კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა
მსოფლიო

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნებისმიერი პროვოკაცია კანონის ფარგლებში აღიკვეთება..." - რა განცხადებას ავრცელებს ცხინვალის "კგბ" გახელაძის ოჯახთან დაკავშირებით
"ნებისმიერი პროვოკაცია კანონის ფარგლებში აღიკვეთება..." - რა განცხადებას ავრცელებს ცხინვალის "კგბ" გახელაძის ოჯახთან დაკავშირებით

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტე­ტი აცხა­დებს, რომ ე.წ. „რეს­პუბ­ლი­კის“ „სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვარ­ზე“ ნე­ბის­მი­ე­რი პრო­ვო­კა­ცია კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში აღიკ­ვე­თე­ბა, - ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ა­გენ­ტო „RES”-ი ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტეტ­ში აცხა­დე­ბენ, რომ ინ­ცი­დენ­ტე­ბის პრე­ვენ­ცი­ი­სა და მათ­ზე რე­ა­გი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მის 15 ივ­ნი­სის შეხ­ვედ­რის ფარ­გლებ­ში მხა­რე­ებ­მა, სხვა სა­კი­თხებ­თან ერ­თად, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის, ზაზა გა­ხე­ლა­ძის ბე­დიც გა­ნი­ხი­ლეს, რო­მე­ლიც სას­ჯელს „სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის უკა­ნო­ნო გა­დაკ­ვე­თი­სა და რეს­პუბ­ლი­კის სა­სა­ზღვრო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბის­თვის“ იხ­დის.

„სა­ქარ­თვე­ლო­ში ოპო­ზი­ცი­უ­რი ძა­ლე­ბი ცდი­ლო­ბენ მო­ლა­პა­რა­კე­ბის პრო­ცე­სის ჩაშ­ლას”, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ე.წ. კო­მი­ტე­ტის ცნო­ბით, 17 ივ­ნისს, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოძ­რა­ო­ბის - "ძალა ერ­თო­ბა­შია"- ლი­დერ­მა და­ვით ქა­ცა­რა­ვამ Facebook- ის სა­კუ­თარ გვერ­დზე 2021 წლის 23 ივ­ნისს და­გეგ­მი­ლი „მო­რი­გი პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვის“ შე­სა­ხებ და­ა­ნონ­სა, რომ­ლის მი­ზა­ნია, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მსჯავ­რდე­ბუ­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მიზ­ნით მეტი ქმე­დე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­კენ მო­უ­წო­დოს.

„დ. ქა­ცა­რა­ვის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, ზ.გა­ხე­ლა­ძის ოჯა­ხი, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მხარ­და­ჭე­რით, ორ­გა­ნი­ზე­ბას უწევს საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას სამ­ხრეთ ოსე­თის რეს­პუბ­ლი­კის სა­ზღვრის უშუ­ა­ლო სი­ახ­ლო­ვეს, რის შემ­დე­გაც მო­ნა­წი­ლე­ე­ბი აპი­რე­ბენ ცენ­ტრა­ლუ­რი მა­გის­ტრა­ლის გა­და­კეტ­ვას. "ძალა ერ­თო­ბა­ში­ას" საქ­მი­ა­ნო­ბის ხა­სი­ა­თი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, ად­გი­ლი ჰქონ­დეს მცდე­ლო­ბას, რომ მო­ნა­წი­ლე­ე­ბი სამ­ხრეთ ოსე­თი-სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრის უკა­ნო­ნოდ გა­დაკ­ვე­თა­ში და­არ­წმუ­ნონ,“- აცხა­დე­ბენ კო­მი­ტეტ­ში.

მათი გან­მარ­ტე­ბით, ასე­თი პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, ვინც არ უნდა იყოს მისი ინი­ცი­ა­ტო­რი, მნიშ­ვნე­ლო­ვან ზი­ანს აყე­ნებს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის პრო­ცესს.

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ცხინ­ვა­ლის კგბ-ში ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ „სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვარ­ზე“ დამ­ყა­რე­ბუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი და სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­ჟი­მე­ბის დარ­ღვე­ვის ნე­ბის­მი­ე­რი მცდე­ლო­ბა აღიკ­ვე­თე­ბა მოქ­მე­დი „კა­ნონ­მდებ­ლო­ბის“ ფარ­გლებ­ში. უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტე­ტი ასე­ვე მო­უ­წო­დებს სა­ქარ­თვე­ლოს კომ­პე­ტენ­ტურ ორ­გა­ნო­ებ­სა და მო­ქა­ლა­ქე­ებს, აღ­კვე­თონ მსგავ­სი ქმე­დე­ბე­ბი.

"ნე­ბის­მი­ე­რი პირი, რო­მელ­მაც და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნა სამ­ხრეთ ოსე­თის რეს­პუბ­ლი­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა სას­ჯელს ან სხვა ზო­მებს, რომ­ლებ­საც რეს­პუბ­ლი­კის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი და სის­ხლის სა­მარ­თლის კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებს. პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­სა და სას­ჯე­ლის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბა, თუ არ­სე­ბობს სა­ფუძ­ვე­ლი და კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბი, მაგ­რამ არა პო­ლი­ტი­კუ­რი შან­ტა­ჟის შე­დე­გად ”, - აცხა­დე­ბენ კგბ-ში

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
emigranti
29

მასეთი ხალხის ცოდვა ვვინც ოკუპირებულმა მხარეებმა შეიწირენ იმატ კისერზე იქნება ვინც ხელი შეუწყო მაგენის დაკარგვას და აგერ ოსეთიც რესპუბლიკა ყოფილა. ბრაო საქართველოს ხელისუფლებებს ეს არ ეხება მარრტო ეხლანდელს.

მარი
36

კი მაგრამ სომხები რომ გაათავისუფლებინეს ღარიბაშვილს, ახლა სომხები მოგვეხმარონ, ხომ კარგად არიან ოსების ე.წ. ხელისუფლებასთან.

ავტორი:

"ნებისმიერი პროვოკაცია კანონის ფარგლებში აღიკვეთება..." - რა განცხადებას ავრცელებს ცხინვალის "კგბ" გახელაძის ოჯახთან დაკავშირებით

"ნებისმიერი პროვოკაცია კანონის ფარგლებში აღიკვეთება..." - რა განცხადებას ავრცელებს ცხინვალის "კგბ" გახელაძის ოჯახთან დაკავშირებით

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის უშიშროების კომიტეტი აცხადებს, რომ ე.წ. „რესპუბლიკის“ „სახელმწიფო საზღვარზე“ ნებისმიერი პროვოკაცია კანონის ფარგლებში აღიკვეთება, - ინფორმაციას სააგენტო „RES”-ი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უშიშროების კომიტეტში აცხადებენ, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 15 ივნისის შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის ბედიც განიხილეს, რომელიც სასჯელს „სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და რესპუბლიკის სასაზღვრო ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ იარაღის გამოყენებისთვის“ იხდის.

„საქართველოში ოპოზიციური ძალები ცდილობენ მოლაპარაკების პროცესის ჩაშლას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ე.წ. კომიტეტის ცნობით, 17 ივნისს, საზოგადოებრივი მოძრაობის - "ძალა ერთობაშია"- ლიდერმა დავით ქაცარავამ Facebook- ის საკუთარ გვერდზე 2021 წლის 23 ივნისს დაგეგმილი „მორიგი პროვოკაციული ინიციატივის“ შესახებ დაანონსა, რომლის მიზანია, საქართველოს ხელისუფლებას მსჯავრდებულის გათავისუფლების მიზნით მეტი ქმედებების განხორციელებისკენ მოუწოდოს.

„დ. ქაცარავის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ზ.გახელაძის ოჯახი, არასამთავრობო ორგანიზაციის მხარდაჭერით, ორგანიზებას უწევს საპროტესტო აქციას სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საზღვრის უშუალო სიახლოვეს, რის შემდეგაც მონაწილეები აპირებენ ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვას. "ძალა ერთობაშიას" საქმიანობის ხასიათიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, ადგილი ჰქონდეს მცდელობას, რომ მონაწილეები სამხრეთ ოსეთი-საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დაარწმუნონ,“- აცხადებენ კომიტეტში.

მათი განმარტებით, ასეთი პროვოკაციული ინიციატივების განხორციელება, ვინც არ უნდა იყოს მისი ინიციატორი, მნიშვნელოვან ზიანს აყენებს მოლაპარაკებების პროცესს.

ოკუპირებული ცხინვალის კგბ-ში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ „სახელმწიფო საზღვარზე“ დამყარებული ადმინისტრაციული და სამართლებრივი რეჟიმების დარღვევის ნებისმიერი მცდელობა აღიკვეთება მოქმედი „კანონმდებლობის“ ფარგლებში. უშიშროების კომიტეტი ასევე მოუწოდებს საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებსა და მოქალაქეებს, აღკვეთონ მსგავსი ქმედებები.

"ნებისმიერი პირი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ექვემდებარება სასჯელს ან სხვა ზომებს, რომლებსაც რესპუბლიკის ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის კანონმდებლობა ითვალისწინებს. პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლება ხორციელდება, თუ არსებობს საფუძველი და კანონით გათვალისწინებული პირობები, მაგრამ არა პოლიტიკური შანტაჟის შედეგად ”, - აცხადებენ კგბ-ში

"დახმარების სანაცვლოდ რუს ექიმებს "სახელმწიფო აგარაკებს" აძლევენ" - უმძიმესი ეპიდვითარება აფხაზეთში, ჩავარდნილი ტურისტული სეზონი და პუტინის იმედად მყოფი ბჟანია

ანატოლი ბიბილოვმა ზაზა გახელაძე შეიწყალა

"სურათი ისე სწრაფად მძიმდება, რომ თბილისში წაყვანილ იმ ერთ პატარას, შესაძლოა, ბავშვების არმია მიჰყვეს" - რთული ეპიდვითარება აფხაზეთში და ადგილობრივების კომენტარები