კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მორწმუნეებს შეიძლება სჯეროდეთ, რომ გახარიას და სააკაშვილის ერთ სასტუმროში ყოფნა დამთხვევაა. გახარიას ბურჭულაძიზაციის პროცესი დაწყებულია და ბოლომდეც მივა" - კობახიძე
"მორწმუნეებს შეიძლება სჯეროდეთ, რომ გახარიას და სააკაშვილის ერთ სასტუმროში ყოფნა დამთხვევაა. გახარიას ბურჭულაძიზაციის პროცესი დაწყებულია და ბოლომდეც მივა" - კობახიძე

მორ­წმუ­ნე­ებს შე­უძ­ლი­ათ სჯე­რო­დეთ, რომ ის 2-3 დღე, რა­ზეც ჩვენ ვსა­უბ­რობ­დით დამ­თხვე­ვა იყო - მორ­წმუ­ნე­ებს შე­იძ­ლე­ბა სჯე­რო­დეთ, რომ მათი (გი­ორ­გი გა­ხა­რია და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი) ერთ სას­ტუმ­რო­ში ყოფ­ნაც დამ­თხვე­ვა იყო, - ეს გან­ცხა­დე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დერ­მა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­ა­კე­თა.

“ჩვენ შე­იძ­ლე­ბა სხვა რა­მის გვწამ­დეს. რე­ა­ლუ­რად ეჭ­ვე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად მძაფ­რდე­ბა, რომ არის პო­ლი­ტი­კუ­რი ალი­ან­სი ორ პო­ლი­ტი­კოსს შო­რის. ეს რა თქმა უნდა, ამ ე.წ. დამ­თხვე­ვამ კი­დევ უფრო გა­ამ­ძაფ­რა“, - აღ­ნიშ­ნა კო­ბა­ხი­ძემ.

კი­თხვა­ზე, რა­ტომ შე­იძ­ლე­ბა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა სურ­დეს, კო­ბა­ხი­ძემ გა­ნა­ხა­და, რომ შე­იძ­ლე­ბა იყოს მერ­კან­ტი­ლუ­რი მო­ტი­ვე­ბი, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა სხვა მი­ზე­ზე­ბიც არ­სე­ბობ­დეს.

“ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბი მო­დის. ის ორ­ნიშ­ნას­თან მი­ახ­ლო­ე­ბულ შე­დეგს ვერ აი­ღებს. ის პო­ლი­ტი­კა­ში შე­მო­დის იმის­თვის, რომ რამ­დე­ნი­მე საკ­რე­ბუ­ლო­ში ორი-სამი კაცი გა­იყ­ვა­ნოს?! ის შე­მო­დის იმა­ვე მიზ­ნით, რა მი­ზა­ნიც “ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ აქვს - ეს არის ის, რომ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ რა­მე­ნა­ი­რად 43%-ს და­ახ­ლო­ვოს. ინ­ტე­რე­სე­ბი ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად იკ­ვე­თე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

კო­ბა­ხი­ძე IPSOS-ის კვლე­ვა­საც გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რომ­ლის თა­ნახ­მად, გა­მო­კი­თხულ­თა 32% ხმას „ქარ­თულ ოც­ნე­ბას" მის­ცემ­და, 23% "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას", 8% კი გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას პარ­ტი­ას - „სა­ქარ­თვე­ლოს­თვის".

კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ამ კვლე­ვით IPSOS-ს სურს მაქ­სი­მა­ლუ­რად რეკ­ლა­მი­რე­ბა „ნაც­მოძ­რა­ო­ბის“ და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას პარ­ტი­ის იმი­ტომ, რომ „ის არის ალი­ან­სში ამ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას­თან, რაც ძა­ლი­ან კარ­გად გა­მო­იკ­ვე­თა იმ სა­ეჭ­ვო დამ­თხვე­ვით, რო­მე­ლიც ვი­ხი­ლეთ ვა­შინგტონ­ში“.

„გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ წინა არ­ჩევ­ნებ­ზე IPSOS-მა ყვე­ლას და ყვე­ლა­ფერს აა­ცი­ლა, ნდო­ბა ამ კომ­პა­ნი­ის მი­მართ არის მი­ნი­მა­ლუ­რი. რო­დე­საც პარ­ტი­უ­ლი ტე­ლე­ვი­ზია უკ­ვე­თავს კვლე­ვას, ის დებს იმ შე­დე­გებს, რო­მე­ლიც „აწყობს“, ეს იყო წინა არ­ჩევ­ნებ­ზე და იგი­ვე ხდე­ბა ამ არ­ჩევ­ნებ­ზეც. რა რა­ო­დე­ნო­ბის ხმებს აი­ღებს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“, ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ჩვენ გვაქვს რწმე­ნა, რომ 43%-ს კარ­გად გა­დავ­ცდე­ბით. იმ კვლე­ვა­ზე და­ფუძ­ნე­ბით, რომ­ლის მი­მარ­თაც არის ნუ­ლო­ვა­ნი ნდო­ბა, ვე­რა­ნა­ირ გან­ცხა­დე­ბას ვერ გა­ვა­კე­თებ, ეს კვლე­ვა არის ჰა­ე­რი­დან მო­ტა­ნი­ლი, არ­ცერ­თი ციფ­რის გან­ხილ­ვას აზრი არ აქვს, ეს მხო­ლოდ აჩ­ვე­ნებს რა სურს „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ და მათ ტე­ლე­ვი­ზი­ას. მათ სურთ მაქ­სი­მა­ლუ­რად რეკ­ლა­მი­რე­ბა „ნაც­მოძ­რა­ო­ბის“ და გა­ხა­რი­ა­სი იმი­ტომ, რომ ის არის ალი­ან­სში ამ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას­თან, რაც ძა­ლი­ან კარ­გად გა­მო­იკ­ვე­თა იმ სა­ეჭ­ვო დამ­თხვე­ვით, რო­მე­ლიც ვი­ხი­ლეთ ვა­შინგტონ­ში. ისი­ნი ახ­დე­ნენ გა­ხა­რი­ას რეკ­ლა­მი­რე­ბას, რომ რა­ღაც­ნა­ი­რად 1-2% წა­არ­თვას „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“. ამით გა­ი­შიფ­რა „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ გან­ზრახ­ვა. გა­ხა­რი­ას ბურ­ჭუ­ლა­ძი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი არის და­წყე­ბუ­ლი, მიმ­დი­ნა­რე­ობს და აუ­ცი­ლებ­ლად ბო­ლომ­დე იქ­ნე­ბა მიყ­ვა­ნი­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, კი­თხვა­ზე, რო­მელ პარ­ტი­ას მის­ცემ­დით ხმას, ხვალ რომ ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბი ტარ­დე­ბო­დეს? - IPSOS-ის კვლე­ვის თა­ნახ­მად, გა­მო­კი­თხულ­თა 32% ხმას "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" მის­ცემ­და, 23% "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას", 8% კი გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას პარ­ტი­ას - "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის".

კვლე­ვა ჩა­ტა­რე­ბუ­ლია "მთა­ვა­რი არ­ხის" დაკ­ვე­თით ორ­გა­ნი­ზა­ცია IPSOS-ის მიერ, გა­მო­კი­თხვა ჩა­ტარ­და მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით 7-დან 17 ივ­ნი­სის ჩათ­ვლით. სულ პი­რის­პირ გა­სა­უბ­რე­ბით გა­მო­კი­თხა 18 წელს ზე­მოთ ასა­კის ათა­სი რეს­პო­დენ­ტი, რომ­ლე­ბიც შემ­თხვე­ვი­თი პრინ­ცი­პით იქ­ნენ შერ­ჩე­ულ­ნი. მო­ნა­ცე­მე­ბის ცდო­მი­ლე­ბის ზღვა­რი +/- 3%-ია.

მკითხველის კომენტარები / 37 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვოოტ
10

ყველა სხვა სიკეთესთან ერთად ურწმუნოც ყოფილა....

გლახუნა
150

- ფაქტი- როგორც პუტინს და კრემლის გენერალიტეტს ეზიზღება მიშა - ნაც- ბი ,ისევე როგორც თავის დროზე ზვიადი და პატრიოტობა ...ისე გეზიზღებთ თქვენ - საქოცეთო ...ანუ ერთი ხართ კრემლი და თქვენ - მათი ადმინისტრაცია და ...

ისე ცნობისათვის- ნაც- ბის და მიშას დროს- საქართველო მთელ აღმოსავლეთ ევროპაში ერთ- ერთი ყ ვ ე ლ ა ზ ე წარმატებული და პროგრესზე ორიენტირებული-სახელმწიფო იყო- შეიქმნა ...- ეკო - კის საშუალოდ - 7- 8 %- ანი ზ რ დ ი თ , კორუფცია, კრიმინალის ძალიან დაბალი მაჩვენებლებით, სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდის მაჩვენებლებით, ინფრასტრუქტურული სამუშაოებით... და ეს - სწორად ამისათვის- 2008 წლის- რუსეთის მიერ ომის გამოცხადების- წარმოების და 2009 წლის მსოფლიო ფინანსური კრიზისის დროს...

და - 2012 წლიდან - საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში კი არა- რეგიონში გახადეთ ყველაზე მაჩანჩალა , ღატაკი, უსუსური , უპერსპექტივო ... მ ხ ო ლ.ო დ - რუსული ინტეტესებებისათვის ...მაგრამ მოგიწევთ - პ ა ს უ ხ ი ს გება ადრე თუ მოგვიანებით , ან რუსეთში გაქცევა- დამალვა ...

ავტორი:

"მორწმუნეებს შეიძლება სჯეროდეთ, რომ გახარიას და სააკაშვილის ერთ სასტუმროში ყოფნა დამთხვევაა. გახარიას ბურჭულაძიზაციის პროცესი დაწყებულია და ბოლომდეც მივა" - კობახიძე

"მორწმუნეებს შეიძლება სჯეროდეთ, რომ გახარიას და სააკაშვილის ერთ სასტუმროში ყოფნა დამთხვევაა. გახარიას ბურჭულაძიზაციის პროცესი დაწყებულია და ბოლომდეც მივა" - კობახიძე

მორწმუნეებს შეუძლიათ სჯეროდეთ, რომ ის 2-3 დღე, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით დამთხვევა იყო - მორწმუნეებს შეიძლება სჯეროდეთ, რომ მათი (გიორგი გახარია და მიხეილ სააკაშვილი) ერთ სასტუმროში ყოფნაც დამთხვევა იყო, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

“ჩვენ შეიძლება სხვა რამის გვწამდეს. რეალურად ეჭვები ყოველდღიურად მძაფრდება, რომ არის პოლიტიკური ალიანსი ორ პოლიტიკოსს შორის. ეს რა თქმა უნდა, ამ ე.წ. დამთხვევამ კიდევ უფრო გაამძაფრა“, - აღნიშნა კობახიძემ.

კითხვაზე, რატომ შეიძლება გიორგი გახარიას მიხეილ სააკაშვილთან თანამშრომლობა სურდეს, კობახიძემ განახადა, რომ შეიძლება იყოს მერკანტილური მოტივები, მაგრამ შეიძლება სხვა მიზეზებიც არსებობდეს.

“ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მოდის. ის ორნიშნასთან მიახლოებულ შედეგს ვერ აიღებს. ის პოლიტიკაში შემოდის იმისთვის, რომ რამდენიმე საკრებულოში ორი-სამი კაცი გაიყვანოს?! ის შემოდის იმავე მიზნით, რა მიზანიც “ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს - ეს არის ის, რომ “ქართული ოცნება“ რამენაირად 43%-ს დაახლოვოს. ინტერესები ძალიან მარტივად იკვეთება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძე IPSOS-ის კვლევასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმად, გამოკითხულთა 32% ხმას „ქართულ ოცნებას" მისცემდა, 23% "ნაციონალურ მოძრაობას", 8% კი გიორგი გახარიას პარტიას - „საქართველოსთვის".

კობახიძის განცხადებით, ამ კვლევით IPSOS-ს სურს მაქსიმალურად რეკლამირება „ნაცმოძრაობის“ და გიორგი გახარიას პარტიის იმიტომ, რომ „ის არის ალიანსში ამ პოლიტიკურ ძალასთან, რაც ძალიან კარგად გამოიკვეთა იმ საეჭვო დამთხვევით, რომელიც ვიხილეთ ვაშინგტონში“.

„გამომდინარე იქიდან, რომ წინა არჩევნებზე IPSOS-მა ყველას და ყველაფერს ააცილა, ნდობა ამ კომპანიის მიმართ არის მინიმალური. როდესაც პარტიული ტელევიზია უკვეთავს კვლევას, ის დებს იმ შედეგებს, რომელიც „აწყობს“, ეს იყო წინა არჩევნებზე და იგივე ხდება ამ არჩევნებზეც. რა რაოდენობის ხმებს აიღებს „ქართული ოცნება“, ეს საზოგადოებაზე არის დამოკიდებული, ჩვენ გვაქვს რწმენა, რომ 43%-ს კარგად გადავცდებით. იმ კვლევაზე დაფუძნებით, რომლის მიმართაც არის ნულოვანი ნდობა, ვერანაირ განცხადებას ვერ გავაკეთებ, ეს კვლევა არის ჰაერიდან მოტანილი, არცერთი ციფრის განხილვას აზრი არ აქვს, ეს მხოლოდ აჩვენებს რა სურს „ნაციონალურ მოძრაობას“ და მათ ტელევიზიას. მათ სურთ მაქსიმალურად რეკლამირება „ნაცმოძრაობის“ და გახარიასი იმიტომ, რომ ის არის ალიანსში ამ პოლიტიკურ ძალასთან, რაც ძალიან კარგად გამოიკვეთა იმ საეჭვო დამთხვევით, რომელიც ვიხილეთ ვაშინგტონში. ისინი ახდენენ გახარიას რეკლამირებას, რომ რაღაცნაირად 1-2% წაართვას „ქართულ ოცნებას“. ამით გაიშიფრა „ნაციონალური მოძრაობის“ განზრახვა. გახარიას ბურჭულაძიზაციის პროცესი არის დაწყებული, მიმდინარეობს და აუცილებლად ბოლომდე იქნება მიყვანილი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, კითხვაზე, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, ხვალ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს? - IPSOS-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 32% ხმას "ქართულ ოცნებას" მისცემდა, 23% "ნაციონალურ მოძრაობას", 8% კი გიორგი გახარიას პარტიას - "საქართველოსთვის".

კვლევა ჩატარებულია "მთავარი არხის" დაკვეთით ორგანიზაცია IPSOS-ის მიერ, გამოკითხვა ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით 7-დან 17 ივნისის ჩათვლით. სულ პირისპირ გასაუბრებით გამოკითხა 18 წელს ზემოთ ასაკის ათასი რესპოდენტი, რომლებიც შემთხვევითი პრინციპით იქნენ შერჩეულნი. მონაცემების ცდომილების ზღვარი +/- 3%-ია.