რე­ბე­ბი. პარ­ლა­მენტს ჰქონ­და ამ­გვა­რი მოქ­მე­დე­ბის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა და და­ნიშ­ვნე­ბის შე­ჩე­რე­ბა არ გა­მო­იწ­ვევ­და სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის ზედ­მეტ გა­დატ­ვირ­თვას. შე­სა­ბა­მი­სად, ამ­გვა­რად არ მოქ­ცე­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ძა­ლი­ან შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია და წარ­მო­ად­გენს მნიშ­ვნე­ლო­ვან და­კარ­გულ შე­საძ­ლებ­ლო­ბას სა­ქარ­თვე­ლოს სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის მი­მართ ნდო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის კუ­თხით.

შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი მზა­დაა გა­აგ­რძე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი­სა და ქარ­თვე­ლის ხალ­ხის მხარ­და­ჭე­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მი­სა და კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის გან­მტკი­ცე­ბის­თვის და­მა­ჯე­რე­ბელ ძა­ლის­ხმე­ვა­ში”,-აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­ელ­ჩოს გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
sos
24

გინდათ აღშფოთით გინდა შეშოთდით.გინდა ახტით გინდა დახტით.ტუ სანქციები არ იქნება სულ ასე აღშფოთთებით და შეშფოთდებით. კიდალებთან და გადამგდებებთან წესიერ და ჯელტმენურ შეთანხმებებ რომ აზრი არ აქვს აქამე რით ვერ გაგიგეთ?

მინოვიჩი
50

ეხლა ხვდებით ქართველებო, რატომ არ შეიძლებოდა ბაიდენის ადმინისტრაციის მოსვლა...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"სამწუხაროა, რომ ვერ შესრულდა მმართველი პარტიის მიერ აღებული 19 აპრილის შეთანხმების კეთილსინდისიერად შესრულების ვალდებულება" - აშშ-ის საელჩოს განცხადება

"სამწუხაროა, რომ ვერ შესრულდა მმართველი პარტიის მიერ აღებული 19 აპრილის შეთანხმების კეთილსინდისიერად შესრულების ვალდებულება" - აშშ-ის საელჩოს განცხადება

საქართველოში აშშ-ის საელჩო შეშფოთებას გამოთქვამს უზენაეს სასამართლოში ექვსი მოსამართლის დანიშვნის გამო. როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილება წარმოადგენს მნიშვნელოვან დაკარგულ შესაძლებლობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის გაძლიერებისა და დემოკრატიული განვითარების კუთხით.

"პარლამენტის 12 ივლისის გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში ექვსი მოსამართლის დანიშვნასთან დაკავშირებით, მიუხედავად საქართველოს პოლიტიკურ ლიდერთა 19 აპრილის მკაფიო შეთანხმებისა, „თავი შეიკავონ უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით მოსამართლეთა დანიშვნისგან“ უაღრესად გულდასაწყვეტია. სამწუხაროა, რომ ამ წარდგენისა და დანიშვნის პროცესით და ინკლუზიური და ფართო სასამართლო რეფორმის განუხორციელებლობით, ვერ შესრულდა საქართველოს ლიდერების, მათ შორის, მმართველი პარტიის მიერ აღებული 19 აპრილის შეთანხმების კეთილსინდისიერად შესრულების ვალდებულება.

პარტიები შეთანხმდნენ ამბიციური სასამართლო რეფორმის განხორციელებაზე ფართო და გამჭვირვალე პროცესის მეშვეობით, სამართლის ექსპერტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების მონაწილეობით. ცალმხრივი საკანონმდებლო ცვლილებები, მიღებული საერთაშორისო პარტნიორების რჩევის საწინააღმდეგოდ, იმ დროს, როდესაც ჯერ კიდევ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა 19 აპრილის შეთანხმებაზე, არ შეესაბამება ამ შეთანხმების შინაარსსა და სულისკვეთებას. განსაკუთრებით, საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში აპრილის დასაწყისში შესული ცვლილები, რომელმაც სრულად ვერ ასახა ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, მათ შორის, მთავარი რეკომენდაცია მოსამართლეთა დანიშვნების გადავადებასთან დაკავშირებით.

ფართო და ყოვლისმომცველი სასამართლო რეფორმის განხორციელებამდე დანიშვნის არ შეჩერებას რეალური შედეგები აქვს. სამართლის ექსპერტებმა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ პარლამენტის ხარვეზიანმა პროცესმა ვერ უზრუნველყო ყველაზე კვალიფიციური კანდიდატების დაწინაურება, შედეგად კი, ნაკლებად კვალიფიციური კანდიდატები უვადოდ გამწესდნენ სასამართლოში.

როგორც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) 9 ივლისის ანგარიშშია აღნიშნული „კანდიდატების წარდგენა განხორციელდა გარემოში, სადაც სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის მიმართ საზოგადოების ნდობა მწირია” და „იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განხორციელებული შერჩევის, მოკვლევისა და ინტერვიუების პროცესი ვერ პასუხობდა საერთაშორისო სტანდარტებს“. აღნიშნული კონტექსტის გათვალისწინებით, აუცილებელი იყო, პარლამენტს შეეჩერებინა დანიშვნის პროცესი ინკლუზიური, ყოვლისმომცველი რეფორმის განხორციელების მიზნით, რომელშიც ასახული იქნებოდა სამართლის ექსპერტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის მოსაზრებები. პარლამენტს ჰქონდა ამგვარი მოქმედების უფლებამოსილება და დანიშვნების შეჩერება არ გამოიწვევდა სასამართლო სისტემის ზედმეტ გადატვირთვას. შესაბამისად, ამგვარად არ მოქცევის გადაწყვეტილება ძალიან შემაშფოთებელია და წარმოადგენს მნიშვნელოვან დაკარგულ შესაძლებლობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის გაძლიერებისა და დემოკრატიული განვითარების კუთხით.

შეერთებული შტატები მზადაა გააგრძელოს პარლამენტისა და ქართველის ხალხის მხარდაჭერა საქართველოში სასამართლო სისტემისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის დამაჯერებელ ძალისხმევაში”,-აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

"ჩვენ ვიყავით კრიტიკულები და ხშირად ვაკეთებდით ამას - ახლა როგორც ჩანს, პროგრესი მცირდება და საქართველოს მთავრობა აშკარად არღვევს შეთანხმებებს" - ადამ კინზინგერი

"შეშინებული შს მინისტრი ჯერ შემოიპარა პარლამენტში განსხვავებული ტრანსპორტით, შემდეგ კი შეშინებული და მალულად, გაიპარა სხდომათა დარბაზიდან" - ბოკუჩავა

"ნაცმოძრაობის" მიზანი სხდომის ჩაშლა იყო, რათა სინამდვილეზე არავის ესაუბრა - მიხეილ სარჯველაძე