სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როგორ მოახერხა შსს-მ ათეულობით მოწმისა და 70-მდე ვიდეოს მოპოვება ორ დღეში? თავიდანვე ზედოზირებას რატომ განიხილავენ, როცა ექსპერტიზის დასკვნა ჯერ არ არის" - ლექსო ლაშქარავას ოჯახის ადვოკატი
"როგორ მოახერხა შსს-მ ათეულობით მოწმისა და 70-მდე ვიდეოს მოპოვება ორ დღეში? თავიდანვე ზედოზირებას რატომ განიხილავენ, როცა ექსპერტიზის დასკვნა ჯერ არ არის" - ლექსო ლაშქარავას ოჯახის ადვოკატი

კი­თხვე­ბი ჩნდე­ბა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­გორ მო­ა­ხერ­ხა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტომ ათე­უ­ლო­ბით მოწ­მის და 70-მდე ვი­დე­ოს მო­პო­ვე­ბა არას­რულ ორ დღე­ში, - ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ტვ „პირ­ვე­ლის“ გარ­დაც­ვლი­ლი ოპე­რა­ტო­რის, ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას ოჯა­ხის ად­ვო­კატ­მა ბექა თა­კა­ლან­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

ად­ვო­კა­ტის­თვის გა­უ­გე­ბა­რია, თუ რა­ტომ გა­ავ­რცე­ლა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას გა­და­ად­გი­ლე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა იმის ფონ­ზე, როცა საქ­მე­ზე ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა მო­პო­ვე­ბუ­ლი არ არის. თა­კა­ლან­ძის თქმით, კონ­კრე­ტუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის გავ­რცე­ლე­ბა ადა­მი­ა­ნის დის­კრე­დი­ტა­ცი­ის ხარ­ჯზე მა­ღა­ლი სა­ჯა­რო ინ­ტე­რე­სით არ უნდა მარ­თლდე­ბო­დეს.

„შსს საქ­მე­ში არ­სე­ბულ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე მი­უ­თი­თებს, თუმ­ცა, ჩემ­თვის უც­ნო­ბია, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ში რა ფორ­მით იქნა მო­პო­ვე­ბუ­ლი და და­მაგ­რე­ბუ­ლი. თუ სა­შუ­ა­ლე­ბა მექ­ნე­ბა საქ­მის მა­სა­ლე­ბის გაც­ნო­ბის და გა­მო­თხო­ვის, უფრო დე­ტა­ლუ­რად შე­ვა­ფა­სებ არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას, ასე ზე­და­პი­რუ­ლად ვერ შე­ვა­ფა­სებ, გა­მო­ვა, რომ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე ვსა­უბ­რობ.

კი­თხვე­ბი ჩნდე­ბა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­გორ მო­ა­ხერ­ხა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტომ ათე­უ­ლო­ბით მოწ­მის და 70-მდე ვი­დე­ოს მო­პო­ვე­ბა არას­რულ ორ დღე­ში? ამ მო­ცე­მუ­ლო­ბით, ეს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, თუმ­ცა, ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სოა, საქ­მე­ში რა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არის და იმე­დია, მა­სა­ლებ­ზე წვდო­მის უფ­ლე­ბა მო­მე­ცე­მა.

გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ებ­ზე შსს ამ­ბობს, რომ სხვა­დას­ხვა კერ­ძო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი­დან ამო­ღე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ე­ბია და მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბით მოხ­და მარ­შრუ­ტის აგე­ბა, თუმ­ცა, ეს სა­ჯა­როდ გა­ცხა­დე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­აა, საქ­მე­ში რა არის, დე­ტა­ლუ­რად არ ვიცი.

გა­უ­გე­ბა­რია, რა მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და ამ ვი­დე­ო­ე­ბის ამ ფორ­მით გავ­რცე­ლე­ბა, როცა ჯერ კი­დევ ამ სა­კი­თხებ­ზე ექ­სპერ­ტი­ზე­ბი მი­ღე­ბუ­ლი არ არის. საქ­მე­ში შუ­ა­ლე­დუ­რი დას­კვნე­ბი არ არ­სე­ბობს, ვერ წარ­მო­ვიდ­გენ, რა ფორ­მით შე­იძ­ლე­ბა იყოს ახლა შუ­ა­ლე­დუ­რი დას­კვნა საქ­მე­ში. ვთქვათ, პირ­ვე­ლი დაკ­ვირ­ვე­ბით, ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი იყო ორ­გა­ნიზ­მში, რას ნიშ­ნავს ეს, რომ ეს გახ­და გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი? ეს ხომ კომ­პლექ­სუ­რად უნდა გახ­დეს შე­ფა­სე­ბის სა­გა­ნი? ასე ზე­და­პი­რუ­ლად, ცალ­მხრი­ვად რა­ღაც სა­კი­თხე­ბი არ უნდა იყოს შე­ფა­სე­ბუ­ლი, ვიდ­რე ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა არ იქ­ნე­ბა, შე­დე­გებს უნდა და­ვე­ლო­დოთ და ასე ცალ­მხრი­ვად ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი არ უნდა ვრცელ­დე­ბო­დეს. გა­მო­ძი­ე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბის გახ­მა­უ­რე­ბას სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ე­ბის მხრი­დან მა­ღა­ლი სა­ჯა­რო ინ­ტე­რე­სით ამარ­თლე­ბენ. ვფიქ­რობ, კონ­კრე­ტუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის გავ­რცე­ლე­ბა ადა­მი­ა­ნის დის­კრე­დი­ტა­ცი­ის ხარ­ჯზე მა­ღა­ლი სა­ჯა­რო ინ­ტე­რე­სით არ უნდა მარ­თლდე­ბო­დეს. პირ­ველ დღე­საც და მე­რეც ვი­დე­ო­ე­ბი გა­ავ­რცე­ლეს, რა უნდა იფიქ­რო, თუ არა ის, რომ მათ სურ­დათ სა­ზო­გა­დო­ე­ბის აზ­რის წი­ნას­წარ ფორ­მი­რე­ბა და ადა­მი­ა­ნის დის­კრე­დი­ტა­ცია. გა­უ­გე­ბა­რია, თა­ვი­დან­ვე ზე­დო­ზი­რე­ბის ვერ­სი­ას რა­ტომ გა­ნი­ხი­ლავ­დნენ, პრაქ­ტი­კუ­ლად ცდი­ლო­ბენ, რა­ღაც ფორ­მით 5 ივ­ლის­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის კვა­ლის სა­ბო­ლო­ოდ გა­წყვე­ტას“, - აცხა­დებს თა­კა­ლან­ძე.

კი­თხვზე, შეგ­ვიძ­ლია თუ არა ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ შე­საძ­ლოა, ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას უთ­ვალ­თვა­ლებ­დნენ, ად­ვო­კა­ტი აცხა­დებს, რომ „ვე­რა­ფერს გა­მო­რი­ცხავს“.

„ასე ზე­და­პი­რუ­ლად ვე­რა­ფერს გა­მოვ­რი­ცხავ, თუმ­ცა, კა­ტე­გო­რი­უ­ლად ვე­რა­ფერს ვი­ტყვი ამ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, თვალ­თვალს თა­ვი­სი სა­ფუძ­ვე­ლი აქვს, თუ უკა­ნო­ნოდ, შე­სა­ბა­მი­სი დად­გე­ნი­ლე­ბის და სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­რე­შე ხდე­ბა, ეს დნა­შა­უ­ლია“, - აცხა­დებს თა­კა­ლან­ძე.

ის ასე­ვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა გარ­დაც­ვლი­ლის სახ­ლი­დან ცხედ­რის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­ში გა­დას­ვე­ნე­ბას და იმ ფორ­მას, რო­გორც ეს გან­ხორ­ცი­ელ­და.

„ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბას სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სით, საპ­რო­ცე­სო ნორ­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი წესი აქვს, რა ფორ­მი­თაც ის შე­იძ­ლე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დეს, ჩემ­თვი­საც სა­ეჭ­ვოა, ასე მალე რა­ტომ მოხ­და ცხედ­რის გა­დას­ვე­ნე­ბა, როცა ოჯა­ხის წვე­რებ­მა უთხრეს, რომ ად­ვო­კა­ტი მო­დი­ო­და და ეს პრო­ცე­დუ­რა მა­ინც უცებ, ისე, მოხ­და, ად­ვო­კა­ტი ვერ და­ეს­წრო. გა­მომ­ძი­ებ­ლის დად­გე­ნი­ლე­ბა შე­სას­რუ­ლებ­ლად სა­ვალ­დე­ბუ­ლოა, თუმ­ცა, ცხედ­რის ასე და ამ ფორ­მით გა­დაყ­ვა­ნა აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­უ­გე­ბა­რია, რა მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. ეს ყვე­ლა­ფე­რი დად­გე­ნი­ლე­ბის ფორ­მით უნდა მომ­ხდა­რი­ყო, დო­კუ­მენ­ტი უნდა შედ­გე­ნი­ლი­ყო და შემ­დეგ უნდა წა­ეყ­ვა­ნათ, ჩემ­თვის უც­ნო­ბია, რა­ი­მე ფორ­მით დო­კუ­მენ­ტის არ­სე­ბო­ბა“, - აცხა­დებს ად­ვო­კა­ტი.

მი­სი­ვე თქმით, საქ­მე­ში ჩა­ერ­თვე­ბი­ან თუ არა უცხო­ე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ლაშ­ქა­რა­ვას ოჯა­ხის წევ­რებ­თან არ უსა­უბ­რია.

თა­კა­ლან­ძის გან­მარ­ტე­ბით, ექ­სპერ­ტი­ზის ფარ­გლებ­ში პა­სუ­ხი უნდა გა­ე­ცეს იმას, თუ რამ გა­მო­იწ­ვია ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას გარ­დაც­ვა­ლე­ბა, 5 ივ­ლისს მი­ყე­ნე­ბულ და­ზი­ა­ნე­ბებ­სა და დამ­დგარ შე­დეგს შო­რის არ­სე­ბობს თუ არა მი­ზე­ზობ­რი­ვი კავ­ში­რი.

ცნო­ბის­თვის, “ტვ პირ­ვე­ლის” ოპე­რა­ტო­რი, ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვა 11 ივ­ლისს, სა­კუ­თარ სახ­ლში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. ლაშ­ქა­რა­ვას ჟურ­ნა­ლის­ტთან ერ­თად 5 ივ­ლისს, "თბი­ლი­სი პრა­ი­დის" მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი სას­ტი­კად გა­უს­წორ­დნენ. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლია 5 პირი, მათ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა აქვთ შე­ფარ­დე­ბუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Giusha3232
47

ადმინ.არ დამბლოკოთ.რას გინდა მიაღწიოთ? ხალხი ბრმა არ ვართ.იმის მაგივრად რომ ილოცოთ ცხონებულის სულის გადასარჩენად,ხალხს თვალში ნაცრის შეყრას ცდილობთ.

დუდუ
42

ადვოკატ მომისმინე ნარკანს რა შემთხვევაში იყენებენ თუ არ იცი გეუბნები ზედოზირების დროს ჭკუის კოლოფო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"როგორ მოახერხა შსს-მ ათეულობით მოწმისა და 70-მდე ვიდეოს მოპოვება ორ დღეში? თავიდანვე ზედოზირებას რატომ განიხილავენ, როცა ექსპერტიზის დასკვნა ჯერ არ არის" - ლექსო ლაშქარავას ოჯახის ადვოკატი

"როგორ მოახერხა შსს-მ ათეულობით მოწმისა და 70-მდე ვიდეოს მოპოვება ორ დღეში? თავიდანვე ზედოზირებას რატომ განიხილავენ, როცა ექსპერტიზის დასკვნა ჯერ არ არის" - ლექსო ლაშქარავას ოჯახის ადვოკატი

კითხვები ჩნდება იმასთან დაკავშირებით, როგორ მოახერხა შინაგან საქმეთა სამინისტომ ათეულობით მოწმის და 70-მდე ვიდეოს მოპოვება არასრულ ორ დღეში, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ტვ „პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ოჯახის ადვოკატმა ბექა თაკალანძემ განუცხადა.

ადვოკატისთვის გაუგებარია, თუ რატომ გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლექსო ლაშქარავას გადაადგილების ამსახველი ვიდეომასალა იმის ფონზე, როცა საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა მოპოვებული არ არის. თაკალანძის თქმით, კონკრეტული მონაცემების გავრცელება ადამიანის დისკრედიტაციის ხარჯზე მაღალი საჯარო ინტერესით არ უნდა მართლდებოდეს.

„შსს საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე მიუთითებს, თუმცა, ჩემთვის უცნობია, სისხლის სამართლის საქმეში რა ფორმით იქნა მოპოვებული და დამაგრებული. თუ საშუალება მექნება საქმის მასალების გაცნობის და გამოთხოვის, უფრო დეტალურად შევაფასებ არსებულ ვითარებას, ასე ზედაპირულად ვერ შევაფასებ, გამოვა, რომ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე ვსაუბრობ.

კითხვები ჩნდება იმასთან დაკავშირებით, როგორ მოახერხა შინაგან საქმეთა სამინისტომ ათეულობით მოწმის და 70-მდე ვიდეოს მოპოვება არასრულ ორ დღეში? ამ მოცემულობით, ეს წარმოუდგენელია, თუმცა, ჩემთვის საინტერესოა, საქმეში რა მტკიცებულებები არის და იმედია, მასალებზე წვდომის უფლება მომეცემა.

გავრცელებულ ვიდეოებზე შსს ამბობს, რომ სხვადასხვა კერძო დაწესებულებებიდან ამოღებული ვიდეოებია და მოწმეთა ჩვენებებით მოხდა მარშრუტის აგება, თუმცა, ეს საჯაროდ გაცხადებული პოზიციაა, საქმეში რა არის, დეტალურად არ ვიცი.

გაუგებარია, რა მიზანს ემსახურებოდა ამ ვიდეოების ამ ფორმით გავრცელება, როცა ჯერ კიდევ ამ საკითხებზე ექსპერტიზები მიღებული არ არის. საქმეში შუალედური დასკვნები არ არსებობს, ვერ წარმოვიდგენ, რა ფორმით შეიძლება იყოს ახლა შუალედური დასკვნა საქმეში. ვთქვათ, პირველი დაკვირვებით, ნარკოტიკული ნივთიერებები იყო ორგანიზმში, რას ნიშნავს ეს, რომ ეს გახდა გარდაცვალების მიზეზი? ეს ხომ კომპლექსურად უნდა გახდეს შეფასების საგანი? ასე ზედაპირულად, ცალმხრივად რაღაც საკითხები არ უნდა იყოს შეფასებული, ვიდრე ექსპერტიზის დასკვნა არ იქნება, შედეგებს უნდა დაველოდოთ და ასე ცალმხრივად ინფორმაციები არ უნდა ვრცელდებოდეს. გამოძიების მონაცემების გახმაურებას საგამოძიებო ორგანოების მხრიდან მაღალი საჯარო ინტერესით ამართლებენ. ვფიქრობ, კონკრეტული მონაცემების გავრცელება ადამიანის დისკრედიტაციის ხარჯზე მაღალი საჯარო ინტერესით არ უნდა მართლდებოდეს. პირველ დღესაც და მერეც ვიდეოები გაავრცელეს, რა უნდა იფიქრო, თუ არა ის, რომ მათ სურდათ საზოგადოების აზრის წინასწარ ფორმირება და ადამიანის დისკრედიტაცია. გაუგებარია, თავიდანვე ზედოზირების ვერსიას რატომ განიხილავდნენ, პრაქტიკულად ცდილობენ, რაღაც ფორმით 5 ივლისთან დაკავშირებული დაზიანებების კვალის საბოლოოდ გაწყვეტას“, - აცხადებს თაკალანძე.

კითხვზე, შეგვიძლია თუ არა ვივარაუდოთ, რომ შესაძლოა, ლექსო ლაშქარავას უთვალთვალებდნენ, ადვოკატი აცხადებს, რომ „ვერაფერს გამორიცხავს“.

„ასე ზედაპირულად ვერაფერს გამოვრიცხავ, თუმცა, კატეგორიულად ვერაფერს ვიტყვი ამ საკითხებთან დაკავშირებით, თვალთვალს თავისი საფუძველი აქვს, თუ უკანონოდ, შესაბამისი დადგენილების და სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ხდება, ეს დნაშაულია“, - აცხადებს თაკალანძე.

ის ასევე გამოეხმაურა გარდაცვლილის სახლიდან ცხედრის ექსპერტიზის ბიუროში გადასვენებას და იმ ფორმას, როგორც ეს განხორციელდა.

„ექსპერტიზის ჩატარებას სისხლის სამართლის კოდექსით, საპროცესო ნორმით გათვალისწინებული წესი აქვს, რა ფორმითაც ის შეიძლება განხორციელდეს, ჩემთვისაც საეჭვოა, ასე მალე რატომ მოხდა ცხედრის გადასვენება, როცა ოჯახის წვერებმა უთხრეს, რომ ადვოკატი მოდიოდა და ეს პროცედურა მაინც უცებ, ისე, მოხდა, ადვოკატი ვერ დაესწრო. გამომძიებლის დადგენილება შესასრულებლად სავალდებულოა, თუმცა, ცხედრის ასე და ამ ფორმით გადაყვანა აბსოლუტურად გაუგებარია, რა მიზანს ემსახურებოდა. ეს ყველაფერი დადგენილების ფორმით უნდა მომხდარიყო, დოკუმენტი უნდა შედგენილიყო და შემდეგ უნდა წაეყვანათ, ჩემთვის უცნობია, რაიმე ფორმით დოკუმენტის არსებობა“, - აცხადებს ადვოკატი.

მისივე თქმით, საქმეში ჩაერთვებიან თუ არა უცხოელი ექსპერტები, ამასთან დაკავშირებით, ლაშქარავას ოჯახის წევრებთან არ უსაუბრია.

თაკალანძის განმარტებით, ექსპერტიზის ფარგლებში პასუხი უნდა გაეცეს იმას, თუ რამ გამოიწვია ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება, 5 ივლისს მიყენებულ დაზიანებებსა და დამდგარ შედეგს შორის არსებობს თუ არა მიზეზობრივი კავშირი.

ცნობისთვის, “ტვ პირველის” ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლაშქარავას ჟურნალისტთან ერთად 5 ივლისს, "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები სასტიკად გაუსწორდნენ. აღნიშნულთან დაკავშირებით დაკავებულია 5 პირი, მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

შსს-მ "ტვ პირველის“ ოპერატორზე ძალადობის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავა

"მუხო", "ჯამა", "ლაპუხა" და... - შსს-ს ინფორმაციით, "ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 8 პირი დააკავეს

დაკავებულია "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ 3 თანამშრომელი - რა ინფორმაციას ავრცელებს სუს-ი?