პოლიტიკა
მსოფლიო

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ ვამბობ, რომ უშეცდომო ვართ, პირიქით, ჩვენც ბევრი შეცდომა დავუშვით, მაგრამ არ დაგვიშვია დანაშაული" - პრემიერი
"არ ვამბობ, რომ უშეცდომო ვართ, პირიქით, ჩვენც ბევრი შეცდომა დავუშვით, მაგრამ არ დაგვიშვია დანაშაული" - პრემიერი

მე არ ვამ­ბობ, რომ ჩვენ ვართ უშეც­დო­მო, პი­რი­ქით, ჩვენც ბევ­რი შეც­დო­მა და­ვუშ­ვით, მაგ­რამ არ დაგ­ვიშ­ვია და­ნა­შა­უ­ლი, მე­გობ­რე­ბო, - ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა პარ­ლა­მენ­ტის რიგ­გა­რე­შე სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ღა­რი­ბაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, მან მთავ­რო­ბის წლი­უ­რი ან­გა­რი­შის წარ­დგე­ნი­სას ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით ისა­უბ­რა, თუ რო­გო­რი დიდი პროგ­რე­სი ჰქონ­და მთავ­რო­ბას ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით.

„რო­დე­საც ჩვენ ოპო­ნენ­ტებს ვე­სა­უბ­რე­ბით და რო­დე­საც ხელს ვიშ­ვერ, რა თქმა უნდა, ვგუ­ლის­ხმობ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, „ნაც­მოძ­რა­ო­ბის“ დამ­ნა­შა­ვე პი­რებს, ჩვენ კარ­გად გვახ­სოვს, უნდა გვახ­სოვ­დეს, უნდა ახ­სოვ­დეს ჩვენ ამომ­რჩე­ველს და მო­სახ­ლე­ო­ბას, რომ შეც­დო­მე­ბი აღარ უნდა გა­ვი­მე­ო­როთ. ჩვენ აღარ გვაქვს შეც­დო­მე­ბის გა­მე­ო­რე­ბის უფ­ლე­ბა. არა­ერ­თხელ გა­ვიხ­სე­ნე და ვახ­სე­ნეთ 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომი. მე მეს­მის, რომ ეს მათ­თვის („ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის­თვის“) ძა­ლი­ან მძი­მე ჭრი­ლო­ბაა, მაგ­რამ მე­გობ­რე­ბო, ეს თქვე­ნი მძი­მე მემ­კვიდ­რე­ო­ბაა. თქვენ დაგ­ვა­კარ­გი­ნეთ ტე­რი­ტო­რი­ის 20%. “ნაც­მოძ­რა­ო­ბამ“, სა­ა­კაშ­ვი­ლის მთავ­რო­ბამ რუ­სუ­ლი ჯარი შე­მო­აბ­რუ­ნა, რი­თაც მათ და­ა­კა­ნო­ნეს ქვეყ­ნის ოკუ­პა­ცია. ჩვენ კი­დევ ერთხელ უნდა შე­ვახ­სე­ნოთ ჩვენს თავს, რომ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს ხდე­ბო­და ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მუდ­მი­ვი ჩაგ­ვრა, ტე­რო­რი, წა­მე­ბა, არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბა ცი­ხე­ში, თუ ცი­ხის გა­რეთ, გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა და ა.შ. „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ უმ­ძი­მე­სი მემ­კვიდ­რე­ო­ბა გვერ­გო. აღა­რა­ფერს ვამ­ბობ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებ­ზე. მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე, რო­მე­ლიც მათ აღარ აინ­ტე­რე­სებთ. სა­სა­მარ­თლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­ზე გვე­სა­უბ­რე­ბი­ან ჩვენ, იმ სა­სა­მარ­თლოს და­მო­უკდებ­ლო­ბა­ზე, რო­მე­ლიც 2012 წლამ­დე იყო პრო­კუ­რა­ტუ­რის და­ნა­ყო­ფი. რა­საც ეტყო­და პრო­კუ­რო­რი, იმას გა­ა­კე­თებ­და მო­სა­მარ­თლე. დღეს ეს ადა­მი­ა­ნე­ბი გა­მო­დი­ან და ჩვენ გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ დღეს კი­დევ რა­ტომ რჩე­ბი­ან სა­სა­მარ­თლო­ში ბა­ტო­ნი მუ­რუ­სი­ძე და სხვე­ბი, რამ­დე­ნი­მეს გვა­რი აქვთ და­ზე­პი­რე­ბუ­ლი. ბა­ტო­ნე­ბო, უკაც­რა­ვად, „ნაც­მოძ­რა­ო­ბის“ წარ­მო­მად­გენ­ლებს მოგ­მარ­თავთ, თქვენ რა­ტომ რჩე­ბით პო­ლი­ტი­კა­ში დღეს, ამ მძი­მე წარ­სუ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!!!!!!!!!!!
18

მერე რამდენი, რამდენი!!!!!!!!!!!!!

გენა
18

შეცდომები? შეცდომები კი არა დანაშაულის კასკადია რომელმაც ქვეყანა კატასტროფის ზღვარზე მიიყვანა,გინდაც პანდემიის მხრივ და გინდაც ეკონომიურად.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

"არ ვამბობ, რომ უშეცდომო ვართ, პირიქით, ჩვენც ბევრი შეცდომა დავუშვით, მაგრამ არ დაგვიშვია დანაშაული" - პრემიერი

"არ ვამბობ, რომ უშეცდომო ვართ, პირიქით, ჩვენც ბევრი შეცდომა დავუშვით, მაგრამ არ დაგვიშვია დანაშაული" - პრემიერი

მე არ ვამბობ, რომ ჩვენ ვართ უშეცდომო, პირიქით, ჩვენც ბევრი შეცდომა დავუშვით, მაგრამ არ დაგვიშვია დანაშაული, მეგობრებო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მან მთავრობის წლიური ანგარიშის წარდგენისას ყველა მიმართულებით ისაუბრა, თუ როგორი დიდი პროგრესი ჰქონდა მთავრობას ყველა მიმართულებით.

„როდესაც ჩვენ ოპონენტებს ვესაუბრებით და როდესაც ხელს ვიშვერ, რა თქმა უნდა, ვგულისხმობ წინა ხელისუფლების, „ნაცმოძრაობის“ დამნაშავე პირებს, ჩვენ კარგად გვახსოვს, უნდა გვახსოვდეს, უნდა ახსოვდეს ჩვენ ამომრჩეველს და მოსახლეობას, რომ შეცდომები აღარ უნდა გავიმეოროთ. ჩვენ აღარ გვაქვს შეცდომების გამეორების უფლება. არაერთხელ გავიხსენე და ვახსენეთ 2008 წლის აგვისტოს ომი. მე მესმის, რომ ეს მათთვის („ნაციონალური მოძრაობისთვის“) ძალიან მძიმე ჭრილობაა, მაგრამ მეგობრებო, ეს თქვენი მძიმე მემკვიდრეობაა. თქვენ დაგვაკარგინეთ ტერიტორიის 20%. “ნაცმოძრაობამ“, სააკაშვილის მთავრობამ რუსული ჯარი შემოაბრუნა, რითაც მათ დააკანონეს ქვეყნის ოკუპაცია. ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ ჩვენს თავს, რომ წლების განმავლობაში, წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა ჩვენი მოქალაქეების მუდმივი ჩაგვრა, ტერორი, წამება, არაადამიანური მოპყრობა ციხეში, თუ ციხის გარეთ, გაუპატიურება და ა.შ. „ქართულ ოცნებას“ უმძიმესი მემკვიდრეობა გვერგო. აღარაფერს ვამბობ ადამიანის უფლებებზე. მედიის თავისუფლებაზე, რომელიც მათ აღარ აინტერესებთ. სასამართლოს დამოუკიდებლობაზე გვესაუბრებიან ჩვენ, იმ სასამართლოს დამოუკდებლობაზე, რომელიც 2012 წლამდე იყო პროკურატურის დანაყოფი. რასაც ეტყოდა პროკურორი, იმას გააკეთებდა მოსამართლე. დღეს ეს ადამიანები გამოდიან და ჩვენ გვეუბნებიან, რომ დღეს კიდევ რატომ რჩებიან სასამართლოში ბატონი მურუსიძე და სხვები, რამდენიმეს გვარი აქვთ დაზეპირებული. ბატონებო, უკაცრავად, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებს მოგმართავთ, თქვენ რატომ რჩებით პოლიტიკაში დღეს, ამ მძიმე წარსულის შემოქმედები“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

"ბატონმა გახარიამ ვერც ხითხუროს და ვერც კირითხუროს კვალიფიკაცია აჩვენა" - თეა წულუკიანი

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"