პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ დღეების განმავლობაში ჩემზე უფრო ამაყი და ბედნიერი კაცი იშვიათია..." - ალეკო ელისაშვილი
"ამ დღეების განმავლობაში ჩემზე უფრო ამაყი და ბედნიერი კაცი იშვიათია..." - ალეკო ელისაშვილი

რომ ვთქვით, ჩა­წი­კწი­კე­ბუ­ლი კა­ნო­ნი უნდა მი­ვი­ღოთ - თქო, ყვე­ლა დაგ­ვცი­ნო­და - კონ­სენ­სუ­სით მი­ვი­ღებთ ქვეყ­ნის უკე­თე­სი მო­მავ­ლის გან­მსა­ზღვრელ ცვლი­ლე­ბებს, ძა­ლი­ან სა­ა­მა­ყო და სატ­რა­ბა­ხოა ჩემ­თვის, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან პარ­ტია "მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის" ლი­დერ­მა ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა სა­არ­ჩევ­ნო კო­დექსში ცვლი­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, კა­ნონპ­რო­ექ­ტით არ­ჩევ­ნე­ბის დღეს ყვე­ლა­ნა­ი­რი მა­ნი­პუ­ლა­ცია იქ­ნე­ბა მი­ნი­მუ­მამ­დე დაყ­ვა­ნი­ლი, თუმ­ცა, ისეთ პრობ­ლე­მებს, რო­გო­რიც არის მა­გა­ლი­თად მოს­ყიდ­ვა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში, ვერ აგ­ვა­რებს.

"ამ დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩემ­ზე უფრო ამა­ყი და ბედ­ნი­ე­რი კაცი იშ­ვი­ა­თია. მე და ლე­ვან იო­სე­ლი­ან­მა რომ გა­ვა­ფორ­მეთ მე­მო­რან­დუ­მი ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან და ვთქვით, რომ ჩა­წი­კწი­კე­ბუ­ლი კა­ნო­ნი უნდა მი­ვი­ღოთ, რომ­ლი­თაც ნორ­მა­ლუ­რი არ­ჩევ­ნე­ბი უნდა ჩა­ვა­ტა­როთ - თქო, ყვე­ლა დაგ­ვცი­ნო­და და გვე­უბ­ნე­ო­და ჩა­აგ­დე­ბენ, გა­და­გაგ­დე­ბე­ნო და დღეს მთე­ლი დღეა, ყვე­ლა­ზე მეტს ვინც დაგ­ვცი­ნო­და, ჩარ­თუ­ლია გან­ხილ­ვა­ში.

ეს არის ის­ტო­რი­უ­ლი დღე, როცა კონ­სენ­სუ­სით მი­ვი­ღებთ მე­ო­რე მოს­მე­ნით ქვეყ­ნის უკე­თე­სი მო­მავ­ლის­თვის გან­მსა­ზღვრელ ცვლი­ლე­ბებს, ეს რა თქმა უნდა ძა­ლი­ან სა­ა­მა­ყო და სატ­რა­ბა­ხოა ჩემ­თვის, ლე­ვან იო­სე­ლი­ა­ნის­თვის და ჩვე­ნი პარ­ტი­ის­თვის", - გა­ნა­ცხა­და ელი­საშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
63

არ იცის როგორ გააპრავოს პარლამენტში შევარდნა..)))

ვოოტ
25

ახლა შენს მიერ ინიცირებულ მეორე კანონპროექტზეც მოგვიყევი, რომელიც პოლიციის უფლებამოსილების ზრდას ითვალისწინებს და რის ვაი-ვაგლახით გაუქმებული კანონის აღდგენას ემსახურება , რომლის მიხედვითაც დარღვევის გარეშე მოძრავი მანქანების გაჩერების უფლება ექნებათ.... რაღაც არ მახსენდება, რომ მსგავსი ბოლშევიკური გადახრები დაგეანონსებინოს....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"ამ დღეების განმავლობაში ჩემზე უფრო ამაყი და ბედნიერი კაცი იშვიათია..." - ალეკო ელისაშვილი

"ამ დღეების განმავლობაში ჩემზე უფრო ამაყი და ბედნიერი კაცი იშვიათია..." - ალეკო ელისაშვილი

რომ ვთქვით, ჩაწიკწიკებული კანონი უნდა მივიღოთ - თქო, ყველა დაგვცინოდა - კონსენსუსით მივიღებთ ქვეყნის უკეთესი მომავლის განმსაზღვრელ ცვლილებებს, ძალიან საამაყო და სატრაბახოა ჩემთვის, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, კანონპროექტით არჩევნების დღეს ყველანაირი მანიპულაცია იქნება მინიმუმამდე დაყვანილი, თუმცა, ისეთ პრობლემებს, როგორიც არის მაგალითად მოსყიდვა წინასაარჩევნო პერიოდში, ვერ აგვარებს.

"ამ დღეების განმავლობაში ჩემზე უფრო ამაყი და ბედნიერი კაცი იშვიათია. მე და ლევან იოსელიანმა რომ გავაფორმეთ მემორანდუმი ქართულ ოცნებასთან და ვთქვით, რომ ჩაწიკწიკებული კანონი უნდა მივიღოთ, რომლითაც ნორმალური არჩევნები უნდა ჩავატაროთ - თქო, ყველა დაგვცინოდა და გვეუბნეოდა ჩააგდებენ, გადაგაგდებენო და დღეს მთელი დღეა, ყველაზე მეტს ვინც დაგვცინოდა, ჩართულია განხილვაში.

ეს არის ისტორიული დღე, როცა კონსენსუსით მივიღებთ მეორე მოსმენით ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის განმსაზღვრელ ცვლილებებს, ეს რა თქმა უნდა ძალიან საამაყო და სატრაბახოა ჩემთვის, ლევან იოსელიანისთვის და ჩვენი პარტიისთვის", - განაცხადა ელისაშვილმა.

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

"ბაქო და თბილისი დღეიდან დაძმობილებული ქალაქებია, აზერბაიჯანი ჩემთვის მეგობარი ქვეყანაა, აქ ბევრი მეგობარი მყავს" - კალაძისა და ალიევის შეხვედრის დეტალები

"საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევამ ფინანსური დახმარების გამოყოფაზე შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს" - ევროკომისია