კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქმრის მიერ მოკლული 33 წლის მარიამ წივწივაძის საქმე ოჯახმა სტრასბურგში მოიგო - "მან ტრაგედიამდე, სულ ცოტა,11-ჯერ მიმართა პოლიციას დახმარებისთვის"
ქმრის მიერ მოკლული 33 წლის მარიამ წივწივაძის საქმე ოჯახმა სტრასბურგში მოიგო - "მან ტრაგედიამდე, სულ ცოტა,11-ჯერ მიმართა პოლიციას დახმარებისთვის"

სა­ქარ­თვე­ლომ სტრას­ბურ­გის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სა­სა­მარ­თლო­ში წა­ა­გო საქ­მე, რო­მე­ლიც შე­ე­ხე­ბო­და ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ყო­ფი­ლი ქმრის მიერ მა­რი­ამ წივ­წი­ვა­ძის მკვლე­ლო­ბას.

აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე სა­სა­მარ­თლომ კონ­ვენ­ცი­ის ორი მუხ­ლის დარ­ღვე­ვა და­ად­გი­ნა - მე-2 (სი­ცო­ცხლის უფ­ლე­ბა) და 14-ე (დის­კრი­მი­ნა­ცი­ის აკ­რძალ­ვა). სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ თქვა, რომ ქვეყ­ნის პო­ლი­ცი­ამ გენ­დერუ­ლი მო­ტი­ვით ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის პრე­ვენ­ცია ვერ შეძ­ლო.

ამას­თა­ნა­ვე, არ შე­ას­რუ­ლა პო­ზი­ტი­უ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, გა­მო­ე­ძი­ე­ბი­ნა საქ­მე­ში სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბა.

"სა­სა­მარ­თლომ და­ად­გი­ნა, რომ პო­ლი­ცი­ამ იცო­და იმის შე­სა­ხებ, რომ აპ­ლი­კან­ტის შვილს საფრ­თხე ემუქ­რე­ბო­და, მი­უ­ხე­და­ვად იმ სხვა­დას­ხვა დამ­ცვე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბი­სა, რომ­ლის გა­ტა­რე­ბაც შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო, მათ [სა­მარ­თალ­დამ­ცავ­მა უწყე­ბებ­მა] ვერ შეძ­ლეს გენ­დერუ­ლი მო­ტი­ვით ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბის­გან ქა­ლის დაც­ვა, რის შე­დე­გა­დაც ქალი გარ­და­იც­ვა­ლა. სა­სა­მარ­თლო მი­იჩ­ნევს, რომ პო­ლი­ცი­ის უმოქ­მე­დო­ბა სის­ტე­მურ მარ­ცხად შე­იძ­ლე­ბა შე­ფას­დეს. არ­სე­ბობ­და გა­და­უ­დე­ბე­ლი აუ­ცი­ლებ­ლო­ბა, რომ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო გა­მო­ძი­ე­ბა იმის და­სად­გე­ნად, იყო თუ არა პო­ლი­ცი­ის უმოქ­მე­დო­ბის მიღ­მა გენ­დერუ­ლი ნიშ­ნით დის­კრი­მი­ნა­ცია“, - წე­რია სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს პრეს­რე­ლიზ­ში. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე მო­სარ­ჩე­ლე (აპ­ლი­კან­ტი) არის გარ­დაც­ვლი­ლის დედა - თა­ლი­კო თხე­ლი­ძე, რო­მელ­მაც " სა­ფარს" 2017 წელს, მი­მარ­თა. სწო­რედ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მი­მარ­თვის სა­ფუძ­ველ­ზე და­ი­წყო სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ საქ­მის წარ­მო­ე­ბა.

და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ინ­ტე­რე­სებს "სა­ფა­რის" იუ­რის­ტი ნა­თია გამ­ხი­ტაშ­ვი­ლი იცავ­და.

"ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით დად­გინ­და სა­ხელ­მწი­ფოს სრუ­ლი უმოქ­მე­დო­ბა და გულ­გრი­ლო­ბა სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქის მი­მართ, რაც სა­ბო­ლო­ოდ იქამ­დე მი­ვი­და, რომ ახალ­გაზ­რდა ქალი მკვლე­ლო­ბის მსხვერ­პლი გახ­და. და­ნა­შა­უ­ლი 2014 წელს, ილი­ა­უნ­ში მოხ­და. 33 წლის მა­რი­ამ წივ­წი­ვა­ძე ყი­ფილ­მა ქმარ­მა უნი­ვერ­სი­ტე­ტის კი­ბე­ებ­ზე ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით დაჭ­რა, ამის შემ­დეგ კი იქვე და­ას­რუ­ლა სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით. ახალ­გაზ­რდა ქალი კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, მაგ­რამ მისი გა­დარ­ჩე­ნა ექი­მებ­მა ვერ შეძ­ლეს. მან ტრა­გე­დი­ამ­დე, სულ ცოტა, 11-ჯერ მი­მარ­თა პო­ლი­ცი­ას დახ­მა­რე­ბის­თვის. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს ერთხე­ლაც არ გა­მო­უ­წე­რი­ათ შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი. ყო­ველ ჯერ­ზე მხო­ლოდ სი­ტყვი­ე­რი გაფრ­თხი­ლე­ბით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბოდ­ნენ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ გა­მო­ი­ძი­ე­ბა არ და­წყე­ბუ­ლა იმ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის მი­მართ, რო­მელ­თან აშ­კა­რა უმოქ­მე­დო­ბა გა­მო­ი­ჩი­ნეს. ერ­თა­დერ­თი საქ­მე აღიძ­რა მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე და ისიც ავ­ტო­მა­ტუ­რად შე­წყდა, რად­გან დამ­ნა­შა­ვე გარ­დაც­ვლი­ლი იყო", - ამ­ბობს ambebi.ge- სთან იუ­რის­ტი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ად­ვო­კა­ტი ნა­თია გამ­ხი­ტაშ­ვი­ლი.

სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით აპ­ლი­კანტს - გარ­დაც­ვლი­ლის დე­დას, ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბის მიზ­ნით სა­ხელ­მწი­ფომ 35 ათა­სი ევრო უნდა გა­და­უ­ხა­დოს.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
...........
23

რამხელა ტრაგედიები ხდება. არ დაიწყოთ ახლა მარტო საქართველოშია ასეთიო. ყვე;ლგან ხდება, მაგტრამ ეს სიტუაციას არ ამსუბუქებს. რაღაცა უნდა მოიფიქროს სახელმწიფომ ქალების დასაცავად. 

????
53

კაცმა სიკვდილის წინაშეც არ დაიხია უკან, თავი მოიკლა და იმას ორდერი შეაჩერებდა? 

ავტორი:

ქმრის მიერ მოკლული 33 წლის მარიამ წივწივაძის საქმე ოჯახმა სტრასბურგში მოიგო - "მან ტრაგედიამდე, სულ ცოტა,11-ჯერ მიმართა პოლიციას დახმარებისთვის"

ქმრის მიერ მოკლული 33 წლის მარიამ წივწივაძის საქმე ოჯახმა სტრასბურგში მოიგო - "მან ტრაგედიამდე, სულ ცოტა,11-ჯერ მიმართა პოლიციას დახმარებისთვის"

საქართველომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში წააგო საქმე, რომელიც შეეხებოდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ყოფილი ქმრის მიერ მარიამ წივწივაძის მკვლელობას.

აღნიშნულ საქმეზე სასამართლომ კონვენციის ორი მუხლის დარღვევა დაადგინა - მე-2 (სიცოცხლის უფლება) და 14-ე (დისკრიმინაციის აკრძალვა). სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ქვეყნის პოლიციამ გენდერული მოტივით ჩადენილი დანაშაულის პრევენცია ვერ შეძლო.

ამასთანავე, არ შეასრულა პოზიტიური ვალდებულება, გამოეძიებინა საქმეში სახელმწიფო სტრუქტურების ჩართულობის ეფექტიანობა.

"სასამართლომ დაადგინა, რომ პოლიციამ იცოდა იმის შესახებ, რომ აპლიკანტის შვილს საფრთხე ემუქრებოდა, მიუხედავად იმ სხვადასხვა დამცველი ღონისძიებისა, რომლის გატარებაც შესაძლებელი იყო, მათ [სამართალდამცავმა უწყებებმა] ვერ შეძლეს გენდერული მოტივით ჩადენილი ძალადობისგან ქალის დაცვა, რის შედეგადაც ქალი გარდაიცვალა. სასამართლო მიიჩნევს, რომ პოლიციის უმოქმედობა სისტემურ მარცხად შეიძლება შეფასდეს. არსებობდა გადაუდებელი აუცილებლობა, რომ ჩატარებულიყო გამოძიება იმის დასადგენად, იყო თუ არა პოლიციის უმოქმედობის მიღმა გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია“, - წერია სტრასბურგის სასამართლოს პრესრელიზში. აღნიშნულ საქმეზე მოსარჩელე (აპლიკანტი) არის გარდაცვლილის დედა - თალიკო თხელიძე, რომელმაც " საფარს" 2017 წელს, მიმართა. სწორედ ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე დაიწყო სტრასბურგის სასამართლომ საქმის წარმოება.

დაზარალებულის ინტერესებს "საფარის" იურისტი ნათია გამხიტაშვილი იცავდა.

"ამ გადაწყვეტილებით დადგინდა სახელმწიფოს სრული უმოქმედობა და გულგრილობა საკუთარი მოქალაქის მიმართ, რაც საბოლოოდ იქამდე მივიდა, რომ ახალგაზრდა ქალი მკვლელობის მსხვერპლი გახდა. დანაშაული 2014 წელს, ილიაუნში მოხდა. 33 წლის მარიამ წივწივაძე ყიფილმა ქმარმა უნივერსიტეტის კიბეებზე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა, ამის შემდეგ კი იქვე დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით. ახალგაზრდა ქალი კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. მან ტრაგედიამდე, სულ ცოტა, 11-ჯერ მიმართა პოლიციას დახმარებისთვის. მიუხედავად ამისა, სამართალდამცავებს ერთხელაც არ გამოუწერიათ შემაკავებელი ორდერი. ყოველ ჯერზე მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლებოდნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ გამოიძიება არ დაწყებულა იმ სამართალდამცავების მიმართ, რომელთან აშკარა უმოქმედობა გამოიჩინეს. ერთადერთი საქმე აღიძრა მკვლელობის ფაქტზე და ისიც ავტომატურად შეწყდა, რადგან დამნაშავე გარდაცვლილი იყო", - ამბობს ambebi.ge- სთან იურისტი ორგანიზაციის ადვოკატი ნათია გამხიტაშვილი.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით აპლიკანტს - გარდაცვლილის დედას, ზიანის ანაზღაურების მიზნით სახელმწიფომ 35 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს.

შსს-მ "სირცხვილიას” ოფისში ტელეკომპანია "პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ბრალდებით კიდევ 1 პირი დააკავა - ის მოძალადე ჯგუფების ერთ-ერთი ცნობილი აქტივისტია

"სჯობს, შევაფასოთ ვიდეომასალაზე ასახული კადრები...  კონკრეტული ვერსიის გაჟღერებისგან თავს ვიკავებთ" - მამუკა ჭელიძე ოპერატორის გარდაცვალებაზე

"ალექსანდრე ლაშქარავა გუშინ სახლში სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში დაბრუნდა" - რა ახალ განცხადებასა და კადრებს ავრცელებს შსს