სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზესტაფონში მომხდარი მკვლელობის საქმეზე პოლიციელი დააკავეს - ვინ არის მოკლული ახალგაზრდა და რა დეტალებს ასაჯაროებს პროკურატურა?
ზესტაფონში მომხდარი მკვლელობის საქმეზე პოლიციელი დააკავეს - ვინ არის მოკლული ახალგაზრდა და რა დეტალებს ასაჯაროებს პროკურატურა?

ზეს­ტა­ფონ­ში მკვლე­ლო­ბა მოხ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თა­მარ მე­ფის ქუ­ჩა­ზე ახ­ლა­გაზ­რდა მა­მა­კაცს ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან ეს­რო­ლეს. ის სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბამ გა­და­იყ­ვა­ნა, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

მოკ­ლუ­ლი 31 წლის ხა­რა­გა­უ­ლე­ლი ახალ­გაზ­რდა, ვანო ბან­ცა­ძეა. ის ერთ-ერთ ჩი­ნურ კომ­პა­ნი­ა­ში მე­ქა­ნი­კო­სად მუ­შა­ობ­და.

ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბან­ცა­ძე გუ­შინ ზეს­ტა­ფონ­ში თა­ნამ­შრო­მელ­თან სტუმ­რად იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­დაც და­პი­რის­პი­რე­ბა სუფ­რა­ზე და­ი­წყო.

"რო­გორც ვი­ცით, აქ თა­ნამ­შრო­მელ­თან იყო ჩა­მო­სუ­ლი. ქე­ი­ფობ­დნენ და ამ დროს სი­ტყვი­ე­რი შე­ლა­პა­რა­კე­ბა მომ­ხდა­რა. შემ­დეგ გა­რეთ გა­მო­სუ­ლან და გას­რო­ლაც მა­შინ მოხ­და. სას­წრა­ფოს მოს­ვლამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა" - გვიყ­ვე­ბი­ან ზეს­ტა­ფო­ნე­ლე­ბი.

ვანო ბან­ცა­ძეს მე­უღ­ლე და ერთი შვი­ლი დარ­ჩა.

მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით ცოტა ხნის წინ პრო­კუ­რა­ტუ­რამ გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზეს­ტა­ფონ­ში მომ­ხდა­რი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს რაჭა-ლე­ჩხუ­მი­სა და ქვე­მო სვა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ინ­სპექ­ტორ-გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის გა­და­ცე­მის ფაქ­ტზე და­ა­კა­ვეს.

"ზეს­ტა­ფონ­ში მომ­ხდა­რი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის გა­და­ცე­მის ფაქ­ტზე (სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 236-ე მუხ­ლის მე-5 ნა­წი­ლი), სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს რაჭა-ლე­ჩხუ­მი­სა და ქვე­მო სვა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ინ­სპექ­ტორ-გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი ლ.ზ. და­ა­კა­ვეს. ასე­ვე, აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის­თვის, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-ტა­რე­ბის­თვის (სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე და 236-ე მუხ­ლის მე-3 და მე-4 ნა­წი­ლე­ბი) რ.ბ., ხოლო ნივ­თი­ე­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის­თვის (368-ე მუხ­ლი) ხ.გ. და­ა­კა­ვეს.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2021 წლის 30 ივ­ნისს, ზეს­ტა­ფონ­ში, ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში სუფ­რა­ზე, სტუმ­რებს შო­რის სი­ტყვი­ე­რი შე­ლა­პა­რა­კე­ბა ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და, რა დრო­საც რ.ბ.-მ ლ.ზ.-ს კუთ­ვნი­ლი ცე­ცხლსას­რო­ლი პის­ტო­ლე­ტი­დან ვ.ბ.-ს ეს­რო­ლა. გულ­მკერ­დის არე­ში მი­ღე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბის შე­დე­გად ვ.ბ. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა. ასე­ვე გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ მომ­ხდა­რი და­ნა­შა­უ­ლის შემ­დგომ ხ.გ.-მ საქ­მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი გა­ა­ნად­გუ­რა. სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს რაჭა-ლე­ჩხუ­მი­სა და ქვე­მო სვა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ინ­სპექ­ტორ-გმომ­ძი­ე­ბელ ლ.ზ.-ს მი­მართ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე ცალ­კე წარ­მო­ე­ბად გა­მო­ი­ყო და გა­მო­ძი­ე­ბას პრო­კუ­რა­ტუ­რა აწარ­მო­ებს.სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა" - წე­რია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მთა­ვარ ფო­ტო­ზე: მოკ­ლუ­ლი ვანო ბან­ცა­ძე

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ივანე
12

ქართული მარაზმი,ქეიფი,დათრობა,გინება,ადამიანის მოკვლა.თავიდან ერთმანეთის ოჯახების დღეგრძელობა და დიდება უფალს

კაკო
1

და მაინც დგას საკითხი იარაღის თავისუფლად გაყიდვაზე?

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ზესტაფონში მომხდარი მკვლელობის საქმეზე პოლიციელი დააკავეს - ვინ არის მოკლული ახალგაზრდა და რა დეტალებს ასაჯაროებს პროკურატურა?

ზესტაფონში მომხდარი მკვლელობის საქმეზე პოლიციელი დააკავეს - ვინ არის მოკლული ახალგაზრდა და რა დეტალებს ასაჯაროებს პროკურატურა?

ზესტაფონში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, თამარ მეფის ქუჩაზე ახლაგაზრდა მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მოკლული 31 წლის ხარაგაულელი ახალგაზრდა, ვანო ბანცაძეა. ის ერთ-ერთ ჩინურ კომპანიაში მექანიკოსად მუშაობდა.

ჩვენი ინფორმაციით, ბანცაძე გუშინ ზესტაფონში თანამშრომელთან სტუმრად იმყოფებოდა, სადაც დაპირისპირება სუფრაზე დაიწყო.

"როგორც ვიცით, აქ თანამშრომელთან იყო ჩამოსული. ქეიფობდნენ და ამ დროს სიტყვიერი შელაპარაკება მომხდარა. შემდეგ გარეთ გამოსულან და გასროლაც მაშინ მოხდა. სასწრაფოს მოსვლამდე გარდაიცვალა" - გვიყვებიან ზესტაფონელები.

ვანო ბანცაძეს მეუღლე და ერთი შვილი დარჩა.

მომხდართან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ პროკურატურამ განცხადება გაავრცელა. მათი ინფორმაციით, ზესტაფონში მომხდარი განზრახ მკვლელობის საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორ-გამომძიებელი ცეცხლსასროლი იარაღის გადაცემის ფაქტზე დააკავეს.

"ზესტაფონში მომხდარი განზრახ მკვლელობის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის გადაცემის ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-5 ნაწილი), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორ-გამომძიებელი ლ.ზ. დააკავეს. ასევე, აღნიშნულ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობისთვის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარებისთვის (სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები) რ.ბ., ხოლო ნივთიერი მტკიცებულებების განადგურებისთვის (368-ე მუხლი) ხ.გ. დააკავეს.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 30 ივნისს, ზესტაფონში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში სუფრაზე, სტუმრებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც რ.ბ.-მ ლ.ზ.-ს კუთვნილი ცეცხლსასროლი პისტოლეტიდან ვ.ბ.-ს ესროლა. გულმკერდის არეში მიღებული ჭრილობის შედეგად ვ.ბ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ასევე გამოძიებით დადგინდა, რომ მომხდარი დანაშაულის შემდგომ ხ.გ.-მ საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები გაანადგურა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორ-გმომძიებელ ლ.ზ.-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო და გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს.სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება გრძელდება" - წერია განცხადებაში.

მთავარ ფოტოზე: მოკლული ვანო ბანცაძე

ვაქცინაციის პორტალ booking.moh.gov.ge-ზე კიბერშეტევის ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო

"ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმისთვის დაკავებულს 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე თანამდებობიდან გადადგა