სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მასშტაბური აქციები საფრანგეთში - "კოვიდპასპორტებთან" დაკავშირებული რა წესების შემოღებას აპირებს მთავრობა და რას ითხოვს საზოგადოების ნაწილი (ფოტოები)
მასშტაბური აქციები საფრანგეთში - "კოვიდპასპორტებთან" დაკავშირებული რა წესების შემოღებას აპირებს მთავრობა და რას ითხოვს საზოგადოების ნაწილი (ფოტოები)

საფ­რან­გეთ­ში ათა­სო­ბით მო­ქა­ლა­ქე იმ შე­ზღუდ­ვებს აპ­რო­ტეს­ტებს, რო­მელ­თა და­წე­სე­ბა­საც მთავ­რო­ბა აგ­ვის­ტო­დან გეგ­მავს. სა­უ­ბა­რია შე­ზღუდ­ვებ­ზე, რო­მელ­თა თა­ნახ­მა­დაც, რეს­ტორ­ნებ­ში, ბა­რებ­ში, სა­ვაჭ­რო მო­ლებ­სა და კი­ნო­თე­ატ­რებ­ში ადა­მი­ა­ნე­ბი ვაქ­ცი­ნის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სერ­თი­ფი­კა­ტის გა­რე­შე არ და­იშ­ვე­ბი­ან. თუკი ვაქ­ცი­ნის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ დო­კუ­მენტს ვერ წა­რად­გე­ნენ, მა­შინ უარ­ყო­ფი­თი PCR ტეს­ტის სა­ფუძ­ველ­ზე შეძ­ლე­ბენ ამა თუ იმ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში შეს­ვლას.

დე­მონ­სტრა­ცი­ე­ბი საფ­რან­გე­თის სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში გა­ი­მარ­თა. მე­დი­ის ცნო­ბით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ზო­გი­ერთ ქა­ლაქ­ში, მათ შო­რის პა­რიზ­ში, ცრემლსა­დე­ნი გაზი გა­მო­ი­ყე­ნეს. მა­ნამ­დე დე­მონ­სტრან­ტებ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს პი­რო­ტექ­ნი­კა და­უ­ში­ნეს, მი­წის სა­თხრე­ლი მან­ქა­ნა დაწ­ვეს და ნაგ­ვის ურ­ნე­ბი წა­აქ­ცი­ეს.

საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი პა­რი­ზის გარ­და გა­ი­მარ­თა მონ­პე­ლი­ე­ში, მარ­სელ­ში, პერ­პი­ნი­ან­ში, რუ­ან­სა და ტუ­ლუ­ზა­ში.

პრო­ტეს­ტი პა­რიზ­ში ოთხშა­ბათს დი­ლით მა­შინ და­ი­წყო, რო­დე­საც ბას­ტი­ლი­ის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ტრა­დი­ცი­უ­ლი, ყო­ველ­წლი­უ­რი სამ­ხედ­რო აღ­ლუ­მი იმარ­თე­ბო­და, მა­ლე­ვე დე­მონ­სტრა­ცია საფ­რან­გე­თის სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქებს მო­ე­დო და მას­შტა­ბუ­რი გახ­და.

"ძირს დიქ­ტა­ტუ­რა, ჩვენ თა­ვი­სუფ­ლე­ბა გვსურს" - ის­მო­და შე­ძა­ხი­ლე­ბი აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის­გან. "არ გვსურს, რომ ვაქ­ცი­ნა­ცია სა­ვალ­დე­ბუ­ლო იყოს, ეს დიქ­ტა­ტუ­რაა და ამას არ შე­ვე­გუ­ე­ბით", - ამ­ბობს აქ­ცი­ის ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლე.

შე­გახ­სე­ნებთ, საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ აგ­ვის­ტო­დან სა­ვაჭ­რო მო­ლებ­ში, კა­ფე­ებ­ში, ბა­რებ­ში, რეს­ტორ­ნებ­სა და კი­ნო­თე­ატ­რებ­ში კო­ვიდ­პას­პორ­ტე­ბის შე­მოწ­მე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო გახ­დე­ბა. ასე­ვე საფ­რან­გეთ­ში სა­მე­დი­ცი­ნო სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის ვაქ­ცი­ნა­ცია სა­ვალ­დე­ბუ­ლო გახ­და. კრი­ტი­კო­სე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ მაკ­რო­ნის გეგ­მა არის დის­კრი­მი­ნა­ცია იმ ადა­მი­ა­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, რომ­ლებ­საც კო­ვიდ 19-ის აც­რის გა­კე­თე­ბა არ სურთ.

ცნო­ბის­თვის. საფ­რან­გეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­მოვ­ლე­ნი­დან ამ დრომ­დე აღ­წე­რი­ლია 5,8 მი­ლი­ო­ნი შემ­თხვე­ვა და ამ მო­ნა­ცე­მით ის მსოფ­ლი­ოს მე­ხუ­თე ქვე­ყა­ნაა. საფ­რან­გეთ­ში კო­ვიდ-19-ს 111 413 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. ბოლო დღე­ე­ბია იქ ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა ყო­ველ­დღი­უ­რი რა­ო­დე­ნო­ბა 6000-ს აჭარ­ბებს.

მკითხველის კომენტარები / 51 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
sg
9

ჩვენთანაც ეგრე უნდა. ბულკები ეგენი!

viva
6

tanadgoma France!!!! bravo!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

მასშტაბური აქციები საფრანგეთში - "კოვიდპასპორტებთან" დაკავშირებული რა წესების შემოღებას აპირებს მთავრობა და რას ითხოვს საზოგადოების ნაწილი (ფოტოები)

მასშტაბური აქციები საფრანგეთში - "კოვიდპასპორტებთან" დაკავშირებული რა წესების შემოღებას აპირებს მთავრობა და რას ითხოვს საზოგადოების ნაწილი (ფოტოები)

საფრანგეთში ათასობით მოქალაქე იმ შეზღუდვებს აპროტესტებს, რომელთა დაწესებასაც მთავრობა აგვისტოდან გეგმავს. საუბარია შეზღუდვებზე, რომელთა თანახმადაც, რესტორნებში, ბარებში, სავაჭრო მოლებსა და კინოთეატრებში ადამიანები ვაქცინის დამადასტურებელი სერთიფიკატის გარეშე არ დაიშვებიან. თუკი ვაქცინის დამადასტურებელ დოკუმენტს ვერ წარადგენენ, მაშინ უარყოფითი PCR ტესტის საფუძველზე შეძლებენ ამა თუ იმ დაწესებულებაში შესვლას.

დემონსტრაციები საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში გაიმართა. მედიის ცნობით, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ზოგიერთ ქალაქში, მათ შორის პარიზში, ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. მანამდე დემონსტრანტებმა სამართალდამცავებს პიროტექნიკა დაუშინეს, მიწის სათხრელი მანქანა დაწვეს და ნაგვის ურნები წააქციეს.

საპროტესტო აქციები პარიზის გარდა გაიმართა მონპელიეში, მარსელში, პერპინიანში, რუანსა და ტულუზაში.

პროტესტი პარიზში ოთხშაბათს დილით მაშინ დაიწყო, როდესაც ბასტილიის დღესთან დაკავშირებით ტრადიციული, ყოველწლიური სამხედრო აღლუმი იმართებოდა, მალევე დემონსტრაცია საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქებს მოედო და მასშტაბური გახდა.

"ძირს დიქტატურა, ჩვენ თავისუფლება გვსურს" - ისმოდა შეძახილები აქციის მონაწილეებისგან. "არ გვსურს, რომ ვაქცინაცია სავალდებულო იყოს, ეს დიქტატურაა და ამას არ შევეგუებით", - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ აგვისტოდან სავაჭრო მოლებში, კაფეებში, ბარებში, რესტორნებსა და კინოთეატრებში კოვიდპასპორტების შემოწმება სავალდებულო გახდება. ასევე საფრანგეთში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდა. კრიტიკოსები აცხადებენ, რომ მაკრონის გეგმა არის დისკრიმინაცია იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებსაც კოვიდ 19-ის აცრის გაკეთება არ სურთ.

ცნობისთვის. საფრანგეთში კორონავირუსის გამოვლენიდან ამ დრომდე აღწერილია 5,8 მილიონი შემთხვევა და ამ მონაცემით ის მსოფლიოს მეხუთე ქვეყანაა. საფრანგეთში კოვიდ-19-ს 111 413 ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო დღეებია იქ ინფიცირებულთა ყოველდღიური რაოდენობა 6000-ს აჭარბებს.

"სტალინის სტილს მიჰყვება პუტინიც... დუბაკოვიც მისი პროექტია" - როგორ ეხმაურებიან სომხები ბაქოში გასამართლებული რუსის საქმეს?

ტოკიოს ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის ხელმძღვანელი, ჰოლოკოსტზე ხუმრობის გამო, თანამდებობიდან გაათავისუფლეს - "ჩემი სიტყვები სულელური იყო... ვნანობ"

ძლიერი გვალვა ირანში და წყლის დეფიციტით გამოწვეული საპროტესტო აქციები, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა - პროტესტის პოლიტიკური მხარე: "აცხონე, ალაჰო, რეზა-შაჰის სული“