საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემს ქვეყანას რომ დასჭირდეს, ახლაც იმავეს გავაკეთებდი“: აფხაზეთის ომში დაჭრილი ბიჭის სულისშემძვრელი ამბავი - მას საზოგადოების თანადგომა სჭირდება
"ჩემს ქვეყანას რომ დასჭირდეს, ახლაც იმავეს გავაკეთებდი“: აფხაზეთის ომში დაჭრილი ბიჭის სულისშემძვრელი ამბავი - მას საზოგადოების თანადგომა სჭირდება

ლე­ვან ბლუ­იშ­ვი­ლი იმ თა­ო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია, სამ­შობ­ლო სხვა­ნა­ი­რად უყ­ვარ­და­თო, რომ ამ­ბო­ბენ... ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი, ჯან­მრთე­ლო­ბა შეს­წი­რა ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას. დღემ­დე ცდი­ლობს ფეხ­ზე მყა­რად დად­გეს, ხან ახერ­ხებს, ხან - ვერა, რად­გან მუდ­მი­ვად მკურ­ნა­ლო­ბა სჭირ­დე­ბა, ხან სა­ქარ­თვე­ლო­ში, ხან სა­ზღვარ­გა­რეთ..

20-ზე მეტი ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბა დას­ჭირ­და, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით, საკ­მა­რი­სი არ აღ­მოჩ­ნდა. რისკთან, ნერ­ვი­უ­ლო­ბა­სა და ტკი­ვილ­თან ერ­თად, ეს ყვე­ლა­ფე­რი ფი­ნან­სურ სახ­სრებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და შე­სა­ბა­მი­სად, იმედ­გაც­რუ­ე­ბა არა­ერ­თხელ უწვნე­ვია.

19 წლის ახალ­წვე­უ­ლი ჯა­რის­კა­ცი იყო, რო­დე­საც უფ­რო­სის­გან გა­ი­გო, რომ აფხა­ზეთ­ში დამ­ხმა­რე ძალა სჭირ­დე­ბო­დათ - ვი­საც სურ­ვი­ლი გაქვთ, თუმ­ცა, აუ­ცი­ლე­ბე­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა არ გაქ­ვთო. წა­უს­ვლე­ლო­ბა წუ­თით არ უფიქ­რია. რო­დე­საც ვე­კი­თხე­ბი, ხომ არ ნა­ნობ­და წლე­ბის წი­ნან­დელ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, და­უ­ფიქ­რებ­ლად მპა­სუ­ხობს, არა­ერ­თი წვა­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, არას­დროს მი­ნა­ნია, ის გა­ვა­კე­თე, რაც საშ­მობ­ლოს წი­ნა­შე მე­ვა­ლე­ბო­დაო...

აფხა­ზე­თის ომში, ერთ-ერთი და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბის დროს, აფხა­ზუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბის პი­რის­პირ აღ­მოჩ­ნდა და მძი­მედ და­იჭ­რა, მო­წი­ნა­აღ­მდე­გის 17 ტყვია მოხ­ვდა. თა­ნა­მებ­რძო­ლებს მკვდა­რი ეგო­ნათ და პატ­რო­ნის გა­მო­ჩე­ნამ­დე, გაგ­რის მორ­გში გა­და­იყ­ვა­ნეს, სწო­რედ იქ მი­აგ­ნო დე­დამ ერ­თა­დერთ შვილს, რო­მე­ლიც შემ­დეგ იხ­სე­ნებ­და, მე­გო­ნა მკვდარს ვე­ფე­რე­ო­ბო­დი და არ­ტე­რი­ის ფეთ­ქვა ვიგ­რძე­ნიო.

მძი­მედ დაჭ­რი­ლი ჯერ გაგ­რის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, შემ­დეგ კი თბი­ლის­ში გად­მო­აფ­რი­ნეს... რამ­დე­ნი­მე ხანს ლო­გი­ნი­დაბ ვერ დგე­ბო­და, მაგ­რამ შვი­ლის სი­ცო­ცხლით ძა­ლა­მო­ცე­მულ­მა დე­დამ რიკ­ნის ქა­ლამ­ნე­ბი ჩა­იც­ვა, ხელ­ში რკი­ნის ჯოხი აიღო და ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა, რომ ბიჭს და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბა შეს­ძლე­ბო­და, თუმ­ცა, ეს პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი იყო, ბრძო­ლა გრძელ­დე­ბა...

ლე­ვან ბლუ­იშ­ვი­ლი:

- "შავ­ნა­ბა­დას“ ბა­ტა­ლი­ო­ნის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ვი­რი­ცხე­ბო­დი. 1992 წლის 30 აგ­ვის­ტოს, გაგ­რა­ში, კოლ­ხი­და­ში, შე­ტე­ვა­ზე გა­და­ვე­დით. მო­რი­გი შე­ტა­კე­ბის შემ­დეგ, ინ­ფორ­მა­ცია მი­ვი­ღეთ, ერთ-ერთ აფხა­ზურ დაჯ­გუ­ფე­ბას უახ­ლო­ეს სა­ა­თებ­ში ქარ­თულ ქვე­და­ნა­ყოფ­ზე თავ­დას­ხმა ჰქონ­და და­გეგ­მი­ლი. ჩვენს სა­დე­სან­ტო ნა­წილს ამ თავ­დას­ხმის მო­გე­რი­ე­ბა ევა­ლე­ბო­და.

რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლის და­ღუპ­ვას, 10 კა­ცის თავ­გან­წირ­ვა ვარ­ჩი­ეთ და რამ­დე­ნი­მე კოლ­ხი­და­ში და­ბა­ნა­კე­ბულ აფხა­ზებს ცე­ცხლი გა­ვუხ­სე­ნით, რა­საც მათი მხრი­დან პა­სუ­ხი მოჰ­ყვა.

ჩვენს თავ­გან­წირ­ვას უშე­დე­გოდ არ ჩა­უვ­ლია - ის პო­ზი­ცია და­ვი­კა­ვეთ, მაგ­რამ შე­ტა­კე­ბის დროს ძა­ლი­ან მძი­მედ და­ვი­ჭე­რი - 17 ტყვია მომ­ხვდა, მათ შო­რის - სნა­ი­პე­რის ნას­რო­ლი. რო­გორც მი­თხრეს, მი­წა­ზე და­ვარ­დნის შემ­დეგ, გონ­და­კარ­გულს, "აკა­ე­მის“ ავ­ტო­მა­ტი­დან მთე­ლი ჯერი გა­და­მა­ტა­რეს…რამ­დე­ნი­მე წუ­თის შემ­დეგ კი, ჩემ­გან 15-20 მეტ­რის რა­დი­უს­ში ნაღ­მი აფეთ­ქდა და მისი ნამ­სხვრე­ვე­ბიც მომ­ხვდა… სხე­უ­ლის ერ­თა­დერ­თი ნა­წი­ლი, სა­დაც ტყვია არ მომ­ხვედ­რია, თავი იყო.

გონს მხო­ლოდ მა­შინ მო­ვე­დი, როცა სამ­ხედ­რო ვერ­ტმფრე­ნით თბი­ლის­ში მოვ­ყავ­დი, ისიც რამ­დე­ნი­მე წუ­თით. ტრავ­მა­ტო­ლო­გი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და­მიბ­რუნ­და აზ­როვ­ნე­ბა.

ღმერ­თმა სი­ცო­ცხლე მა­ჩუ­ქა და მი­თხრა, უნდა იცო­ცხლოო და ვცო­ცხლობ, თუმ­ცა, ჯან­მრთე­ლო­ბის ამ­დე­ნი პრობ­ლე­მის გა­დამ­კი­დე, სულ მკურ­ნა­ლო­ბა მი­წევს, რაც თან­ხებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ყვე­ლას თა­ვი­სი გა­სა­ჭი­რი ნაქვს და ხან­და­ხან მე­რი­დე­ბა ჩემს პრობ­ლე­მებ­ზე სა­უ­ბა­რი და საზ­გა­დო­ე­ბის­თვის ჩემი არ­სე­ბო­ბის შეხ­სე­ნე­ბა.

  • მან მარ­ცხე­ნა ხელი და­კარ­გა, მარ­ჯვე­ნა ხე­ლის თი­თე­ბი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი აქვს, ქვე­და კი­დუ­რე­ბის და­ზი­ა­ნე­ბის გამო უჭირს გა­და­ად­გი­ლე­ბაც ბოლო წლებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მკურ­ნა­ლო­ბის თან­ხას ური­ცხავს, მაგ­რამ ლი­მი­ტი გან­სა­ზღვრუ­ლია, და­მა­ტე­ბი­თი ხარ­ჯე­ბი კი, გაზ­რდი­ლი ფა­სე­ბის ფონ­ზე არა­საკ­მა­რი­სია. ამი­ტომ შე­საძ­ლოა, მცი­რე­დი და­ნაკ­ლი­სის გამო, თურ­ქეთ­ში უკვე შე­თან­ხმე­ბუ­ლი ვი­ზი­ტი ვერ შედ­გეს.

ზა­ი­რა ბლუ­იშ­ვი­ლი, ლე­ვა­ნის დედა:

- ლე­ვან­მა თურ­ქეთ­ში, ან­კა­რა­ში, მო­რი­გი გა­მოკ­ვლე­ვა უნდა გა­ი­კე­თოს, ტეს­ტი უნდა ჩა­ი­ა­ტა­როს, შეძ­ლებს თუ არა "ჭკვი­ა­ნი ხე­ლის" პრო­თე­ზის მორ­გე­ბას... ყვე­ლა­ფე­რი შე­თან­ხმე­ბუ­ლია. მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი გაძ­ვირ­და. მათ შო­რის, ბი­ლე­თის ფუ­ლიც - თუ ადრე ავ­ტო­ბუს­ში ბი­ლე­თი, წას­ვლა-წა­მოს­ვლით, 100 ლირა ღირ­და, ახლა 50 დო­ლა­რია. ლე­ვა­ნი მარ­ტო ვერ წავა, ჯერ­ჯე­რო­ბით არ შე­უძ­ლია და­მო­უ­კი­დებ­ლად მი­ხე­დოს თა­ვის თავს, კვერ­ცხი მა­ინც ხომ უნდა შე­უწ­ვას ვინ­მემ და იქ მომ­ვლე­ლის აყ­ვა­ნა ძა­ლი­ან ძვი­რია.

ბი­ლე­თის ფულს ემა­ტე­ბა კვე­ბის ხარ­ჯე­ბი. ფა­სე­ბი არ ჩერ­დე­ბა და მუდ­მი­ვად მა­ტუ­ლობს. ახლა თუ არ წა­ვე­დით, ყვე­ლა­ფე­რი წყალ­ში ჩაგ­ვეყ­რე­ბა. ხე­ლის პრო­თე­ზი, რო­მე­ლიც ლე­ვანს უნდა მო­არ­გონ, ტვი­ნის იმ­პულ­სე­ბი­თა და ჩი­პის დახ­მა­რე­ბით იმარ­თე­ბა და სა­გან­გე­ბო შემ­ზა­დე­ბა სჭირ­დე­ბა.

პ.ს. ჩვენს მკი­თხველს თუნ­დაც მცი­რე­დი თან­ხით არა­ერ­თხელ მო­უ­მარ­თავს ხელი აფხა­ზე­თის გმი­რის­თვის. ახ­ლაც იმე­დი გვაქვს, ლე­ვანს ამ თან­ხის მოგ­რო­ვე­ბა­ში და­ვეხ­მა­რე­ბით:

ლი­ბერ­თი ბან­კი:

GE25LB2100048045060422 (ლა­რის ან­გა­რი­ში)

სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი

GE19BG0000000820257300

მიმ­ღე­ბი: ლე­ვან ბლუ­იშ­ვი­ლი

ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი: 598 47 45 19

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გრიგოლი1408
88

სამშობლოს არ დაუვალებია წადი და შენს ძმებს ტყვია ესროლეო

llcl
9

ღმერთმა ჯანმრთელობა მოგცეს ძმაო! ავეხმაროთ რითაც შეგვიძლია ესეთ ხალხს! თურმე სახელმწიფო დახმარება ლიმიტირებული ყოფილა ესეთ ხალხზე, გმირებზე, მხოლოდ მთავრობის და პარლამენტის წევრების პრემია-დანამატები, ტენდერებში მოგებები და ფულის კეთება არ ყოფილა ლიმიტირებული უკვე 30 წელია. პ.ს. სომხეთ-აზერბაიჯანის მშვიდობისთვის და ტყვეების გაცვლისთვის უნდა ვიმოქმედოთ, მაგრამ უფრო წინ ქართველი გმირები, ქართველი ავადმყოფი ბავშვები რომ დაგვეყენებინა უკეთესი იქნებოდა, მად ჩვენ მაინც არავინ არაფერს გვკითხავს და სიმამრიჩი ნუ გამოიყვანეთ ნობელის პრემიის ლაურიატად

ავტორი:

"ჩემს ქვეყანას რომ დასჭირდეს, ახლაც იმავეს გავაკეთებდი“: აფხაზეთის ომში დაჭრილი ბიჭის სულისშემძვრელი ამბავი - მას საზოგადოების თანადგომა სჭირდება

"ჩემს ქვეყანას რომ დასჭირდეს, ახლაც იმავეს გავაკეთებდი“: აფხაზეთის ომში დაჭრილი ბიჭის სულისშემძვრელი ამბავი - მას საზოგადოების თანადგომა სჭირდება

ლევან ბლუიშვილი იმ თაობის წარმომადგენელია, სამშობლო სხვანაირად უყვარდათო, რომ ამბობენ... ყველაზე ძვირფასი, ჯანმრთელობა შესწირა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. დღემდე ცდილობს ფეხზე მყარად დადგეს, ხან ახერხებს, ხან - ვერა, რადგან მუდმივად მკურნალობა სჭირდება, ხან საქართველოში, ხან საზღვარგარეთ..

20-ზე მეტი ქირურგიული ოპერაციის გაკეთება დასჭირდა, მაგრამ ჯერჯერობით, საკმარისი არ აღმოჩნდა. რისკთან, ნერვიულობასა და ტკივილთან ერთად, ეს ყველაფერი ფინანსურ სახსრებთან არის დაკავშირებული და შესაბამისად, იმედგაცრუება არაერთხელ უწვნევია.

19 წლის ახალწვეული ჯარისკაცი იყო, როდესაც უფროსისგან გაიგო, რომ აფხაზეთში დამხმარე ძალა სჭირდებოდათ - ვისაც სურვილი გაქვთ, თუმცა, აუცილებელი ვალდებულება არ გაქვთო. წაუსვლელობა წუთით არ უფიქრია. როდესაც ვეკითხები, ხომ არ ნანობდა წლების წინანდელ გადაწყვეტილებას, დაუფიქრებლად მპასუხობს, არაერთი წვალების მიუხედავად, არასდროს მინანია, ის გავაკეთე, რაც საშმობლოს წინაშე მევალებოდაო...

აფხაზეთის ომში, ერთ-ერთი დავალების შესრულების დროს, აფხაზური დაჯგუფების პირისპირ აღმოჩნდა და მძიმედ დაიჭრა, მოწინააღმდეგის 17 ტყვია მოხვდა. თანამებრძოლებს მკვდარი ეგონათ და პატრონის გამოჩენამდე, გაგრის მორგში გადაიყვანეს, სწორედ იქ მიაგნო დედამ ერთადერთ შვილს, რომელიც შემდეგ იხსენებდა, მეგონა მკვდარს ვეფერეობოდი და არტერიის ფეთქვა ვიგრძენიო.

მძიმედ დაჭრილი ჯერ გაგრის საავადმყოფოში გადაიყვანეს, შემდეგ კი თბილისში გადმოაფრინეს... რამდენიმე ხანს ლოგინიდაბ ვერ დგებოდა, მაგრამ შვილის სიცოცხლით ძალამოცემულმა დედამ რიკნის ქალამნები ჩაიცვა, ხელში რკინის ჯოხი აიღო და ყველაფერი გააკეთა, რომ ბიჭს დამოუკიდებლად გადაადგილება შესძლებოდა, თუმცა, ეს პირველი ნაბიჯები იყო, ბრძოლა გრძელდება...

ლევან ბლუიშვილი:

- "შავნაბადას“ ბატალიონის შემადგენლობაში ვირიცხებოდი. 1992 წლის 30 აგვისტოს, გაგრაში, კოლხიდაში, შეტევაზე გადავედით. მორიგი შეტაკების შემდეგ, ინფორმაცია მივიღეთ, ერთ-ერთ აფხაზურ დაჯგუფებას უახლოეს საათებში ქართულ ქვედანაყოფზე თავდასხმა ჰქონდა დაგეგმილი. ჩვენს სადესანტო ნაწილს ამ თავდასხმის მოგერიება ევალებოდა.

რამდენიმე ათეული ქართველი მებრძოლის დაღუპვას, 10 კაცის თავგანწირვა ვარჩიეთ და რამდენიმე კოლხიდაში დაბანაკებულ აფხაზებს ცეცხლი გავუხსენით, რასაც მათი მხრიდან პასუხი მოჰყვა.

ჩვენს თავგანწირვას უშედეგოდ არ ჩაუვლია - ის პოზიცია დავიკავეთ, მაგრამ შეტაკების დროს ძალიან მძიმედ დავიჭერი - 17 ტყვია მომხვდა, მათ შორის - სნაიპერის ნასროლი. როგორც მითხრეს, მიწაზე დავარდნის შემდეგ, გონდაკარგულს, "აკაემის“ ავტომატიდან მთელი ჯერი გადამატარეს…რამდენიმე წუთის შემდეგ კი, ჩემგან 15-20 მეტრის რადიუსში ნაღმი აფეთქდა და მისი ნამსხვრევებიც მომხვდა… სხეულის ერთადერთი ნაწილი, სადაც ტყვია არ მომხვედრია, თავი იყო.

გონს მხოლოდ მაშინ მოვედი, როცა სამხედრო ვერტმფრენით თბილისში მოვყავდი, ისიც რამდენიმე წუთით. ტრავმატოლოგიურ საავადმყოფოში დამიბრუნდა აზროვნება.

ღმერთმა სიცოცხლე მაჩუქა და მითხრა, უნდა იცოცხლოო და ვცოცხლობ, თუმცა, ჯანმრთელობის ამდენი პრობლემის გადამკიდე, სულ მკურნალობა მიწევს, რაც თანხებთან არის დაკავშირებული. ყველას თავისი გასაჭირი ნაქვს და ხანდახან მერიდება ჩემს პრობლემებზე საუბარი და საზგადოებისთვის ჩემი არსებობის შეხსენება.

  • მან მარცხენა ხელი დაკარგა, მარჯვენა ხელის თითები დაზიანებული აქვს, ქვედა კიდურების დაზიანების გამო უჭირს გადაადგილებაც ბოლო წლებში სახელმწიფო მკურნალობის თანხას ურიცხავს, მაგრამ ლიმიტი განსაზღვრულია, დამატებითი ხარჯები კი, გაზრდილი ფასების ფონზე არასაკმარისია. ამიტომ შესაძლოა, მცირედი დანაკლისის გამო, თურქეთში უკვე შეთანხმებული ვიზიტი ვერ შედგეს.

ზაირა ბლუიშვილი, ლევანის დედა:

- ლევანმა თურქეთში, ანკარაში, მორიგი გამოკვლევა უნდა გაიკეთოს, ტესტი უნდა ჩაიატაროს, შეძლებს თუ არა "ჭკვიანი ხელის" პროთეზის მორგებას... ყველაფერი შეთანხმებულია. მაგრამ ყველაფერი გაძვირდა. მათ შორის, ბილეთის ფულიც - თუ ადრე ავტობუსში ბილეთი, წასვლა-წამოსვლით, 100 ლირა ღირდა, ახლა 50 დოლარია. ლევანი მარტო ვერ წავა, ჯერჯერობით არ შეუძლია დამოუკიდებლად მიხედოს თავის თავს, კვერცხი მაინც ხომ უნდა შეუწვას ვინმემ და იქ მომვლელის აყვანა ძალიან ძვირია.

ბილეთის ფულს ემატება კვების ხარჯები. ფასები არ ჩერდება და მუდმივად მატულობს. ახლა თუ არ წავედით, ყველაფერი წყალში ჩაგვეყრება. ხელის პროთეზი, რომელიც ლევანს უნდა მოარგონ, ტვინის იმპულსებითა და ჩიპის დახმარებით იმართება და საგანგებო შემზადება სჭირდება.

პ.ს. ჩვენს მკითხველს თუნდაც მცირედი თანხით არაერთხელ მოუმართავს ხელი აფხაზეთის გმირისთვის. ახლაც იმედი გვაქვს, ლევანს ამ თანხის მოგროვებაში დავეხმარებით:

ლიბერთი ბანკი:

GE25LB2100048045060422 (ლარის ანგარიში)

საქართველოს ბანკი

GE19BG0000000820257300

მიმღები: ლევან ბლუიშვილი

ტელეფონის ნომერი: 598 47 45 19

ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსის "დელტა“ შტამით ჩვილი გარდაიცვალა

"როცა გამოაცხადეს, ორი გრან-პრი იქნებაო, იმედი მომეცა, რომ ერთ-ერთი მე ვიქნებოდი" - ზუგდიდური "ART-კოლხის“ ამბები

საქართველოში კორონავირუსის 2 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი ჩატარდა გასულ 24 საათში და როგორია ეპიდვითარება რეგიონების მიხედვით