კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დახმარების სანაცვლოდ რუს ექიმებს "სახელმწიფო აგარაკებს" აძლევენ" - უმძიმესი ეპიდვითარება აფხაზეთში, ჩავარდნილი ტურისტული სეზონი და პუტინის იმედად მყოფი ბჟანია
"დახმარების სანაცვლოდ რუს ექიმებს "სახელმწიფო აგარაკებს" აძლევენ" - უმძიმესი ეპიდვითარება აფხაზეთში, ჩავარდნილი ტურისტული სეზონი და პუტინის იმედად მყოფი ბჟანია

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ კო­ვიდ-19-თან საბ­რძოლ­ვე­ლად რუ­სეთს დახ­მა­რე­ბა სთხო­ვა, რომ გა­უგ­ზავ­ნოს მედ­პერ­სო­ნა­ლი, რად­გან რე­გი­ონ­ში მე­სა­მე ტალ­ღას ვე­ღარ უმკლავ­დე­ბი­ან.

ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, წე­რი­ლო­ბი­თი თხოვ­ნა უკვე გაგ­ზავ­ნი­ლია. ამის შე­სა­ხებ ე.წ. ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ედუ­არდ ბუთ­ბამ გა­ნა­ცხა­და და აღ­ნიშ­ნა, რომ პან­დე­მია რუ­სეთ­შიც მძვინ­ვა­რებს, მაგ­რამ იმე­დი აქვს, რომ მთა­ვა­რი მო­კავ­ში­რე მათ მძი­მე ვი­თა­რე­ბა­ში არ და­ტო­ვებს.

"მარ­ტო ვე­რა­ფერს გავ­ხდე­ბით. სრუ­ლი დატ­ვირ­თვით მუ­შა­ობს ყვე­ლა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, მათ შო­რის გუ­და­უ­თის კლი­ნი­კა. თუმ­ცა, ეს საკ­მა­რი­სი არ არის, რად­გან მო­სახ­ლე­ო­ბა რე­გუ­ლა­ცი­ებს არ ას­რუ­ლებს. მხო­ლოდ სო­ხუ­მის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში დღე­ში 50-მდე პა­ცი­ენ­ტი შეჰ­ყავთ. შე­გახ­სე­ნებთ, რომ აფხა­ზეთ­ში ჩა­მო­სუ­ლი რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უფა­სო მკურ­ნა­ლო­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც ავი­ღეთ..." - აცხა­დებს ბუთ­ბა apsnypress.info -სთან სა­უ­ბარ­ში.

ბუთ­ბას გან­ცხა­დე­ბამ ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა გა­ა­ღი­ა­ზა­ნა. მათი თქმით, "დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნა ან­ქვა­ბი-ბჟა­ნი­ას გუნ­დის­თვის ტრენ­დად იქცა... დახ­მა­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ კი ექი­მებს ხან მი­წას ჩუქ­ნი­ან, ხან კი სტრა­ტე­გი­უ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ობი­ექ­ტებს აძ­ლე­ვენ უვა­დოდ".

მძი­მე შე­დე­გე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, აფხა­ზე­თის ე.წ. სამ­თავ­რო­ბო მე­დია აცხა­დებს, რომ რე­გი­ონ­ში ტუ­რის­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით ბოლო 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რე­კორ­დი მო­იხ­სნა. თუმ­ცა, გან­სხვა­ვე­ბულ სუ­რათ­ზე სა­უბ­რო­ბენ რუ­სუ­ლი ტუ­რის­ტუ­ლი ოპე­რა­ტო­რე­ბი, რო­მელ­თა თქმი­თაც, რუ­სებს აფხა­ზეთ­ში დას­ვე­ნე­ბა ბევ­რი მი­ზე­ზის გამო აღარ უნ­დათ.

ფოტო: რია ნო­ვოს­ტი

ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნია Дельфин-ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის ცნო­ბით, რო­მელ­საც წლე­ბია ბიჭ­ვინ­თა­ში ტუ­რის­ტუ­ლი ჯგუ­ფე­ბი ჩაჰ­ყავს, რუ­სე­ბი ამ­ჟა­მად ცდი­ლო­ბენ, და­სას­ვე­ნებ­ლად სხვა, ბევ­რად უსაფრ­თხო ად­გი­ლე­ბი იპო­ვონ.

rbc.ru-სთან სა­უ­ბარ­ში მისი დი­რრექ­ტო­რი სერ­გეი რო­მაშ­კი­ნი აცხა­დებს, რომ თუ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა აგ­ვის­ტოს ბო­ლომ­დე ე.წ. ხა­ვერ­დო­ვა­ნი სე­ზო­ნის­თვის მო­სახ­ლე­ო­ბის მა­სობ­რი­ვი აც­რის სა­კითხს მო­აგ­ვა­რებს, შე­საძ­ლოა, სი­ტუ­ა­ცია გა­მოს­წორ­დეს...

მის აზრს იზი­ა­რე­ბენ Intourist-ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც. მათი ცნო­ბით, რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გამ­კაც­რე­ბა ეხე­ბათ ტუ­რის­ტებს, თუმ­ცა მას არ ას­რუ­ლე­ბენ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი. ამას ისიც ემა­ტე­ბა, რომ რე­გი­ონ­ში რუსი ტუ­რის­ტე­ბის მი­მართ აგ­რე­სი­უ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სულ უფრო თვალ­ში სა­ცე­მია.

"იმას ვერ მი­აღ­წი­ეს, რომ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვი­საც აუ­ცი­ლე­ბე­ლი ყო­ფი­ლი­ყო. "კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებს", მათი ოჯა­ხე­ბის წევ­რებ­სა და ახ­ლობ­ლებს რო­გორ აკად­რე­ბენ პირ­ბა­დის გა­კე­თე­ბას, ვირუ­სი ხომ შერ­ჩე­ვი­თია. ახლა კი, სი­ტუ­ა­ცი­ას ვე­ღარ აკონ­ტრო­ლე­ბენ და ისევ რუ­სებს სთხო­ვენ დახ­მა­რე­ბას. ისიც დაგ­ვეხ­მა­რე­ბა, ოღონდ მი­წის ნაკ­ვე­თის ან ზღვის სა­ნა­პი­როს მო­ნაკ­ვე­თის სა­ნაც­ვლოდ..." - წერს ალექს გაბ­ლია.

ცნო­ბის­თვის, ბიჭ­ვინ­თის აგა­რა­კის რუ­სე­თის­თვის გა­და­ცე­მა ბჟა­ნია-პუ­ტინს შო­რის მარ­თლაც გა­ნი­ხი­ლე­ბა.

ბჟა­ნია ინ­ტერ­ვი­უ­ში აცხა­დებს, რომ 50-იანი წლე­ბის მი­წუ­რულს აშე­ნე­ბუ­ლი შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბი დან­გრე­ვის პი­რა­საა. აფხა­ზეთს კი მისი აღ­დგე­ნის ფი­ნან­სუ­რი სახ­სრე­ბი არ აქვს.

"1995 წელს აფხა­ზეთ­სა და რუ­სეთს შო­რის გა­ფორმ­და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, რუ­სეთს ბიჭ­ვინ­თა­ში არ­სე­ბუ­ლი აგა­რა­კი, რო­მე­ლიც რუ­სე­თის პირ­ვე­ლი პი­რე­ბი, მათ შო­რი­უს ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნი უსას­ყი­დი­უ­ლოდ გა­მო­ი­ყე­ნებ­და, ცნო­ბის­თვის რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი არა­ერ­თხელ ჩა­მო­სუ­ლა ამ აგა­რაკ­ზე და­სას­ვე­ნებ­ლად... სოჭ­ში ჩვე­ნი შეხ­ვედ­რი­სას მან ბიჭ­ვინ­თის აგა­რაკ­ზეც ისაბ­რა. მე მომ­ხრე ვარ, რუ­სეთს ეს შე­ნო­ბე­ბი გა­დავ­ცეთ, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ სა­კუთ­რე­ბა­ში მი­წას გა­დავ­ცემთ. მი­წის გას­ხვი­სე­ბა არ ხდე­ბა" - აცხა­დებს ბჟა­ნია ინ­ტერ­ვი­უ­ში.

აფხა­ზე­თის ე.წ. ხელ­მძღვა­ნე­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვას ად­გი­ლობ­რი­ვებ­ში მწვა­ვე კრიტ­კია მოჰ­ყვა.

"მთე­ლი აფხა­ზე­თი გა­და­ე­ცით, რა პრობ­ლე­მაა, პა­სუხს ვინ მოგ­თხოვთ... დე ფაქ­ტო რუ­სე­თი ვართ, ოღონდ არ ვა­ღი­ა­რებთ. ჩვენ მა­ინც ვერ ვპატ­რო­ნობთ და ბა­რემ ყვე­ლა­ფე­რი გა­დავ­ცეთ. თუმ­ცა, ისე­დაც მა­თია უკვე, უბ­რა­ლოდ, დე­ტა­ლე­ბი არ ვი­ცით" - მი­აჩ­ნია ას­ლან ჯა­პუ­ას.

"სტრა­ტე­გი­უ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ობი­ექ­ტე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რო­მე­ლიც რუ­სეთს უნდა გა­და­ე­ცეს, უკვე შედ­გე­ნი­ლია და მათ შო­რის ბიჭ­ვინ­თის სა­ხელ­მწი­ფო აგა­რა­კიც არის. ბჟა­ნი­ამ თა­ვის ინ­ტერ­ვი­უ­ში და­ა­დას­ტუ­რა კი­დეც, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ობ­სო. ამ აგა­რაკს კრემ­ლი რამ­დე­ნი­მე წლის წინ უმიზ­ნებ­და. ხა­ჯიმ­ბას სთხო­ვეს აგა­რაკ­ზე არ­სე­ბუ­ლი შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბი სა­კუთ­რე­ბა­ში გად­მოგ­ვე­ცით და თა­ვად ჩა­ვუ­ტა­რებთ რე­კონ­სტრუქ­ცი­ა­სო..." - აცხა­დებს ირამ გვი­ლია.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჩემალალა
1

არ მიხარია , მაგრამ , გამოიღეთ

ალექს
1

ახლა ზოგისათვის გაუგებარია რა საერთო აქვს ციცინათელას და მარწკინეიას -ბრწყინავს და ანათებს ხომ ორივე ? ა, ისევე როგორც ცეცხლს და დაჩხირს შორის-ანთია ორივე ! აღდგომას მეგრულად თანაფა , გათენება , ღამის თევა ქვია, თუთარჩელა ! მეუნტუუ დაჩხირიო, მიუნთოო ცეცხლიო, ახლა ვინც იცის , რომ სიცხე სინჩხეა , და ჩხანა მზე , ასევე ვჟაც , ბჟაც-რძეც მასეა, მგარამ ეგ სულ სხვა ცოდნაა, ის მიხვედება, რომ დაჩხირი დანთებული ცეცხლია ! ბჟა და ვჟა , რომ რძეა და სხივებით კვებავდა მზე მთვარეს იცით ? არა ?! ნიკო მარმა იცოდა და ოთხ საათში "ისწავლა" მატარებლის კუპეში მეგრელისაგან მეგრული ! საქმე იმაშია , რომ თქვენ გგონიათ , რომ არ იცით მეგრული , იცით, ეგა მართლა ბერიას შიფრი კი არა, დედაენაა თქვენი, დიახ ! ეგერ, ე, გრაკლიანის გორაზე წერია "მა მიორს ქივანაო"-მიყვარს ქვეანაო , ცოდნიათ ხომ ფარნავაზიანებს მეგრული ? ვინ ასწავლა ? დედამ ენისა ! საქართველომ, საქორთუომ, დიახ , ქორთუ ეროვნებას არ ნიშნავს, ქართლში ცხოვრობსო, მაგას ნიშნავს , თორემ მეგრელი წიფას არ გამოსცდებოდა და შილდის კოლმეურნეობის თავმჯდომარედ არ გამოიჯგიმებოდა, თავი რომ სახლში არ ეგულებოდეს, კახიო და კოლხიო, ერთიაო ! აბა მუჭო ?!

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"დახმარების სანაცვლოდ რუს ექიმებს "სახელმწიფო აგარაკებს" აძლევენ" - უმძიმესი ეპიდვითარება აფხაზეთში, ჩავარდნილი ტურისტული სეზონი და პუტინის იმედად მყოფი ბჟანია

"დახმარების სანაცვლოდ რუს ექიმებს "სახელმწიფო აგარაკებს" აძლევენ" - უმძიმესი ეპიდვითარება აფხაზეთში, ჩავარდნილი ტურისტული სეზონი და პუტინის იმედად მყოფი ბჟანია

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელმძღვანელობამ კოვიდ-19-თან საბრძოლველად რუსეთს დახმარება სთხოვა, რომ გაუგზავნოს მედპერსონალი, რადგან რეგიონში მესამე ტალღას ვეღარ უმკლავდებიან.

ადგილობრივი მედიის ცნობით, წერილობითი თხოვნა უკვე გაგზავნილია. ამის შესახებ ე.წ. ჯანდაცვის მინისტრმა ედუარდ ბუთბამ განაცხადა და აღნიშნა, რომ პანდემია რუსეთშიც მძვინვარებს, მაგრამ იმედი აქვს, რომ მთავარი მოკავშირე მათ მძიმე ვითარებაში არ დატოვებს.

"მარტო ვერაფერს გავხდებით. სრული დატვირთვით მუშაობს ყველა სამედიცინო დაწესებულება, მათ შორის გუდაუთის კლინიკა. თუმცა, ეს საკმარისი არ არის, რადგან მოსახლეობა რეგულაციებს არ ასრულებს. მხოლოდ სოხუმის საავადმყოფოში დღეში 50-მდე პაციენტი შეჰყავთ. შეგახსენებთ, რომ აფხაზეთში ჩამოსული რუსეთის მოქალაქეების უფასო მკურნალობის პასუხისმგებლობაც ავიღეთ..." - აცხადებს ბუთბა apsnypress.info -სთან საუბარში.

ბუთბას განცხადებამ ადგილობრივი მოსახლეობა გააღიაზანა. მათი თქმით, "დახმარების თხოვნა ანქვაბი-ბჟანიას გუნდისთვის ტრენდად იქცა... დახმარების სანაცვლოდ კი ექიმებს ხან მიწას ჩუქნიან, ხან კი სტრატეგიული დანიშნულების ობიექტებს აძლევენ უვადოდ".

მძიმე შედეგების მიუხედავად, აფხაზეთის ე.წ. სამთავრობო მედია აცხადებს, რომ რეგიონში ტურისტების რაოდენობით ბოლო 30 წლის განმავლობაში რეკორდი მოიხსნა. თუმცა, განსხვავებულ სურათზე საუბრობენ რუსული ტურისტული ოპერატორები, რომელთა თქმითაც, რუსებს აფხაზეთში დასვენება ბევრი მიზეზის გამო აღარ უნდათ.

ფოტო: რია ნოვოსტი

ტურისტული კომპანია Дельфин-ის ხელმძღვანელობის ცნობით, რომელსაც წლებია ბიჭვინთაში ტურისტული ჯგუფები ჩაჰყავს, რუსები ამჟამად ცდილობენ, დასასვენებლად სხვა, ბევრად უსაფრთხო ადგილები იპოვონ.

rbc.ru-სთან საუბარში მისი დირრექტორი სერგეი რომაშკინი აცხადებს, რომ თუ ხელმძღვანელობა აგვისტოს ბოლომდე ე.წ. ხავერდოვანი სეზონისთვის მოსახლეობის მასობრივი აცრის საკითხს მოაგვარებს, შესაძლოა, სიტუაცია გამოსწორდეს...

მის აზრს იზიარებენ Intourist-ის წარმომადგენლებიც. მათი ცნობით, რეგულაციების გამკაცრება ეხებათ ტურისტებს, თუმცა მას არ ასრულებენ ადგილობრივები. ამას ისიც ემატება, რომ რეგიონში რუსი ტურისტების მიმართ აგრესიული დამოკიდებულება სულ უფრო თვალში საცემია.

"იმას ვერ მიაღწიეს, რომ რეგულაციები ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც აუცილებელი ყოფილიყო. "კანონიერ ქურდებს", მათი ოჯახების წევრებსა და ახლობლებს როგორ აკადრებენ პირბადის გაკეთებას, ვირუსი ხომ შერჩევითია. ახლა კი, სიტუაციას ვეღარ აკონტროლებენ და ისევ რუსებს სთხოვენ დახმარებას. ისიც დაგვეხმარება, ოღონდ მიწის ნაკვეთის ან ზღვის სანაპიროს მონაკვეთის სანაცვლოდ..." - წერს ალექს გაბლია.

ცნობისთვის, ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემა ბჟანია-პუტინს შორის მართლაც განიხილება.

ბჟანია ინტერვიუში აცხადებს, რომ 50-იანი წლების მიწურულს აშენებული შენობა-ნაგებობები დანგრევის პირასაა. აფხაზეთს კი მისი აღდგენის ფინანსური სახსრები არ აქვს.

"1995 წელს აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, რუსეთს ბიჭვინთაში არსებული აგარაკი, რომელიც რუსეთის პირველი პირები, მათ შორიუს ვლადიმირ პუტინი უსასყიდიულოდ გამოიყენებდა, ცნობისთვის რუსეთის პრეზიდენტი არაერთხელ ჩამოსულა ამ აგარაკზე დასასვენებლად... სოჭში ჩვენი შეხვედრისას მან ბიჭვინთის აგარაკზეც ისაბრა. მე მომხრე ვარ, რუსეთს ეს შენობები გადავცეთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საკუთრებაში მიწას გადავცემთ. მიწის გასხვისება არ ხდება" - აცხადებს ბჟანია ინტერვიუში.

აფხაზეთის ე.წ. ხელმძღვანელის ინიციატივას ადგილობრივებში მწვავე კრიტკია მოჰყვა.

"მთელი აფხაზეთი გადაეცით, რა პრობლემაა, პასუხს ვინ მოგთხოვთ... დე ფაქტო რუსეთი ვართ, ოღონდ არ ვაღიარებთ. ჩვენ მაინც ვერ ვპატრონობთ და ბარემ ყველაფერი გადავცეთ. თუმცა, ისედაც მათია უკვე, უბრალოდ, დეტალები არ ვიცით" - მიაჩნია ასლან ჯაპუას.

"სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების ჩამონათვალი, რომელიც რუსეთს უნდა გადაეცეს, უკვე შედგენილია და მათ შორის ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკიც არის. ბჟანიამ თავის ინტერვიუში დაადასტურა კიდეც, მოლაპარაკებების მიმდინარეობსო. ამ აგარაკს კრემლი რამდენიმე წლის წინ უმიზნებდა. ხაჯიმბას სთხოვეს აგარაკზე არსებული შენობა-ნაგებობები საკუთრებაში გადმოგვეცით და თავად ჩავუტარებთ რეკონსტრუქციასო..." - აცხადებს ირამ გვილია.