კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაკავებულები გმირები არიან და ისინი გირაოს სანაცვლოდ უნდა გათავისუფლდნენ" - "თბილისი პრაიდის” ოფისში შეჭრისთვის ბრალდებულის ადვოკატი
"დაკავებულები გმირები არიან და ისინი გირაოს სანაცვლოდ უნდა გათავისუფლდნენ" - "თბილისი პრაიდის” ოფისში შეჭრისთვის ბრალდებულის ადვოკატი

"თბი­ლი­სი პრა­ი­დის” ოფის­ში შეჭ­რის­თვის ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის ად­ვო­კა­ტე­ბი პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბას არ ეთან­ხმე­ბი­ან და ისი­ნი და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ითხო­ვენ.

ერთ-ერთი და­კა­ვე­ბუ­ლის, გი­ორ­გი ოძე­ლაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი ანა ჟღენ­ტის გან­მარ­ტე­ბით, ოძე­ლაშ­ვი­ლი ნა­სა­მარ­თლე­ვი არაა, სამი შვი­ლის მა­მაა და მის ცოლს გზის ფუ­ლიც კი არ ჰქონ­და, რომ თბი­ლის­ში ჩა­მო­სუ­ლი­ყო.

ამას­თან, ად­ვო­კა­ტის თქმით, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს არ იც­ნო­ბენ და ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბა ვერ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და.

ჟღენ­ტის თქმით, ოძე­ლაშ­ვი­ლი არ­სად შეჭ­რი­ლა, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი ავი­და და ჩა­მოხ­სნა ის, რაც არ მოს­წონ­და. ად­ვო­კა­ტის თქმით, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბის მხრივ, სჯობს სა­სა­მარ­თლო და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის მი­მართ ლო­ი­ა­ლუ­რი იყოს. ჟღენ­ტის გან­ცხა­დე­ბით, თუკი, მისი დაც­ვის ქვეშ მყოფს გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლე­ბენ, ის სახ­ლი­დან არ გა­მო­ვა, "პად­ვალ­შიც" კი ჩა­კე­ტავს თუ მისი სურ­ვი­ლი იქ­ნე­ბა.

ად­ვო­კა­ტის თქმით, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი გმი­რე­ბი არი­ან და ის მისი დაც­ვის ქვეშ მყოფს თავ­დებ­ში უდ­გე­ბა, რომ არა­ფერს და­ა­შა­ვებს.

ჟღენ­ტი გი­ორ­გი ოძე­ლაშ­ვი­ლის 2000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ითხოვს და აღ­ნიშ­ნავს, რომ ეს თან­ხა ემიგ­რან­ტებ­მა შე­უგ­რო­ვეს.

და­ნარ­ჩე­ნი ორი და­კა­ვე­ბუ­ლის, ალი­კა ალა­ზო­ვი­სა და გი­ორ­გი ელის­ბა­რაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტის სერ­გო ხურ­ცი­ძის გან­ცხა­დე­ბით, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფებ­მა აივ­ნი­დან "თბი­ლი­სი პრა­ი­დის" დრო­შა ჩა­მოხ­სნეს. ერთ-ერ­თმა ბრალ­დე­ბულ­მა ხელ­ზე და­ზი­ა­ნე­ბა პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბა­ში მი­ი­ღო, როცა მას ბორ­კილს ხსნიდ­ნენ.

ად­ვო­კა­ტის თქმით, ალი­კა ალა­ზოვს მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბი და ორ­სუ­ლი ცოლი ჰყავს, ასე­ვე მისი ოჯა­ხი სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლია და ვა­ზი­ან­ში ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში ცხოვ­რობს. გი­ორ­გი ელიზ­ბა­რაშ­ვილს კი 3 შვი­ლი ჰყავს, ისიც სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლია და მძი­მე სო­ცი­ა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბი აქვს, რაც ად­ვო­კა­ტის თქმით, სა­სა­მარ­თლომ უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს.

ხურ­ცი­ძის თქმით, ის და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის 5000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ითხოვს. ად­ვო­კა­ტის თქმით, ამ თან­ხას სხვა ადა­მი­ა­ნე­ბი შე­უგ­რო­ვე­ბენ. მი­სი­ვე თქმით, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი ემო­ცი­ებს აჰ­ყვნენ და ჭკუ­ის სას­წავ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ის, რაც ახლა ხდე­ბა და ისი­ნი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას არ გა­ურ­ბი­ან.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, "თბი­ლი­სი პრა­ი­დის" სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ გა­მარ­თუ­ლი აქ­ცი­ის დროს, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი ალი­კა ალა­ზო­ვი, გი­ორ­გი ელიზ­ბა­რაშ­ვი­ლი და გი­ორ­გი ოძე­ლაშ­ვი­ლი ორ­გა­ნი­ზე­ბულ ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე სხვა პი­რებ­თან ერ­თად, ჯგუ­ფუ­რად, შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბის მო­ტი­ვით თავს და­ესხნენ „თბი­ლი­სი პრა­ი­დის“ ოფისს, სი­ტყვი­სა და აზ­რის გა­მო­ხატ­ვის, ასე­ვე მათი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოღ­ვა­წე­ო­ბის შე­ზღუდ­ვის მიზ­ნით, უკა­ნო­ნოდ შე­იჭრ­ნენ ოფის­ში და დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლად და­ა­ზი­ა­ნეს და გა­ა­ნად­გუ­რეს „თბი­ლი­სი პრა­ი­დის“ კუთ­ვნი­ლი ინ­ვენ­ტა­რი. ალი­კა ალა­ზოვს, გი­ორ­გი ელის­ბა­რაშ­ვილს და გი­ორ­გი ოძე­ლაშ­ვილს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 160-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის „ა“ და მე­სა­მე ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით (მფლო­ბე­ლო­ბა­ში მფლო­ბე­ლის ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ უკა­ნო­ნოდ შეს­ვლა, ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბით და ძა­ლა­დო­ბის მუ­ქა­რით, ჯგუ­ფუ­რად), 156-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით (ადა­მი­ა­ნის დევ­ნა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მოღ­ვა­წე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბის მუ­ქა­რით) და 225-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით (ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა) წა­რედ­გი­ნათ.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
rasa
44

გიგლა ბერბიჭაშვილსაც ეგონა თავი გმირი და იწონებდა თავს - ამ ხელით ილია მოვკალიო.

არ ვადარდებ ბერბიჭაშვილს არავის, მაგრამ წარმოდგენა არ გაქვთ როგორ განგსჯით ისტორია (ზოგადად არაშემწყნარებელი და მოძალადე ხალხი ცუდად რჩება ისტორიაში), ასე რომ გმირებს ნუ ეძახით ნურავის, ქალბატონო. 

!!!!!!!!!
22

ამ მუშტის ქნევას და სხვისი ქონების დალეწვას, თოხი და ბარი მოექნიათ, ეშველებოდათ ცოტა მაგათ გაჭირვებულ ოჯახებს. არ მოეწონათ და ჩამოხსნეს, არ მოწონთ და ცხვირ- პირი დაალეწეს, რა ლოგიკ აქვს ამ ადვოკატს? იმდენი რამეა არ მოსაწონი ამ ქვეყანაზე, რა ვქნათ ვიქნიოთ მუშტები და დავხოცოთ ერთმანეთი?გმირები არიანო...... კომენტარიც კი ზედმეტია...... მართლა რა გვეშველება....

ავტორი:

"დაკავებულები გმირები არიან და ისინი გირაოს სანაცვლოდ უნდა გათავისუფლდნენ" - "თბილისი პრაიდის” ოფისში შეჭრისთვის ბრალდებულის ადვოკატი

"დაკავებულები გმირები არიან და ისინი გირაოს სანაცვლოდ უნდა გათავისუფლდნენ" - "თბილისი პრაიდის” ოფისში შეჭრისთვის ბრალდებულის ადვოკატი

"თბილისი პრაიდის” ოფისში შეჭრისთვის ბრალდებულების ადვოკატები პროკურატურის შუამდგომლობას არ ეთანხმებიან და ისინი დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვენ.

ერთ-ერთი დაკავებულის, გიორგი ოძელაშვილის ადვოკატი ანა ჟღენტის განმარტებით, ოძელაშვილი ნასამართლევი არაა, სამი შვილის მამაა და მის ცოლს გზის ფულიც კი არ ჰქონდა, რომ თბილისში ჩამოსულიყო.

ამასთან, ადვოკატის თქმით, ბრალდებულები ერთმანეთს არ იცნობენ და ჯგუფური ძალადობა ვერ განხორციელდებოდა.

ჟღენტის თქმით, ოძელაშვილი არსად შეჭრილა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ავიდა და ჩამოხსნა ის, რაც არ მოსწონდა. ადვოკატის თქმით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მხრივ, სჯობს სასამართლო დაკავებულების მიმართ ლოიალური იყოს. ჟღენტის განცხადებით, თუკი, მისი დაცვის ქვეშ მყოფს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებენ, ის სახლიდან არ გამოვა, "პადვალშიც" კი ჩაკეტავს თუ მისი სურვილი იქნება.

ადვოკატის თქმით, დაკავებულები გმირები არიან და ის მისი დაცვის ქვეშ მყოფს თავდებში უდგება, რომ არაფერს დააშავებს.

ჟღენტი გიორგი ოძელაშვილის 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს და აღნიშნავს, რომ ეს თანხა ემიგრანტებმა შეუგროვეს.

დანარჩენი ორი დაკავებულის, ალიკა ალაზოვისა და გიორგი ელისბარაშვილის ადვოკატის სერგო ხურციძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფებმა აივნიდან "თბილისი პრაიდის" დროშა ჩამოხსნეს. ერთ-ერთმა ბრალდებულმა ხელზე დაზიანება პოლიციის შენობაში მიიღო, როცა მას ბორკილს ხსნიდნენ.

ადვოკატის თქმით, ალიკა ალაზოვს მცირეწლოვანი შვილები და ორსული ცოლი ჰყავს, ასევე მისი ოჯახი სოციალურად დაუცველია და ვაზიანში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. გიორგი ელიზბარაშვილს კი 3 შვილი ჰყავს, ისიც სოციალურად დაუცველია და მძიმე სოციალური პირობები აქვს, რაც ადვოკატის თქმით, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს.

ხურციძის თქმით, ის დაკავებულების 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს. ადვოკატის თქმით, ამ თანხას სხვა ადამიანები შეუგროვებენ. მისივე თქმით, დაკავებულები ემოციებს აჰყვნენ და ჭკუის სასწავლებელი იქნება ის, რაც ახლა ხდება და ისინი პასუხისმგებლობას არ გაურბიან.

გამოძიების ინფორმაციით, "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგოდ გამართული აქციის დროს, ბრალდებულები ალიკა ალაზოვი, გიორგი ელიზბარაშვილი და გიორგი ოძელაშვილი ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილე სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად, შეუწყნარებლობის მოტივით თავს დაესხნენ „თბილისი პრაიდის“ ოფისს, სიტყვისა და აზრის გამოხატვის, ასევე მათი საზოგადოებრივი მოღვაწეობის შეზღუდვის მიზნით, უკანონოდ შეიჭრნენ ოფისში და დემონსტრაციულად დააზიანეს და გაანადგურეს „თბილისი პრაიდის“ კუთვნილი ინვენტარი. ალიკა ალაზოვს, გიორგი ელისბარაშვილს და გიორგი ოძელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, ჯგუფურად), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა საზოგადოებრივ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობის მუქარით) და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ.

სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, რომ რუსთავში მკვლელობისა და დაჭრის ფაქტი ჰომოფობიურ ნიადაგზე მოხდა - შსს

"მთელი ცხოვრება ქველმოქმედებას მიუძღვენი, შემთხვევით ვარ იმ ადგილზე მოხვედრილი" - "პირველი არხის" ოპერატორზე თავდასხმასი ბრალდებული

"პირველი არხის" ოპერატორზე თავდასხმაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა