საზოგადოება
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცოლი არ მყოლია, მაგრამ ბევრი სასიყვარულო ურთიერთობა, ცრემლი და კრახი კი იყო ჩემს ცხოვრებაში" - გიორგი ფხაკაძის გზა და ისტორიული სახლი თბილისში
"ცოლი არ მყოლია, მაგრამ ბევრი სასიყვარულო ურთიერთობა, ცრემლი და კრახი კი იყო ჩემს ცხოვრებაში" - გიორგი ფხაკაძის გზა და ისტორიული სახლი თბილისში

ექი­მი, პრო­ფე­სო­რი გი­ორ­გი ფხა­კა­ძე გან­სა­კუთ­რე­ბით პო­პუ­ლა­რუ­ლი პან­დე­მი­ის დროს გახ­და. მან თა­ვი­სი ხში­რი და ემო­ცი­უ­რი სა­ტე­ლე­ვი­ზიო თუ "ფე­ის­ბუქჩარ­თვე­ბით" გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად და­ა­მახ­სოვ­რა თავი ქარ­თველ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რო­მელ­მაც გი­ორ­გი ფხა­კა­ძე, რო­გორც გა­ე­როს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის მრჩე­ვე­ლი ისე გა­იც­ნო, თუმ­ცა, რო­გორც ირ­კვე­ვა, მას ბევრ მნიშ­ვნე­ლო­ვან პო­ზი­ცი­ა­ზე უმუ­შა­ვია და დღემ­დე მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბაც გა­უვ­ლია, რა­ზეც AMBEBI.GE-ის უამ­ბო:

- დე­დით უკ­რა­ი­ნე­ლი, მა­მით ქარ­თვე­ლი ვარ. ბავ­შვო­ბი­დან ლვოვ­სა და ქუ­თა­ის­ში ვსწავ­ლობ­დი და არა­ერ­თი სკო­ლა გა­მო­ვიც­ვა­ლე. ამას გარ­და, მუ­სი­კა­ლურ სკო­ლებ­ში ვსწავ­ლობ­დი, ჭი­და­ო­ბა­ზე დავ­დი­ო­დი. პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, რო­დე­საც უკ­რა­ი­ნა­ში დე­დას ბა­ლეტ­ზე დავ­ყავ­დი, ქუ­თა­ის­ში ქარ­თულ ცეკ­ვებს ვცეკ­ვავ­დი, ჭად­რა­კით ვი­ყა­ვი გა­ტა­ცე­ბუ­ლი. ბავ­შვო­ბა ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი მქონ­და, სა­თა­მა­შოდ დრო არ მრჩე­ბო­და. ლვო­ვი და ქუ­თა­ი­სი ჩემი მშობ­ლი­უ­რი ქა­ლა­ქე­ბია. ხუთი წლის ასაკ­ში მარ­ტომ ვი­მოგ­ზა­უ­რე სა­ქარ­თვე­ლო­დან უკ­რა­ი­ნა­ში. ჩამ­სვეს თვითმფრი­ნავ­ში, ვი­ღაც კაცს მი­მა­ბა­რეს და მე მი­ვას­წავ­ლე იმ კაცს, რო­გორ მი­ვეყ­ვა­ნე სახ­ლამ­დე. ძა­ლი­ან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ვი­ყა­ვი. ხუთი წლის ასა­კი­დან ბა­ზარ­ში მარ­ტო დავ­დი­ო­დი. დე­და­ჩე­მი ფულს მომ­ცემ­და და მე ვყი­დუ­ლობ­დი. და­მი­ნა­ხავ­დნენ, - რა საყ­ვა­რე­ლი ბავ­შვი­აო და ისე მიკ­ლებ­დნენ ფა­სებს... ჰოდა, მეც გემ­რი­ე­ლად ვვაჭ­რობ­დი. ბავ­შვო­ბი­დან ვის­წავ­ლე ვაჭ­რო­ბა, ხა­რის­ხის ცნო­ბა. ყვე­ლა ყველს ვსინ­ჯავ­დი, ვიდ­რე კარგ ყველს არ შე­ვარ­ჩევ­დი. თან ვი­მახ­სოვ­რებ­დი, ვის­თან რო­გო­რი იყო, მერე იმას ტვინს ვუ­ბურ­ღავ­დი, ვიდ­რე ფასს მაქ­სი­მა­ლუ­რად არ და­ვაკ­ლე­ბი­ნებ­დი. როცა სა­ჭი­როა, ნიუ-იორკში, მა­ნ­ჰე­ტენ­ზეც ვვაჭ­რობ... მე­უბ­ნე­ბი­ან, გი­ორ­გი რას შვრე­ბიო? ვპა­სუ­ხობ, - მა­ცა­დეთ! ქუ­თა­ი­სის მწვა­ნე ბა­ზა­რი და ნიუ-იორ­კის მა­ნ­ჰე­ტე­ნის ბა­ზა­რი ერთი და იგი­ვეა, იქაც ფა­სებს ვაკ­ლე­ბი­ნებ - მეთ­ქი...

- თქვენს პრო­ფე­სი­ულ არ­ჩე­ვან­ზე და ზო­გა­დად, ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე ვინ იქო­ნია გავ­ლე­ნა?

- სა­მე­დი­ცი­ნო­ზე ჩა­ბა­რე­ბის ამ­ბა­ვი მე ვინ მკი­თხა, დე­და­ჩემს უნ­დო­და თეთ­რი ხა­ლა­თი მცმო­და. მამა ეუბ­ნე­ბო­და მზა­რე­უ­ლებ­საც კი აქვთ თეთ­რი ხა­ლა­თიო, მარ­თა­ლი იყო, სჯობ­და, მზა­რე­უ­ლი გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. დედა ძა­ლი­ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნი იყო, ისე გამ­ზარ­და, ჩემ­ზე ხელი არას­დროს აუ­წე­ვია, მაგ­რამ ისე­თი მწა­რე ენა ჰქონ­და, სჯობ­და კარ­გად ვე­ცე­მე. როცა სწავ­ლა არ მინ­დო­და, მე­ტყო­და, - რად გინ­და სწავ­ლა, აგერ ცო­ცხი და იმუ­შა­ვე დამ­ლა­გებ­ლა­დო. მეც ვტი­რო­დი, არ მინ­და "დვორ­ნი­კო­ბა - მეთ­ქი". სა­მე­დი­ცი­ნო­ზე სწავ­ლა არ მინ­დო­და, რად­გან სის­ხლის ძა­ლი­ან მე­ში­ნო­და. ერთხელ დე­დამ მა­ი­ძუ­ლა, ქა­თა­მი და­მეკ­ლა... ამ ქა­თამს ყელი ცო­ტა­თი წა­ვა­ჭე­რი, მაგ­რამ ვერ მოვ­კა­ლი, წა­მოხ­ტა ეს სის­ხლი­ა­ნი მა­მა­ლი და გა­მო­მე­კი­და, სამი წრე და­ვარ­ტყი სახ­ლს ყვი­რი­ლით, მა­მა­ლი სის­ხლის­გან იც­ლე­ბა, მაგ­რამ გამ­წა­რე­ბუ­ლი მომ­დევს, მე დავ­რბი­ვარ.

სა­ბო­ლოო ჯამ­ში, მა­ინც ჩა­ვა­ბა­რე სა­მე­დი­ცი­ნო­ზე. სახ­ლში ყვე­ლა სი­გა­რეტს ეწე­ო­და. დედა სულ მე­უბ­ნე­ბო­და, - სჯობს შინ მო­წიო სი­გა­რე­ტი, მე სა­უ­კე­თე­სო ხა­რის­ხის მაქ­ვსო... ალ­ბათ რომ არ მიკ­რძა­ლავ­დნენ, ამი­ტო­მაც არას­დროს არ გამ­ჩე­ნია მო­წე­ვის ინ­ტე­რე­სი. ყვე­ლა­ზე მა­გა­რი ის იყო, რომ პირ­ვე­ლად დე­დამ მომ­ცა პრე­ზერ­ვა­ტი­ვი...

იმ დროს, სექ­სუ­ა­ლუ­რი თვალ­საზ­რი­სით, მე ვი­ყა­ვი ყვე­ლა­ზე გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ბავ­შვი, ერ­თა­დერ­თი ვი­ყა­ვი სკო­ლა­ში, რო­მელ­მაც იცო­და ბავ­შვი სა­ი­დან ჩნდე­ბა, რად­გან დე­და­ჩემ­მა მომ­ცა წა­სა­კი­თხად გი­ნე­კო­ლო­გი­ის წიგ­ნი, რო­მელ­შიც ყვე­ლა­ფე­რი დე­ტა­ლუ­რად იყო აღ­წე­რი­ლი. წა­ვი­კი­თხე, გა­ვი­გე და გა­და­ვე­დი შემ­დეგ ეტაპ­ზე. სექ­სუ­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა მი­ვი­ღე დე­დის­გან.

- რო­გო­რი იყო თქვე­ნი პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი წარ­მა­ტე­ბის­კენ?

- ჩემი ოც­ნე­ბა იყო, სა­ღო­რი­ის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ქი­რურ­გად მე­მუ­შა­ვა. თბი­ლის­ში ვსწავ­ლობ­დი, მაგ­რამ შა­ბათ-კვი­რას ჩავ­დი­ო­დი ქუ­თა­ის­ში, იმი­ტომ რომ დე­დას­თან ყოფ­ნა ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და. ქუ­თა­ის­ში შემ­თხვე­ვით, ერთ-ერთ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა და იქე­დან წა­მო­ვი­და სხვა­დას­ხვა არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. უნი­ვერ­სი­ტე­ტი რომ და­ვამ­თავ­რე, 20 წლის ასაკ­ში, უკვე "ენ­ჯე­ოშ­ნი­კი“ და გავ­ლე­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი ვი­ყა­ვი. ეხუმ­რე­ბით, გი­ორ­გი ფხა­კა­ძის ორ­გა­ნი­ზე­ბით, ამე­რი­კის ელჩი ჩა­მო­ვი­და ქუ­თა­ის­ში. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, 1999 წელს ეს რამ­ხე­ლა ამ­ბა­ვი იქ­ნე­ბო­და. რომ დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი სა­ქარ­თვე­ლო­ში, ალ­ბათ მთავ­რო­ბა­ში ამოვ­ყოფ­დი თავს.

- არ გდო­მე­ბი­ათ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა­ში მოს­ვლა?

- იყო ლა­პა­რა­კი, რომ 21 წლის ბიჭი იმე­რე­თის იმ­ჟა­მინ­დე­ლი გუ­ბერ­ნა­ტო­რის თე­მურ შა­ში­აშ­ვი­ლის თა­ნა­შემ­წე ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. ჩემი რე­კო­მენ­და­ცი­ით, ამე­რი­კის სა­ელ­ჩო ხალ­ხს ვი­ზას აძ­ლევ­და, წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რამ­ხე­ლა ნდო­ბა მქონ­და... ზრდის მაქ­სი­მუმს მი­ვაღ­წიე და მივ­ხვდი, რომ ასე გაგ­რძე­ლე­ბა არ შე­იძ­ლე­ბო­და. ქუ­თა­ის­ში ვი­ყა­ვი ერ­თა­დერ­თი, თბი­ლის­ში ვიქ­ნე­ბო­დი ერთ-ერთი. გა­დავ­წყვი­ტე, სა­ზღვარ­გა­რეთ წავ­სუ­ლი­ყა­ვი და წა­ვე­დი ნე­პალ­ში, სა­დაც ჩემი მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ. ფუ­ლიც მქონ­და, ვი­ფიქ­რე, წა­ვალ, და­ვის­ვე­ნებ, თან მა­გის­ტრა­ტუ­რა­ზე ჩა­ბა­რე­ბას ვფიქ­რობ­დი. ნე­პა­ლი იმ დროს ძა­ლი­ან ღა­რი­ბი და იაფი ქვე­ყა­ნა იყო, სა­ქარ­თვე­ლო­ზე ია­ფიც კი. იქა­ურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ჯან­დაც­ვა­ში ჰქონ­დათ კარ­გი პროგ­რა­მა, გა­დავ­წყვი­ტე წავ­სუ­ლი­ყა­ვი. მაგ დროს ჟე­ნე­ვა­ში ვი­ყა­ვი, და­ვუ­რე­კე დე­დას და ვე­უბ­ნე­ბი: - დედა, მე კატ­მან­დუ­ში მივ­დი­ვარ ერთი წლით. უცებ სი­ჩუ­მე ჩა­მო­ვარ­და, ვე­ლო­დე­ბი, ვა­ი­მე ახლა რას მე­ტყვის, ალ­ბათ გა­და­ი­რე­ვა, ატე­ხავს წი­ვილ-კი­ვილს და ამ დროს მე­უბ­ნე­ბა, - ხომ იცი, იქე­დან კა­მა­სუტ­რა წა­მო­ი­ღე და აქე­დან ბევ­რი პრე­ზერ­ვა­ტი­ვი წა­ი­ყო­ლე... - ეს იყო დე­და­ჩე­მის რე­აქ­ცია.

ყვე­ლა ჩემი მე­გო­ბა­რი მი­დი­ო­და ამე­რი­კა­ში, ევ­რო­პა­ში და მე წა­ვე­დი ნე­პალ­ში. ეს იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ორი წელი ვი­ცხოვ­რე ნე­პალ­ში, დავ­წე­რე ჩემი პირ­ვე­ლი წიგ­ნი, რო­მე­ლიც იქვე და­ი­ბეჭ­და, სხვა­თა შო­რის, ეს წიგ­ნი გა­ე­როს შრო­მი­თი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის კა­ტა­ლოგ­შია შე­ტა­ნი­ლი. ჩემი ყვე­ლა კურ­სე­ლი, ათი ადა­მი­ა­ნი იყო ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს რე­კო­მენ­და­ცი­ით და მე ვი­ყა­ვი ის, ვინც ჩე­მით ჩა­ვა­ბა­რე. ამის შემ­დეგ ავ­დე­ქი და ნე­პა­ლი­დან ინ­დო­ეთ­ში წა­ვე­დი მა­ტა­რებ­ლით. უზარ­მა­ზა­რია ინ­დო­ე­თი, მა­ტა­რე­ბე­ლი სამი დღე გა­უ­ჩე­რებ­ლად მი­დი­ო­და, თავი ამოვ­ყა­ვი სამ­ხრეთ ინ­დო­ეთ­ში, მა­შინ სო­ცი­ო­ლო­გი­ა­ზე მინ­დო­და ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა, სა­დოქ­ტო­რო და­ვი­ცა­ვი სა­მე­დი­ცი­ნო ან­თრო­პო­ლო­გი­ა­ში, იშ­ვი­ა­თი სპე­ცი­ა­ლო­ბაა, სა­ქარ­თვე­ლო­ში არც მე­გუ­ლე­ბა არა­ვინ, ვი­საც ეს ჰქო­ნო­და დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ინ­დო­ეთ­ში 4 წელი ვი­ცხოვ­რე, ჩემი მე­ო­რე სამ­შობ­ლოა, ინ­დო­ეთ­ში უფრო კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ თავს, ვიდ­რე თბი­ლის­ში. ნე­პალ­ში ვმუ­შა­ობ­დი, რო­გორც ექი­მი, ასე­ვე ინ­დო­ეთ­ში, ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ვმუ­შა­ობ­დი, სას­წრა­ფოს ექი­მიც ვი­ყა­ვი. უამ­რა­ვი კვლე­ვა და კურ­სი მაქვს გავ­ლი­ლი იქ. ყო­ველ შა­ბათ-კვი­რას ჩემი ნე­ბით ვმუ­შა­ობ­დი ღა­ტაკ­თა უბან­ში, სა­ა­ვად­მყო­ფო მაძ­ლევ­და უფა­სო წამ­ლებს, მეც ვყი­დუ­ლობ­დი პრე­პა­რა­ტებს და ყო­ველ შა­ბათ-კვი­რას ვხდე­ბო­დი "თეთ­რი ექი­მი“, რო­მე­ლიც ერთ დღეს ვი­ყა­ვი ძა­ლი­ან ღა­რიბ უბან­ში, სა­დაც ზოგ­ჯერ დღე­ში 80 ადა­მი­ა­ნი მო­დი­ო­და ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბით... და მე­ო­რე დღესრა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ეგი­დით მო­ხა­ლი­სედ მივ­დი­ო­დი სექსმუ­შა­კებ­თან, ესე­ნი იყ­ვნენ ქა­ლე­ბი, კა­ცე­ბი და ტრანსგენ­დერე­ბი. უფა­სო კონ­სულ­ტა­ცი­ებს და მცი­რე მა­ნი­პუ­ლა­ცი­ებს ვუ­ტა­რებ­დი.

- სო­მა­ლი­ში რო­გორ მოხ­ვდით?

- ბო­ლომ­დე და­ცუ­ლი არ მქონ­და ინ­დო­ეთ­ში სა­დოქ­ტო­რო, რო­დე­საც მე­ო­რე სა­დოქ­ტო­რო­ზე ჩა­ვა­ბა­რე ბუ­ქა­რეს­ტში, რად­გან სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი, ექი­მად მუ­შა­ო­ბა არ შე­მეძ­ლო, ვერ ვის­ვე­ნებ­დი უმუ­შევ­რად, გა­ვაგ­ზავ­ნე "სი­ვე­ბი" და "იუ­ნი­სეფ­მა" გა­მაგ­ზავ­ნა სო­მა­ლი­ში, გლო­ბა­ლუ­რი ფონ­დის მო­ნი­ტო­რინგზე. ეს პო­ზი­ცია ისე­თი სა­ში­ში იყო, სო­მა­ლი­ში კა­ციშ­ვილს არ უნ­დო­და წას­ვლა, სა­მა­გი­ე­როდ მა­ღა­ლი ხელ­ფა­სი იყო, რად­გან სა­ში­ში ზონა გახ­ლდათ. ვი­ცო­დი, რომ სო­მა­ლი­ში ომია, მაგ­რამ დე­ტა­ლუ­რად რა ხდე­ბო­და, არ ვი­ცო­დი. ეს გი­ჟუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე, ჩა­ვე­დი და ყვე­ლა­ზე დიდი ხელ­ფა­სი მე მქონ­და. ვი­ყა­ვი პირ­ვე­ლი თეთ­რი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ჩა­ვი­და სო­მა­ლი­ში მას შემ­დეგ, რაც იქ ამე­რი­კე­ლე­ბი და­ხო­ცეს.

- სო­მა­ლი­ში თუ აღ­მო­ჩე­ნილ­ხართ სა­ხი­ფა­თო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში?

- სა­შიშ­რო­ე­ბა ძა­ლი­ან ბევ­რი იყო. მა­შინ გიჟი ვი­ყა­ვი, ში­შის გრძნო­ბაც არ მქონ­და. იქ ყვე­ლა­ნი არი­ან მე­კობ­რე­ე­ბი. ძა­ლი­ან სა­რის­კო საქ­მე­ებს ვა­კე­თებ­დი, შუბ­ლზე ია­რაღ­მი­დე­ბულ­მა სიკ­ვდილს თვა­ლებ­ში ჩავ­ხე­დე. მე­კობ­რე­ებ­თან ვცხოვ­რობ­დი და იქ ვა­ლა­გებ­დი ჯან­დაც­ვას. იმ პა­ტა­რა ქა­ლაქ­ში ყვე­ლა ერ­თმა­ნეთს კლავ­და, დიდი ხოც­ვა და­ი­წყო. ვრე­კავ, თვითმფრი­ნა­ვი მჭირ­დე­ბა და გა­მო­მი­ყა­ვით - მეთ­ქი. თვითმფრი­ნა­ვი ორ დღე­ში მო­ვაო. ორ დღე­ში ჩემს ძვლებ­საც ვე­ღარ ნა­ხავთ-მეთ­ქი, წი­თელ ჯვარს ვეხ­ვე­წე, - არაო. ნარ­კო­ბა­რონს ვე­სა­უბ­რე, ეთი­ო­პი­ი­დან გე­მით ნარ­კო­ტი­კი ჩა­მოჰ­ქონ­დათ, იმა­ნაც კარ­გი ბიჭი ხარ, მაგ­რამ შენ ვერ გა­და­გიყ­ვან, ნარ­კო­ტიკს - კი, ბა­ტო­ნოო. ვფიქ­რობ­დი, გე­მით გა­და­მე­ცუ­რა, რომ იე­მენ­ში გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვი. და­ვი­ქი­რა­ვე გემი და მერე მი­თხრეს, - არ ქნა, თო­რემ შუა ზღვა­ში გა­და­გაგ­დე­ბე­ნო. მან­ქა­ნით რომ წავ­სუ­ლი­ყა­ვი, გზა ყველ­გან და­ნაღ­მუ­ლი იყო. იქ რა­ღაც ისე­თი მოხ­და, რა­საც ვერ გე­ტყვით, მოკ­ლედ, გა­დავ­რჩი.

- ალ­ბათ სო­მა­ლი­ში დიდ­ხანს არ დარ­ჩე­ნილ­ხართ...

- მე ვარ ყო­ფილ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში მე­ტა­დო­ნის პროგ­რა­მის ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი. ამის შემ­დეგ ვი­ყა­ვი გა­ე­როს ლტოლ­ვილ­თა უმაღ­ლე­სი კო­მი­სა­რი­ა­ტის სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი რუ­სეთ­სა და სომ­ხეთ­ში, სომ­ხეთ­ში ისე­თი ძლი­ე­რი რე­ფორ­მე­ბი გა­ვა­კე­თე, სომ­ხებს ახ­ლაც ვახ­სო­ვარ. რუ­სეთ­ში არ შე­მიშ­ვეს. ამის შემ­დეგ ჯან­მო - ში ვმუ­შა­ობ­დი, ჟე­ნე­ვა­ში, რამ­დე­ნი­მე წელი. ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო რამ გა­ვა­კე­თე. მერე ბირ­მა­ში გა­მოჩ­ნდა სა­ინ­ტე­რე­სო პო­ზი­ცია, იქ ვი­ყა­ვი შიდსის და არა­ლე­გა­ლუ­რი წამ­ლე­ბის ექ­სპერ­ტი...

ვმუ­შა­ობ­დი სომ­ხეთ­ში, მერე თბი­ლის­ში, მერე ისევ დავ­ბრუნ­დი ინ­დო­ეთ­ში. ინ­დო­ეთ­ში ვინც მუ­შა­ობს სა­ჯა­რო სექ­ტორ­ში, ყვე­ლა გა­დის ჩემს მიერ შე­მუ­შა­ვე­ბულ კურ­სებს. რამ­დე­ნი­მე წელი ინ­დო­ე­თის ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მრჩე­ვე­ლი ვი­ყა­ვი. ერთ-ერთ ჩემს ჩა­მოს­ვლა­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში, ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა შე­მომ­თა­ვა­ზა "ჩემი ოჯა­ხის კლი­ნი­კა­ში“, ახ­ლან­დელ "ევექსში“ მრჩევ­ლად მუ­შა­ო­ბა და სა­ბო­ლოო ჯამ­ში აღ­მოვ­ჩნდი "ალ­დაგ­ში“. პა­რა­ლე­ლუ­რად ვი­ყა­ვი ინ­დო­ე­თის მი­ნის­ტრის მრჩე­ვე­ლი და თბი­ლის­შიც ჩა­მოვ­დი­ო­დი თვე­ში ერთი-ორ­ჯერ... გი­ორ­გი ფხა­კა­ძეს ერაყ­ში, მო­სუ­ლის აღე­ბის დროს, არა­ერ­თი სა­ვე­ლე ჰოს­პი­ტა­ლი აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი. მო­ბი­ლუ­რი ბრი­გა­დე­ბიც მო­მიმ­ზა­დე­ბია. ის­ლა­მის­ტე­ბი რომ ბომ­ბავ­დნენ, მო­სულ­თან ახ­ლოს ვი­ყა­ვი, მახ­სოვს, შე­ვა­მოწ­მე ერთი სა­მე­დი­ცი­ნო პოს­ტი, ცოტა ხანს უნდა გავ­ჩე­რე­ბუ­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც ვიჩ­ქა­რე და მე­ო­რე პოს­ტის შე­სა­მოწ­მებ­ლად წა­ვე­დი და წა­მო­ვე­დი თუ არა, ის პოს­ტი აფეთ­ქდა და ყვე­ლა გარ­და­იც­ვა­ლა... მე გა­დავ­რჩი.

- ამა­სო­ბა­ში თბი­ლის­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი სახ­ლი აა­შე­ნეთ, რო­გო­რი ის­ტო­რია აქვს თქვენს სახ­ლს?

ამ სახ­ლს მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ის­ტო­რია აქვს, რო­მე­ლიც პი­რო­ბი­თად სამ - შუ­ა­სა­უ­კუ­ნებ­რივ, საბ­ჭო­თა და თა­ნა­მედ­რო­ვე პე­რი­ო­დე­ბად შეგ­ვიძ­ლია დავ­ყოთ. ისე­ვე, რო­გორც ყვე­ლა ფე­ო­და­ლუ­რი ქა­ლა­ქი, თბი­ლი­სიც გა­ლავ­ნით იყო შე­მო­სა­ზღვრუ­ლი. უც­ნა­უ­რია, რომ თბი­ლის­ში ეს იყო ერ­თა­დერ­თი გა­ლავ­ნი­ა­ნი სახ­ლი, ე.წ. ციხე-სახ­ლი, რო­მე­ლიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, X სა­უ­კუ­ნე­ში იყო აგე­ბუ­ლი. XIII სა­უ­კუ­ნე­ში მონ­ღო­ლე­ბის შე­მო­სე­ვი­სას ციხე-სახ­ლი ნან­გრე­ვე­ბად იქცა. XVI სა­უ­კუ­ნის მი­წუ­რულს ეს შე­ნო­ბა სო­მე­ხი სოვ­დაგ­რის, მე­ლიქ ბე­ბუ­თო­ვის სა­კუთ­რე­ბა გახ­და. XVIII სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში ერთ-ერ­თმა ბე­ბუ­თოვ­მა სახ­ლი თა­ვის დას გა­დას­ცა, რო­მელ­მაც, თა­ვის მხრივ, იქა­უ­რო­ბა დე­და­თა მო­ნას­ტრად გა­და­ა­კე­თა.

1795 წელს, კრწა­ნი­სის ომის დროს, აღა-მაჰ­მად-ხან­მა მთე­ლი თბი­ლი­სი გა­დაწ­ვა და და­ან­გრია. სა­ბედ­ნი­ე­როდ, სახ­ლი გა­დარ­ჩა და სხვა­დას­ხვა ის­ტო­რი­უ­ლი წყა­როს მი­ხედ­ვით ირ­კვე­ვა, რომ შაჰი თბი­ლის­ში ყოფ­ნის დროს სწო­რედ ბე­ბუ­თო­ვის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში ცხოვ­რობ­და. გად­მო­ცე­მის მი­ხედ­ვით, თბი­ლი­სის აღ­დგე­ნამ­დე აქ უცხოვ­რია და აქვე გარ­დაც­ვლი­ლა სა­ქარ­თვე­ლოს უკა­ნას­კნე­ლი მო­ნარ­ქი - გი­ორ­გი XII. სა­ქარ­თვე­ლოს გა­საბ­ჭო­ე­ბის შემ­დეგ ეს ის­ტო­რი­უ­ლი შე­ნო­ბა, ოდეს­ღაც მშვე­ნი­ე­რი ციხე-სახ­ლი მრა­ვალ­ბი­ნი­ა­ნი "კო­მუ­ნალ­კა“ გახ­და. 1998 წელს, სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით, ამ შე­ნო­ბა­ში შე­ვი­ძი­ნე მცი­რე ფარ­თი. 90-იანი წლე­ბის სი­დუ­ხ­ჭი­რის გამო ძველ ქა­ლაქ­ში აღა­რა­ვის უნ­დო­და ცხოვ­რე­ბა, მე­ზობ­ლე­ბი სი­ხა­რუ­ლით ყიდ­დნენ თა­ვი­ანთ ბი­ნებს და მეც ეტა­პობ­რი­ვად შე­ვი­ძი­ნე 23 ოჯა­ხის კუთ­ვნი­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თი.

გავ­ყი­დე ჩემი ულა­მა­ზე­სი სამ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლი წე­რეთ­ლის 17-ში, ქუ­თა­ის­ში და ამ ფუ­ლით შევ­ძე­ლი ბოლო მე­ზობ­ლის ერთი ოთა­ხის ყიდ­ვაც თბი­ლის­ში. მერე რე­მონ­ტი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვა­კე­თე. რაც ფული მი­შო­ვია, ყვე­ლა­ფე­რი ამ სახ­ლის კედ­ლებ­ში ჩავ­დე. სახ­ლი ნა­ხევ­რად დან­გრე­უ­ლი იყო, ამის აღ­დგე­ნა მოხ­და 20 წლის რთუ­ლი მუ­შა­ო­ბით. ახლა ეს სახ­ლი ჩემ­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში ულა­მა­ზე­სი და ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო სახ­ლია. ამ სახ­ლის სა­ძირ­კვე­ლი მე-18 სა­უ­კუ­ნი­საა. საფ­რან­გეთ­ში, ძვე­ლი, ნა­პო­ლე­ო­ნის დრო­ინ­დე­ლი სახ­ლი მაქვს.

- რო­გორ გახ­დით გა­ე­როს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის მრჩე­ვე­ლი?

- ამა­სო­ბა­ში პა­რა­ლე­ლუ­რად, არა­ერ­თი დიდი ორ­გა­ნი­ზა­ცია მთა­ვა­ზობ­და მრჩევ­ლო­ბას. ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო იყო, როცა ნიუ-იორ­კი­დან, გა­ე­როს გე­ნე­რა­ლუ­რი სამ­დივ­ნო­დან და­მი­რე­კეს და მკი­თხეს - თქვენ ხართ გი­ორ­გი ფხა­კა­ძე? - დიახ, მე ვარ - მეთ­ქი. თქვენ გა­ე­როს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა დაგ­ნიშ­ნათ თა­ვის მრჩევ­ლა­დო. მე­უბ­ნე­ბა, - სა­ბუ­თებს მი­ი­ღებთ, მო­ა­წე­რეთ ხელი, პრეს­რე­ლი­ზი უნდა დავ­დოთ ორ სა­ათ­ში და მარ­თლაც ორ სა­ათ­ში და­ი­დო პრეს­რე­ლი­ზი. ძა­ლი­ან და­ვი­ღა­ლე, 4 დიდი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ბორ­დის წევ­რი ვარ, პლუს ლექ­ცი­ე­ბი. გა­დავ­წყვი­ტე, რომ არ მინ­და ცხრი­დან ექ­ვსამ­დე სამ­სა­ხუ­რი. საფ­რან­გეთ­ში სახ­ლი ვი­ყი­დე და 42 წლის ასაკ­ში პენ­სი­ა­ში გა­ვე­დი.

- თქვენს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე რას გვე­ტყვით, და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი ხართ?

- ნე­ბის­მი­ერ ურ­თი­ერ­თო­ბას სჭირ­დე­ბა დრო. ცოლი არ მყო­ლია, მაგ­რამ ბევ­რი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა, ბევ­რი ცრემ­ლი და კრა­ხი კი იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. ჩემს ყვე­ლა კლა­სელს ქუ­თა­ის­ში ოჯა­ხი და­ენგრა. მე ოფი­ცი­ა­ლუ­რად მა­ინც არა­ვინ მო­მიყ­ვა­ნია, ასე გა­შო­რე­ბა უფრო იო­ლია, იმა­თი შემ­ყუ­რე არ მინ­და ცოლი. ვფიქ­რობ, სა­ხელ­მწი­ფო არ უნდა ჩა­ე­რი­ოს და არ უნდა იცო­დეს, ვინ წევს ჩემს ლო­გინ­ში. ჩემი ხა­სი­ა­თი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დღეს რო­გორ ვარ და ხვალ რა იქ­ნე­ბა, არა­ვინ არ იცის. ლვოვ­ში ერთი გოგო მომ­წონ­და და დედა სულ მე­უბ­ნე­ბო­და, - ცო­ლად ქარ­თვე­ლი გოგო უნდა მო­იყ­ვა­ნოო. ვნა­ხოთ, იქ­ნებ, ოდეს­მე მარ­თლაც ქარ­თვე­ლი ქალი მო­ვიყ­ვა­ნო ცო­ლად.

ავ­ტო­რი: ხა­თუ­ნა კორ­თხონ­ჯია

მკითხველის კომენტარები / 54 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სანდრო
19

ძალიან დახვეწილი ინტერიერია....ყოჩაღ!! მეტი წარმატება გიორგის!

Natashka
8

ტიპიური ბიოგრაფიაა 90-იანელების, არეულ დროში ვინც სად და როგორ იშოვა ფული იქ იხეტიალა და იცხოვრა,,,დაკარგულითაობის ექიმი,,,,

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ცოლი არ მყოლია, მაგრამ ბევრი სასიყვარულო ურთიერთობა, ცრემლი და კრახი კი იყო ჩემს ცხოვრებაში" - გიორგი ფხაკაძის გზა და ისტორიული სახლი თბილისში

"ცოლი არ მყოლია, მაგრამ ბევრი სასიყვარულო ურთიერთობა, ცრემლი და კრახი კი იყო ჩემს ცხოვრებაში" - გიორგი ფხაკაძის გზა და ისტორიული სახლი თბილისში

ექიმი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე განსაკუთრებით პოპულარული პანდემიის დროს გახდა. მან თავისი ხშირი და ემოციური სატელევიზიო თუ "ფეისბუქჩართვებით" განსაკუთრებულად დაამახსოვრა თავი ქართველ საზოგადოებას, რომელმაც გიორგი ფხაკაძე, როგორც გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ისე გაიცნო, თუმცა, როგორც ირკვევა, მას ბევრ მნიშვნელოვან პოზიციაზე უმუშავია და დღემდე მეტად საინტერესო ცხოვრებაც გაუვლია, რაზეც AMBEBI.GE-ის უამბო:

- დედით უკრაინელი, მამით ქართველი ვარ. ბავშვობიდან ლვოვსა და ქუთაისში ვსწავლობდი და არაერთი სკოლა გამოვიცვალე. ამას გარდა, მუსიკალურ სკოლებში ვსწავლობდი, ჭიდაობაზე დავდიოდი. პატარა ვიყავი, როდესაც უკრაინაში დედას ბალეტზე დავყავდი, ქუთაისში ქართულ ცეკვებს ვცეკვავდი, ჭადრაკით ვიყავი გატაცებული. ბავშვობა ძალიან დატვირთული მქონდა, სათამაშოდ დრო არ მრჩებოდა. ლვოვი და ქუთაისი ჩემი მშობლიური ქალაქებია. ხუთი წლის ასაკში მარტომ ვიმოგზაურე საქართველოდან უკრაინაში. ჩამსვეს თვითმფრინავში, ვიღაც კაცს მიმაბარეს და მე მივასწავლე იმ კაცს, როგორ მივეყვანე სახლამდე. ძალიან დამოუკიდებელი ვიყავი. ხუთი წლის ასაკიდან ბაზარში მარტო დავდიოდი. დედაჩემი ფულს მომცემდა და მე ვყიდულობდი. დამინახავდნენ, - რა საყვარელი ბავშვიაო და ისე მიკლებდნენ ფასებს... ჰოდა, მეც გემრიელად ვვაჭრობდი. ბავშვობიდან ვისწავლე ვაჭრობა, ხარისხის ცნობა. ყველა ყველს ვსინჯავდი, ვიდრე კარგ ყველს არ შევარჩევდი. თან ვიმახსოვრებდი, ვისთან როგორი იყო, მერე იმას ტვინს ვუბურღავდი, ვიდრე ფასს მაქსიმალურად არ დავაკლებინებდი. როცა საჭიროა, ნიუ-იორკში, მანჰეტენზეც ვვაჭრობ... მეუბნებიან, გიორგი რას შვრებიო? ვპასუხობ, - მაცადეთ! ქუთაისის მწვანე ბაზარი და ნიუ-იორკის მანჰეტენის ბაზარი ერთი და იგივეა, იქაც ფასებს ვაკლებინებ - მეთქი...

- თქვენს პროფესიულ არჩევანზე და ზოგადად, ჩამოყალიბებაზე ვინ იქონია გავლენა?

- სამედიცინოზე ჩაბარების ამბავი მე ვინ მკითხა, დედაჩემს უნდოდა თეთრი ხალათი მცმოდა. მამა ეუბნებოდა მზარეულებსაც კი აქვთ თეთრი ხალათიო, მართალი იყო, სჯობდა, მზარეული გამოვსულიყავი. დედა ძალიან განსხვავებული ქალბატონი იყო, ისე გამზარდა, ჩემზე ხელი არასდროს აუწევია, მაგრამ ისეთი მწარე ენა ჰქონდა, სჯობდა კარგად ვეცემე. როცა სწავლა არ მინდოდა, მეტყოდა, - რად გინდა სწავლა, აგერ ცოცხი და იმუშავე დამლაგებლადო. მეც ვტიროდი, არ მინდა "დვორნიკობა - მეთქი". სამედიცინოზე სწავლა არ მინდოდა, რადგან სისხლის ძალიან მეშინოდა. ერთხელ დედამ მაიძულა, ქათამი დამეკლა... ამ ქათამს ყელი ცოტათი წავაჭერი, მაგრამ ვერ მოვკალი, წამოხტა ეს სისხლიანი მამალი და გამომეკიდა, სამი წრე დავარტყი სახლს ყვირილით, მამალი სისხლისგან იცლება, მაგრამ გამწარებული მომდევს, მე დავრბივარ.

საბოლოო ჯამში, მაინც ჩავაბარე სამედიცინოზე. სახლში ყველა სიგარეტს ეწეოდა. დედა სულ მეუბნებოდა, - სჯობს შინ მოწიო სიგარეტი, მე საუკეთესო ხარისხის მაქვსო... ალბათ რომ არ მიკრძალავდნენ, ამიტომაც არასდროს არ გამჩენია მოწევის ინტერესი. ყველაზე მაგარი ის იყო, რომ პირველად დედამ მომცა პრეზერვატივი...

იმ დროს, სექსუალური თვალსაზრისით, მე ვიყავი ყველაზე განათლებული ბავშვი, ერთადერთი ვიყავი სკოლაში, რომელმაც იცოდა ბავშვი საიდან ჩნდება, რადგან დედაჩემმა მომცა წასაკითხად გინეკოლოგიის წიგნი, რომელშიც ყველაფერი დეტალურად იყო აღწერილი. წავიკითხე, გავიგე და გადავედი შემდეგ ეტაპზე. სექსუალური განათლება მივიღე დედისგან.

- როგორი იყო თქვენი პირველი ნაბიჯები წარმატებისკენ?

- ჩემი ოცნება იყო, საღორიის საავადმყოფოში ქირურგად მემუშავა. თბილისში ვსწავლობდი, მაგრამ შაბათ-კვირას ჩავდიოდი ქუთაისში, იმიტომ რომ დედასთან ყოფნა ძალიან მიყვარდა. ქუთაისში შემთხვევით, ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში დავიწყე მუშაობა და იქედან წამოვიდა სხვადასხვა არასამთავრობოები ჩემს ცხოვრებაში. უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, 20 წლის ასაკში, უკვე "ენჯეოშნიკი“ და გავლენიანი ადამიანი ვიყავი. ეხუმრებით, გიორგი ფხაკაძის ორგანიზებით, ამერიკის ელჩი ჩამოვიდა ქუთაისში. წარმოიდგინეთ, 1999 წელს ეს რამხელა ამბავი იქნებოდა. რომ დავრჩენილიყავი საქართველოში, ალბათ მთავრობაში ამოვყოფდი თავს.

- არ გდომებიათ საქართველოს მთავრობაში მოსვლა?

- იყო ლაპარაკი, რომ 21 წლის ბიჭი იმერეთის იმჟამინდელი გუბერნატორის თემურ შაშიაშვილის თანაშემწე ვყოფილიყავი. ჩემი რეკომენდაციით, ამერიკის საელჩო ხალხს ვიზას აძლევდა, წარმოგიდგენიათ, რამხელა ნდობა მქონდა... ზრდის მაქსიმუმს მივაღწიე და მივხვდი, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა. ქუთაისში ვიყავი ერთადერთი, თბილისში ვიქნებოდი ერთ-ერთი. გადავწყვიტე, საზღვარგარეთ წავსულიყავი და წავედი ნეპალში, სადაც ჩემი მეგობრები იყვნენ. ფულიც მქონდა, ვიფიქრე, წავალ, დავისვენებ, თან მაგისტრატურაზე ჩაბარებას ვფიქრობდი. ნეპალი იმ დროს ძალიან ღარიბი და იაფი ქვეყანა იყო, საქართველოზე იაფიც კი. იქაურ უნივერსიტეტში საზოგადოებრივ ჯანდაცვაში ჰქონდათ კარგი პროგრამა, გადავწყვიტე წავსულიყავი. მაგ დროს ჟენევაში ვიყავი, დავურეკე დედას და ვეუბნები: - დედა, მე კატმანდუში მივდივარ ერთი წლით. უცებ სიჩუმე ჩამოვარდა, ველოდები, ვაიმე ახლა რას მეტყვის, ალბათ გადაირევა, ატეხავს წივილ-კივილს და ამ დროს მეუბნება, - ხომ იცი, იქედან კამასუტრა წამოიღე და აქედან ბევრი პრეზერვატივი წაიყოლე... - ეს იყო დედაჩემის რეაქცია.

ყველა ჩემი მეგობარი მიდიოდა ამერიკაში, ევროპაში და მე წავედი ნეპალში. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება. ორი წელი ვიცხოვრე ნეპალში, დავწერე ჩემი პირველი წიგნი, რომელიც იქვე დაიბეჭდა, სხვათა შორის, ეს წიგნი გაეროს შრომითი ორგანიზაციის კატალოგშია შეტანილი. ჩემი ყველა კურსელი, ათი ადამიანი იყო ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით და მე ვიყავი ის, ვინც ჩემით ჩავაბარე. ამის შემდეგ ავდექი და ნეპალიდან ინდოეთში წავედი მატარებლით. უზარმაზარია ინდოეთი, მატარებელი სამი დღე გაუჩერებლად მიდიოდა, თავი ამოვყავი სამხრეთ ინდოეთში, მაშინ სოციოლოგიაზე მინდოდა ჩამებარებინა, სადოქტორო დავიცავი სამედიცინო ანთროპოლოგიაში, იშვიათი სპეციალობაა, საქართველოში არც მეგულება არავინ, ვისაც ეს ჰქონოდა დამთავრებული. ინდოეთში 4 წელი ვიცხოვრე, ჩემი მეორე სამშობლოა, ინდოეთში უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს, ვიდრე თბილისში. ნეპალში ვმუშაობდი, როგორც ექიმი, ასევე ინდოეთში, ყველაზე ძვირადღირებულ საავადმყოფოში ვმუშაობდი, სასწრაფოს ექიმიც ვიყავი. უამრავი კვლევა და კურსი მაქვს გავლილი იქ. ყოველ შაბათ-კვირას ჩემი ნებით ვმუშაობდი ღატაკთა უბანში, საავადმყოფო მაძლევდა უფასო წამლებს, მეც ვყიდულობდი პრეპარატებს და ყოველ შაბათ-კვირას ვხდებოდი "თეთრი ექიმი“, რომელიც ერთ დღეს ვიყავი ძალიან ღარიბ უბანში, სადაც ზოგჯერ დღეში 80 ადამიანი მოდიოდა ჯანმრთელობის პრობლემებით... და მეორე დღესრასამთავრობო ორგანიზაციის ეგიდით მოხალისედ მივდიოდი სექსმუშაკებთან, ესენი იყვნენ ქალები, კაცები და ტრანსგენდერები. უფასო კონსულტაციებს და მცირე მანიპულაციებს ვუტარებდი.

- სომალიში როგორ მოხვდით?

- ბოლომდე დაცული არ მქონდა ინდოეთში სადოქტორო, როდესაც მეორე სადოქტოროზე ჩავაბარე ბუქარესტში, რადგან სტუდენტი ვიყავი, ექიმად მუშაობა არ შემეძლო, ვერ ვისვენებდი უმუშევრად, გავაგზავნე "სივები" და "იუნისეფმა" გამაგზავნა სომალიში, გლობალური ფონდის მონიტორინგზე. ეს პოზიცია ისეთი საშიში იყო, სომალიში კაციშვილს არ უნდოდა წასვლა, სამაგიეროდ მაღალი ხელფასი იყო, რადგან საშიში ზონა გახლდათ. ვიცოდი, რომ სომალიში ომია, მაგრამ დეტალურად რა ხდებოდა, არ ვიცოდი. ეს გიჟური გადაწყვეტილება მივიღე, ჩავედი და ყველაზე დიდი ხელფასი მე მქონდა. ვიყავი პირველი თეთრი ადამიანი, რომელიც ჩავიდა სომალიში მას შემდეგ, რაც იქ ამერიკელები დახოცეს.

- სომალიში თუ აღმოჩენილხართ სახიფათო მდგომარეობაში?

- საშიშროება ძალიან ბევრი იყო. მაშინ გიჟი ვიყავი, შიშის გრძნობაც არ მქონდა. იქ ყველანი არიან მეკობრეები. ძალიან სარისკო საქმეებს ვაკეთებდი, შუბლზე იარაღმიდებულმა სიკვდილს თვალებში ჩავხედე. მეკობრეებთან ვცხოვრობდი და იქ ვალაგებდი ჯანდაცვას. იმ პატარა ქალაქში ყველა ერთმანეთს კლავდა, დიდი ხოცვა დაიწყო. ვრეკავ, თვითმფრინავი მჭირდება და გამომიყავით - მეთქი. თვითმფრინავი ორ დღეში მოვაო. ორ დღეში ჩემს ძვლებსაც ვეღარ ნახავთ-მეთქი, წითელ ჯვარს ვეხვეწე, - არაო. ნარკობარონს ვესაუბრე, ეთიოპიიდან გემით ნარკოტიკი ჩამოჰქონდათ, იმანაც კარგი ბიჭი ხარ, მაგრამ შენ ვერ გადაგიყვან, ნარკოტიკს - კი, ბატონოო. ვფიქრობდი, გემით გადამეცურა, რომ იემენში გადავსულიყავი. დავიქირავე გემი და მერე მითხრეს, - არ ქნა, თორემ შუა ზღვაში გადაგაგდებენო. მანქანით რომ წავსულიყავი, გზა ყველგან დანაღმული იყო. იქ რაღაც ისეთი მოხდა, რასაც ვერ გეტყვით, მოკლედ, გადავრჩი.

- ალბათ სომალიში დიდხანს არ დარჩენილხართ...

- მე ვარ ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში მეტადონის პროგრამის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ამის შემდეგ ვიყავი გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთსა და სომხეთში, სომხეთში ისეთი ძლიერი რეფორმები გავაკეთე, სომხებს ახლაც ვახსოვარ. რუსეთში არ შემიშვეს. ამის შემდეგ ჯანმო - ში ვმუშაობდი, ჟენევაში, რამდენიმე წელი. ბევრი საინტერესო რამ გავაკეთე. მერე ბირმაში გამოჩნდა საინტერესო პოზიცია, იქ ვიყავი შიდსის და არალეგალური წამლების ექსპერტი...

ვმუშაობდი სომხეთში, მერე თბილისში, მერე ისევ დავბრუნდი ინდოეთში. ინდოეთში ვინც მუშაობს საჯარო სექტორში, ყველა გადის ჩემს მიერ შემუშავებულ კურსებს. რამდენიმე წელი ინდოეთის ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველი ვიყავი. ერთ-ერთ ჩემს ჩამოსვლაზე საქართველოში, ჩემმა მეგობარმა შემომთავაზა "ჩემი ოჯახის კლინიკაში“, ახლანდელ "ევექსში“ მრჩევლად მუშაობა და საბოლოო ჯამში აღმოვჩნდი "ალდაგში“. პარალელურად ვიყავი ინდოეთის მინისტრის მრჩეველი და თბილისშიც ჩამოვდიოდი თვეში ერთი-ორჯერ... გიორგი ფხაკაძეს ერაყში, მოსულის აღების დროს, არაერთი საველე ჰოსპიტალი აქვს გაკეთებული. მობილური ბრიგადებიც მომიმზადებია. ისლამისტები რომ ბომბავდნენ, მოსულთან ახლოს ვიყავი, მახსოვს, შევამოწმე ერთი სამედიცინო პოსტი, ცოტა ხანს უნდა გავჩერებულიყავი, მაგრამ რატომღაც ვიჩქარე და მეორე პოსტის შესამოწმებლად წავედი და წამოვედი თუ არა, ის პოსტი აფეთქდა და ყველა გარდაიცვალა... მე გადავრჩი.

- ამასობაში თბილისში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სახლი ააშენეთ, როგორი ისტორია აქვს თქვენს სახლს?

ამ სახლს მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, რომელიც პირობითად სამ - შუასაუკუნებრივ, საბჭოთა და თანამედროვე პერიოდებად შეგვიძლია დავყოთ. ისევე, როგორც ყველა ფეოდალური ქალაქი, თბილისიც გალავნით იყო შემოსაზღვრული. უცნაურია, რომ თბილისში ეს იყო ერთადერთი გალავნიანი სახლი, ე.წ. ციხე-სახლი, რომელიც, სავარაუდოდ, X საუკუნეში იყო აგებული. XIII საუკუნეში მონღოლების შემოსევისას ციხე-სახლი ნანგრევებად იქცა. XVI საუკუნის მიწურულს ეს შენობა სომეხი სოვდაგრის, მელიქ ბებუთოვის საკუთრება გახდა. XVIII საუკუნის დასაწყისში ერთ-ერთმა ბებუთოვმა სახლი თავის დას გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, იქაურობა დედათა მონასტრად გადააკეთა.

1795 წელს, კრწანისის ომის დროს, აღა-მაჰმად-ხანმა მთელი თბილისი გადაწვა და დაანგრია. საბედნიეროდ, სახლი გადარჩა და სხვადასხვა ისტორიული წყაროს მიხედვით ირკვევა, რომ შაჰი თბილისში ყოფნის დროს სწორედ ბებუთოვის რეზიდენციაში ცხოვრობდა. გადმოცემის მიხედვით, თბილისის აღდგენამდე აქ უცხოვრია და აქვე გარდაცვლილა საქართველოს უკანასკნელი მონარქი - გიორგი XII. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ეს ისტორიული შენობა, ოდესღაც მშვენიერი ციხე-სახლი მრავალბინიანი "კომუნალკა“ გახდა. 1998 წელს, სრულიად შემთხვევით, ამ შენობაში შევიძინე მცირე ფართი. 90-იანი წლების სიდუხჭირის გამო ძველ ქალაქში აღარავის უნდოდა ცხოვრება, მეზობლები სიხარულით ყიდდნენ თავიანთ ბინებს და მეც ეტაპობრივად შევიძინე 23 ოჯახის კუთვნილი საცხოვრებელი ფართი.

გავყიდე ჩემი ულამაზესი სამსართულიანი სახლი წერეთლის 17-ში, ქუთაისში და ამ ფულით შევძელი ბოლო მეზობლის ერთი ოთახის ყიდვაც თბილისში. მერე რემონტი წლების განმავლობაში ვაკეთე. რაც ფული მიშოვია, ყველაფერი ამ სახლის კედლებში ჩავდე. სახლი ნახევრად დანგრეული იყო, ამის აღდგენა მოხდა 20 წლის რთული მუშაობით. ახლა ეს სახლი ჩემთვის საქართველოში ულამაზესი და ყველაზე საინტერესო სახლია. ამ სახლის საძირკველი მე-18 საუკუნისაა. საფრანგეთში, ძველი, ნაპოლეონის დროინდელი სახლი მაქვს.

- როგორ გახდით გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი?

- ამასობაში პარალელურად, არაერთი დიდი ორგანიზაცია მთავაზობდა მრჩევლობას. ყველაზე საინტერესო იყო, როცა ნიუ-იორკიდან, გაეროს გენერალური სამდივნოდან დამირეკეს და მკითხეს - თქვენ ხართ გიორგი ფხაკაძე? - დიახ, მე ვარ - მეთქი. თქვენ გაეროს გენერალურმა მდივანმა დაგნიშნათ თავის მრჩევლადო. მეუბნება, - საბუთებს მიიღებთ, მოაწერეთ ხელი, პრესრელიზი უნდა დავდოთ ორ საათში და მართლაც ორ საათში დაიდო პრესრელიზი. ძალიან დავიღალე, 4 დიდი და მნიშვნელოვანი ბორდის წევრი ვარ, პლუს ლექციები. გადავწყვიტე, რომ არ მინდა ცხრიდან ექვსამდე სამსახური. საფრანგეთში სახლი ვიყიდე და 42 წლის ასაკში პენსიაში გავედი.

- თქვენს პირად ცხოვრებაზე რას გვეტყვით, დაოჯახებული ხართ?

- ნებისმიერ ურთიერთობას სჭირდება დრო. ცოლი არ მყოლია, მაგრამ ბევრი სასიყვარულო ურთიერთობა, ბევრი ცრემლი და კრახი კი იყო ჩემს ცხოვრებაში. ჩემს ყველა კლასელს ქუთაისში ოჯახი დაენგრა. მე ოფიციალურად მაინც არავინ მომიყვანია, ასე გაშორება უფრო იოლია, იმათი შემყურე არ მინდა ცოლი. ვფიქრობ, სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს და არ უნდა იცოდეს, ვინ წევს ჩემს ლოგინში. ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, დღეს როგორ ვარ და ხვალ რა იქნება, არავინ არ იცის. ლვოვში ერთი გოგო მომწონდა და დედა სულ მეუბნებოდა, - ცოლად ქართველი გოგო უნდა მოიყვანოო. ვნახოთ, იქნებ, ოდესმე მართლაც ქართველი ქალი მოვიყვანო ცოლად.

ავტორი: ხათუნა კორთხონჯია