სპორტი
სამხედრო
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბილ კლინტონიდან ჯო ბაიდენამდე - ვლადიმერ პუტინის ურთიერთობის საგა აშშ-ის პრეზიდენტებთან: ფოტოები და მნიშვნელოვანი დეტალები
ბილ კლინტონიდან ჯო ბაიდენამდე - ვლადიმერ პუტინის ურთიერთობის საგა აშშ-ის პრეზიდენტებთან: ფოტოები და მნიშვნელოვანი დეტალები

ჯო ბა­ი­დე­ნი აშშ-ის მე­ხუ­თე პრე­ზი­დენ­ტია, რო­მელ­თა­ნაც რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტმა, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა შეხ­ვედ­რა გა­მარ­თა. აშშ-ისა და რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბის "ტკბილ-მწა­რე" მო­მენ­ტებს მე­დია ინა­ხავს. ბილ კლინ­ტო­ნი­დან ჯო ბა­ი­დე­ნამ­დე - თვა­ლი გა­და­ვავ­ლოთ პუ­ტი­ნი­სა და ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტე­ბის შეხ­ვედ­რე­ბის სა­გას:

  • ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი და ბილ კლინ­ტო­ნი

1999 წელს ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის რან­გში შეხ­ვდა აშშ-ის პრე­ზი­დენტს, ბილ კლინ­ტონს. შეხ­ვედ­რა ნო­ემ­ბერ­ში, ნორ­ვე­გი­ა­ში, ოს­ლო­ში შედ­გა. ლი­დე­რებ­მა ისა­უბ­რეს ჩეჩ­ნეთ­ში რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის ყოფ­ნის შე­სა­ხებ. კლინ­ტონ­მა შეხ­ვედ­რის შემ­დეგ თქვა, რომ პუ­ტინს გარ­კვე­ულ სა­კი­თხებ­ზე "გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი რე­აქ­ცია“ ჰქონ­და.

2000 წლის 22 ივ­ლი­სი, ია­პო­ნია, დიდი რვი­ა­ნის სა­მი­ტის და­წყე­ბამ­დე
2000 წელი და კი­დევ ერთი ფოტო ია­პო­ნი­ი­დან

აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ რამ­დენ­ჯერ­მე შეხ­ვდნენ ლი­დე­რე­ბი ერ­თმა­ნეთს, თუმ­ცა აღ­სა­ნიშ­ნა­ვია შეხ­ვედ­რა, რო­მე­ლიც 2000 წელს მოს­კოვ­ში გა­ი­მარ­თა.

ამ დროს პუ­ტი­ნი უკვე რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტია, ხოლო კლინ­ტო­ნის­თვის პრე­ზი­დენ­ტო­ბის ბოლო წელი. შეხ­ვედ­რა მოს­კოვ­ში შედ­გა. სა­უბ­რის ძი­რი­თა­დი თემა ეროვ­ნუ­ლი რა­კეტ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო თავ­დაც­ვის სის­ტე­მის სა­კი­თხი იყო. ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო ერ­თობ­ლივ­მა პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ამ, სა­დაც კლინ­ტო­ნი და პუ­ტი­ნი ერ­თმა­ნეთს არც კი უყუ­რებ­დნენ.

  • ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი და ჯორჯ ბუში

2001 წელს, მას შემ­დეგ, რაც ჯორჯ ბუში პრე­ზი­დენ­ტი გახ­და, ივ­ნის­ში, სლო­ვე­ნი­ის სა­მიტ­ზე ვლა­დი­მერ პუ­ტინს შეხ­ვდა. სწო­რედ ამ შეხ­ვედ­რამ­დე თქვა ჯორჯ ბუშ­მა, რომ მას შე­ეძ­ლო პუ­ტი­ნის­თვის "თვა­ლებ­ში ჩა­ე­ხე­და და მისი სული შე­ეც­ნო."

"ეს არის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ერ­თგუ­ლია თა­ვი­სი ქვეყ­ნის და მოქ­მე­დებს თა­ვი­სი ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. მე ვა­ფა­სებ გულ­წრფელ დი­ა­ლოგს და ეს არის ძა­ლი­ან კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის და­სა­წყი­სი“, - აღ­ნიშ­ნა ჯორჯ ბუშ­მა პუ­ტინ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ.

2001 წლის მი­წუ­რულს ბუშ­მა პუ­ტინს კრო­უ­ფორდში, ტე­ხას­ში უმას­პინ­ძლა. ლი­დე­რე­ბი ტე­ხა­სის სკო­ლის სტუ­დენ­ტებს შეხ­ვდნენ. სამდღი­ა­ნი სა­მი­ტის შემ­დეგ კი შე­თან­ხმდნენ, რომ შე­ემ­ცი­რე­ბი­ნათ აშშ-ისა და რუ­სე­თის ბირ­თვუ­ლი მა­რა­გი.

რუ­სე­თი­სა და შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენ­ტე­ბი კი­დევ რამ­დენ­ჯერ­მე შეხ­ვდნენ ერ­თმა­ნეთს სხვა­დას­ხვა ფორ­მატ­ში.

  • ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი და ბა­რაკ ობა­მა

ბა­რაკ ობა­მა აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის რან­გში არა­ერ­თხელ შეხ­ვედ­რია ვლა­დი­მერ პუ­ტინს. მათი ურ­თი­ერ­თო­ბა ყო­ველ­თვის გა­მო­ირ­ჩე­ო­და და­ძა­ბუ­ლო­ბით. 2009 წლის 7 ივ­ლისს პუ­ტინ­მა ობა­მას მოს­კოვ­ში უმას­პინ­ძლა.

მა­შინ მე­დია წერ­და რომ ობა­მა შეხ­ვედ­რი­სას იყო თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი და ოპ­ტი­მის­ტუ­რად უყუ­რებ­და პუ­ტინ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­კითხს.

"ვფიქ­რობ, რომ არ­სე­ბობს შე­სა­ნიშ­ნა­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბა იმის­თვის, რომ ამე­რი­კი­სა და რუ­სეთს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი უფრო მყა­რი გახ­დეს“, - გა­ნა­ცხა­და ობა­მამ რუს კო­ლე­გას­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ.

პუ­ტი­ნი­სა და ობა­მას მო­რი­გი შეხ­ვედ­რა 2013 წელს, ჩრდი­ლო­ეთ ირ­ლან­დი­ა­ში დიდი რვი­ა­ნის სა­მი­ტის ფარ­გლებ­ში შედ­გა.. ეს უკვე ის პე­რი­ო­დია, რო­დე­საც ობა­მა მე­ო­რე ვა­დით აირ­ჩი­ეს პრე­ზი­დენ­ტად. მხა­რე­ებ­მა ისა­უბ­რეს სი­რი­ის კონ­ფლიქტზე.

მას შემ­დეგ იყო რამ­დე­ნი­მე შეხ­ვედ­რა. 2015 წელს ლი­დე­რე­ბი გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში შეხ­ვდნენ ერ­თმა­ნეთს. ისა­უბ­რეს სი­რი­ი­სა და უკ­რა­ი­ნის შე­სა­ხებ, თუმ­ცა ვერ­ცერ­თი კონ­ფლიქ­ტის შე­სა­ხებ ვერ მი­აღ­წი­ეს შე­თან­ხმე­ბას.

2016 წელს პუ­ტი­ნი­სა და ობა­მას ბოლო ოფი­ცი­ა­ლუ­რი შეხ­ვედ­რა დიდი 20-ის სა­მიტ­ზე, პე­კინ­ში გა­ი­მარ­თა, თუმ­ცა არც ეს შეხ­ვედ­რა ყო­ფი­ლა ნა­ყო­ფი­ე­რი.

  • ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი და დო­ნალდ ტრამ­პი

დო­ნალდ ტრამპს ამე­რი­კუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტა ხში­რად სდებ­და ბრალს ქვე­ყა­ნა­ში რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სე­ბის გა­ტა­რე­ბა­ში. ტრამ­პის ურ­თი­ერ­თო­ბა პუ­ტინ­თან რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იყო ამე­რი­კის სხვა პრე­ზი­დენ­ტე­ბი­სა და პუ­ტი­ნის ურ­თი­ერ­თო­ბის­გან. ტრამ­პი ღიად გა­მო­ხა­ტავ­და ხოლ­მე აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას პუ­ტი­ნის მი­მართ.

მათი პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა პრე­ზი­დენ­ტე­ბის რან­გში დიდი 20-ის ფარ­გლებ­ში 2017 წელს, ჰამ­ბურ­გში, გერ­მა­ნი­ა­ში გა­ი­მარ­თა. შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ტრამპმა თქვა, რომ სა­უ­ბარ­მა ძა­ლი­ან კარ­გად ჩა­ი­ა­რა.

კი­დევ ერთი შეხ­ვედ­რა 2018 წელს, 16 ივ­ნისს ჰელ­სინკში გა­ი­მარ­თა. ტრამპმა და­უ­ფა­რა­ვად გა­მო­ხა­ტა აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის მი­მართ, რა­მაც ამა­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პო­ლი­ტი­კურ ელი­ტა­ში აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია.

  • და ბო­ლოს, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი და ჯო ბა­ი­დე­ნი

ბა­ი­დე­ნი­სა და პუ­ტი­ნის შეხ­ვედ­რა, შვე­ი­ცა­რი­ა­ში, ჟე­ნე­ვა­ში გა­ი­მარ­თა. ლი­დე­რე­ბი და­ხუ­რულ კარს მიღ­მა ორ სა­ათ­ზე მეტ­ხანს სა­უბ­რობ­დნენ. შეხ­ვედ­რის და­წყე­ბამ­დე ორი­ვე პრე­ზი­დენ­ტი ერ­თმა­ნე­თი­სად­მი მწვა­ვე გან­ცხა­დე­ბე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. ჯო ბა­ი­დენ­მა პუ­ტინს რამ­დე­ნი­მე თვით ადრე მკვლე­ლი უწო­და. აშშ-სა და რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტებ­მა უარი თქვეს ერ­თობ­ლივ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე და მე­დი­ის კი­თხვებს ცალ-ცალ­კე უპა­სუ­ხეს.

ჯო ბა­ი­დენ­მა პუ­ტინ­თან შეხ­ვედ­რის ტონს "პო­ზი­ტი­უ­რი“ უწო­და - "შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა აჩ­ვე­ნა მსოფ­ლი­ოს, რომ ჩვენ ისევ ვდგა­ვართ ჩვენს მო­კავ­ში­რე­ებ­თან. ჩვენ ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბეთ ნა­თე­ლი სა­ფუძ­ვე­ლი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რო­გორ ვა­პი­რებთ რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას. ამ ვი­ზი­ტი­სას ბევ­რი საქ­მე გა­კეთ­და“, - გა­ნა­ცხა­და ბა­ი­დენ­მა.

ამას­თან, თეთ­რი სახ­ლი, ჟე­ნე­ვა­ში გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რის შემ­დეგ, აშშ-ისა და რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტე­ბის ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, სა­დაც ნათ­ქვა­მია, რომ მხა­რე­ე­ბი თან­ხმდე­ბი­ან, ბირ­თვუ­ლი ომის მო­გე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია და ის არა­სო­დეს უნდა მოხ­დეს.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გგ
23

მეტი საქმე არ გაქვᲗ ,რომ ᲭორაობᲗ...კლინტონდან ბაიდენამდე რას მიაᲦწია საქარᲗველომ იმაზე ილაპარაკეᲗ და დაწერეᲗ....

საქარᲗველო არავის აინტერესებს რიᲗ ვერ გაიგეᲗ...მᲗავრობაც გახვევᲗ რაᲦაც რუᲦაცეებს....

პუტინიც კარგად არის და აᲨᲨ პრეზინდეტებუც...

მედიაა ᲭორაობᲗ სუფᲗად...

სტალინი
43

ბევრი მოინელა პუტინმა. კიდევ ბევრს მოინელებს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

ბილ კლინტონიდან ჯო ბაიდენამდე - ვლადიმერ პუტინის ურთიერთობის საგა აშშ-ის პრეზიდენტებთან: ფოტოები და მნიშვნელოვანი დეტალები

ბილ კლინტონიდან ჯო ბაიდენამდე - ვლადიმერ პუტინის ურთიერთობის საგა აშშ-ის პრეზიდენტებთან: ფოტოები და მნიშვნელოვანი დეტალები

ჯო ბაიდენი აშშ-ის მეხუთე პრეზიდენტია, რომელთანაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა შეხვედრა გამართა. აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების ურთიერთობის "ტკბილ-მწარე" მომენტებს მედია ინახავს. ბილ კლინტონიდან ჯო ბაიდენამდე - თვალი გადავავლოთ პუტინისა და ამერიკის პრეზიდენტების შეხვედრების საგას:

  • ვლადიმერ პუტინი და ბილ კლინტონი

1999 წელს ვლადიმერ პუტინი რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრის რანგში შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტს, ბილ კლინტონს. შეხვედრა ნოემბერში, ნორვეგიაში, ოსლოში შედგა. ლიდერებმა ისაუბრეს ჩეჩნეთში რუსეთის სამხედრო ძალების ყოფნის შესახებ. კლინტონმა შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ პუტინს გარკვეულ საკითხებზე "გადაჭარბებული რეაქცია“ ჰქონდა.

2000 წლის 22 ივლისი, იაპონია, დიდი რვიანის სამიტის დაწყებამდე
2000 წელი და კიდევ ერთი ფოტო იაპონიიდან

აღნიშნულის შემდეგ რამდენჯერმე შეხვდნენ ლიდერები ერთმანეთს, თუმცა აღსანიშნავია შეხვედრა, რომელიც 2000 წელს მოსკოვში გაიმართა.

ამ დროს პუტინი უკვე რუსეთის პრეზიდენტია, ხოლო კლინტონისთვის პრეზიდენტობის ბოლო წელი. შეხვედრა მოსკოვში შედგა. საუბრის ძირითადი თემა ეროვნული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის საკითხი იყო. ყურადღება მიიპყრო ერთობლივმა პრესკონფერენციამ, სადაც კლინტონი და პუტინი ერთმანეთს არც კი უყურებდნენ.

  • ვლადიმერ პუტინი და ჯორჯ ბუში

2001 წელს, მას შემდეგ, რაც ჯორჯ ბუში პრეზიდენტი გახდა, ივნისში, სლოვენიის სამიტზე ვლადიმერ პუტინს შეხვდა. სწორედ ამ შეხვედრამდე თქვა ჯორჯ ბუშმა, რომ მას შეეძლო პუტინისთვის "თვალებში ჩაეხედა და მისი სული შეეცნო."

"ეს არის ადამიანი, რომელიც ერთგულია თავისი ქვეყნის და მოქმედებს თავისი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. მე ვაფასებ გულწრფელ დიალოგს და ეს არის ძალიან კონსტრუქციული ურთიერთობის დასაწყისი“, - აღნიშნა ჯორჯ ბუშმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ.

2001 წლის მიწურულს ბუშმა პუტინს კროუფორდში, ტეხასში უმასპინძლა. ლიდერები ტეხასის სკოლის სტუდენტებს შეხვდნენ. სამდღიანი სამიტის შემდეგ კი შეთანხმდნენ, რომ შეემცირებინათ აშშ-ისა და რუსეთის ბირთვული მარაგი.

რუსეთისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტები კიდევ რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს სხვადასხვა ფორმატში.

  • ვლადიმერ პუტინი და ბარაკ ობამა

ბარაკ ობამა აშშ-ის პრეზიდენტის რანგში არაერთხელ შეხვედრია ვლადიმერ პუტინს. მათი ურთიერთობა ყოველთვის გამოირჩეოდა დაძაბულობით. 2009 წლის 7 ივლისს პუტინმა ობამას მოსკოვში უმასპინძლა.

მაშინ მედია წერდა რომ ობამა შეხვედრისას იყო თავდაჯერებული და ოპტიმისტურად უყურებდა პუტინთან ურთიერთობის საკითხს.

"ვფიქრობ, რომ არსებობს შესანიშნავი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ამერიკისა და რუსეთს შორის ურთიერთობები უფრო მყარი გახდეს“, - განაცხადა ობამამ რუს კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ.

პუტინისა და ობამას მორიგი შეხვედრა 2013 წელს, ჩრდილოეთ ირლანდიაში დიდი რვიანის სამიტის ფარგლებში შედგა.. ეს უკვე ის პერიოდია, როდესაც ობამა მეორე ვადით აირჩიეს პრეზიდენტად. მხარეებმა ისაუბრეს სირიის კონფლიქტზე.

მას შემდეგ იყო რამდენიმე შეხვედრა. 2015 წელს ლიდერები გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში შეხვდნენ ერთმანეთს. ისაუბრეს სირიისა და უკრაინის შესახებ, თუმცა ვერცერთი კონფლიქტის შესახებ ვერ მიაღწიეს შეთანხმებას.

2016 წელს პუტინისა და ობამას ბოლო ოფიციალური შეხვედრა დიდი 20-ის სამიტზე, პეკინში გაიმართა, თუმცა არც ეს შეხვედრა ყოფილა ნაყოფიერი.

  • ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპს ამერიკული პოლიტიკური ელიტა ხშირად სდებდა ბრალს ქვეყანაში რუსეთის ინტერესების გატარებაში. ტრამპის ურთიერთობა პუტინთან რადიკალურად განსხვავებული იყო ამერიკის სხვა პრეზიდენტებისა და პუტინის ურთიერთობისგან. ტრამპი ღიად გამოხატავდა ხოლმე აღფრთოვანებას პუტინის მიმართ.

მათი პირველი შეხვედრა პრეზიდენტების რანგში დიდი 20-ის ფარგლებში 2017 წელს, ჰამბურგში, გერმანიაში გაიმართა. შეხვედრის შემდეგ ტრამპმა თქვა, რომ საუბარმა ძალიან კარგად ჩაიარა.

კიდევ ერთი შეხვედრა 2018 წელს, 16 ივნისს ჰელსინკში გაიმართა. ტრამპმა დაუფარავად გამოხატა აღფრთოვანება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიმართ, რამაც ამარიკის შეერთებული შტატების პოლიტიკურ ელიტაში აღშფოთება გამოიწვია.

  • და ბოლოს, ვლადიმერ პუტინი და ჯო ბაიდენი

ბაიდენისა და პუტინის შეხვედრა, შვეიცარიაში, ჟენევაში გაიმართა. ლიდერები დახურულ კარს მიღმა ორ საათზე მეტხანს საუბრობდნენ. შეხვედრის დაწყებამდე ორივე პრეზიდენტი ერთმანეთისადმი მწვავე განცხადებებით გამოირჩეოდა. ჯო ბაიდენმა პუტინს რამდენიმე თვით ადრე მკვლელი უწოდა. აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებმა უარი თქვეს ერთობლივ პრესკონფერენციაზე და მედიის კითხვებს ცალ-ცალკე უპასუხეს.

ჯო ბაიდენმა პუტინთან შეხვედრის ტონს "პოზიტიური“ უწოდა - "შეერთებულმა შტატებმა აჩვენა მსოფლიოს, რომ ჩვენ ისევ ვდგავართ ჩვენს მოკავშირეებთან. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ნათელი საფუძველი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვაპირებთ რუსეთთან ურთიერთობას. ამ ვიზიტისას ბევრი საქმე გაკეთდა“, - განაცხადა ბაიდენმა.

ამასთან, თეთრი სახლი, ჟენევაში გამართული შეხვედრის შემდეგ, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მხარეები თანხმდებიან, ბირთვული ომის მოგება შეუძლებელია და ის არასოდეს უნდა მოხდეს.

"ჰიტლერივით მზად არიან, თავიანთი შვილები ბელადს შესწირონ" - კადიროვის გარემოცვის მიერ გავრცელებული ვიდეოს რუსეთში მწვავე რეაქციები მოჰყვა

იტალიელმა პროფესორმა G20-ის მონაწილეებს "შოუ მოჰპარა“ - წელს ზემოთ შიშველი ნიკოლა ფრანჯიონეს ფოტოები, რომელსაც პოლიტიკოსებმა მყუდროება დაურღვიეს

ჯილდო გულშემატკივრობისთვის: რა საჩუქრები მიიღო ფანმა, რომლის ვიდეოც ინტერნეტჰიტი გახდა - "მან მთელი შვეიცარიის ემოცია გამოხატა"