საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
პოლიტიკა
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აჭარის გაცოცხლებული ბალნეოლოგიური კურორტი, რომელიც სხვადასხვა დაავადებებს კურნავს
აჭარის გაცოცხლებული ბალნეოლოგიური კურორტი, რომელიც სხვადასხვა დაავადებებს კურნავს

სამ­კურ­ნა­ლო წყლე­ბით სა­ქარ­თვე­ლო რე­გი­ონ­ში გან­თქმუ­ლი ქვე­ყა­ნაა. აქ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დრო­ი­დან ჩა­მო­დი­ოდ­ნენ პა­ცი­ენ­ტე­ბი სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან ბალ­ნე­ო­თე­რა­პი­ის ჩა­სა­ტა­რებ­ლად და მრა­ვა­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ. ერთ–ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი და პო­პუ­ლა­რუ­ლი კი სა­ნა­ტო­რი­უ­მი „მა­ხინ­ჯა­უ­რი“ იყო, რო­მე­ლიც ახლა აღ­დგე­ნის ეტაპ­ზეა და უკვე მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი კოპ­ლექ­სის, "მზი­უ­რი გარ­დენ­სის" სა­ხე­ლით მოგ­ვევ­ლი­ნე­ბა!

კუ­რორ­ტის და გო­გირ­დო­ვა­ნი წყლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის ის­ტო­რია 1880 წელს და­ი­წყო. გერ­მა­ნელ­მა ვა­ჭარ­მა კა­ნი­დუს პან­ცერ­მა ტე­რი­ტო­რია მი­ნე­რა­ლუ­რი წყლის გა­მო­სა­ვალ წერ­ტილ­თან ერ­თად შე­ი­ძი­ნა და ად­გი­ლის კე­თილ­მო­წყო­ბა და გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბა და­ი­წყო. 1904 წელს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აიგო იმ პე­რი­ო­დის­თვის საკ­მა­ოდ კარ­გი შე­ნო­ბა, რო­მე­ლიც პა­ტა­რა სას­ტუმ­რო­საც მო­ი­ცავ­და. 1923 წელს აჭა­რის კუ­რორ­ტე­ბი, მათ შო­რის, მა­ხინ­ჯა­უ­რი სა­ერ­თო სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ კუ­რორ­ტად გა­მო­ცხად­და.

1934 წელს სა­ნა­ტო­რი­უმ­ში ჩა­მო­ვი­და მთელს კავ­კა­სი­ა­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი ქი­მი­კო­სი რ. დ. რუ­პცი­სი, რო­მელ­მაც მა­ხინ­ჯა­უ­რის გო­გირ­დო­ვა­ნი წყლის დე­ტა­ლუ­რი ქი­მი­უ­რი ანა­ლი­ზი ჩა­ა­ტა­რა. მან აღ­ნიშ­ნუ­ლი წყლე­ბი შე­ა­და­რა პრუ­სი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბულ ლენ­დე­კის წყლებს.

პან­სი­ო­ნა­ტის ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი პე­რი­ო­დი იყო 1974-1978 წლე­ბი, რო­დე­საც წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ღე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 10 000-ს აჭარ­ბებ­და. პან­სი­ო­ნა­ტი ემ­სა­ხუ­რე­ბო­და რუ­სე­თის, უკ­რა­ი­ნის, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის, სომ­ხე­თის, შუა აზი­ის ქვეყ­ნე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბას. პე­რი­ო­დუ­ლად ჩა­მო­დი­ოდ­ნენ სტუმ­რე­ბი ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბი­და­ნაც, მა­გა­ლი­თად, გერ­მა­ნი­ი­დან, იტა­ლი­ი­დან, საფ­რან­გე­თი­დან და სხვა. გო­გირ­დო­ვა­ნი აბა­ზა­ნე­ბის სამ­კურ­ნა­ლო ცენ­ტრის გარ­და კუ­რორ­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოქ­მე­დებ­და 240-ად­გი­ლი­ა­ნი ოჯა­ხუ­რი დას­ვე­ნე­ბის პან­სი­ო­ნა­ტი „მზი­უ­რი“.

სა­ბო­ლო­ოდ პან­სი­ო­ნა­ტი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის შემ­დეგ მა­ლე­ვე გა­უქ­მდა და უფუნ­ქციო დარ­ჩა.

თუმ­ცა პა­ნი­ოს­ნა­ტი „მა­ხინ­ჯა­უ­რი“ თა­ვი­სი გო­გირ­დო­ვა­ნი წყლე­ბის გამო უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის მეხ­სი­ე­რე­ბას შე­მორ­ჩა. ძა­ლი­ან მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია გო­გირ­დო­ვა­ნი წყლის აბა­ზა­ნე­ბით მკურ­ნა­ლო­ბის სა­მე­დი­ცი­ნო ჩვე­ნე­ბე­ბი:

  • გულ–სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მა
  • სა­სუნ­თქი ორ­გა­ნო­ე­ბის სის­ტე­მა.
  • ძვალ–სახ­სარ­თა სის­ტე­მა
  • გი­ნე­კო­ლო­გი­უ­რი სნე­უ­ლე­ბა­ნი
  • შარ­დსა­ს­ქე­სო სის­ტე­მის­სნე­უ­ლე­ბა­ნი
  • სის­ხლის სნე­უ­ლე­ბა­ნი
  • ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მა
  • ენ­დოკ­რი­ნუ­ლი სის­ტე­მა

2022 წლის ივ­ნი­სი­დან კი უკვე აღ­დგე­ნი­ლი ბალ­ნე­ო­ლო­გი­უ­რი კუ­რორ­ტი მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა ვი­ზი­ტო­რებს და მათ დას­ვე­ნე­ბი­სა და ცხოვ­რე­ბის­თვის იდე­ა­ლურ პი­რო­ბებს შეს­თა­ვა­ზებს. ბრი­ტა­ნულ­მა სა­ინ­ვეს­ტი­ციო კამ­პა­ნია MRMU INTERNATIONAL-მა სა­ხელ­მწი­ფოს­გან შე­ის­ყი­და ყო­ფილ პან­სი­ო­ნატ “მა­ხინ­ჯა­უ­რის” ტე­რი­ტო­რია, სა­დაც სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის მქო­ნე სპა და გა­მა­ჯან­სა­ღე­ბე­ლი ცენ­ტრის მო­წყო­ბაა და­გეგ­მი­ლი. კომ­პლექსში „მზი­უ­რი გარ­დენ­სი“ 5 ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი პრე­მი­უმ კლა­სის სას­ტუმ­რო CROWNE PLAZA და ზღვის­პი­რა, მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კომ­პლექ­სი გან­თავ­სდე­ბა. სას­ტუმ­რო­სა და აპარ­ტა­მენ­ტე­ბის ვი­ზი­ტო­რებს კი სამ­კუ­რა­ლო თე­რა­პი­ის ჩა­ტა­რე­ბა შე­ეძ­ლე­ბათ. “მზი­უ­რი გარ­დენ­სი” აპარ­ტა­მენ­ტე­ბის კომ­პლექ­სია, რო­მე­ლიც 21-ე სა­უ­კუ­ნის სა­ცხოვ­რებ­ლის სა­უ­კე­თე­სო სტან­დარ­ტებს პა­სუ­ხობს და ბა­თუ­მის ერთ-ერთი სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თი გახ­დე­ბა.

ბალ­ნე­ო­ლო­გი­უ­რი კუ­რორ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მე­დი­ცი­ნო ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბა­საც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­უ­წყობს ხელს. თუ ამ დრომ­დე ქარ­თვე­ლე­ბი უკ­რა­ი­ნა­სა და ევ­რო­პის სხვა ქვეყ­ნებ­ში მი­დი­ოდ­ნენ სამ­კურ­ნა­ლო წყლე­ბით გა­მა­ჯან­სა­ღე­ბე­ლი და სამ­კურ­ნაო პრო­ცე­დუ­რე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად, ახლა სა­ქარ­თვე­ლოს ეძ­ლე­ვა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ანა­ლო­გი­უ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბა არა მხო­ლოდ ქარ­თველ, არა­მედ უცხო­ელ ვი­ზი­ტო­რებ­საც შეს­თა­ვა­ზოს. სამ­კურ­ნა­ლო პრო­ცე­დუ­რე­ბის გარ­და ბალ­ნე­ო­ლო­გი­ურ კუ­რორტზე სხვა­დას­ხვა სა­ხის სა­რე­ლაქ­სა­ციო, დე­ტოქს და სპა პრო­ცე­დუ­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბა იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი. „მზი­უ­რი გარ­დენ­სი“ მი­სულ სტუმ­რებს უმაღ­ლე­სი დო­ნის მომ­სა­ხუ­რე­ბას შეს­თა­ვა­ზებს, რი­თიც სხვა­დას­ხვა უცხო­ურ კუ­რორ­ტს კონ­კუ­რენ­ცი­ას გა­უ­წევს. სა­ქარ­თვე­ლო­ში კი მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ითა­მა­შებს სა­მე­დი­ცი­ნო ტუ­რიზ­მის და შე­სა­ბა­მი­სად, ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

„მზი­უ­რი გარ­დენ­სი“ იქ­ნე­ბა პირ­ვე­ლი და ერ­თა­დერ­თი ბალ­ნე­ო­ლო­გი­უ­რი კუ­რორ­ტი აჭა­რა­ში, რო­მე­ლიც წლის ნე­ბის­მი­ერ დროს მო­ი­ზი­დავს არა­მარ­ტო ად­გი­ლობ­რი­ვებს, არა­მედ უცხო­ე­ლებ­საც ბალ­ნე­ო­თე­რა­პი­ი­სა და გა­ჯან­სა­ღე­ბი­სათ­ვის.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინა
1

ისეთი ფასები იქნება ვერც კი მიეკარები, როგორც დანარჩენ კურორტებზეა საქართველოში!

eka
2

რა აზრი აქვს, როცა ფასები ასტრონომიულია?...

ჩვენ დაბალშემოსავლიანები, მანდ სურათებს თუ გადავიღებთ. ოღონდ თუ შეგვიშვეს ტერიტორიაზე)::):

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

აჭარის გაცოცხლებული ბალნეოლოგიური კურორტი, რომელიც სხვადასხვა დაავადებებს კურნავს

აჭარის გაცოცხლებული ბალნეოლოგიური კურორტი, რომელიც სხვადასხვა დაავადებებს კურნავს

სამკურნალო წყლებით საქართველო რეგიონში განთქმული ქვეყანაა. აქ საბჭოთა კავშირის დროიდან ჩამოდიოდნენ პაციენტები სხვადასხვა ქვეყნიდან ბალნეოთერაპიის ჩასატარებლად და მრავალი დაავადებების სამკურნალოდ. ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული კი სანატორიუმი „მახინჯაური“ იყო, რომელიც ახლა აღდგენის ეტაპზეა და უკვე მულტიფუნქციური კოპლექსის, "მზიური გარდენსის" სახელით მოგვევლინება!

კურორტის და გოგირდოვანი წყლების გამოყენების ისტორია 1880 წელს დაიწყო. გერმანელმა ვაჭარმა კანიდუს პანცერმა ტერიტორია მინერალური წყლის გამოსავალ წერტილთან ერთად შეიძინა და ადგილის კეთილმოწყობა და განაშენიანება დაიწყო. 1904 წელს ტერიტორიაზე აიგო იმ პერიოდისთვის საკმაოდ კარგი შენობა, რომელიც პატარა სასტუმროსაც მოიცავდა. 1923 წელს აჭარის კურორტები, მათ შორის, მახინჯაური საერთო სახელმწიფოებრივ კურორტად გამოცხადდა.

1934 წელს სანატორიუმში ჩამოვიდა მთელს კავკასიაში აღიარებული ქიმიკოსი რ. დ. რუპცისი, რომელმაც მახინჯაურის გოგირდოვანი წყლის დეტალური ქიმიური ანალიზი ჩაატარა. მან აღნიშნული წყლები შეადარა პრუსიის ტერიტორიაზე არსებულ ლენდეკის წყლებს.

პანსიონატის ისტორიაში ყველაზე აქტიური პერიოდი იყო 1974-1978 წლები, როდესაც წლის განმავლობაში მიღებული პაციენტების რაოდენობა 10 000-ს აჭარბებდა. პანსიონატი ემსახურებოდა რუსეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის, სომხეთის, შუა აზიის ქვეყნების მოსახლეობას. პერიოდულად ჩამოდიოდნენ სტუმრები ევროპის ქვეყნებიდანაც, მაგალითად, გერმანიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან და სხვა. გოგირდოვანი აბაზანების სამკურნალო ცენტრის გარდა კურორტის ტერიტორიაზე მოქმედებდა 240-ადგილიანი ოჯახური დასვენების პანსიონატი „მზიური“.

საბოლოოდ პანსიონატი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მალევე გაუქმდა და უფუნქციო დარჩა.

თუმცა პანიოსნატი „მახინჯაური“ თავისი გოგირდოვანი წყლების გამო უამრავი ადამიანის მეხსიერებას შემორჩა. ძალიან მრავალფეროვანია გოგირდოვანი წყლის აბაზანებით მკურნალობის სამედიცინო ჩვენებები:

  • გულ–სისხლძარღვთა სისტემა
  • სასუნთქი ორგანოების სისტემა.
  • ძვალ–სახსართა სისტემა
  • გინეკოლოგიური სნეულებანი
  • შარდსასქესო სისტემისსნეულებანი
  • სისხლის სნეულებანი
  • ნერვული სისტემა
  • ენდოკრინული სისტემა

2022 წლის ივნისიდან კი უკვე აღდგენილი ბალნეოლოგიური კურორტი მოემსახურება ვიზიტორებს და მათ დასვენებისა და ცხოვრებისთვის იდეალურ პირობებს შესთავაზებს. ბრიტანულმა საინვესტიციო კამპანია MRMU INTERNATIONAL-მა სახელმწიფოსგან შეისყიდა ყოფილ პანსიონატ “მახინჯაურის” ტერიტორია, სადაც საერთაშორისო სტანდარტების მქონე სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრის მოწყობაა დაგეგმილი. კომპლექსში „მზიური გარდენსი“ 5 ვარსკვლავიანი პრემიუმ კლასის სასტუმრო CROWNE PLAZA და ზღვისპირა, მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი განთავსდება. სასტუმროსა და აპარტამენტების ვიზიტორებს კი სამკურალო თერაპიის ჩატარება შეეძლებათ. “მზიური გარდენსი” აპარტამენტების კომპლექსია, რომელიც 21-ე საუკუნის საცხოვრებლის საუკეთესო სტანდარტებს პასუხობს და ბათუმის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი გახდება.

ბალნეოლოგიური კურორტი საქართველოში სამედიცინო ტურიზმის განვითარებასაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. თუ ამ დრომდე ქართველები უკრაინასა და ევროპის სხვა ქვეყნებში მიდიოდნენ სამკურნალო წყლებით გამაჯანსაღებელი და სამკურნაო პროცედურების ჩასატარებლად, ახლა საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა, რომ ანალოგიური მომსახურება არა მხოლოდ ქართველ, არამედ უცხოელ ვიზიტორებსაც შესთავაზოს. სამკურნალო პროცედურების გარდა ბალნეოლოგიურ კურორტზე სხვადასხვა სახის სარელაქსაციო, დეტოქს და სპა პროცედურების ჩატარება იქნება შესაძლებელი. „მზიური გარდენსი“ მისულ სტუმრებს უმაღლესი დონის მომსახურებას შესთავაზებს, რითიც სხვადასხვა უცხოურ კურორტს კონკურენციას გაუწევს. საქართველოში კი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს სამედიცინო ტურიზმის და შესაბამისად, ეკონომიკის განვითარებაში.

„მზიური გარდენსი“ იქნება პირველი და ერთადერთი ბალნეოლოგიური კურორტი აჭარაში, რომელიც წლის ნებისმიერ დროს მოიზიდავს არამარტო ადგილობრივებს, არამედ უცხოელებსაც ბალნეოთერაპიისა და გაჯანსაღებისათვის.

რჩევები, რომლებიც მანქანის საწვავის ხარჯის შემცირებაში რეალურად დაგეხმარებათ

გარემონტებული ოთახი, დედასთან წაგებული სანაძლეო და დანგრეული სტერეოტიპები – გადაცემა „რედიზაინმა“ თინეიჯერ კესოს ოთახი გაურემონტა

AVON-ს განსაკუთრებული მიღწევებისთვის Golden Brand-ის ჯილდო მესამედ გადაეცა