პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გამიუარესდა ჯანმრთელობა, რაც გამოიხატა სხვადასხვა ორგანოების უკმარისობაში, კიდურების შეშუპებაში და ა.შ. ექიმებთან ვიარე თბილისშიც, მოსკოვშიც..." - ლევან ვასაძის მიმართვა სტამბოლიდან
"გამიუარესდა ჯანმრთელობა, რაც გამოიხატა სხვადასხვა ორგანოების უკმარისობაში, კიდურების შეშუპებაში და ა.შ. ექიმებთან ვიარე თბილისშიც, მოსკოვშიც..." - ლევან ვასაძის მიმართვა სტამბოლიდან

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოძ­რა­ო­ბა "ერის" ლი­დე­რის, ლე­ვან ვა­სა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ბოლო 2 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­უ­ა­რეს­და.

რო­გორც ვა­სა­ძემ ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში გა­ნა­ცხა­და, მიმ­დი­ნა­რე­ობს კომ­პლექ­სუ­რი კვლე­ვა და გა­უ­ა­რე­სე­ბის გა­მომ­წვე­ვი სა­ბო­ლოო მი­ზე­ზი ცნო­ბი­ლი არ არის, თუმ­ცა სურს სა­ზო­გა­დო­ე­ბა და­ამ­შვი­დოს, რომ "ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა".

"მოგ­მარ­თავთ სტამ­ბო­ლი­დან, სა­დაც ახლა ვიმ­ყო­ფე­ბი სა­მე­დი­ცი­ნო გა­მოკ­ვლე­ვა­ზე, არ ვიცი რო­გორ გა­ჟო­ნა ამ ინ­ფორ­მა­ცი­ამ პრე­სა­ში. მინ­და ყვე­ლას შენ­დო­ბა ვთხო­ვო, მო­გეხ­სე­ნე­ბათ ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა ძალ­ზედ ინ­ტი­მუ­რი სა­კი­თხია. უღ­რმე­სი მად­ლო­ბა ყვე­ლას ასე­თი მხარ­და­ჭე­რი­სათ­ვის. ვალ­დე­ბუ­ლი ვარ, რომ გავ­ცე პა­სუ­ხი იმ შე­კი­თხვებს, რომ­ლებ­საც უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მის­ვამს. გა­სუ­ლი 2 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მი­უ­ა­რეს­და ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა რაც გა­მო­ი­ხა­ტა სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნო­ე­ბის უკ­მა­რი­სო­ბა­ში, ენერ­გი­ის ვარ­დნა­ში, კი­დუ­რე­ბის შე­შუ­პე­ბა­ში და ა.შ. ექი­მებ­თან ვი­ა­რე თბი­ლის­შიც, მოს­კოვ­შიც და ახლა სტამ­ბულ­ში, რომ აქაც და­ვე­კი­თხო აზრს. მიმ­დი­ნა­რე­ობს კომ­პლექ­სუ­რი კვლე­ვა, ჯერ სა­ბო­ლოო პა­სუ­ხი არ არის. მინ­და ყვე­ლა და­ვამ­შვი­დო, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა, ნე­ბის­მი­ერ ასეთ და­ა­ვა­დე­ბას მო­ვე­რე­ვით და ნუ ინერ­ვი­უ­ლებთ", - აღ­ნიშ­ნა ლე­ვან ვა­სა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, ლე­ვან ვა­სა­ძე სა­მე­დი­ცი­ნო გა­მოკ­ვლე­ვის ჩა­სა­ტა­რებ­ლად სტამ­ბო­ლის კლი­ნი­კა­ში რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­ემ­გზავ­რა.

ვა­სა­ძემ ვი­დე­ო­მი­მარ­თვი­სას "პრა­ი­დის კვი­რე­ულ­თან" და­კავ­ში­რე­ბი­თაც ისა­უბ­რა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს აღ­ნიშ­ნუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­უქ­მე­ბის­კენ მო­უ­წო­და.

"გუ­შინ­წინ გა­ვი­და 10-დღი­ა­ნი ვადა, რო­მე­ლიც შე­ვუთ­ვა­ლეთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას „პრა­ი­დის კვი­რე­ულ­თან“ და­კავ­ში­რე­ბით, რად­გა­ნაც მათ არ გა­ა­კე­თეს გან­ცხა­დე­ბა, რომ აუქ­მე­ბენ ამ ღო­ნის­ძი­ე­ბას, ჩვენ ამას არ და­ვუშ­ვებთ. 5 ივ­ლისს ყვე­ლას გე­ძა­ხით და გე­პა­ტი­ჟე­ბით, მო­გი­წო­დებთ, რომ მი­ვი­დეთ რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, მე პი­რა­დად დი­ლი­დან ვიქ­ნე­ბი რუს­თა­ვე­ლის ძეგლ­თან.

ამ უმ­სგავ­სო­ბის ჩა­ტა­რე­ბა 12:00 სა­ათ­ზე უნ­დათ და ჩვენ ამას აღ­ვუდ­გე­ბით წინ, მო­ვუ­წო­დებ მთავ­რო­ბას, გა­ა­უქ­მოს ეს ღო­ნის­ძი­ე­ბა, რათა თა­ვი­დან აი­ცი­ლოს ეს სო­ცი­ა­ლუ­რი და­ძა­ბუ­ლო­ბა. მსგავ­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი და­უშ­ვე­ბე­ლია ჩვენს რე­გი­ონ­ში ის სპობს ნე­ბის­მი­ერ რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ის პერ­სპექ­ტი­ვას ჩვენს ძმებ­თან - ოსებ­თან და აფხა­ზებ­თან, არ­ცხვენს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელს მთელ რე­გი­ონ­ში... ეს არი­ან და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი, ხელ­ფას­ზე მოქ­მე­დი ჭინ­კე­ბი, რომ­ლე­ბიც ჯა­მა­გირს იღე­ბენ ყო­ველ­გვარ უმ­სგავ­სო სა­კი­თხებ­ში, ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უბ­რა­ლოდ ვალ­დე­ბუ­ლია, რომ გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს ეს ყვე­ლა­ფე­რი, ნე­ბის­მი­ე­რი პრო­ვო­კა­ცია, რო­მე­ლიც იქ შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს, არის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პირ­და­პი­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და იმედს ვი­ტო­ვებ, რომ მო­უხ­მო­ბენ კე­თილ­გო­ნი­ე­რე­ბას და აღ­კვე­თენ ამ სრუ­ლი­ად და­უშ­ვე­ბელ ღო­ნის­ძი­ე­ბას.

ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ, რომ მეც მო­ვი­დე იქ, ისე­ვე რო­გორც ყვე­ლა, ვის­თვი­საც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ოჯა­ხი და ტრა­დი­ცია. ყვე­ლას გთხოვთ და­პი­რის­პი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში არ და­არ­ტყათ მათ ხელი და მხო­ლოდ გა­იყ­ვა­ნოთ პრო­ვო­კა­ცი­ის ად­გი­ლი­დან. ძა­ლოვ­ნებს მინ­და ვთხო­ვო, არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ გა­მო­ე­სარ­ჩლონ უზ­ნე­ო­ბის ზე­იმს სა­ქარ­თვე­ლო­ში. არა­ნა­ი­რი ჯა­მა­გი­რი არ გი­ღირთ თქვე­ნი ქვეყ­ნის შერ­ცხვე­ნად, თუ ეს ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ასეთ უსა­მარ­თლო ბრძა­ნე­ბას მოგ­ცე­მენ, ნუ შე­ას­რუ­ლებთ მას და გა­ი­წი­ეთ გვერ­დზე, რად­გან ეს არ არის თქვე­ნი საქ­მე. მო­ვუ­წო­დებ უცხო­უ­რი ქვეყ­ნე­ბის ელ­ჩებს, გან­სა­კუთ­რე­ბით კი და­სავ­ლუ­რი ქვეყ­ნე­ბის ელ­ჩებს, რომ­ლებ­მაც ტრა­დი­ცი­ად გა­ხა­დეს ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბის და­ცინ­ვა და ხელ­ყო­ფა, ნუ მი­ა­ყე­ნებთ შე­უ­რა­ცხყო­ფას სა­ქარ­თვე­ლოს, მის ეკ­ლე­სი­ას, დარ­ჩით თქვენს სა­ელ­ჩო­ებ­ში და ნუ გა­ე­რე­ვით ამ პრო­ვო­კა­ცი­ა­ში, სი­ბინ­ძუ­რე­ში“, - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან ვა­სა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 47 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათო
97

... ჯანმრთელობას გისურვებ ლევან!!!

ანი
204

და შენ რომ რუსეთზე ამოგდის მზე და მთვარე იქ რატომ ვერ გმკურნალობენ მაგაზე გიფიქრია?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"გამიუარესდა ჯანმრთელობა, რაც გამოიხატა სხვადასხვა ორგანოების უკმარისობაში, კიდურების შეშუპებაში და ა.შ. ექიმებთან ვიარე თბილისშიც, მოსკოვშიც..." - ლევან ვასაძის მიმართვა სტამბოლიდან

"გამიუარესდა ჯანმრთელობა, რაც გამოიხატა სხვადასხვა ორგანოების უკმარისობაში, კიდურების შეშუპებაში და ა.შ. ექიმებთან ვიარე თბილისშიც, მოსკოვშიც..." - ლევან ვასაძის მიმართვა სტამბოლიდან

საზოგადოებრივი მოძრაობა "ერის" ლიდერის, ლევან ვასაძის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო 2 თვის განმავლობაში გაუარესდა.

როგორც ვასაძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა, მიმდინარეობს კომპლექსური კვლევა და გაუარესების გამომწვევი საბოლოო მიზეზი ცნობილი არ არის, თუმცა სურს საზოგადოება დაამშვიდოს, რომ "ყველაფერი კარგად იქნება".

"მოგმართავთ სტამბოლიდან, სადაც ახლა ვიმყოფები სამედიცინო გამოკვლევაზე, არ ვიცი როგორ გაჟონა ამ ინფორმაციამ პრესაში. მინდა ყველას შენდობა ვთხოვო, მოგეხსენებათ ადამიანის ჯანმრთელობა ძალზედ ინტიმური საკითხია. უღრმესი მადლობა ყველას ასეთი მხარდაჭერისათვის. ვალდებული ვარ, რომ გავცე პასუხი იმ შეკითხვებს, რომლებსაც უამრავი ადამიანი მისვამს. გასული 2 თვის განმავლობაში გამიუარესდა ჯანმრთელობის მდგომარეობა რაც გამოიხატა სხვადასხვა ორგანოების უკმარისობაში, ენერგიის ვარდნაში, კიდურების შეშუპებაში და ა.შ. ექიმებთან ვიარე თბილისშიც, მოსკოვშიც და ახლა სტამბულში, რომ აქაც დავეკითხო აზრს. მიმდინარეობს კომპლექსური კვლევა, ჯერ საბოლოო პასუხი არ არის. მინდა ყველა დავამშვიდო, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ნებისმიერ ასეთ დაავადებას მოვერევით და ნუ ინერვიულებთ", - აღნიშნა ლევან ვასაძემ.

ცნობისთვის, ლევან ვასაძე სამედიცინო გამოკვლევის ჩასატარებლად სტამბოლის კლინიკაში რამდენიმე დღის წინ გაემგზავრა.

ვასაძემ ვიდეომიმართვისას "პრაიდის კვირეულთან" დაკავშირებითაც ისაუბრა და ხელისუფლების წარმომადგენლებს აღნიშნული ღონისძიების გაუქმებისკენ მოუწოდა.

"გუშინწინ გავიდა 10-დღიანი ვადა, რომელიც შევუთვალეთ ხელისუფლებას „პრაიდის კვირეულთან“ დაკავშირებით, რადგანაც მათ არ გააკეთეს განცხადება, რომ აუქმებენ ამ ღონისძიებას, ჩვენ ამას არ დავუშვებთ. 5 ივლისს ყველას გეძახით და გეპატიჟებით, მოგიწოდებთ, რომ მივიდეთ რუსთაველის გამზირზე, მე პირადად დილიდან ვიქნები რუსთაველის ძეგლთან.

ამ უმსგავსობის ჩატარება 12:00 საათზე უნდათ და ჩვენ ამას აღვუდგებით წინ, მოვუწოდებ მთავრობას, გააუქმოს ეს ღონისძიება, რათა თავიდან აიცილოს ეს სოციალური დაძაბულობა. მსგავსი ღონისძიებები დაუშვებელია ჩვენს რეგიონში ის სპობს ნებისმიერ რეინტეგრაციის პერსპექტივას ჩვენს ძმებთან - ოსებთან და აფხაზებთან, არცხვენს საქართველოს სახელს მთელ რეგიონში... ეს არიან დაფინანსებული, ხელფასზე მოქმედი ჭინკები, რომლებიც ჯამაგირს იღებენ ყოველგვარ უმსგავსო საკითხებში, ჩვენი ხელისუფლება უბრალოდ ვალდებულია, რომ გაითვალისწინოს ეს ყველაფერი, ნებისმიერი პროვოკაცია, რომელიც იქ შეიძლება მოხდეს, არის ხელისუფლების პირდაპირი პასუხისმგებლობა და იმედს ვიტოვებ, რომ მოუხმობენ კეთილგონიერებას და აღკვეთენ ამ სრულიად დაუშვებელ ღონისძიებას.

ყველაფერს გავაკეთებ, რომ მეც მოვიდე იქ, ისევე როგორც ყველა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ოჯახი და ტრადიცია. ყველას გთხოვთ დაპირისპირების შემთხვევაში არ დაარტყათ მათ ხელი და მხოლოდ გაიყვანოთ პროვოკაციის ადგილიდან. ძალოვნებს მინდა ვთხოვო, არავითარ შემთხვევაში არ გამოესარჩლონ უზნეობის ზეიმს საქართველოში. არანაირი ჯამაგირი არ გიღირთ თქვენი ქვეყნის შერცხვენად, თუ ეს ჩვენი პოლიტიკოსები ასეთ უსამართლო ბრძანებას მოგცემენ, ნუ შეასრულებთ მას და გაიწიეთ გვერდზე, რადგან ეს არ არის თქვენი საქმე. მოვუწოდებ უცხოური ქვეყნების ელჩებს, განსაკუთრებით კი დასავლური ქვეყნების ელჩებს, რომლებმაც ტრადიციად გახადეს ქართული ტრადიციების დაცინვა და ხელყოფა, ნუ მიაყენებთ შეურაცხყოფას საქართველოს, მის ეკლესიას, დარჩით თქვენს საელჩოებში და ნუ გაერევით ამ პროვოკაციაში, სიბინძურეში“, - განაცხადა ლევან ვასაძემ.

გახარიას პარტია თბილისის მერობის კანდიდატად არჩილ არველაძეს განიხილავს? - რა განაცხადა კახა ქემოკლიძემ

"მერობაზე არასდროს მიფიქრია, მაგრამ ვიცი, რომ ჩემი კანდიდატურა განიხილებოდა" - თაკო ჩარკვიანი

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"