კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როცა ვიმალებოდით, არავინ შეგვიფარა. ერთმა კაცმა ისიც გვითხრა, თუ არ წავიდოდით, თავად მოგვკლავდა..." - რას წერს ანა სუბელიანი 5 ივლისის მოვლენებზე
"როცა ვიმალებოდით, არავინ შეგვიფარა. ერთმა კაცმა ისიც გვითხრა, თუ არ წავიდოდით, თავად მოგვკლავდა..." - რას წერს ანა სუბელიანი 5 ივლისის მოვლენებზე

სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი ანა სუ­ბე­ლი­ა­ნი ოპე­რა­ტორ ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას გარ­დაც­ვა­ლე­ბა­სა და 5 ივ­ლი­სის აქ­ცი­ის შემ­დეგ გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა. უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი დე­ტა­ლუ­რად იხ­სე­ნებს აქ­ცი­ის დღეს მომ­ხდარ ამ­ბებს.

"უმ­ძი­მე­სი დღე­ე­ბია. ვზი­ვარ სახ­ლში გა­მო­კე­ტი­ლი და კედ­ლებს ვას­კდე­ბი, ვტი­რი იმ­დენს, რომ აღარ ვიცი, რი­თი­ღა ვი­მარ­თლო თავი და­დას­თან, რო­გორ ავუხ­სნა, რო­გორ და­ვიც­ვა ისიც ტკი­ვი­ლის­გან. რამ­დენ­ჯერ­მე ისიც ამ­ყვა, სხვა შემ­თხვე­ვებ­ში ვე­ცა­დე სი­ცილ­ში გა­და­მეყ­ვა­ნა, სა­კუ­თა­რი ემო­ცი­უ­რო­ბა კო­ვი­დის­თვის და­მებ­რა­ლე­ბი­ნა და და­მე­ცი­ნა ამ მდგო­მა­რე­ო­ბის­თვის. ძი­რი­თა­დად ვერც ვე­კონ­ტაქ­ტე­ბი, ვარ საქ­მე­ებ­ში, რო­მელ­თა ნა­წილს უკვე ძა­ლით ვჩხრეკ, ან ფიქ­რებ­ში, რომ­ლე­ბიც მტან­ჯავს.

გუ­შინ ავ­დე­ქი და დღი­უ­რი დავ­წე­რე, რა­საც უიშ­ვი­ა­თე­სად ვა­კე­თებ. იმ დღი­ურ­ში ლექ­სოს გა­მო­ვემ­შვი­დო­ბე, მი­რან­და­საც ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დე რა­ღაც-რა­ღა­ცე­ბის გამო. მას ვნა­ხავ, ჩა­ვე­ხუ­ტე­ბი, ბევ­რს ვი­ლა­პა­რა­კებთ და ვი­ტი­რებთ ერ­თად, ალ­ბათ ვი­ცი­ნებთ კი­დეც. ლექ­სოს კი სამ­წუ­ხა­როდ არ­ცერ­თხელ არ შევ­ხმი­ა­ნე­ბი­ვარ, არც და­მიშ­ვია, რომ ასე­თი საფრ­თხე ემუქ­რე­ბო­და, არც ვიც­ნობ­დი კარ­გად და თა­ვის­თვის მისი შე­წუ­ხე­ბის უფ­ლე­ბა არ მი­მი­ცია. ძა­ლი­ან მტკი­ვა ახლა ამის გამო გული, მაგ­რამ ვე­ღა­რა­ფერს ვი­ზამ. მთე­ლი ეს დღე­ე­ბია თვალ­წინ მიდ­გას ის წა­მე­ბი, როცა თურ­მე ლექ­სოს ასე იმე­ტებ­დნენ, მე კი და­თოს­თან და ეთოს­თან ერ­თად "სირ­ცხვი­ლი­ას" ოფი­სის უკან, ერთ-ერთ ეზო­ში კე­დელ­ზე აყუ­დე­ბუ­ლი სუნ­თქვას ვი­კა­ვებ­დი და ვლო­ცუ­ლობ­დი, რომ ვერ ვე­პო­ვეთ და რომ ჩემი შვი­ლის ნახ­ვა კი­დევ შემ­ძლე­ბო­და. ხმა გვი­ახ­ლოვ­დე­ბო­და, ჯო­ჯო­ხე­თუ­რი ხმა, მწვა­ლებ­ლე­ბის ხმა. ფე­ხე­ბი გვი­კან­კა­ლებ­და. ზუს­ტად ვი­ცო­დით, რომ გვე­ძებ­დნენ, რად­გან დაგ­ვი­ნა­ხეს და სა­ნამ გავ­რბო­დით, წა­მებ­ში ჩა­ლე­წეს კარი მუშ­ტე­ბით და ასე გა­ვე­შე­ბუ­ლე­ბი მოგ­ვდევ­დნენ. ვი­ცო­დით, რომ თუ იმ ჩიხ­ში გვი­პო­ვიდ­ნენ, ცო­ცხლებს არ დაგვტო­ვებ­დნენ. თურ­მე ზუს­ტად ამ დროს მათ ნა­წილს შე­ნო­ბა­ში­ვე ყავ­დათ მომ­წყვდე­უ­ლი მი­რან­და და ლექ­სო, რომ­ლე­ბიც ოფი­სი­დან გა­მოს­ვლი­სას ვერც კი და­უშ­ვებ­დნენ, რომ მათ ასე მო­ექ­ცე­ოდ­ნენ.

არა­ვინ შეგ­ვი­ფა­რა. ერ­თმა კაც­მა ისიც კი გვი­თხრა, რომ თუ არ წა­ვი­დო­დით, თა­ვად მოგ­ვკლავ­და. ეს იყო ყვე­ლა­ზე ამაზ­რზე­ნი რამ, რაც იმ დღეს მო­ვის­მი­ნეთ. ისღა დაგ­ვრჩე­ნო­და, შევ­ვედ­რე­ბო­დით, ჩუ­მად ყო­ფი­ლი­ყო და ჩვენ­თვი­საც იქვე ჩუ­მად დგო­მის სა­შუ­ა­ლე­ბა მო­ე­ცა.

მა­რი­ამ­მა მოგ­ვა­კი­თხა ტაქ­სით, შე­ნო­ბი­დან გა­მოქ­ცე­ულ და მი­რან­დას მიერ გა­დარ­ჩე­ნილ კი­დევ ერთ ბი­ჭთან ერ­თად, რო­მელ­ზეც მი­რან­დას მო­ძა­ლა­დე­ე­ბის­თვის მო­უ­ტყუ­ე­ბია, აქ ცხოვ­რობ­სო. არც ახ­სოვს მგო­ნი ერთი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე რომ ასე იხ­სნა. მან­ქა­ნა­ში მხო­ლოდ ეს ფრა­ზა ის­მო­და ჩვენ­გან "არ მჯე­რა". მხო­ლოდ ამას ვამ­ბობ­დით, გა­უ­ჩე­რებ­ლად.

მერე კი იცით რე­ე­ბიც ხდე­ბო­და, გა­ე­როს ოფი­სი, ოფის­ში პა­ნი­კა, ამ დროს პრა­ი­დის ოფის­ში შეჭ­რის ამ­ბე­ბი, ნერ­ვი­უ­ლო­ბა ლეკვზე, რო­მე­ლიც იქ გვყავ­და და­ტო­ვე­ბუ­ლი და რო­მე­ლიც მხო­ლოდ იმი­ტომ გა­დარ­ჩა, რომ კარ­გი სა­მა­ლა­ვი იპო­ვა სა­დღაც კუ­თხე­ში. მერე იქი­და­ნაც გა­მოქ­ცე­ვა, და­თოს და თორ­ნი­კეს ცემა, ჩვე­ნი ის­ტე­რი­კა, მერე დამ­შვი­დე­ბა, რად­გან ცო­ცხლე­ბი არი­ან. გი­ორ­გის შემ­თხვე­ვი­თი გა­დარ­ჩე­ნის ამ­ბე­ბი, აქაც სა­ში­ნე­ლი შიში და თან სი­ხა­რუ­ლი, რომ ესეც და­უსხლტა, ვერ შე­უ­ვარ­დნენ მან­ქა­ნა­ში, თო­რემ მა­საც ხომ აუ­ცი­ლებ­ლად მოკ­ლავ­დნენ.

ამ ემო­ცი­ე­ბის ფონ­ზე, უკვე მე­სა­მე ლო­კა­ცი­ის­კენ მი­მა­ვა­ლი სა­შინ­ლად გა­წე­ლი­ლი გზა. ნი­ნი­ას მან­ქა­ნით თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში უკი­დე­გა­ნო სი­ა­რუ­ლი, და­მაბ­ნევ­ლად სი­ა­რუ­ლი, ვიწ­რო ქუ­ჩებ­ში, მერე ჩი­ხებ­ში აღ­მო­ჩე­ნა, უკან გა­მობ­რუ­ნე­ბა, თა­ვე­ბის ჩა­წე­ვა, რომ არა­ვინ დაგ­ვი­ნა­ხოს, რომ ვე­რა­ვინ ჩვენს კვალს ვერ გა­მოყ­ვეს. კვლავ მუდ­მი­ვი რეკ­ვა ერ­თმა­ნეთ­თან და გა­და­მოწ­მე­ბა, ხო ყვე­ლა ცო­ცხა­ლია. მხო­ლოდ და­ცუ­ლი პლატ­ფორ­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, რომ ვე­რა­ვინ გა­ი­გოს, სად ვართ, და მა­ინც, ყველ­გან გვაგ­ნე­ბენ მის­ვლი­დან 10 წუთ­ში.

ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სახ­ლში უკვე ძა­ლი­ან ბევ­რმა მო­ვი­ყა­რეთ ერ­თად თავი. მას­პინ­ძლე­ბი გვივ­ლიდ­ნენ, გვამ­შვი­დებ­დნენ. ჩვენ კი ძა­ლას ვიკ­რეფ­დით, რომ ღირ­სე­ბის მარ­შის გა­უქ­მე­ბის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა ბო­ლომ­დე მიგ­ვეყ­ვა­ნა და მალე გა­მოგ­ვექ­ვეყ­ნე­ბი­ნა. ესეც ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი იყო. ვი­ცო­დით, რომ რის­კე­ბი იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ მსგავსს ვე­რა­ფერს წარ­მო­ვიდ­გენ­დით. არა­ვი­თა­რი სხვა არ­ჩე­ვა­ნი აღარ გაგ­ვაჩ­ნდა, ადა­მი­ა­ნებს ვერ გავ­წი­რავ­დით. ჩვენ უკვე გაგ­ვწი­რა ჩვენ­მა­ვე ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ. სა­ჯიჯგნად მი­უგ­დო ჩვე­ნი თავი მო­ძა­ლა­დე­ებს, არა­ა­და­მი­ა­ნებს, არ­სე­ბებს, რომ­ლე­ბიც დე­და­მი­წას ამ­ძი­მე­ბენ და არა­ფე­რი სი­კე­თე არ მო­აქვთ სამ­ყა­როს­თვის.

და აი ამ ამ­ბებ­ში და ემო­ცი­ებ­ში ვართ, რომ აქაც ალ­ყა­ში ვექ­ცე­ვით, ასა­ფეთ­ქე­ბელ სა­შუ­ა­ლე­ბებს გვეს­ვრი­ან, ვარ­კვევთ, შე­უძ­ლი­ათ თუ არა, გად­მოძ­ვრნენ შე­ნო­ბა­ში... შე­ნო­ბა­ში, სა­დაც იმი­ტომ მო­ვე­დით, რომ შორი იყო და და­ცუ­ლი. არ­სად არ აღ­მოვ­ჩ­ნით და­ცუ­ლი. გვან­ცა შე­მო­ვარ­და, მუც­ლი­დან სის­ხლი სდი­ო­და და სა­ნამ შევ­კივ­ლე, აქეთ სცა­და ჩემი დამ­შვი­დე­ბა. ნი­კამ გაგ­ვიყ­ვა­ნა სას­წრა­ფო წე­სით "მთა­ვა­რი არ­ხის" მან­ქა­ნე­ბით. გვე­გო­ნა, ახლა მა­ინც ვიქ­ნე­ბით და­ცუ­ლე­ბიო, რომ უბე­დურ­მა შემ­თხვე­ვამ კი­ნა­ღამ იქვე წაგ­ვარ­თვა ადა­მი­ა­ნი. გა­დავ­რჩით, მხო­ლოდ მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბით და­უძ­ვრა ჩვე­ნი ად­ვო­კა­ტი, გი­ორ­გი უზარ­მა­ზა­რი კა­რის და­ცე­მას და მის ქვეშ მო­ყო­ლას. იქაც აღარ ვი­ყა­ვით უსაფრ­თხოდ, კვლავ მოგ­ვი­წია სა­მოგ­ზა­უ­როდ წას­ვლა და ასე და­ფან­ტუ­ლებ­მა ვი­ა­რეთ მთე­ლი დღე ქა­ლა­ქის ერთი ბო­ლო­დან, მე­ო­რე ბო­ლო­ში... რვა ად­გი­ლი მო­ვიც­ვა­ლე, რვა!

მე­გო­ნა ამ­დე­ნი ნერ­ვი­უ­ლო­ბის­გან უბ­რა­ლოდ მოვ­კვდე­ბო­დი, ვე­ღარ გა­ვუძ­ლებ­დი. გზა­დაგ­ზა ვი­გებ­დი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ცე­მის ამ­ბებს, რაც მა­გი­ჟებ­და. და მა­ინც, ლექ­სო­ზე და მი­რან­და­ზე არა­ფე­რი ვი­ცო­დი. მთე­ლი დღე ერ­თმა­ნე­თის ჯან­მრთე­ლო­ბის და სი­ცო­ცხლის გა­და­მოწ­მე­ბა­ში გა­ვა­ტა­რეთ და ბო­ლოს ისევ სირ­ცხვი­ლი­ა­ში მი­ვე­დით. ის იყო მა­შინ ჩემი სახ­ლი, ნავ­სა­ყუ­დე­ლი. ად­გი­ლი, სა­ი­და­ნაც და­ი­წყეს ჩვე­ნი ნა­დი­რო­ბა, მა­ინც ყვე­ლა­ზე უსაფრ­თხო აღ­მოჩ­ნდა ჩემ­თვის ჩე­მი­ა­ნე­ბის, ჩემი მე­გობ­რე­ბის, თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბის წყა­ლო­ბით. თან და­ცე­მუ­ლი და გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი და თან ბედ­ნი­ე­რი, რომ ყვე­ლა­ნი ცო­ცხლე­ბი გა­დავ­რჩით.

მომ­დევ­ნო დღე­ე­ბიც სულ ამით ვხა­რობ­დი, რო­გორ გაგ­ვი­მარ­თლა, რომ ყვე­ლა­ნი ცო­ცხლე­ბი გა­და­ვურ­ჩით ამ ჯო­ჯო­ხეთს-მეთ­ქი და, თურ­მე, ნამ­დვი­ლი ჯო­ჯო­ხე­თი ჯერ კი­დევ წინ იყო.

ბევ­რი მოვ­ყე­ვი, ვიცი, მაგ­რამ მჭირ­დე­ბა ამოთ­ქმა. მჭირ­დე­ბა დაც­ლა... იმა­ზეც მჭირ­დე­ბა სა­უ­ბა­რი, რო­გორ ვგრძნობ თავს, რო­გორც აქ­ტი­ვის­ტი, რო­გორც "თბი­ლი­სი პრა­ი­დის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, რო­გორც ქვი­არ თე­მის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. აქაც ბევ­რი ფიქ­რი და ემო­ცია ირე­ვა. სულ იმა­ზე ფიქ­რი, რა იყო სწო­რი და რა არას­წო­რი, რა მო­ვი­პო­ვეთ და რა დავ­კარ­გეთ. რამ­დე­ნად აქვს ამ წუ­თას ჩემ­თვის ფასი იმ ძა­ლის­ხმე­ვას, რაც გა­ვი­ღე და რამ­დე­ნად ექ­ნე­ბა ფასი მას სა­მო­მავ­ლოდ...

გულ­წრფე­ლი რომ ვიყო, მი­ტო­ვე­ბუ­ლა­დაც ვგრძნობ თავს, იგ­ნო­რი­რე­ბუ­ლად. რამ­დე­ნი­მე დღეა, აი ასე ყვე­ლაფ­რის შე­დე­გად ერ­თი­ა­ნად ძა­ლა­გა­მოც­ლი­ლი ვზი­ვარ და ვუ­ყუ­რებ ტე­ლე­ვი­ზორს, ვუს­მენ პო­ლი­ტი­კო­სებს, ჟურ­ნა­ლის­ტებს და ვცდი­ლობ გა­ვი­აზ­რო, რა­ნა­ი­რად ხდე­ბა ის, რომ მთე­ლი ამ ამ­ბი­დან ჩვენ სრუ­ლე­ბით გავ­ქრით. მთე­ლი ის­ტო­რი­ი­დან, რო­მელ­საც ამ დღე­ებ­ში ვის­მენთ, ამოშ­ლი­ლია ქვი­ა­რე­ბის ბრძო­ლა, ბრძო­ლა თა­ნას­წო­რო­ბის­თვის, ბრძო­ლა სი­ძულ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ, ჰო­მო­ფო­ბი­უ­რი სი­ძულ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ. გამ­ქრა­ლია მთე­ლი კონ­ტექ­სტი, მთე­ლი წი­ნა­პი­რო­ბა იმ ჯო­ჯო­ხე­თი­სა, რომ­ლის წი­ნა­შეც ახლა მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ერ­თად ვართ. ყვე­ლა ცდი­ლობს გა­ექ­ცეს ჩვენს ხსე­ნე­ბა­საც კი, თით­ქოს არ ვარ­სე­ბობთ, თით­ქოს არა­ფე­რი მომ­ხდა­რა ჩვენს თავს და ჩვენს შე­სა­ხებ. თით­ქოს სწო­რედ ჩვენ­თვის ყვე­ლა­ზე სა­ბა­ზი­სო უფ­ლე­ბის წარ­თმე­ვის მიზ­ნით არ და­ატ­რი­ა­ლეს ჩვენ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, სა­პატ­რი­არ­ქომ და ტე­რო­რის­ტებ­მა ძა­ლა­დო­ბის ქა­რიშ­ხა­ლი თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში. მარ­თლა ვერ ვხვდე­ბი, რა­ნა­ი­რად ყვე­ბა ყვე­ლა ამ ის­ტო­რი­ას ამის ხსე­ნე­ბის გა­რე­შე.

ამ დროს კი მთა­ვა­რო­ბა ღია ომს გვი­ცხა­დებს აქ­ტი­ვის­ტებს, ქვი­ა­რებს ქუ­ჩებ­ში კვლავ თავს ეს­ხმი­ან და არც მე­დი­ის­თვის და არც პო­ლი­ტი­კო­სე­ბის­თვის ჩვენ არ ვარ­სე­ბობთ. ფე­რადთმი­ან ახალ­გაზ­რდებ­ზე თუ იტყვის ვინ­მე ორ სი­ტყვას, ესეც გვი­ხა­რია, რად­გან ყვე­ლამ ვი­ცით ამ კო­დურ ფრა­ზა­ში მხო­ლოდ ფე­რადთმი­ა­ნე­ბი რომ არ იგუ­ლის­ხმე­ბი­ან. ლექ­სო სწო­რედ ჰო­მო­ფო­ბი­უ­რი სი­ძულ­ვი­ლის შე­დე­გად დავ­კარ­გეთ. სწო­რედ იმ სი­ძულ­ვი­ლის, რო­მელ­საც წლე­ბია გა­აზ­რე­ბუ­ლად და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად აღ­ვი­ვებს ჩვე­ნი­ვე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და სა­პატ­რი­არ­ქო და რო­მელ­საც სამ­წუ­ხა­როდ, მე­დი­აც თა­ვის­და­უ­ნე­ბუ­რად ხელს უწყობ­და მო­ძა­ლა­დე­ე­ბის­თვის სივ­რცის მი­ცე­მით.

წელს მე­დი­ამ შეძ­ლო და ამ მავ­ნე პრაქ­ტი­კა­ზე მაღ­ლა დად­გა, უარი თქვა ძა­ლა­დობ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბის გა­შუ­ქე­ბა­ზე, სა­ოც­რად მა­ღა­ლი სტან­დარ­ტი აჩ­ვე­ნა, ღიად და მკა­ფი­ოდ დად­გა თა­ნას­წო­რო­ბის და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის მხა­რეს და ალ­ბათ არც ეს აპა­ტი­ეს. მაგ­რამ ეს რე­ა­ლო­ბა ხომ არ­სად გამ­ქრა­ლა. თუ არ გა­ვი­აზ­რებთ და ხმა­მაღ­ლა არ ვე­ტყვით მთელს სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ ლექ­სო სწო­რედ ამ სი­ძულ­ვილ­მა იმ­სხვერ­პლა, თუ არ გა­ვი­აზ­რებთ იმა­საც, რომ რაც ხუთ­ში ვნა­ხეთ და გან­ვი­ცა­დეთ, ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის, დე­ბის­თვის, ძმე­ბის­თვის, მე­გობ­რე­ბის­თვის, მე­ზობ­ლე­ბის­თვის - კონ­კრე­ტუ­ლად ქვი­არ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბაა, თუ ამ ყვე­ლა­ზე და­ჩაგ­რულ ადა­მი­ა­ნებს არ ვაგ­რძნო­ბი­ნებთ რომ მათ გვერ­დით ვართ, და და­ნარ­ჩენ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­საც არ ვაჩ­ვე­ნებთ, რომ ფა­რად ამო­ვე­ფა­რე­ბით ყვე­ლას, ვი­საც ამ და­უმ­სა­ხუ­რე­ბელ სი­ძულ­ვილ­ში უწევს ცხოვ­რე­ბა, ხვალ კი­დევ გვე­ყო­ლე­ბა მსხვერ­პლი. სულ ამ ჩა­კე­ტილ წრე­ზე ვივ­ლით. ვერც ეს პრო­ტეს­ტი და ბრძო­ლა იქ­ნე­ბა გულ­წრფე­ლი. და თუ ბრძო­ლა არ არის გულ­წრფე­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი, ის წარ­მა­ტე­ბას ვე­რას­დროს მი­აღ­წევს.

ნუ და­ი­ვი­წყებთ ქვი­ა­რებს, რომ­ლე­ბიც მთა­ვა­რი სა­მიზ­ნე­ე­ბი არი­ან ამ უკი­დე­გა­ნო სი­ძულ­ვი­ლის და აგ­რე­სი­ის... ქვი­ა­რებს, რომ­ლე­ბიც მუ­დამ უდი­დე­სი რის­კის და ხში­რად, ღირ­სე­ბის შე­ლახ­ვის ფა­სად დგა­ნან ყვე­ლა სა­მარ­თლი­ა­ნი ბრძო­ლის გვერ­დით! ნუ დაგ­ვი­ვი­წყებთ აქ­ტი­ვის­ტებს, ვინც სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით გა­დავ­რჩით, ფეხ­ზე წა­მოდ­გო­მას ვცდი­ლობთ და ვი­საც ღია ომს გვი­ცხა­დებს სის­ტე­მა. ნუ გე­ში­ნი­ათ გულ­წრფე­ლო­ბის, ნუ გე­ში­ნი­ათ სი­მარ­თლის მხა­რეს დგო­მის, ნუ გე­ში­ნი­ათ, რომ ამის გამო ნაკ­ლე­ბი ადა­მი­ა­ნი მოვა აქ­ცი­ა­ზე, ან ნაკ­ლე­ბი ადა­მი­ა­ნი მოგ­ცემთ ხმას. ახ­ლა­ვე გვაჩ­ვე­ნეთ, რომ ხართ მათ გვერ­დით, ვის გვერ­დით დგო­მაც შე­იძ­ლე­ბა მომ­გე­ბი­ა­ნი არა, მაგ­რამ სა­მარ­თლი­ა­ნია. ახ­ლა­ვე გვაჩ­ვე­ნეთ, რომ ხართ პრინ­ცი­პუ­ლე­ბი და შე­უ­ვა­ლე­ბი სი­ძულ­ვი­ლის მთა­ვა­რი წყა­რო­ე­ბის მი­მართ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, კომ­ფორ­ტუ­ლია და ად­ვი­ლი მათ­თან და­პი­რის­პი­რე­ბა, თუ არა. მოგ­ვე­ცით სა­შუ­ა­ლე­ბა გენ­დოთ! მხო­ლოდ სი­მარ­თლე და გულ­წრფე­ლო­ბა შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს ის, რაც ამ ბო­რო­ტე­ბა­ზე გა­მარ­ჯვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მოგ­ვცემს. გულ­წრფე­ლო­ბა და სო­ლი­და­რო­ბა! სო­ლი­და­რო­ბა თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის მი­მართ, ვი­საც ეს ჭირ­დე­ბა!"

მკითხველის კომენტარები / 106 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მერე?
71

ლოგიკა ხომ უნდა იყოს? სწორედ ეგ გითხრათ პრემიერმა რომ ხალხისგან უკიდურესად უარყოფითი დამოკიდებულება იყო პრაიდის მიმართ რადგან ხალხი თვლიდა პრაიდი იქნებოდა საქართველოს ისტორიის, ქრისტიანობისთვის მებრძოლი წინაპრების, სხვათაშორის შენი წინაპრებისაც, ბავშვთა უფლებების ფეხქვეშ გათელვა და ნუ ჩაატარებდით მაგას მთავარ პროსპექტზე. თქვენ კი იძალადეთ არნახულად, დავალებული ქონდათ ჟურნალისტებს პროვოკაციების მოწყობა. თქვენ გჭირდებოდათ მსხვერპლი და შეიძლება თქვენ შორის ყველაზე უდანაშაულო იმსხვერპლეთ. პროვოკაციაზე არწამოგება ასე ადვილი თუა ყოველ შეგინებაზე რას იქნევს მუშტებს თქვენი ერთერთი გმირი ბელადი მელია? ილოცოს - ეგენიც ხომ დედა ეკლესიას ახსენებენ? შემდეგ რაც მოხდა ხომ უკვე სულ გაშორებთ ადამიანობას -გარდაცვლილი კოლეგით მანიპულირება მართლა ბოლომდე ხატავს თქვენს ტიპაჟს. ახლა გინდ ჩართეთ გინდ გათიშეთ თქვენი არხები-ჩათვალეთ ერთმანეთს ელაპარაკებით.

აბა სუბელიანს
68

ან სად გარბოდი, ან ვინ მოგდევდა, ან ვის რაში აინტერესებ, შენ ანა სუბელიანო, რომელმაც 9 აპრილის გმირების ძეგლზე დაბოლილმა იცეკვე, ვის რაში სჭირდები გასალახადაც კი!!!

რაო, გრანტები შემოგეჭამა, გოგონი და ახალ მიზეზებს ეძებ??

ავტორი:

"როცა ვიმალებოდით, არავინ შეგვიფარა. ერთმა კაცმა ისიც გვითხრა, თუ არ წავიდოდით, თავად მოგვკლავდა..." - რას წერს ანა სუბელიანი 5 ივლისის მოვლენებზე

"როცა ვიმალებოდით, არავინ შეგვიფარა. ერთმა კაცმა ისიც გვითხრა, თუ არ წავიდოდით, თავად მოგვკლავდა..." - რას წერს ანა სუბელიანი 5 ივლისის მოვლენებზე

სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანი ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასა და 5 ივლისის აქციის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. უფლებადამცველი დეტალურად იხსენებს აქციის დღეს მომხდარ ამბებს.

"უმძიმესი დღეებია. ვზივარ სახლში გამოკეტილი და კედლებს ვასკდები, ვტირი იმდენს, რომ აღარ ვიცი, რითიღა ვიმართლო თავი დადასთან, როგორ ავუხსნა, როგორ დავიცვა ისიც ტკივილისგან. რამდენჯერმე ისიც ამყვა, სხვა შემთხვევებში ვეცადე სიცილში გადამეყვანა, საკუთარი ემოციურობა კოვიდისთვის დამებრალებინა და დამეცინა ამ მდგომარეობისთვის. ძირითადად ვერც ვეკონტაქტები, ვარ საქმეებში, რომელთა ნაწილს უკვე ძალით ვჩხრეკ, ან ფიქრებში, რომლებიც მტანჯავს.

გუშინ ავდექი და დღიური დავწერე, რასაც უიშვიათესად ვაკეთებ. იმ დღიურში ლექსოს გამოვემშვიდობე, მირანდასაც ბოდიში მოვუხადე რაღაც-რაღაცების გამო. მას ვნახავ, ჩავეხუტები, ბევრს ვილაპარაკებთ და ვიტირებთ ერთად, ალბათ ვიცინებთ კიდეც. ლექსოს კი სამწუხაროდ არცერთხელ არ შევხმიანებივარ, არც დამიშვია, რომ ასეთი საფრთხე ემუქრებოდა, არც ვიცნობდი კარგად და თავისთვის მისი შეწუხების უფლება არ მიმიცია. ძალიან მტკივა ახლა ამის გამო გული, მაგრამ ვეღარაფერს ვიზამ. მთელი ეს დღეებია თვალწინ მიდგას ის წამები, როცა თურმე ლექსოს ასე იმეტებდნენ, მე კი დათოსთან და ეთოსთან ერთად "სირცხვილიას" ოფისის უკან, ერთ-ერთ ეზოში კედელზე აყუდებული სუნთქვას ვიკავებდი და ვლოცულობდი, რომ ვერ ვეპოვეთ და რომ ჩემი შვილის ნახვა კიდევ შემძლებოდა. ხმა გვიახლოვდებოდა, ჯოჯოხეთური ხმა, მწვალებლების ხმა. ფეხები გვიკანკალებდა. ზუსტად ვიცოდით, რომ გვეძებდნენ, რადგან დაგვინახეს და სანამ გავრბოდით, წამებში ჩალეწეს კარი მუშტებით და ასე გავეშებულები მოგვდევდნენ. ვიცოდით, რომ თუ იმ ჩიხში გვიპოვიდნენ, ცოცხლებს არ დაგვტოვებდნენ. თურმე ზუსტად ამ დროს მათ ნაწილს შენობაშივე ყავდათ მომწყვდეული მირანდა და ლექსო, რომლებიც ოფისიდან გამოსვლისას ვერც კი დაუშვებდნენ, რომ მათ ასე მოექცეოდნენ.

არავინ შეგვიფარა. ერთმა კაცმა ისიც კი გვითხრა, რომ თუ არ წავიდოდით, თავად მოგვკლავდა. ეს იყო ყველაზე ამაზრზენი რამ, რაც იმ დღეს მოვისმინეთ. ისღა დაგვრჩენოდა, შევვედრებოდით, ჩუმად ყოფილიყო და ჩვენთვისაც იქვე ჩუმად დგომის საშუალება მოეცა.

მარიამმა მოგვაკითხა ტაქსით, შენობიდან გამოქცეულ და მირანდას მიერ გადარჩენილ კიდევ ერთ ბიჭთან ერთად, რომელზეც მირანდას მოძალადეებისთვის მოუტყუებია, აქ ცხოვრობსო. არც ახსოვს მგონი ერთი ადამიანის სიცოცხლე რომ ასე იხსნა. მანქანაში მხოლოდ ეს ფრაზა ისმოდა ჩვენგან "არ მჯერა". მხოლოდ ამას ვამბობდით, გაუჩერებლად.

მერე კი იცით რეებიც ხდებოდა, გაეროს ოფისი, ოფისში პანიკა, ამ დროს პრაიდის ოფისში შეჭრის ამბები, ნერვიულობა ლეკვზე, რომელიც იქ გვყავდა დატოვებული და რომელიც მხოლოდ იმიტომ გადარჩა, რომ კარგი სამალავი იპოვა სადღაც კუთხეში. მერე იქიდანაც გამოქცევა, დათოს და თორნიკეს ცემა, ჩვენი ისტერიკა, მერე დამშვიდება, რადგან ცოცხლები არიან. გიორგის შემთხვევითი გადარჩენის ამბები, აქაც საშინელი შიში და თან სიხარული, რომ ესეც დაუსხლტა, ვერ შეუვარდნენ მანქანაში, თორემ მასაც ხომ აუცილებლად მოკლავდნენ.

ამ ემოციების ფონზე, უკვე მესამე ლოკაციისკენ მიმავალი საშინლად გაწელილი გზა. ნინიას მანქანით თბილისის ქუჩებში უკიდეგანო სიარული, დამაბნევლად სიარული, ვიწრო ქუჩებში, მერე ჩიხებში აღმოჩენა, უკან გამობრუნება, თავების ჩაწევა, რომ არავინ დაგვინახოს, რომ ვერავინ ჩვენს კვალს ვერ გამოყვეს. კვლავ მუდმივი რეკვა ერთმანეთთან და გადამოწმება, ხო ყველა ცოცხალია. მხოლოდ დაცული პლატფორმების გამოყენება, რომ ვერავინ გაიგოს, სად ვართ, და მაინც, ყველგან გვაგნებენ მისვლიდან 10 წუთში.

ადამიანის უფლებათა სახლში უკვე ძალიან ბევრმა მოვიყარეთ ერთად თავი. მასპინძლები გვივლიდნენ, გვამშვიდებდნენ. ჩვენ კი ძალას ვიკრეფდით, რომ ღირსების მარშის გაუქმების შესახებ განცხადება ბოლომდე მიგვეყვანა და მალე გამოგვექვეყნებინა. ესეც ძალიან მტკივნეული იყო. ვიცოდით, რომ რისკები იქნებოდა, მაგრამ მსგავსს ვერაფერს წარმოვიდგენდით. არავითარი სხვა არჩევანი აღარ გაგვაჩნდა, ადამიანებს ვერ გავწირავდით. ჩვენ უკვე გაგვწირა ჩვენმავე ხელისუფლებამ. საჯიჯგნად მიუგდო ჩვენი თავი მოძალადეებს, არაადამიანებს, არსებებს, რომლებიც დედამიწას ამძიმებენ და არაფერი სიკეთე არ მოაქვთ სამყაროსთვის.

და აი ამ ამბებში და ემოციებში ვართ, რომ აქაც ალყაში ვექცევით, ასაფეთქებელ საშუალებებს გვესვრიან, ვარკვევთ, შეუძლიათ თუ არა, გადმოძვრნენ შენობაში... შენობაში, სადაც იმიტომ მოვედით, რომ შორი იყო და დაცული. არსად არ აღმოვჩნით დაცული. გვანცა შემოვარდა, მუცლიდან სისხლი სდიოდა და სანამ შევკივლე, აქეთ სცადა ჩემი დამშვიდება. ნიკამ გაგვიყვანა სასწრაფო წესით "მთავარი არხის" მანქანებით. გვეგონა, ახლა მაინც ვიქნებით დაცულებიო, რომ უბედურმა შემთხვევამ კინაღამ იქვე წაგვართვა ადამიანი. გადავრჩით, მხოლოდ მოტეხილობებით დაუძვრა ჩვენი ადვოკატი, გიორგი უზარმაზარი კარის დაცემას და მის ქვეშ მოყოლას. იქაც აღარ ვიყავით უსაფრთხოდ, კვლავ მოგვიწია სამოგზაუროდ წასვლა და ასე დაფანტულებმა ვიარეთ მთელი დღე ქალაქის ერთი ბოლოდან, მეორე ბოლოში... რვა ადგილი მოვიცვალე, რვა!

მეგონა ამდენი ნერვიულობისგან უბრალოდ მოვკვდებოდი, ვეღარ გავუძლებდი. გზადაგზა ვიგებდი ჟურნალისტების ცემის ამბებს, რაც მაგიჟებდა. და მაინც, ლექსოზე და მირანდაზე არაფერი ვიცოდი. მთელი დღე ერთმანეთის ჯანმრთელობის და სიცოცხლის გადამოწმებაში გავატარეთ და ბოლოს ისევ სირცხვილიაში მივედით. ის იყო მაშინ ჩემი სახლი, ნავსაყუდელი. ადგილი, საიდანაც დაიწყეს ჩვენი ნადირობა, მაინც ყველაზე უსაფრთხო აღმოჩნდა ჩემთვის ჩემიანების, ჩემი მეგობრების, თანამებრძოლების წყალობით. თან დაცემული და განადგურებული ვიყავი და თან ბედნიერი, რომ ყველანი ცოცხლები გადავრჩით.

მომდევნო დღეებიც სულ ამით ვხარობდი, როგორ გაგვიმართლა, რომ ყველანი ცოცხლები გადავურჩით ამ ჯოჯოხეთს-მეთქი და, თურმე, ნამდვილი ჯოჯოხეთი ჯერ კიდევ წინ იყო.

ბევრი მოვყევი, ვიცი, მაგრამ მჭირდება ამოთქმა. მჭირდება დაცლა... იმაზეც მჭირდება საუბარი, როგორ ვგრძნობ თავს, როგორც აქტივისტი, როგორც "თბილისი პრაიდის" წარმომადგენელი, როგორც ქვიარ თემის წარმომადგენელი. აქაც ბევრი ფიქრი და ემოცია ირევა. სულ იმაზე ფიქრი, რა იყო სწორი და რა არასწორი, რა მოვიპოვეთ და რა დავკარგეთ. რამდენად აქვს ამ წუთას ჩემთვის ფასი იმ ძალისხმევას, რაც გავიღე და რამდენად ექნება ფასი მას სამომავლოდ...

გულწრფელი რომ ვიყო, მიტოვებულადაც ვგრძნობ თავს, იგნორირებულად. რამდენიმე დღეა, აი ასე ყველაფრის შედეგად ერთიანად ძალაგამოცლილი ვზივარ და ვუყურებ ტელევიზორს, ვუსმენ პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს და ვცდილობ გავიაზრო, რანაირად ხდება ის, რომ მთელი ამ ამბიდან ჩვენ სრულებით გავქრით. მთელი ისტორიიდან, რომელსაც ამ დღეებში ვისმენთ, ამოშლილია ქვიარების ბრძოლა, ბრძოლა თანასწორობისთვის, ბრძოლა სიძულვილის წინააღმდეგ, ჰომოფობიური სიძულვილის წინააღმდეგ. გამქრალია მთელი კონტექსტი, მთელი წინაპირობა იმ ჯოჯოხეთისა, რომლის წინაშეც ახლა მთელი საზოგადოება ერთად ვართ. ყველა ცდილობს გაექცეს ჩვენს ხსენებასაც კი, თითქოს არ ვარსებობთ, თითქოს არაფერი მომხდარა ჩვენს თავს და ჩვენს შესახებ. თითქოს სწორედ ჩვენთვის ყველაზე საბაზისო უფლების წართმევის მიზნით არ დაატრიალეს ჩვენმა ხელისუფლებამ, საპატრიარქომ და ტერორისტებმა ძალადობის ქარიშხალი თბილისის ქუჩებში. მართლა ვერ ვხვდები, რანაირად ყვება ყველა ამ ისტორიას ამის ხსენების გარეშე.

ამ დროს კი მთავარობა ღია ომს გვიცხადებს აქტივისტებს, ქვიარებს ქუჩებში კვლავ თავს ესხმიან და არც მედიისთვის და არც პოლიტიკოსებისთვის ჩვენ არ ვარსებობთ. ფერადთმიან ახალგაზრდებზე თუ იტყვის ვინმე ორ სიტყვას, ესეც გვიხარია, რადგან ყველამ ვიცით ამ კოდურ ფრაზაში მხოლოდ ფერადთმიანები რომ არ იგულისხმებიან. ლექსო სწორედ ჰომოფობიური სიძულვილის შედეგად დავკარგეთ. სწორედ იმ სიძულვილის, რომელსაც წლებია გააზრებულად და მიზანმიმართულად აღვივებს ჩვენივე ხელისუფლება და საპატრიარქო და რომელსაც სამწუხაროდ, მედიაც თავისდაუნებურად ხელს უწყობდა მოძალადეებისთვის სივრცის მიცემით.

წელს მედიამ შეძლო და ამ მავნე პრაქტიკაზე მაღლა დადგა, უარი თქვა ძალადობრივი ჯგუფების გაშუქებაზე, საოცრად მაღალი სტანდარტი აჩვენა, ღიად და მკაფიოდ დადგა თანასწორობის და ადამიანის უფლებების მხარეს და ალბათ არც ეს აპატიეს. მაგრამ ეს რეალობა ხომ არსად გამქრალა. თუ არ გავიაზრებთ და ხმამაღლა არ ვეტყვით მთელს საზოგადოებას, რომ ლექსო სწორედ ამ სიძულვილმა იმსხვერპლა, თუ არ გავიაზრებთ იმასაც, რომ რაც ხუთში ვნახეთ და განვიცადეთ, ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, დებისთვის, ძმებისთვის, მეგობრებისთვის, მეზობლებისთვის - კონკრეტულად ქვიარ ადამიანებისთვის ყოველდღიურობაა, თუ ამ ყველაზე დაჩაგრულ ადამიანებს არ ვაგრძნობინებთ რომ მათ გვერდით ვართ, და დანარჩენ საზოგადოებასაც არ ვაჩვენებთ, რომ ფარად ამოვეფარებით ყველას, ვისაც ამ დაუმსახურებელ სიძულვილში უწევს ცხოვრება, ხვალ კიდევ გვეყოლება მსხვერპლი. სულ ამ ჩაკეტილ წრეზე ვივლით. ვერც ეს პროტესტი და ბრძოლა იქნება გულწრფელი. და თუ ბრძოლა არ არის გულწრფელი და სამართლიანი, ის წარმატებას ვერასდროს მიაღწევს.

ნუ დაივიწყებთ ქვიარებს, რომლებიც მთავარი სამიზნეები არიან ამ უკიდეგანო სიძულვილის და აგრესიის... ქვიარებს, რომლებიც მუდამ უდიდესი რისკის და ხშირად, ღირსების შელახვის ფასად დგანან ყველა სამართლიანი ბრძოლის გვერდით! ნუ დაგვივიწყებთ აქტივისტებს, ვინც სრულიად შემთხვევით გადავრჩით, ფეხზე წამოდგომას ვცდილობთ და ვისაც ღია ომს გვიცხადებს სისტემა. ნუ გეშინიათ გულწრფელობის, ნუ გეშინიათ სიმართლის მხარეს დგომის, ნუ გეშინიათ, რომ ამის გამო ნაკლები ადამიანი მოვა აქციაზე, ან ნაკლები ადამიანი მოგცემთ ხმას. ახლავე გვაჩვენეთ, რომ ხართ მათ გვერდით, ვის გვერდით დგომაც შეიძლება მომგებიანი არა, მაგრამ სამართლიანია. ახლავე გვაჩვენეთ, რომ ხართ პრინციპულები და შეუვალები სიძულვილის მთავარი წყაროების მიმართ, მიუხედავად იმისა, კომფორტულია და ადვილი მათთან დაპირისპირება, თუ არა. მოგვეცით საშუალება გენდოთ! მხოლოდ სიმართლე და გულწრფელობა შეიძლება გახდეს ის, რაც ამ ბოროტებაზე გამარჯვების შესაძლებლობას მოგვცემს. გულწრფელობა და სოლიდარობა! სოლიდარობა თითოეული ადამიანის მიმართ, ვისაც ეს ჭირდება!"