კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სკოლაში მაბულინგებდნენ... ამ როლზე მუშაობისას, ჩემს თავს ვეუბნებოდი, გაიხსენე, მაშინ თავს როგორ გრძნობდი-მეთქი" - როგორია "ელენკას" რეალური ცხოვრება?
"სკოლაში მაბულინგებდნენ... ამ როლზე მუშაობისას, ჩემს თავს ვეუბნებოდი, გაიხსენე, მაშინ თავს როგორ გრძნობდი-მეთქი" - როგორია "ელენკას" რეალური ცხოვრება?

"რო­დე­საც "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" ელენ­კას როლ­ზე და­მამ­ტკი­ცეს, ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და, უარ­ყო­ფი­თი პერ­სო­ნა­ჟის თა­მა­შის გა­მოც­დი­ლე­ბა არ მქონ­და, თან მა­ინ­ტე­რე­სებ­და და ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი, რომ ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­მე­ცა. დედა მაფრ­თხი­ლებს, ნი­ნია, ქუ­ჩა­ში სათ­ვა­ლე გა­ი­კე­თე და პირ­ბა­დე არ მო­იხ­სნაო: ნე­გა­ტი­უ­რი და აგ­რე­სი­უ­ლი კო­მენ­ტა­რე­ბის გამო ეში­ნია", - ამ­ბობს მსა­ხი­ო­ბი ნი­ნია შე­ყი­ლა­ძე. რას ფიქ­რობს სა­კუ­თარ პერ­სო­ნაჟ­ზე, იყო თუ არა თა­ვად ბუ­ლინ­გის მსხვერ­პლი, რას თვლის თა­ვის ყვე­ლა­ზე დიდ სი­სუს­ტედ, რო­გორ იქ­ცე­ვა მა­შინ, როცა რთუ­ლი პე­რი­ო­დი აქვს და ვინ ენატ­რე­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად? - ამ ყვე­ლა­ფერს მის მიერ დას­რუ­ლე­ბუ­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბი­დან შე­ი­ტყობთ.

- ბავ­შვო­ბა­ში მინ­დო­და გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი...

- ...ჯერ ვფიქ­რობ­დი, ჟონ­გლი­ო­რი გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი, მერე ტაქ­სის მძღო­ლო­ბა მინ­დო­და, მერე მხატ­ვრო­ბით ვი­ყა­ვი გა­ტა­ცე­ბუ­ლი, მერე ბა­ლე­რი­ნო­ბას ვა­პი­რებ­დი და ბო­ლოს მსა­ხი­ო­ბი გა­მო­ვე­დი. მსა­ხი­ო­ბო­ბის სურ­ვი­ლი ჩემ­ში თან­და­თან მო­ვი­და და უფრო და უფრო გან­მტკიც­და. თე­ატ­რა­ლურ სტუ­დი­ა­ში და­ვი­წყე სი­ა­რუ­ლი, ერთი პე­რი­ო­დი "შუა ქა­ლაქ­ში" ვთა­მა­შობ­დი, სკო­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ლონ­დო­ნის ერთ-ერთ კო­ლე­ჯში და­ფი­ნან­სე­ბა მო­ვი­პო­ვე და სამ­სა­ხი­ო­ბო­ზე ვის­წავ­ლე. კო­ლე­ჯის დას­რუ­ლე­ბის მომ­დევ­ნო 2 წელი იქ გა­ვა­ტა­რე. სა­ქარ­თვე­ლო­ში პან­დე­მი­ის გამო ჩა­მო­ვე­დი. ვი­ფიქ­რე, ლონ­დონ­ში მარ­ტო უნდა ვიყო, დას­ტრე­სი­ლი, ასეთ ყოფ­ნას რა აზრი აქვს-მეთ­ქი და წა­მო­ვე­დი. მდგო­მა­რე­ო­ბის ჩა­წყნა­რე­ბას ვე­ლო­დე­ბი და ისევ გა­ვემ­გზავ­რე­ბი.

- ჩემი პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბა...

- ...იყო ლონ­დონ­ში კო­ლე­ჯში ჩა­რი­ცხვა. ეს იმ­დე­ნად დიდი ოც­ნე­ბა იყო, მა­შინ­დე­ლი ემო­ცია ახ­ლაც კი მახ­სოვს.

- ჩემს წარ­მა­ტე­ბა­ში ყვე­ლა­ზე დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის...

- ...ჩემს ოჯახს, ყვე­ლა ნა­ბი­ჯის გა­დად­გმი­სას მხარ­ში მიდ­გა­ნან.

- თვი­სე­ბა, რო­მე­ლიც ჩემ­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად მომ­წონს...

- ...როცა ვხე­დავ, ადა­მი­ა­ნი ცო­ტა­თი მორ­ცხვია ან სი­ტუ­ა­ცი­ას კარ­გად ვერ მო­ერ­გო, შე­მიძ­ლია და­ვე­ლა­პა­რა­კო და თავი ცო­ტა­თი მა­ინც კომ­ფორ­ტუ­ლად ვაგ­რძნო­ბი­ნო.

- თვი­სე­ბა, რო­მე­ლიც არ მომ­წონს და ვცდი­ლობ გა­მო­ვას­წო­რო...

- ...(ფიქ­რობს) ალ­ბათ ის, რომ წინა წი­ნა­და­დე­ბა­ზე პა­სუ­ხი უფრო მალე ვი­პო­ვე. ადა­მი­ა­ნი ჩუ­მად თუ არის, მას დახ­მა­რე­ბა ყო­ველ­თვის არ სჭირ­დე­ბა, შე­იძ­ლე­ბა თავს ძა­ლი­ან კარ­გად გრძნობ­დეს.

- დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბი...

- ...ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ გა­ვი­აზ­რო, "თვა­ლებ­ში ჩავ­ხე­დო", მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს რთუ­ლი და არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნოა.

- ...წო­ნას­წო­რო­ბი­დან ჩემი გა­მოყ­ვა­ნა შე­უძ­ლია...

- ...მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ფეთ­ქე­ბა­დი ხა­სი­ა­თი არ მაქვს, ბო­რო­ტე­ბას წო­ნას­წო­რო­ბი­დან მა­ინც გა­მოვ­ყა­ვარ.

- მე­ზა­რე­ბა...

- ...ყო­ველ­დღე მტვრის წმენ­და.

- სიყ­ვა­რუ­ლი - ეს...

- ...არის გრძნო­ბა, რო­მე­ლიც დე­და­მი­წას ყვე­ლა­ზე მე­ტად აკ­ლია.

- პირ­ვე­ლად რომ შე­მიყ­ვარ­და...

- ...ვი­ყა­ვი აჟი­ტი­რე­ბუ­ლი და ზედ­მე­ტად ბედ­ნი­ე­რი, რამ­დე­ნი­მე დღე საჭ­მელ­საც ვერ ვჭამ­დი.

- ახლა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი...

- ...არა ვარ.

- ვა­მა­ყობ...

- ...რა თქმა უნდა, მად­ლო­ბე­ლი ვარ, შე­ქე­ბის მოს­მე­ნა ყვე­ლას­თვის სა­სი­ა­მოვ­ნოა. ამ დროს სულ ვცდი­ლობ, ის პი­როვ­ნე­ბა იქით შე­ვა­ქო და პო­ზი­ტი­ვი და­ვუბ­რუ­ნო.

- ჩემს გა­რეგ­ნო­ბა­ში შევ­ცვლი­დი...

- ...არა­ფერს. ბედ­ნი­ე­რი და მად­ლო­ბე­ლი ვარ, რომ ჯან­სა­ღი სხე­უ­ლი მაქვს.

- მე­ნატ­რე­ბა...

- ...ჩემი ლონ­დო­ნე­ლი მე­გობ­რე­ბი.

- რო­დე­საც და­ძა­ბუ­ლი პე­რი­ო­დი მაქვს...

- ...ღრმად ვსუნ­თქავ და ვფიქ­რობ, რომ ეს დრო­ე­ბი­თი მდგო­მა­რე­ო­ბაა, ყვე­ლა­ფერს ეშ­ვე­ლე­ბა.

- და­რი­გე­ბა, რო­მე­ლიც არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა...

- ...მახ­სოვს ფრა­ზა ერთი სპექ­ტაკ­ლი­დან - "ეგე­თი ვარ". ეს ფრა­ზა გო­ნე­ბა­ში მა­შინ "მი­ცო­ცხლდე­ბა", როცა ჩემს თავ­თან არა ვარ გულ­წრფე­ლი ან რა­ღაც გა­ვა­კე­თე იმის გამო, რომ ასე უფრო მი­ღე­ბუ­ლია, ხალ­ხს ასე უფრო მო­ვე­წო­ნე­ბი.

- ამ რო­ლის მორ­გე­ბა­ში რა და­გეხ­მა­რა?

- და­მეხ­მა­რა ის რომ ელენ­კა­ში, მის ქმე­დე­ბებ­ში თა­ვის სი­მარ­თლის პოვ­ნა შევ­ძე­ლი. უარ­ყო­ფი­თია, ბევრ ადა­მი­ან­ში აგ­რე­სი­ას იწ­ვევს, მაგ­რამ მე გა­ვუ­გე და და­ვე­თან­ხმე იმა­ში, რა­საც აკე­თებ­და.

- ბუ­ლინ­გი სა­კუ­თარ თავ­ზე გა­მო­გიც­დია?

- დიახ, პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, ალ­ბათ მე-5 კლას­ში, სკო­ლა­ში ძა­ლი­ან მა­ბუ­ლინ­გებ­დნენ. ეს ის თე­მაა, რო­მელ­ზე ლა­პა­რა­კი ახ­ლაც არ მსი­ა­მოვ­ნებს, იმ­დე­ნად უარ­ყო­ფი­თი გან­ცდა და­მი­ტო­ვა. ამ როლ­ზე მუ­შა­ო­ბის დროს, სა­კუ­თარ თავს ვე­უბ­ნე­ბო­დი, გა­იხ­სე­ნე, მა­შინ შენ თავს რო­გორ გრძნობ­დი-მეთ­ქი....წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნია
27

რაც სიტყვა ,,ბულინგი" გაიგეს, ყველამ მერე აღმოაჩინა, რომ თურმე აბულინგებდნენ. რა ეშველება ამ ჩვენ წამხედურობას?

დავით ნ.
0

"ბულინგი," ჩაგვრა, "დაჩმორება" ეხმარება ადამიანს მყარად დადგეს ფეხზე. გაიმაგროს შინაგანი სამყარო, სული და გული. როგორც რკინა იწრთობა ცეცხლში და წყალში, ისე ადამიანი ლხინში და ჭირში.შეხედეთ ამ ახალგაზრდის აზროვნებას, გაავს ახლა ეს გარემოებების მსხვერპლს.

ავტორი:

"სკოლაში მაბულინგებდნენ... ამ როლზე მუშაობისას, ჩემს თავს ვეუბნებოდი, გაიხსენე, მაშინ თავს როგორ გრძნობდი-მეთქი" - როგორია "ელენკას" რეალური ცხოვრება?

"სკოლაში მაბულინგებდნენ... ამ როლზე მუშაობისას, ჩემს თავს ვეუბნებოდი, გაიხსენე, მაშინ თავს როგორ გრძნობდი-მეთქი" - როგორია "ელენკას" რეალური ცხოვრება?

"როდესაც "ჩემი ცოლის დაქალებში" ელენკას როლზე დამამტკიცეს, ძალიან გამიხარდა, უარყოფითი პერსონაჟის თამაშის გამოცდილება არ მქონდა, თან მაინტერესებდა და ბედნიერი ვიყავი, რომ ამის შესაძლებლობა მომეცა. დედა მაფრთხილებს, ნინია, ქუჩაში სათვალე გაიკეთე და პირბადე არ მოიხსნაო: ნეგატიური და აგრესიული კომენტარების გამო ეშინია", - ამბობს მსახიობი ნინია შეყილაძე. რას ფიქრობს საკუთარ პერსონაჟზე, იყო თუ არა თავად ბულინგის მსხვერპლი, რას თვლის თავის ყველაზე დიდ სისუსტედ, როგორ იქცევა მაშინ, როცა რთული პერიოდი აქვს და ვინ ენატრება ყველაზე მეტად? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...ჯერ ვფიქრობდი, ჟონგლიორი გამოვსულიყავი, მერე ტაქსის მძღოლობა მინდოდა, მერე მხატვრობით ვიყავი გატაცებული, მერე ბალერინობას ვაპირებდი და ბოლოს მსახიობი გამოვედი. მსახიობობის სურვილი ჩემში თანდათან მოვიდა და უფრო და უფრო განმტკიცდა. თეატრალურ სტუდიაში დავიწყე სიარული, ერთი პერიოდი "შუა ქალაქში" ვთამაშობდი, სკოლის დასრულების შემდეგ, ლონდონის ერთ-ერთ კოლეჯში დაფინანსება მოვიპოვე და სამსახიობოზე ვისწავლე. კოლეჯის დასრულების მომდევნო 2 წელი იქ გავატარე. საქართველოში პანდემიის გამო ჩამოვედი. ვიფიქრე, ლონდონში მარტო უნდა ვიყო, დასტრესილი, ასეთ ყოფნას რა აზრი აქვს-მეთქი და წამოვედი. მდგომარეობის ჩაწყნარებას ველოდები და ისევ გავემგზავრები.

- ჩემი პირველი წარმატება...

- ...იყო ლონდონში კოლეჯში ჩარიცხვა. ეს იმდენად დიდი ოცნება იყო, მაშინდელი ემოცია ახლაც კი მახსოვს.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- ...ჩემს ოჯახს, ყველა ნაბიჯის გადადგმისას მხარში მიდგანან.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...როცა ვხედავ, ადამიანი ცოტათი მორცხვია ან სიტუაციას კარგად ვერ მოერგო, შემიძლია დაველაპარაკო და თავი ცოტათი მაინც კომფორტულად ვაგრძნობინო.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

- ...(ფიქრობს) ალბათ ის, რომ წინა წინადადებაზე პასუხი უფრო მალე ვიპოვე. ადამიანი ჩუმად თუ არის, მას დახმარება ყოველთვის არ სჭირდება, შეიძლება თავს ძალიან კარგად გრძნობდეს.

- დაშვებული შეცდომები...

- ...ყოველთვის ვცდილობ გავიაზრო, "თვალებში ჩავხედო", მიუხედავად იმისა, რომ ეს რთული და არასასიამოვნოა.

- ...წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...მიუხედავად იმისა, რომ ფეთქებადი ხასიათი არ მაქვს, ბოროტებას წონასწორობიდან მაინც გამოვყავარ.

- მეზარება...

- ...ყოველდღე მტვრის წმენდა.

- სიყვარული - ეს...

- ...არის გრძნობა, რომელიც დედამიწას ყველაზე მეტად აკლია.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...ვიყავი აჟიტირებული და ზედმეტად ბედნიერი, რამდენიმე დღე საჭმელსაც ვერ ვჭამდი.

- ახლა შეყვარებული...

- ...არა ვარ.

- ვამაყობ...

- ...რა თქმა უნდა, მადლობელი ვარ, შექების მოსმენა ყველასთვის სასიამოვნოა. ამ დროს სულ ვცდილობ, ის პიროვნება იქით შევაქო და პოზიტივი დავუბრუნო.

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...

- ...არაფერს. ბედნიერი და მადლობელი ვარ, რომ ჯანსაღი სხეული მაქვს.

- მენატრება...

- ...ჩემი ლონდონელი მეგობრები.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...ღრმად ვსუნთქავ და ვფიქრობ, რომ ეს დროებითი მდგომარეობაა, ყველაფერს ეშველება.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...მახსოვს ფრაზა ერთი სპექტაკლიდან - "ეგეთი ვარ". ეს ფრაზა გონებაში მაშინ "მიცოცხლდება", როცა ჩემს თავთან არა ვარ გულწრფელი ან რაღაც გავაკეთე იმის გამო, რომ ასე უფრო მიღებულია, ხალხს ასე უფრო მოვეწონები.

- ამ როლის მორგებაში რა დაგეხმარა?

- დამეხმარა ის რომ ელენკაში, მის ქმედებებში თავის სიმართლის პოვნა შევძელი. უარყოფითია, ბევრ ადამიანში აგრესიას იწვევს, მაგრამ მე გავუგე და დავეთანხმე იმაში, რასაც აკეთებდა.

- ბულინგი საკუთარ თავზე გამოგიცდია?

- დიახ, პატარა ვიყავი, ალბათ მე-5 კლასში, სკოლაში ძალიან მაბულინგებდნენ. ეს ის თემაა, რომელზე ლაპარაკი ახლაც არ მსიამოვნებს, იმდენად უარყოფითი განცდა დამიტოვა. ამ როლზე მუშაობის დროს, საკუთარ თავს ვეუბნებოდი, გაიხსენე, მაშინ შენ თავს როგორ გრძნობდი-მეთქი....წაიკითხეთ სრულად

როგორია 3 ახალშობილის მდგომარეობა, რომელთაგან ერთს ე.წ. ინდური შტამი, ხოლო მეორეს "ბრიტანული" დაუდასტურდა - ექიმის კომენტარი

კორონავირუსით ინფიცირების 1 108 ახალი შემთხვევა და 7 გარდაცვლილი - როგორია ბოლო დღე-ღამის მონაცემები რეგიონების მიხედვით

"იმედის" გენერალურ დირექტორად მაკა ლომიძე დაინიშნა