სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაცმოძრაობის" კანდიდატთან გაერთიანება ნიშნავს მარცხს, ეს ორჯერ ორი ოთხია - გიორგი ვაშაძე
"ნაცმოძრაობის" კანდიდატთან გაერთიანება ნიშნავს მარცხს, ეს ორჯერ ორი ოთხია - გიორგი ვაშაძე

ღმერ­თმა ხელი მო­უ­მარ­თოთ, თა­ვი­სი კან­დი­და­ტე­ბი და­ა­ყე­ნონ, თა­ვი­ან­თი პრო­პორ­ცი­უ­ლი ხმე­ბი წა­ი­ღონ. მე არ ვე­და­ვე­ბი მათ თა­ვის პრო­პორ­ცი­ულ ხმებ­ში, რა­ტომ ითხო­ვენ ჩვენ­გან ან სხვე­ბის­გან რა­ღა­ცას, რა ვალ­დე­ბუ­ლე­ბა გვაქვს მათ­თან - არა­ნა­ი­რი, - ამის შე­სა­ხებ „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის” ლი­დერ­მა გი­ორ­გი ვა­შა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძის გან­ცხა­დე­ბას, რომ ოპო­ზი­ცი­ამ მე­რო­ბის სა­ერ­თო კან­დი­და­ტი „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან” უნდა და­ა­ყე­ნოს.

კი­თხვა­ზე, ემ­ხრო­ბა თუ არა ზო­გა­დად, ოპო­ზი­ცი­ის ერ­თი­ა­ნი მე­რო­ბის კან­დი­და­ტის იდე­ას, ვა­შა­ძე ამ­ბობს, რომ არა.

„მე­ცი­ნე­ბა „ნაც­მოძ­რა­ო­ბის” წევ­რე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ზე, თით­ქოს მე ვალ­დე­ბუ­ლი ვარ, რა­ღაც გა­ვა­კე­თო. ერთი ხე­ლით უნ­დათ, გვლან­ძღონ, მე­ო­რე ხე­ლით უნ­დათ, ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აგ­ვკი­დონ. არა­ნა­ი­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ამ ქვეყ­ნად არა­ვის­თან არ მაქვს. ერ­თა­დერ­თი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს ჩემს სამ­შობ­ლოს­თან და ქარ­თველ ხალ­ხთან. და­ნარ­ჩე­ნი, რა­ღა­ცებს რომ მო­ი­თხო­ვენ ჩვენ­გან, ცოტა კო­მი­კუ­რად მეჩ­ვე­ნე­ბა, სა­სა­ცი­ლო­ე­ბი არი­ან. საქ­მეს სჭირ­დე­ბა პრო­პორ­ცი­ულ არ­ჩევ­ნებ­ში და რე­ფე­რენ­დუმ­ში გა­მარ­ჯვე­ბა. საქ­მეს არ სჭირ­დე­ბა ის, რომ მე ვი­ღა­ცას შე­ვუ­თან­ხმდი რა­ღა­ცა­ზე და სკა­მე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბა და­ვი­წყოთ”,- გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ.

ამას­თან, გი­ორ­გი ვა­შა­ძის თქმით, „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან” გა­ერ­თი­ა­ნე­ბა რე­ფე­რენ­დუმ­ში წა­გე­ბას ნიშ­ნავს.

„ნაც­მოძ­რა­ო­ბის” კან­დი­დატ­თან რაც არ უნდა გა­ერ­თი­ა­ნე­ბა მოხ­დეს, ეს ნიშ­ნავს მარ­ცხს რე­ფე­რენ­დუმ­ში. ეს ორ­ჯერ ორი ოთხია. ყვე­ლამ ვი­ცით, რას იყე­ნებს და­მაფრ­თხობ­ლად, შე­მა­ში­ნებ­ლად „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” გა­და­უ­წყვე­ტე­ლი თუ ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის გან­წყო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ.

მისი თქმით, ოპო­ზი­ცი­ის უპირ­ვე­ლე­სი ამო­ცა­ნა ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებ­ზე რე­ფე­რენ­დუმ­ში გა­მარ­ჯვე­ბა უნდა იყოს.

„ჩვენ­თვის ნო­მერ პირ­ვე­ლი ამო­ცა­ნა ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებ­ში არის ის, რომ გა­ვი­მარ­ჯვოთ რე­ფე­რენ­დუმ­ში. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვფიქ­რობთ, რომ ყვე­ლა ოპო­ზი­ცი­უ­რი ხმა პრო­პორ­ცი­ულ არ­ჩევ­ნებ­ში უნდა იყოს მო­პო­ვე­ბუ­ლი. „ორი კურ­დღლის მა­დე­ვა­რი ვერ­ცერ­თს და­ი­ჭერ­სო“, სამი კურ­დღლის მა­დე­ვა­რი მი­თუ­მე­ტეს ვერ და­ი­ჭერს ერთი კურ­დღლის ფეხ­საც კი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კონ­ცენ­ტრა­ცია გა­ვა­კე­თოთ პრო­პორ­ცი­ულ არ­ჩევ­ნებ­ზე, ამა­ზე ვართ მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი, რად­გან სა­ქარ­თვე­ლოს სას­წრა­ფოდ სჭირ­დე­ბა რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი”,-გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ვა­შა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერთი ლი­დე­რის, გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძის აზ­რით, ოპო­ზი­ცი­ამ თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­და­ტი სწო­რედ მათი პარ­ტი­ი­დან უნდა წა­რად­გი­ნოს.

რო­გორც ბა­რა­მი­ძემ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „დღის ნი­უს­რუმ­ში“ გა­ნა­ცხა­და, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ მთა­ვა­რი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­აა და „მარ­ცხის გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი ფორ­მუ­ლა იქ­ნე­ბა, თუ ამ­ხე­ლა ამომ­რჩე­ველ­თა მასა დარ­ჩე­ბა მისი კან­დი­და­ტის გა­რე­შე“. ამას­თან, ბა­რა­მი­ძის გან­მარ­ტე­ბით, თუ რო­მე­ლი­მე ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტია „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ კან­დი­დატს მხარს არ და­უ­ჭერს, შე­უძ­ლია არ­ჩევ­ნებ­ში სა­კუ­თა­რი კან­დი­და­ტუ­რა და­ა­სა­ხე­ლოს.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
5555
7

დავიღალეთ რა, ნუ წაიღე ტვინი, ნუ გაერთიანდები , გაქვს შენი 1-2 პროცენტი და მოიხმარე მშვიდობაში . რამდენიც არ უნდა გაიჭაჭო, შენ ნაცების ამომრჩეველი არასოდეს არ მოგცემს ხმას. შენი ფორმულა ხიხოს ფორმულაა, საავტორო უფლებებს ნუ ართმევ ... სხვებიც ალბათ მაგრამ , ეს და ელისაშვილი გამოკვეთილად ნათელი მაგალითია ხიხოს ძალიან მარტივი ფორმულის..... ამ ორივეს, გირჩიებს , მირჩებს, არც ერთს არ აწყობს ახალი არჩევნები .... ერთიც ბრეია და არაფერი, მეორეც ბრექია და სიზმარა. იუსტიციის სახლი შენ ააშენე ჯიგარო 🤣🤣🤣 ????

შაქრო 41
1

ვაშაძე ფსევდო(არასრულფასოვანი) ოპოზიციაა, ის მხოლოდ აბნევს ამომრჩეველს და ამით ეხმარება ოცნებას

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ნაცმოძრაობის" კანდიდატთან გაერთიანება ნიშნავს მარცხს, ეს ორჯერ ორი ოთხია - გიორგი ვაშაძე

"ნაცმოძრაობის" კანდიდატთან გაერთიანება ნიშნავს მარცხს, ეს ორჯერ ორი ოთხია - გიორგი ვაშაძე

ღმერთმა ხელი მოუმართოთ, თავისი კანდიდატები დააყენონ, თავიანთი პროპორციული ხმები წაიღონ. მე არ ვედავები მათ თავის პროპორციულ ხმებში, რატომ ითხოვენ ჩვენგან ან სხვებისგან რაღაცას, რა ვალდებულება გვაქვს მათთან - არანაირი, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გიორგი ბარამიძის განცხადებას, რომ ოპოზიციამ მერობის საერთო კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობიდან” უნდა დააყენოს.

კითხვაზე, ემხრობა თუ არა ზოგადად, ოპოზიციის ერთიანი მერობის კანდიდატის იდეას, ვაშაძე ამბობს, რომ არა.

„მეცინება „ნაცმოძრაობის” წევრების განცხადებაზე, თითქოს მე ვალდებული ვარ, რაღაც გავაკეთო. ერთი ხელით უნდათ, გვლანძღონ, მეორე ხელით უნდათ, ვალდებულება აგვკიდონ. არანაირი ვალდებულება ამ ქვეყნად არავისთან არ მაქვს. ერთადერთი ვალდებულება მაქვს ჩემს სამშობლოსთან და ქართველ ხალხთან. დანარჩენი, რაღაცებს რომ მოითხოვენ ჩვენგან, ცოტა კომიკურად მეჩვენება, სასაცილოები არიან. საქმეს სჭირდება პროპორციულ არჩევნებში და რეფერენდუმში გამარჯვება. საქმეს არ სჭირდება ის, რომ მე ვიღაცას შევუთანხმდი რაღაცაზე და სკამების განაწილება დავიწყოთ”,- განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, გიორგი ვაშაძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობასთან” გაერთიანება რეფერენდუმში წაგებას ნიშნავს.

„ნაცმოძრაობის” კანდიდატთან რაც არ უნდა გაერთიანება მოხდეს, ეს ნიშნავს მარცხს რეფერენდუმში. ეს ორჯერ ორი ოთხია. ყველამ ვიცით, რას იყენებს დამაფრთხობლად, შემაშინებლად „ქართული ოცნება” გადაუწყვეტელი თუ ცვლილებებისთვის განწყობილი ადამიანებისთვის“, - განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, ოპოზიციის უპირველესი ამოცანა ოქტომბრის არჩევნებზე რეფერენდუმში გამარჯვება უნდა იყოს.

„ჩვენთვის ნომერ პირველი ამოცანა ოქტომბრის არჩევნებში არის ის, რომ გავიმარჯვოთ რეფერენდუმში. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ყველა ოპოზიციური ხმა პროპორციულ არჩევნებში უნდა იყოს მოპოვებული. „ორი კურდღლის მადევარი ვერცერთს დაიჭერსო“, სამი კურდღლის მადევარი მითუმეტეს ვერ დაიჭერს ერთი კურდღლის ფეხსაც კი. აქედან გამომდინარე, კონცენტრაცია გავაკეთოთ პროპორციულ არჩევნებზე, ამაზე ვართ მობილიზებული, რადგან საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება რიგგარეშე არჩევნები”,-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის აზრით, ოპოზიციამ თბილისის მერობის კანდიდატი სწორედ მათი პარტიიდან უნდა წარადგინოს.

როგორც ბარამიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარი ოპოზიციური პარტიაა და „მარცხის გარანტირებული ფორმულა იქნება, თუ ამხელა ამომრჩეველთა მასა დარჩება მისი კანდიდატის გარეშე“. ამასთან, ბარამიძის განმარტებით, თუ რომელიმე ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს მხარს არ დაუჭერს, შეუძლია არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა დაასახელოს.

"ვის უნდა მასთან ალიანსი?! იცით როგორ არის? - რესტორანთან იდგე გარეთ, წვიმაში ატუზული და იძახდე, არ შევალ! ვინ გეპატიჟება?!" - რომან გოცირიძე გახარიაზე

LIVE - ეთერშია გადაცემა "დღის ნიუსრუმი"

"პარტია "საქართველოსთვის" "ნაცმოძრაობასთან" ალიანსს არ და ვერ განიხილავს" - გიორგი გახარია