პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უკიდურესად იმედგაცრუებულები ვართ, რომ იუსტიციის საბჭომ პარლამენტს მოსამართლეთა კანდიდატები წარუდგინა" -კელი დეგნანი
"უკიდურესად იმედგაცრუებულები ვართ, რომ იუსტიციის საბჭომ პარლამენტს მოსამართლეთა კანდიდატები წარუდგინა" -კელი დეგნანი

უკი­დუ­რე­სად იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლე­ბი ვართ იმით, რომ იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლეს­მა საბ­ჭომ პარ­ლა­მენტს მო­სა­მარ­თლე­თა კან­დი­და­ტე­ბი წა­რუდ­გი­ნა, რაც ცალ­სა­ხად არ არის 19 აპ­რი­ლის შე­თან­ხმე­ბის სუ­ლის­კვე­თე­ბა­ში,- ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლო­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ელჩმა კელი დეგ­ნან­მა იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს მიერ პარ­ლა­მენ­ტის­თვის უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­ო­ბის 9 კან­დი­და­ტის წარ­დგე­ნის შე­ფა­სე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

კელი დეგ­ნა­ნის შე­ფა­სე­ბით, ახლა გა­მოჩ­ნდე­ბა, პარ­ლა­მენ­ტი, მმარ­თვე­ლი ძალა და ოპო­ზი­ცია რე­ა­ლუ­რად ერ­თგულ­ნი არი­ან თუ არა იმ ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბის, რო­მელ­ზეც ისი­ნი 19 აპ­რილს შე­თან­ხმდნენ. ელ­ჩის გან­მარ­ტე­ბით, 19 აპ­რი­ლის შე­თან­ხმე­ბა, რო­გორც წე­რი­ლო­ბით, ასე­ვე სუ­ლის­კვე­თე­ბით გუ­ლის­ხმობ­და, არ­სე­ბი­თი სა­სა­მარ­თლო რე­ფორ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას და რე­ფორ­მის გა­ტა­რე­ბამ­დე მო­სა­მარ­თლე­ე­ბის წარ­დგე­ნი­სა და და­ნიშ­ვნის პრო­ცე­სის შე­ჩე­რე­ბას. რო­გორც ელჩმა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნა, თუ მო­სა­მარ­თლე­თა და­ნიშ­ვნის პრო­ცე­სი გაგ­რძელ­დე­ბა, ეს წარ­მო­შობს კი­თხვებს 19 აპ­რი­ლის შე­თან­ხმე­ბით აღე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

"მა­შინ, რო­დე­საც სა­სა­მარ­თლო არის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცალ­კე შტო, რთუ­ლი გა­სა­გე­ბია, რა­ტომ შე­იძ­ლე­ბა არ სურ­დეთ მათ ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, რომ გა­უმ­ჯო­ბეს­დეს და გაძ­ლი­ერ­დეს სა­ქარ­თვე­ლოს სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა. ჩვენ სა­ქარ­თვე­ლოს­თან ერ­თად ვმუ­შა­ობ­დით სა­სა­მარ­თლო რე­ფორ­მებ­ზე 25 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ეს პრო­ცე­სია და ჯერ კი­დევ ბევ­რია გა­სა­კე­თე­ბე­ლი. ეს იყო არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რათა წარ­მარ­თუ­ლი­ყო ინ­კლუ­ზი­უ­რი, გამჭვირ­ვა­ლე პრო­ცე­სი. გან­ცხა­დე­ბე­ბი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ მო­სა­მარ­თლე­თა და­ნიშ­ვნა უნდა გაგ­რძელ­დეს, რად­გან სხვა შემ­თხვე­ვა­ში, ეს სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის კო­ლაფსს გა­მო­იწ­ვევს, და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლია. სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტე­ბის უკა­ნას­კნე­ლი შე­ფა­სე­ბით, სა­ხე­ზეა საკ­მა­რი­სი მო­სა­მარ­თლე იმის­თვის, რომ სა­მუ­შა­ოს გა­უმკლავ­დეს. ცალ­სა­ხად არის საკ­მა­რი­სი მო­სა­მარ­თლე სა­ხე­ზე იმის­თვის, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დეს ახა­ლი მო­სა­მარ­თლე­ე­ბის და­ნიშ­ვნის პრო­ცე­სის შე­ჩე­რე­ბა, რაც შე­საძ­ლე­ბელს გახ­დის ინ­კლუ­ზი­ურ, გამჭვირ­ვა­ლე, არ­სე­ბით გან­ხილ­ვას იმა­ზე თუ რა სა­ხის სა­სა­მარ­თლო რე­ფორ­მა არის სა­ჭი­რო.

ეს ის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, რო­მელ­ზეც მხა­რე­ე­ბი შე­თან­ხმდნენ, მათ შო­რის, მმარ­თვე­ლი პარ­ტია, 19 აპ­რი­ლის შე­თან­ხმე­ბის ფარ­გლებ­ში, რო­გორც წე­რი­ლო­ბით, ასე­ვე სუ­ლის­კვე­თე­ბით, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას. ეს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და მხა­რე­ებს შო­რის და სა­ბო­ლო­ოდ, ისი­ნი შე­თან­ხმდნენ პუნ­ქტებ­ზე, რო­მე­ლიც 19 აპ­რი­ლის შე­თან­ხმე­ბის დო­კუ­მენ­ტშია წარ­მოდ­გე­ნი­ლი, მათ შო­რის, სა­სა­მარ­თლო რე­ფორ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით. თუმ­ცა, მო­სა­მარ­თლე­თა და­ნიშ­ვნის პრო­ცე­სის გაგ­რძე­ლე­ბა იქამ­დე, სა­ნამ ამ სა­კი­თხზე დის­კუ­სია შედ­გე­ბა, იქამ­დე, სა­ნამ რე­ფორ­მე­ბის პა­კე­ტი არ შე­მუ­შავ­დე­ბა, პარ­ლა­მენ­ტის მიერ სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით, ეს ძირს გა­მო­უ­თხრის 19 აპ­რი­ლის შე­თან­ხმე­ბის რო­გორც წე­რი­ლო­ბით ასე­ვე სუ­ლის­კვე­თე­ბით ნა­წილს. უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ეს იქ­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბის ხე­ლი­დან გაშ­ვე­ბა, რომ მოხ­დეს სა­ქარ­თვე­ლოს სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის მნიშ­ვნე­ლო­ვან­წი­ლად გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა.

იმე­დი მაქვს, რომ პარ­ლა­მენ­ტი აი­ღებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლად, გა­ა­კე­თებს იმას, რის­თვი­საც ის მო­წო­დე­ბუ­ლია და შე­ა­ჩე­რებს მო­სა­მარ­თლე­ე­ბის და­ნიშ­ვნის პრო­ცესს,“- გა­ნა­ცხა­და კელი დეგ­ნან­მა.

მკითხველის კომენტარები / 68 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
32

კობახიძეც ისეთივე კომპარტიული პროდუქტია, როგორც სააკაშვილი ! ეს ბორის ჯონსონს მაინც გავს ვარცხნილობით, ეგ არი, ქერა არ არი, და ის ვის გავს , კაცო, ვის , ნათლიას მაინც დამგვანებოდა , ღიმილიანი იყო, ეს სულ განსრისხებული გრიმასით და ფიზიონომიით რომ დაიარება აღმადაღმა !?

????
70

ესენი თითის ქნევას როდის შეეშვებიან?!...მასე გვიქნევდა რუსეთიც და კი გავეყარეთ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"უკიდურესად იმედგაცრუებულები ვართ, რომ იუსტიციის საბჭომ პარლამენტს მოსამართლეთა კანდიდატები წარუდგინა" -კელი დეგნანი

"უკიდურესად იმედგაცრუებულები ვართ, რომ იუსტიციის საბჭომ პარლამენტს მოსამართლეთა კანდიდატები წარუდგინა" -კელი დეგნანი

უკიდურესად იმედგაცრუებულები ვართ იმით, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს მოსამართლეთა კანდიდატები წარუდგინა, რაც ცალსახად არ არის 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებაში,- ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატის წარდგენის შეფასებისას განაცხადა.

კელი დეგნანის შეფასებით, ახლა გამოჩნდება, პარლამენტი, მმართველი ძალა და ოპოზიცია რეალურად ერთგულნი არიან თუ არა იმ ვალდებულებების შესრულების, რომელზეც ისინი 19 აპრილს შეთანხმდნენ. ელჩის განმარტებით, 19 აპრილის შეთანხმება, როგორც წერილობით, ასევე სულისკვეთებით გულისხმობდა, არსებითი სასამართლო რეფორმის განხორციელებას და რეფორმის გატარებამდე მოსამართლეების წარდგენისა და დანიშვნის პროცესის შეჩერებას. როგორც ელჩმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, თუ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი გაგრძელდება, ეს წარმოშობს კითხვებს 19 აპრილის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით.

"მაშინ, როდესაც სასამართლო არის ხელისუფლების ცალკე შტო, რთული გასაგებია, რატომ შეიძლება არ სურდეთ მათ ამ შესაძლებლობის გამოყენება, რომ გაუმჯობესდეს და გაძლიერდეს საქართველოს სასამართლო სისტემა. ჩვენ საქართველოსთან ერთად ვმუშაობდით სასამართლო რეფორმებზე 25 წლის განმავლობაში, ეს პროცესია და ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ეს იყო არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, რათა წარმართულიყო ინკლუზიური, გამჭვირვალე პროცესი. განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ მოსამართლეთა დანიშვნა უნდა გაგრძელდეს, რადგან სხვა შემთხვევაში, ეს სასამართლო სისტემის კოლაფსს გამოიწვევს, დაუსაბუთებელია. საერთაშორისო ექსპერტების უკანასკნელი შეფასებით, სახეზეა საკმარისი მოსამართლე იმისთვის, რომ სამუშაოს გაუმკლავდეს. ცალსახად არის საკმარისი მოსამართლე სახეზე იმისთვის, რომ შესაძლებელი გახდეს ახალი მოსამართლეების დანიშვნის პროცესის შეჩერება, რაც შესაძლებელს გახდის ინკლუზიურ, გამჭვირვალე, არსებით განხილვას იმაზე თუ რა სახის სასამართლო რეფორმა არის საჭირო.

ეს ის პასუხისმგებლობაა, რომელზეც მხარეები შეთანხმდნენ, მათ შორის, მმართველი პარტია, 19 აპრილის შეთანხმების ფარგლებში, როგორც წერილობით, ასევე სულისკვეთებით, მოლაპარაკებების მიმდინარეობისას. ეს მოლაპარაკებები 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა მხარეებს შორის და საბოლოოდ, ისინი შეთანხმდნენ პუნქტებზე, რომელიც 19 აპრილის შეთანხმების დოკუმენტშია წარმოდგენილი, მათ შორის, სასამართლო რეფორმის მიმართულებით. თუმცა, მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის გაგრძელება იქამდე, სანამ ამ საკითხზე დისკუსია შედგება, იქამდე, სანამ რეფორმების პაკეტი არ შემუშავდება, პარლამენტის მიერ სამოქალაქო საზოგადოებისა და ორგანიზაციების ჩართულობით, ეს ძირს გამოუთხრის 19 აპრილის შეთანხმების როგორც წერილობით ასევე სულისკვეთებით ნაწილს. უფრო მნიშვნელოვანია, რომ ეს იქნება შესაძლებლობის ხელიდან გაშვება, რომ მოხდეს საქართველოს სასამართლო სისტემის მნიშვნელოვანწილად გაუმჯობესება.

იმედი მაქვს, რომ პარლამენტი აიღებს პასუხისმგებლობას ძალიან სერიოზულად, გააკეთებს იმას, რისთვისაც ის მოწოდებულია და შეაჩერებს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს,“- განაცხადა კელი დეგნანმა.

"ყველა რეჟიმი, რომელიც თავისუფალ სიტყვას და ადამიანის უფლებებს უპირისპირდება, განწირულია ისტორიის სანაგვეზე გასასტურმებლად" - დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე

"ქართული ოცნების" ოფისთან დაპირისპირებისას 12 პირია დაკავებული - შსს

"ოცნების" ოფისთან დაპირისპირებაა - პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე ტერიტორიიდან გაიყვანა (LIVE)