კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვგმობ ყველანაირ აგრესიას და ძალადობას, უნდა დავფიქრდეთ, საით მივდივართ" - ეკატერინე ტიკარაძე ბოლო დღეების მოვლენებზე
"ვგმობ ყველანაირ აგრესიას და ძალადობას, უნდა დავფიქრდეთ, საით მივდივართ" - ეკატერინე ტიკარაძე ბოლო დღეების მოვლენებზე

აგ­რე­სია და ძა­ლა­დო­ბა არც ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­აა და რა თქმა უნდა, ის ევ­რო­პუ­ლი ტრა­დი­ცია ვერ იქ­ნე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძემ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს 10 - წლი­ა­ნი გეგ­მის წარ­დგე­ნამ­დე გა­ნა­ცხა­და.

ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძე გა­მო­ეხ­მა­უ­რა ბოლო დღე­ებ­ში თბი­ლის­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს და გა­ნა­ცხა­და, რომ გმობს ყვე­ლა­ნა­ირ აგ­რე­სი­ას და ძა­ლა­დო­ბას ნე­ბის­მი­ე­რი ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქის მი­მართ.

„ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა დავ­ფიქ­რდეთ და მი­ვი­ღოთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, თუ საით მივ­დი­ვართ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ჩვე­ნი ყვე­ლას ერ­თი­ა­ნი მი­ზა­ნი არის ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბის ოჯა­ხის წევ­რო­ბა. თი­თო­ე­უ­ლი მსგავ­სი ნა­ბი­ჯი ამ მი­ზანს მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გვიმ­ცი­რებს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მოვ­ნა­ხოთ ის გზე­ბი, რომ­ლი­თაც ჩვენ მო­ვახ­დენთ კო­მუ­ნი­კა­ცი­ას ერ­თმა­ნეთ­თან, ვი­სა­უბ­რებთ ამ პრობ­ლე­მა­ტურ თე­მებ­ზე და აგ­რე­სი­ას ვაქ­ცევთ კონ­სტრუქ­ცი­ულ დი­ა­ლოგ­ში და ჩვე­ნი ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქის უფ­ლე­ბა და­ცუ­ლი იქ­ნე­ბა. ასე­ვე უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ აგ­რე­სია და ძა­ლა­დო­ბა არც ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­აა და რა თქმა უნდა, ის ევ­რო­პუ­ლი ტრა­დი­ცია ვერ იქ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ტი­კა­რა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გუ­შინ „თბი­ლი­სი პრა­ი­დის“ მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ებ­მა პარ­ლა­მენ­ტის წინ მიმ­დი­ნა­რე მდუ­მა­რე აქ­ცი­ის კონ­ტრაქ­ცია გა­მარ­თეს. პრა­ი­დის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი ის­როდ­ნენ ქვებს, კვერ­ცხს და ბოთ­ლებს. აგ­რე­სი­უ­ლად გან­წყო­ბილ­მა პი­რებ­მა პარ­ლა­მენ­ტის წინ ევ­რო­კავ­ში­რის დრო­შა ჩა­მოხ­სნეს და დაწ­ვეს. ბოლო 2 დღე­ში ეს ევ­რო­კავ­ში­რის დრო­შის და­ზი­ა­ნე­ბის მე­ო­რე შემ­თხვე­ვა იყო.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
0

მე კი ვგმობ არაკომპეტენტურ უცოდინარ მინისტრებს და დეპუტატებს. ხალხს არ სჯერა არც მთავრობის და არც ოპოზიციის. ეროვნული ხელისუფლება უნდა მოვიდეს ქვეყნის სათავეში და არა კორუმპირებული მედროვეები.

zz
0

კუმ ფეხი გამოყო მეც დამარტყმევინეთ პენალიო! ისე ესპანეთმა პენლებში წააგო... კაი პენალისტებიც გვინდა... თუ ოდესმე ჩემპიონობაზე ვოცნებობთ. გამგები გაიგებს

ავტორი:

"ვგმობ ყველანაირ აგრესიას და ძალადობას, უნდა დავფიქრდეთ, საით მივდივართ" - ეკატერინე ტიკარაძე ბოლო დღეების მოვლენებზე

"ვგმობ ყველანაირ აგრესიას და ძალადობას, უნდა დავფიქრდეთ, საით მივდივართ" - ეკატერინე ტიკარაძე ბოლო დღეების მოვლენებზე

აგრესია და ძალადობა არც ქართული ტრადიციაა და რა თქმა უნდა, ის ევროპული ტრადიცია ვერ იქნება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის სამინისტროს 10 - წლიანი გეგმის წარდგენამდე განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე გამოეხმაურა ბოლო დღეებში თბილისში განვითარებულ მოვლენებს და განაცხადა, რომ გმობს ყველანაირ აგრესიას და ძალადობას ნებისმიერი ჩვენი მოქალაქის მიმართ.

„ჩვენ აუცილებლად უნდა დავფიქრდეთ და მივიღოთ გადაწყვეტილება, თუ საით მივდივართ. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ყველას ერთიანი მიზანი არის ევროპული ქვეყნების ოჯახის წევრობა. თითოეული მსგავსი ნაბიჯი ამ მიზანს მნიშვნელოვნად გვიმცირებს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, მოვნახოთ ის გზები, რომლითაც ჩვენ მოვახდენთ კომუნიკაციას ერთმანეთთან, ვისაუბრებთ ამ პრობლემატურ თემებზე და აგრესიას ვაქცევთ კონსტრუქციულ დიალოგში და ჩვენი ყველა მოქალაქის უფლება დაცული იქნება. ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ აგრესია და ძალადობა არც ქართული ტრადიციაა და რა თქმა უნდა, ის ევროპული ტრადიცია ვერ იქნება“, - განაცხადა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა პარლამენტის წინ მიმდინარე მდუმარე აქციის კონტრაქცია გამართეს. პრაიდის მოწინააღმდეგეები ისროდნენ ქვებს, კვერცხს და ბოთლებს. აგრესიულად განწყობილმა პირებმა პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს. ბოლო 2 დღეში ეს ევროკავშირის დროშის დაზიანების მეორე შემთხვევა იყო.