პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"გაწერის წინ ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია, დამაკმაყოფილებელ ვითარებაში გაეწერა" - "ნიუ ჰოსპიტალსის" დირექტორი ლექსო ლაშქარავას შესახებ
"გაწერის წინ ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია, დამაკმაყოფილებელ ვითარებაში გაეწერა" - "ნიუ ჰოსპიტალსის" დირექტორი ლექსო ლაშქარავას შესახებ

პა­ცი­ენ­ტი 8 ივ­ნისს და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბელ ვი­თა­რე­ბა­ში გა­ე­წე­რა - ამ წუ­თას შემ­თხვე­ვას რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტო სწავ­ლობს, რო­მელ­თა­ნაც ვთა­ნამ­შრომ­ლობთ, - ამის შე­სა­ხებ „ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის“ დი­რექ­ტორ­მა გი­ორ­გი რა­მიშ­ვილ­მა გარ­დაც­ვლი­ლი „ტვ პირ­ვე­ლის“ ოპე­რა­ტო­რის ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, პა­ცი­ენ­ტის კლი­ნი­კი­დან გა­წე­რა აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა სტან­დარ­ტის დაც­ვით მოხ­და.

„ვეხ­მა­უ­რე­ბით სამ­წუ­ხა­რო ინ­ფორ­მა­ცი­ას. პა­ცი­ენ­ტი ჩვენ­თან მკურ­ნა­ლობ­და 5-დან 8 რი­ცხვამ­დე. 8 რი­ცხვში გა­ე­წე­რა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბელ ვი­თა­რე­ბა­ში. ჩა­უ­ტარ­და ყვე­ლა სა­ჭი­რო ჩა­რე­ვა და მა­ნი­პუ­ლა­ცია. ამ წუ­თას შემ­თხვე­ვას სწავ­ლობს რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტო, რო­მელ­თა­ნაც ვთა­ნამ­შრომ­ლობთ, გავ­დი­ვართ, ვა­ა­ნა­ლი­ზებთ პრო­ცესს და ჩვე­ნი მხრი­დან არის სრუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, ვაძ­ლევთ ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცი­ას.

გა­წე­რას რაც შე­ე­ხე­ბა, აბ­სო­ლუ­ტუ­რად სტან­დარ­ტის შე­სა­ბა­მი­სად მოხ­და ყვე­ლა­ფე­რი, არა­ფე­რი მანდ უც­ნა­უ­რი არ არის. ასეა სტან­დარ­ტი მი­ღე­ბუ­ლი და ასე ეწე­რე­ბი­ან ასე­თი პა­ცი­ენ­ტე­ბი, რაც შე­ე­ხე­ბა და­ნარ­ჩენს ეს არის თე­ო­რი­ე­ბი, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც მხო­ლოდ ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა მსჯე­ლო­ბა. გა­წე­რის წინ ჩა­უ­ტარ­და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი რა­მიშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, „ტვ პირ­ვე­ლის“ ოპე­რა­ტო­რი ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვა სა­კუ­თარ სახ­ლში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 115-ე მუხ­ლით და­ი­წყო. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მიმ­დი­ნა­რე წლის 5 ივ­ლისს, თბი­ლი­სი პრა­ი­დის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მარ­თუ­ლი აქ­ცი­ის გა­შუ­ქე­ბის დროს, ინ­გო­როყ­ვას ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ორ­გა­ნი­ზა­ცია „სირ­ცხვი­ლი­ას“ ოფის­ში, ტე­ლე­კომ­პა­ნია „ტვ 1“-ის ჟურ­ნა­ლისტსა და ოპე­რა­ტორს, ალექ­სან­დრე ლაშ­ქა­რა­ვას სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას ფი­ზი­კუ­რი და სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს. ჟურ­ნა­ლის­ტის პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ძა­ლა­დო­ბის მუ­ქა­რით უკა­ნო­ნოდ ხე­ლის შეშ­ლის, ძა­ლა­დო­ბი­თა და ძა­ლა­დო­ბის მუ­ქა­რით დევ­ნის, ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს და და­კა­ვე­ბუ­ლია 4 პირი.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Ira
342

ჯერ პრაიდის დამგეგმავმა აიღოს პასუხის მგებლობა და მერე მრტყმელმა.ძალიან ცუდი ამბავი მოხდა.

ეს არის საშინელება
34

ხალხო რა ქვეყანაში ვცხოვრობთ? ყველა ხომ ვერ გავიქცევით საზღვარგარეთ? რა გვეშველება?

ავტორი:

"გაწერის წინ ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია, დამაკმაყოფილებელ ვითარებაში გაეწერა" - "ნიუ ჰოსპიტალსის" დირექტორი ლექსო ლაშქარავას შესახებ

"გაწერის წინ ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია, დამაკმაყოფილებელ ვითარებაში გაეწერა" - "ნიუ ჰოსპიტალსის" დირექტორი ლექსო ლაშქარავას შესახებ

პაციენტი 8 ივნისს დამაკმაყოფილებელ ვითარებაში გაეწერა - ამ წუთას შემთხვევას რეგულირების სააგენტო სწავლობს, რომელთანაც ვთანამშრომლობთ, - ამის შესახებ „ნიუ ჰოსპიტალსის“ დირექტორმა გიორგი რამიშვილმა გარდაცვლილი „ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პაციენტის კლინიკიდან გაწერა აბსოლუტურად ყველა სტანდარტის დაცვით მოხდა.

„ვეხმაურებით სამწუხარო ინფორმაციას. პაციენტი ჩვენთან მკურნალობდა 5-დან 8 რიცხვამდე. 8 რიცხვში გაეწერა დამაკმაყოფილებელ ვითარებაში. ჩაუტარდა ყველა საჭირო ჩარევა და მანიპულაცია. ამ წუთას შემთხვევას სწავლობს რეგულირების სააგენტო, რომელთანაც ვთანამშრომლობთ, გავდივართ, ვაანალიზებთ პროცესს და ჩვენი მხრიდან არის სრული თანამშრომლობა, ვაძლევთ ყველა ინფორმაციას.

გაწერას რაც შეეხება, აბსოლუტურად სტანდარტის შესაბამისად მოხდა ყველაფერი, არაფერი მანდ უცნაური არ არის. ასეა სტანდარტი მიღებული და ასე ეწერებიან ასეთი პაციენტები, რაც შეეხება დანარჩენს ეს არის თეორიები, რომლის შესახებაც მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ შეიძლება მსჯელობა. გაწერის წინ ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია“, - განაცხადა გიორგი რამიშვილმა.

ცნობისთვის, „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისი პრაიდის წინააღმდეგ გამართული აქციის გაშუქების დროს, ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ 1“-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს, ალექსანდრე ლაშქარავას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს და დაკავებულია 4 პირი.

"პრემიერმა პრაქტიკულად, უმრავლესობის დიქტატურა გამოგვიცხადა, ამას არაფერი საერთო არ აქვს დემოკრატიასთან" - სახალხო დამცველი

ისტორიის კონკურს „დიდგორელის“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამარჯვებული „არემჯის“ სტიპენდიანტი გახდა

ტელეკომპანია "პირველის" ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას ხვალ დაკრძალავენ