კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საცურაო კოსტუმით სიარულის გამო ვიღაც ბებო ან "ტემპერამენტიანი ჯიგარი" შენიშვნას გაძლევს" - რა არ მოსწონთ რუს ტურისტებს აფხაზეთში და როგორ პასუხობენ მათ აფხაზები
"საცურაო კოსტუმით სიარულის გამო ვიღაც ბებო ან "ტემპერამენტიანი ჯიგარი" შენიშვნას გაძლევს" - რა არ მოსწონთ რუს ტურისტებს აფხაზეთში და როგორ პასუხობენ მათ აფხაზები

რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში გა­მო­და­რე­ბას­თან ერ­თად, ტუ­რის­ტუ­ლი სე­ზო­ნი და­ი­წყო. აფხა­ზე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის ერთი ნა­წი­ლი ჩი­ვის, რომ რუ­სეთ­ში კო­ვიდ­პან­დე­მი­ის მე­სა­მე ტალ­ღის აფეთ­ქე­ბის შემ­დეგ, რუსი ტუ­რის­ტე­ბის უკონ­ტრო­ლო შე­მო­დი­ნე­ბა რე­გი­ონს მძი­მე საფრ­თხის წი­ნა­შე და­ა­ყე­ნებს. თუმ­ცა, ამ მო­საზ­რე­ბას არ იზი­ა­რებს ად­გი­ლობ­რივ­თა ის ნა­წი­ლი, რომ­ლის ძი­რი­თად შე­მო­სავ­ლის წყა­რო­საც დამ­სვე­ნებ­ლე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ.

უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი აქვთ რუ­სე­თი­დან ჩა­სულ ტუ­რის­ტებ­საც, რო­მელ­თა თქმი­თაც, აფხა­ზე­ბი წლი­დან წლამ­დე მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რისხსა და სა­ცხოვ­რე­ბელ პი­რო­ბებს არ ცვლი­ან, ფა­სე­ბი კი იზ­რდე­ბა.

"იქ, სა­დაც ნორ­მა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბია, სა­ო­ჯა­ხო იქ­ნე­ბა თუ დიდი სას­ტუმ­რო, ისე­თი ფა­სე­ბია, აფხა­ზეთ­ში კი არა, თურ­ქე­თის ან ევ­რო­პის რო­მე­ლი­მე კუ­რორტზე და­ვის­ვე­ნებ და არც ჩან­თის, მო­ბი­ლუ­რე­ბი­სა და კა­მე­რე­ბის მო­რი­გე­ო­ბით თვალ­თვა­ლი დაგ­ვჭირ­დე­ბა და აღარც ქუ­ჩებ­სა და სა­ნა­პი­რო­ებ­ზე ზო­ნე­ბად და­ყო­ფი­ლი ად­გი­ლე­ბის და­ზე­პი­რე­ბა, რომ სად­მე სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მე­ბით სი­ა­რუ­ლის გამო, შე­უ­რა­ცხყო­ფა არ მო­გა­ყე­ნონ. ეს აფხა­ზეთ­ში ხომ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი რამ არის - სა­ცუ­რაო კოს­ტუ­მით კი არა, მოკ­ლე შორ­ტი­თა და ტოპი მა­ი­სუ­რი­თაც გიკ­რძა­ლა­ვენ გა­და­ად­გი­ლე­ბას, ჩვენს ტრა­დი­ცი­ებს შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებ­თო. ამ­დე­ნი წე­ლია რუსი ტუ­რის­ტე­ბის­გან მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლით არ­სე­ბო­ბენ და მა­ინც ვერ ჩა­მო­ყა­ლიბ­დნენ, მთის ტრა­დი­ცი­ე­ბით ცხოვ­რე­ბა სურთ, თუ ევ­რო­პულ ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ას­თან ზი­ა­რე­ბა.

შე­იძ­ლე­ბა ქუ­ჩა­ში, ზღვას­თან ახ­ლოს, მოკ­ლე შორ­ტი­თა და მა­ი­სუ­რით მი­დი­ო­დე და ვი­ღაც ბე­ბომ, დე­ი­დამ ან "ტემ­პე­რა­მენ­ტი­ან­მა ჯი­გარ­მა" შე­ნიშ­ვნა მოგ­ცეს - ასე ჩაც­მუ­ლი სი­ა­რუ­ლი მი­ღე­ბუ­ლი არ არის, ბავ­შვებ­სა და მო­ზარ­დებს ცუდ მა­გა­ლითს აძ­ლევ­თო", - წერს ერთ-ერთი რუსი დამ­სვე­ნე­ბე­ლი სვეტ­ლა­ნა კლიმ­ჩი­ნა.

კი­დევ ერთი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი, რა­დიკ აი­ბა­შე­ვი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ "აფხა­ზე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში, თა­ვი­სუფ­ლად ჩაც­მულ ქალს, თან­მხლე­ბი მა­მა­კა­ცის გა­რე­შე გა­და­ად­გი­ლე­ბა არ შე­უძ­ლია და ამ ტრა­დი­ცი­ას ახალ­გაზ­რდა აფხა­ზი მა­მა­კა­ცე­ბიც კი იცა­ვენ. შემ­თხვე­ვით ხელ­ში ჩა­მი­ვარ­და ვი­დეო, სა­დაც ნათ­ლად ჩანს, თუ რო­გორ ესა­უბ­რე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი ბიჭი რუს გო­გო­ნებს სა­პა­ტიო მან­ძი­ლის დაც­ვით.

ვი­დე­ო­ში რუსი გო­გო­ნე­ბის სა­უბ­რი­დან ირ­კვე­ვა, რომ მათ აფხა­ზე­თის ე.წ. პრე­ზი­დენ­ტთან, ას­ლან ბჟა­ნი­ას­თან სურთ ფო­ტოს გა­და­ღე­ბა". მი­სი­ვე ცნო­ბით, იშ­ვი­ა­თად ნა­ხავთ ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აფხაზს, "ასე რომ რუ­სებს ბევ­რი რამ აქვთ სას­წავ­ლი".

ამ ვი­დე­ოს აფხა­ზებ­ში არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა - ნა­წილ­მა ის ირო­ნი­ად შე­ა­ფა­სა:

"რუსი ტუ­რის­ტი ცდი­ლობს, სხვებს და­ა­ნა­ხოს, თუ რამ­დე­ნად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია აფხა­ზე­თი რუ­სე­თის­გან და რჩე­ვას იძ­ლე­ვა, რომ რე­გი­ონ­ში თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლად მო­იქ­ცნენ. გა­უ­გე­ბა­რია, რა სურთ რუ­სებს, თუ რუს ქალს დის­ტან­ცი­ის დაც­ვით ესა­უბ­რე­ბი, ვე­ლუ­რად მი­აჩ­ნი­ხარ, თუ მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში თა­მა­მი ხარ - ასე­ვე ვე­ლურ­სა და უნა­ხავს გი­წო­დებს".

"ჩვე­ნი პრე­ზი­დენ­ტიც კი შორ­ტით და­დის, სად ნახა ად­გი­ლობ­რი­ვებს თა­ვი­სუ­ფალ ჩაც­მა­ზე პრობ­ლე­მა ჰქო­ნო­დეთ?! სხვა საქ­მეა ქა­ლაქ­ში სი­ა­რუ­ლი, ბო­დი­ში, მაგ­რამ დიახ, ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში ტრუ­სე­ბით არ დავ­დი­ვართ და არც სხვას გა­ვა­ტა­რებთ. კე­თი­ლი ინე­ბონ და შე­სა­ბა­მი­სად შე­ი­მო­სონ. სულ არ მა­დარ­დებს, ამის გამო ვინ­მე ვე­ლურ მა­ი­მუნს გვი­წო­დებს, თუ არა. მათ შე­უძ­ლი­ათ, ქუ­ჩა­ში დათ­ვრნენ და ბაღ­ში, სკამ­ზე გა­მო­ი­ძი­ნონ. იმე­დია, მათ არ და­ვემ­სგავ­სე­ბით", - წერს ად­გი­ლობ­რი­ვი ილო­ნა აბუხ­ბა.

"იშ­ვა­თად ნა­ხავთ მთვრალ აფხა­ზებ­სო... მგო­ნი, ძა­ლი­ან მაგ­რად დაგ­ვცი­ნის ან აქ სი­ნამ­დვი­ლე­ში არას­დროს ჩა­მო­სუ­ლა. მთე­ლი ქვე­ყა­ნა გა­ლო­თე­ბუ­ლია და ეს ერთ ნას­ვამს რო­გორ ვერ შეხ­ვდა?" - კი­თხუ­ლობს მა­რია ავი­ძ­ბა.

"ეტყო­ბა, ეს ერთხელ ჩა­მო­ვი­და, ძა­ლი­ან ცუ­დად მო­იქ­ცა და ჩვე­ნებ­მა სცე­მეს. ახლა კი, რა­ხან ცოტა ფული აქვს, სხვა­გან და­სას­ვე­ნებ­ლად ვერ მი­დის და ისევ აქეთ უწევს ჩა­მოს­ვლა, ჰოდა, პოს­ტიც მოგ­ვი­ძღვნა, თუ რა კარ­გე­ბი ვართ, ოღონდ ირო­ნი­უ­ლი უფრო გა­მო­უ­ვი­და, ვიდ­რე სა­ქე­ბა­რი", - წერს ლე­ი­ლა ჩი­რი­კბა.

"რამ­დე­ნიც არ უნდა ვი­ძა­ხოთ, ძმუ­რი ერი ვარ­თო, არ არის ასე, ორი­ვეს ჩვენ-ჩვე­ნი სარ­გე­ბე­ლი გვაქვს, აფხა­ზე­თი იაფი კუ­რორ­ტია, სუფ­თა ზღვით, და­ბა­ლი ფა­სე­ბი­თა და სხვა შე­ღა­ვა­თე­ბით. იცის, რომ აქ უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი არ არ­სე­ბობს, მაგ­რამ მა­ინც რის­კა­ვენ ჩა­მოს­ვლას, თუმ­ცა საკ­მა­რი­სია, რამე პა­ტა­რა და­ძა­ბუ­ლო­ბა მოხ­დეს და მა­შინ­ვე ვავ­ლენთ ერ­თმა­ნე­თის მი­მართ ნამ­დვილ გან­წყო­ბას", - წერს ვი­ო­ლა სმი­რი.

მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიკოლოზი
6

ხო აგაყვავათ რუსეთმა და ვოვა ბიძიამ??? ჯერ სადა ხართ???!!!

აფხაზეთი საქართველოა!!!

Rezi
20

თქვენაირი ბანძი გარეგნობის რუსები ზუსტათ რომ მიტოვებულ აფხაზეთში უნდა იხდიდნენ თორე ჩვენთან დანარჩენ საქართველოში ყველა ლამაზი და მშვენიერიაააა

ავტორი:

"საცურაო კოსტუმით სიარულის გამო ვიღაც ბებო ან "ტემპერამენტიანი ჯიგარი" შენიშვნას გაძლევს" - რა არ მოსწონთ რუს ტურისტებს აფხაზეთში და როგორ პასუხობენ მათ აფხაზები

"საცურაო კოსტუმით სიარულის გამო ვიღაც ბებო ან "ტემპერამენტიანი ჯიგარი" შენიშვნას გაძლევს" - რა არ მოსწონთ რუს ტურისტებს აფხაზეთში და როგორ პასუხობენ მათ აფხაზები

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში გამოდარებასთან ერთად, ტურისტული სეზონი დაიწყო. აფხაზეთის მოსახლეობის ერთი ნაწილი ჩივის, რომ რუსეთში კოვიდპანდემიის მესამე ტალღის აფეთქების შემდეგ, რუსი ტურისტების უკონტროლო შემოდინება რეგიონს მძიმე საფრთხის წინაშე დააყენებს. თუმცა, ამ მოსაზრებას არ იზიარებს ადგილობრივთა ის ნაწილი, რომლის ძირითად შემოსავლის წყაროსაც დამსვენებლები წარმოადგენენ.

უკმაყოფილების საფუძველი აქვთ რუსეთიდან ჩასულ ტურისტებსაც, რომელთა თქმითაც, აფხაზები წლიდან წლამდე მომსახურების ხარისხსა და საცხოვრებელ პირობებს არ ცვლიან, ფასები კი იზრდება.

"იქ, სადაც ნორმალური პირობებია, საოჯახო იქნება თუ დიდი სასტუმრო, ისეთი ფასებია, აფხაზეთში კი არა, თურქეთის ან ევროპის რომელიმე კურორტზე დავისვენებ და არც ჩანთის, მობილურებისა და კამერების მორიგეობით თვალთვალი დაგვჭირდება და აღარც ქუჩებსა და სანაპიროებზე ზონებად დაყოფილი ადგილების დაზეპირება, რომ სადმე საცურაო კოსტიუმებით სიარულის გამო, შეურაცხყოფა არ მოგაყენონ. ეს აფხაზეთში ხომ ჩვეულებრივი რამ არის - საცურაო კოსტუმით კი არა, მოკლე შორტითა და ტოპი მაისურითაც გიკრძალავენ გადაადგილებას, ჩვენს ტრადიციებს შეურაცხყოფას აყენებთო. ამდენი წელია რუსი ტურისტებისგან მიღებული შემოსავლით არსებობენ და მაინც ვერ ჩამოყალიბდნენ, მთის ტრადიციებით ცხოვრება სურთ, თუ ევროპულ ცივილიზაციასთან ზიარება.

შეიძლება ქუჩაში, ზღვასთან ახლოს, მოკლე შორტითა და მაისურით მიდიოდე და ვიღაც ბებომ, დეიდამ ან "ტემპერამენტიანმა ჯიგარმა" შენიშვნა მოგცეს - ასე ჩაცმული სიარული მიღებული არ არის, ბავშვებსა და მოზარდებს ცუდ მაგალითს აძლევთო", - წერს ერთ-ერთი რუსი დამსვენებელი სვეტლანა კლიმჩინა.

კიდევ ერთი ინტერნეტმომხმარებელი, რადიკ აიბაშევი სოციალურ ქსელში წერს, რომ "აფხაზეთის რესპუბლიკაში, თავისუფლად ჩაცმულ ქალს, თანმხლები მამაკაცის გარეშე გადაადგილება არ შეუძლია და ამ ტრადიციას ახალგაზრდა აფხაზი მამაკაცებიც კი იცავენ. შემთხვევით ხელში ჩამივარდა ვიდეო, სადაც ნათლად ჩანს, თუ როგორ ესაუბრება ადგილობრივი ბიჭი რუს გოგონებს საპატიო მანძილის დაცვით.

ვიდეოში რუსი გოგონების საუბრიდან ირკვევა, რომ მათ აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტთან, ასლან ბჟანიასთან სურთ ფოტოს გადაღება". მისივე ცნობით, იშვიათად ნახავთ ნასვამ მდგომარეობაში აფხაზს, "ასე რომ რუსებს ბევრი რამ აქვთ სასწავლი".

ამ ვიდეოს აფხაზებში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა - ნაწილმა ის ირონიად შეაფასა:

"რუსი ტურისტი ცდილობს, სხვებს დაანახოს, თუ რამდენად განსხვავებულია აფხაზეთი რუსეთისგან და რჩევას იძლევა, რომ რეგიონში თავშეკავებულად მოიქცნენ. გაუგებარია, რა სურთ რუსებს, თუ რუს ქალს დისტანციის დაცვით ესაუბრები, ველურად მიაჩნიხარ, თუ მასთან ურთიერთობაში თამამი ხარ - ასევე ველურსა და უნახავს გიწოდებს".

"ჩვენი პრეზიდენტიც კი შორტით დადის, სად ნახა ადგილობრივებს თავისუფალ ჩაცმაზე პრობლემა ჰქონოდეთ?! სხვა საქმეა ქალაქში სიარული, ბოდიში, მაგრამ დიახ, ქალაქის ქუჩებში ტრუსებით არ დავდივართ და არც სხვას გავატარებთ. კეთილი ინებონ და შესაბამისად შეიმოსონ. სულ არ მადარდებს, ამის გამო ვინმე ველურ მაიმუნს გვიწოდებს, თუ არა. მათ შეუძლიათ, ქუჩაში დათვრნენ და ბაღში, სკამზე გამოიძინონ. იმედია, მათ არ დავემსგავსებით", - წერს ადგილობრივი ილონა აბუხბა.

"იშვათად ნახავთ მთვრალ აფხაზებსო... მგონი, ძალიან მაგრად დაგვცინის ან აქ სინამდვილეში არასდროს ჩამოსულა. მთელი ქვეყანა გალოთებულია და ეს ერთ ნასვამს როგორ ვერ შეხვდა?" - კითხულობს მარია ავიძბა.

"ეტყობა, ეს ერთხელ ჩამოვიდა, ძალიან ცუდად მოიქცა და ჩვენებმა სცემეს. ახლა კი, რახან ცოტა ფული აქვს, სხვაგან დასასვენებლად ვერ მიდის და ისევ აქეთ უწევს ჩამოსვლა, ჰოდა, პოსტიც მოგვიძღვნა, თუ რა კარგები ვართ, ოღონდ ირონიული უფრო გამოუვიდა, ვიდრე საქებარი", - წერს ლეილა ჩირიკბა.

"რამდენიც არ უნდა ვიძახოთ, ძმური ერი ვართო, არ არის ასე, ორივეს ჩვენ-ჩვენი სარგებელი გვაქვს, აფხაზეთი იაფი კურორტია, სუფთა ზღვით, დაბალი ფასებითა და სხვა შეღავათებით. იცის, რომ აქ უსაფრთხოების ზომები არ არსებობს, მაგრამ მაინც რისკავენ ჩამოსვლას, თუმცა საკმარისია, რამე პატარა დაძაბულობა მოხდეს და მაშინვე ვავლენთ ერთმანეთის მიმართ ნამდვილ განწყობას", - წერს ვიოლა სმირი.