სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ღარიბ ქვეყნებში ვაქცინები არ აქვთ, მსოფლიო მარცხდება, როგორც გლობალური საზოგადოება... უბრალოდ, მოგვეცით ვაქცინები" - ტედროს ადანომ გებრეისუსი
"ღარიბ ქვეყნებში ვაქცინები არ აქვთ, მსოფლიო მარცხდება, როგორც გლობალური საზოგადოება... უბრალოდ, მოგვეცით ვაქცინები" - ტედროს ადანომ გებრეისუსი

"მდი­და­რი ქვეყ­ნე­ბი ცრი­ან ახალ­გაზ­რდებს, რომ­ლე­ბიც მა­ღა­ლი რის­კის ქვეშ არ არი­ან, ხოლო ღა­რიბ ქვეყ­ნებ­ში ვაქ­ცი­ნე­ბის დო­ზე­ბი არ აქვთ, ჩვე­ნი მსოფ­ლიო მარ­ცხდე­ბა, რო­გორც გლო­ბა­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა", - ამის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის მსიფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ტედ­როს ადა­ნომ გებ­რე­ი­სუს­მა გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, "დელ­ტა“ ვა­რი­ან­ტი მთელს მსოფ­ლი­ო­ში ვრცელ­დე­ბა და გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ში­ში მდგო­მა­რე­ო­ბაა სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში, სა­დაც და­ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი გა­სუ­ლი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში წინა კვი­რას­თან შე­და­რე­ბით 40%-ით გა­ი­ზარ­და.

"ახლა მი­წო­დე­ბის პრობ­ლე­მა არ­სე­ბობს, უბ­რა­ლოდ მოგ­ვე­ცით ვაქ­ცი­ნე­ბი. გან­სხვა­ვე­ბა ქო­ნა­სა და არ ქო­ნას შო­რის არის ის, რაც მთლი­ა­ნად ამ­ხელს ჩვე­ნი სამ­ყა­როს უსა­მარ­თლო­ბა­სა და უთა­ნას­წო­რო­ბას, მო­დით, გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ეს", - აღ­ნიშ­ნა ჯან­მო-ს ხელ­მძღვა­ნელ­მა.

ცნო­ბი­სათ­ვის, "კო­ვაქ­სის“ პლატ­ფორ­მამ, რო­მელ­საც "გავი“ და ჯან­მო ერ­თობ­ლი­ვად მარ­თა­ვენ, თე­ბერ­ვლი­დან დღემ­დე 132 ქვე­ყა­ნას კო­ვიდ 19-ის ვაქ­ცი­ნე­ბის 90 მი­ლი­ო­ნი დოზა გა­დას­ცა, მაგ­რამ მას შემ­დეგ, რაც ინ­დო­ეთ­მა ვაქ­ცი­ნე­ბის ექ­სპორ­ტი შე­ა­ჩე­რა, მო­მა­რა­გე­ბა­ში პრობ­ლე­მე­ბი შე­იქ­მნა.

"ამ თვე­ში "კო­ვაქ­სის“ სა­შუ­ა­ლე­ბით "ას­ტრა­ზე­ნე­კას“, "ინ­დო­ე­თის სე­რუ­მის ინ­სტი­ტუ­ტი­სა“ და "ჯონ­სონ & ჯონ­სო­ნის“ ვაქ­ცი­ნე­ბის ნული დოზა გვაქვს მი­ღე­ბუ­ლი,“- გა­ნა­ცხა­და ჯან­მო-ს უფ­როს­მა მრჩე­ველ­მა ბრი­უს ეილ­ვარ­დმა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მომო
26

რატო გახადეᲗ Ღარიბი ქვეყნები Თქვენ ...გამოწოვეᲗ მᲗელი რესურსები გააᲦატაკეᲗ და ახლა კიდო ვაქცინასაც არ აᲫლევᲗ...

საერᲗოდ უფასოდაც უნდა აᲫლევდეᲗ ვაქცინას ,რადგან Თქვენ ისინი გააᲦატაკეᲗ...

 

ვოოტ
6

ნეტა, ჩვენ როგორ ქვეყნებში მოვიაზრებით?!... თან გვაქვს ვაქცინა, თან არ გვაქვს... ანუ, თან მდიდარი ქვეყანა ვართ, თან - ღარიბი...

ავტორი:

"ღარიბ ქვეყნებში ვაქცინები არ აქვთ, მსოფლიო მარცხდება, როგორც გლობალური საზოგადოება... უბრალოდ, მოგვეცით ვაქცინები" - ტედროს ადანომ გებრეისუსი

"ღარიბ ქვეყნებში ვაქცინები არ აქვთ, მსოფლიო მარცხდება, როგორც გლობალური საზოგადოება... უბრალოდ, მოგვეცით ვაქცინები" - ტედროს ადანომ გებრეისუსი

"მდიდარი ქვეყნები ცრიან ახალგაზრდებს, რომლებიც მაღალი რისკის ქვეშ არ არიან, ხოლო ღარიბ ქვეყნებში ვაქცინების დოზები არ აქვთ, ჩვენი მსოფლიო მარცხდება, როგორც გლობალური საზოგადოება", - ამის შესახებ ჯანდაცვის მსიფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა.

მისი თქმით, "დელტა“ ვარიანტი მთელს მსოფლიოში ვრცელდება და განსაკუთრებით საშიში მდგომარეობაა სამხრეთ აფრიკაში, სადაც დაინფიცირების შემთხვევები გასული კვირის განმავლობაში წინა კვირასთან შედარებით 40%-ით გაიზარდა.

"ახლა მიწოდების პრობლემა არსებობს, უბრალოდ მოგვეცით ვაქცინები. განსხვავება ქონასა და არ ქონას შორის არის ის, რაც მთლიანად ამხელს ჩვენი სამყაროს უსამართლობასა და უთანასწორობას, მოდით, გავითვალისწინოთ ეს", - აღნიშნა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.

ცნობისათვის, "კოვაქსის“ პლატფორმამ, რომელსაც "გავი“ და ჯანმო ერთობლივად მართავენ, თებერვლიდან დღემდე 132 ქვეყანას კოვიდ 19-ის ვაქცინების 90 მილიონი დოზა გადასცა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ინდოეთმა ვაქცინების ექსპორტი შეაჩერა, მომარაგებაში პრობლემები შეიქმნა.

"ამ თვეში "კოვაქსის“ საშუალებით "ასტრაზენეკას“, "ინდოეთის სერუმის ინსტიტუტისა“ და "ჯონსონ & ჯონსონის“ ვაქცინების ნული დოზა გვაქვს მიღებული,“- განაცხადა ჯანმო-ს უფროსმა მრჩეველმა ბრიუს ეილვარდმა.