მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აქციებს ვგეგმავთ და შემდეგ უკიდურეს ზომას მივმართავ, ეს იქნება ჩემი ბოლო მიმართვა სახელმწიფოს მიმართ, ე.წ. საზღვრის იქით გადავალ" - ზაზა გახელაძის მეუღლე
"აქციებს ვგეგმავთ და შემდეგ უკიდურეს ზომას მივმართავ, ეს იქნება ჩემი ბოლო მიმართვა სახელმწიფოს მიმართ, ე.წ. საზღვრის იქით გადავალ" - ზაზა გახელაძის მეუღლე

ერგნეთ­ში, ინ­ცი­დენ­ტე­ბის პრე­ვენ­ცი­ი­სა და მათ­ზე რე­ა­გი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მის ფორ­მატ­ში რი­გით მე-100 შეხ­ვედ­რა და­ი­წყო. ერგნეთ­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან ოკუ­პი­რე­ბულ ცხინ­ვალ­ში უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი ზაზა გა­ხე­ლა­ძის ოჯა­ხის წევ­რე­ბიც.

შეხ­ვედ­რის და­წყე­ბამ­დე გა­ხე­ლა­ძის მე­უღ­ლე და მშობ­ლე­ბი სუს-ის სა­ინ­ფორ­მა­ციო-ანა­ლი­ტი­კუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლეს და შე­რი­გე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ნას­წი­რო­ბის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეს შეხ­ვდნენ.

"ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რა ნა­ბი­ჯებს დგამ­და, ნამ­დვი­ლად არ ვი­ცო­დით ჩვენ, რა ხდე­ბო­და და რა შე­იძ­ლე­ბა გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო, ამა­ში არ ვე­რე­ო­დით და არც გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, მაგ­რამ გვწამ­და, რომ რე­ა­ლუ­რი ნა­ბი­ჯე­ბი გა­და­იდ­გმე­ბო­და. ერთი ალ­ბათ რაც დაგ­ვრჩა და უნდა გა­კეთ­დეს, ეს არის უკვე ოჯა­ხის მოქ­მე­დე­ბა, ჩვე­ნი ძა­ლის­ხმე­ვით გა­კეთ­დე­ბა ალ­ბათ ის, რო შე­დე­გი გა­მო­ი­ღოს. ვგეგ­მავთ აქ­ცი­ებს და შემ­დეგ უკი­დუ­რეს ზო­მას მივ­მარ­თავ, ეს იქ­ნე­ბა ჩემი ბოლო მი­მარ­თვა სა­ხელ­მწი­ფოს მი­მართ, გა­და­ვალ ე.წ. სა­ზღვრის იქით", - გა­ნა­ცხა­და ზაზა გა­ხე­ლა­ძის მე­უღ­ლემ ირმა ბუნ­ტურ­მა.

დღეს­ვე ოჯა­ხის წევ­რე­ბი ერგნეთ­ში ეუთო-ს გე­ნე­რა­ლურ მდი­ვან­თან ჰელ­გა მა­რია შმი­დტდ­თან შეხ­ვედ­რა­საც გეგ­მა­ვენ.

„დიდი მო­ლო­დი­ნი გვქონ­და მა­ის­ში, რო­დე­საც შევ­ხვდით პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, დიდი იმე­დი ჩაგ­ვი­სა­ხა, რომ ორ კვი­რა­ში ჩემი შვი­ლი სახ­ლში უნდა დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, შე­დე­გი არ იყო. გუ­ში­ნაც გვქონ­და შეხ­ვედ­რა დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან და გვი­თხრეს, რომ ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან მო­ლა­პა­რა­კე­ბის პრო­ცეს­ში და დაგ­ვა­ი­მე­დეს, ვნა­ხოთ რა იქ­ნე­ბა. დღეს ერგნეთ­ში ჩა­მო­ვე­დით, რომ ეუ­თოს გე­ნე­რა­ლურ მდი­ვან­საც შევ­ხვდეთ და ვთხო­ვოთ დახ­მა­რე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ზაზა გა­ხე­ლა­ძის მა­მამ მი­ხე­ილ გა­ხე­ლა­ძემ.

„მო­ცე­მუ­ლო­ბა გახ­ლავთ ერთი, რომ ყვე­ლა უკა­ნო­ნო პა­ტი­მა­რი აუ­ცი­ლებ­ლად და­უბ­რუნ­დე­ბა სა­კუ­თარ სახ­ლებს“, - ამის შე­სა­ხებ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის სა­ინ­ფორ­მა­ციო-ანა­ლი­ტი­კუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლემ ირაკ­ლი ან­თა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

"ამ სა­კი­თხზე დი­ა­ლო­გი გრძელ­დე­ბა და მინ­და, ცალ­სა­ხად გან­ვა­ცხა­დო, რომ დი­ა­ლო­გი მიმ­დი­ნა­რე­ობს არა მხო­ლოდ ამ შეხ­ვედ­რებ­ზე, არა­მედ, შეხ­ვედ­რებს შო­რის პე­რი­ოდ­შიც და ამა­ში ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლი ჩვე­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბი, რისი მომსწრე­ნიც ჩვენ ყვე­ლა­ნი ვი­ყა­ვით თუნ­დაც გუ­შინ. დღე­ვან­დელ შეხ­ვედ­რა­ზე გვექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა გავცვა­ლოთ პო­ზი­ცი­ე­ბი და მეტი დე­ტა­ლი გვე­ცო­დი­ნე­ბა შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ. მო­ცე­მუ­ლო­ბა გახ­ლავთ ერთი, რომ ყვე­ლა უკა­ნო­ნო პა­ტი­მა­რი აუ­ცი­ლებ­ლად და­უბ­რუნ­დე­ბა სა­კუ­თარ სახ­ლებს. უბ­რა­ლოდ, არის სი­ტუ­ა­ცია, გან­სა­კუთ­რე­ბით, ეს ახა­სი­ა­თებს მო­ლა­პა­რა­კე­ბის პრო­ცესს ისეთ რთულ საქ­მე­ებ­ში, რო­გო­რიც არის, ვთქვათ, იგი­ვე ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნე­ბი, რომ კონ­კრე­ტულ დრო­ში მო­ცე­მუ­ლო­ბა გვიჩ­ვე­ნებს ერთ ინ­დი­კა­ტორს, მაგ­რამ პრო­ცეს­ში, დი­ნა­მი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამ ინ­დი­კა­ტო­რებ­მა შე­საძ­ლოა გა­ნი­ცა­დონ გარ­კვე­უ­ლი კო­რე­ლა­ცია, თუმ­ცა, კი­დევ ერთხელ ხაზ­გას­მით მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ეს არ ცვლის ჩვენს პო­ზი­ცი­ას, ჩვენ მო­მარ­თუ­ლი ვართ და ეს არის ჩვე­ნი მი­ზა­ნი - უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი ჩვე­ნი ყვე­ლა თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე დაბ­რუნ­დნეს სა­კუ­თარ სახ­ლებ­ში და ეს აუ­ცი­ლებ­ლად ასე იქ­ნე­ბა", - აღ­ნიშ­ნა ირაკ­ლი ან­თა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, 33 წლის ზაზა გა­ხე­ლა­ძე სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გა­სუ­ლი წლის 11 ივ­ლისს, კას­პის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სხვი­ლოს ცი­ხის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უკა­ნო­ნოდ და­ა­კა­ვეს. და­კა­ვე­ბი­სას, ე.წ. მე­სა­ზღვრე­ებ­მა გა­ხე­ლა­ძე ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით ფე­ხის არე­ში დაჭ­რეს, რის შემ­დე­გაც უკა­ნო­ნოდ აღუკ­ვე­თეს თა­ვი­სუფ­ლე­ბა.

5 თე­ბერ­ვალს, ე.წ. სა­სა­მარ­თლომ ზაზა გა­ხე­ლა­ძეს 12 წლით და 6 თვის ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ გ
11

იმედი ნუ მოგიშალოთ ღმერთმა 

გიგი
13
ის ბიჭი მეცოდება, ვინც დაკავებულია. მარა ოჯახს, ვერანაირ თანაგრძნობას ვერ გავუწევ. მთელი 11 თვე მთავრობის ხოტბაში გაატარეს
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"აქციებს ვგეგმავთ და შემდეგ უკიდურეს ზომას მივმართავ, ეს იქნება ჩემი ბოლო მიმართვა სახელმწიფოს მიმართ, ე.წ. საზღვრის იქით გადავალ" - ზაზა გახელაძის მეუღლე

"აქციებს ვგეგმავთ და შემდეგ უკიდურეს ზომას მივმართავ, ეს იქნება ჩემი ბოლო მიმართვა სახელმწიფოს მიმართ, ე.წ. საზღვრის იქით გადავალ" - ზაზა გახელაძის მეუღლე

ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში რიგით მე-100 შეხვედრა დაიწყო. ერგნეთში იმყოფებიან ოკუპირებულ ცხინვალში უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებიც.

შეხვედრის დაწყებამდე გახელაძის მეუღლე და მშობლები სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწირობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ.

,,ხელისუფლება რა ნაბიჯებს დგამდა, ნამდვილად არ ვიცოდით ჩვენ, რა ხდებოდა და რა შეიძლება გაკეთებულიყო, ამაში არ ვერეოდით და არც გვეუბნებოდნენ, მაგრამ გვწამდა, რომ რეალური ნაბიჯები გადაიდგმებოდა. ერთი ალბათ რაც დაგვრჩა და უნდა გაკეთდეს, ეს არის უკვე ოჯახის მოქმედება, ჩვენი ძალისხმევით გაკეთდება ალბათ ის, რო შედეგი გამოიღოს. ვგეგმავთ აქციებს და შემდეგ უკიდურეს ზომას მივმართავ, ეს იქნება ჩემი ბოლო მიმართვა სახელმწიფოს მიმართ, გადავალ ე.წ. საზღვრის იქით", - განაცხადა ზაზა გახელაძის მეუღლემ ირმა ბუნტურმა.

დღესვე ოჯახის წევრები ერგნეთში ეუთო-ს გენერალურ მდივანთან ჰელგა მარია შმიდტდთან შეხვედრასაც გეგმავენ.

„დიდი მოლოდინი გვქონდა მაისში, როდესაც შევხვდით პრემიერ-მინისტრს, დიდი იმედი ჩაგვისახა, რომ ორ კვირაში ჩემი შვილი სახლში უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, შედეგი არ იყო. გუშინაც გვქონდა შეხვედრა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და გვითხრეს, რომ ჩართულები არიან მოლაპარაკების პროცესში და დაგვაიმედეს, ვნახოთ რა იქნება. დღეს ერგნეთში ჩამოვედით, რომ ეუთოს გენერალურ მდივანსაც შევხვდეთ და ვთხოვოთ დახმარება", - განაცხადა ზაზა გახელაძის მამამ მიხეილ გახელაძემ.

„მოცემულობა გახლავთ ერთი, რომ ყველა უკანონო პატიმარი აუცილებლად დაუბრუნდება საკუთარ სახლებს“, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ განაცხადა.

,,ამ საკითხზე დიალოგი გრძელდება და მინდა, ცალსახად განვაცხადო, რომ დიალოგი მიმდინარეობს არა მხოლოდ ამ შეხვედრებზე, არამედ, შეხვედრებს შორის პერიოდშიც და ამაში ძალიან აქტიურად არიან ჩართული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, რისი მომსწრენიც ჩვენ ყველანი ვიყავით თუნდაც გუშინ. დღევანდელ შეხვედრაზე გვექნება საშუალება გავცვალოთ პოზიციები და მეტი დეტალი გვეცოდინება შეხვედრის დასრულების შემდეგ. მოცემულობა გახლავთ ერთი, რომ ყველა უკანონო პატიმარი აუცილებლად დაუბრუნდება საკუთარ სახლებს. უბრალოდ, არის სიტუაცია, განსაკუთრებით, ეს ახასიათებს მოლაპარაკების პროცესს ისეთ რთულ საქმეებში, როგორიც არის, ვთქვათ, იგივე ოკუპირებული რეგიონები, რომ კონკრეტულ დროში მოცემულობა გვიჩვენებს ერთ ინდიკატორს, მაგრამ პროცესში, დინამიკიდან გამომდინარე, ამ ინდიკატორებმა შესაძლოა განიცადონ გარკვეული კორელაცია, თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ ცვლის ჩვენს პოზიციას, ჩვენ მომართული ვართ და ეს არის ჩვენი მიზანი - უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი ყველა თანამოქალაქე დაბრუნდნეს საკუთარ სახლებში და ეს აუცილებლად ასე იქნება", - აღნიშნა ირაკლი ანთაძემ.

შეგახსენებთ, 33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს, კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს. დაკავებისას, ე.წ. მესაზღვრეებმა გახელაძე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ფეხის არეში დაჭრეს, რის შემდეგაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.

5 თებერვალს, ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

"სურათი ისე სწრაფად მძიმდება, რომ თბილისში წაყვანილ იმ ერთ პატარას, შესაძლოა, ბავშვების არმია მიჰყვეს" - რთული ეპიდვითარება აფხაზეთში და ადგილობრივების კომენტარები

"გამოთვრებიან და შეცვივდებიან ზღვაში... მათ გამო ჩვენი მაშველები სიცოცხლით რისკავენ" - უკონტროლო სანაპირო აფხაზეთში და ათამდე გარდაცვლილი ტურისტი

სომხეთი აზერბაიჯანს სასაზღვრო ზონაში ცეცხლის გახსნის პროვოცირებაში ადანაშაულებს, აზერბაიჯანი ბრალდებას უარყოფს