პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნენეტოს ვერავინ ნახულობდა და ცოტა შეგვეშინდა... იყო სოციალური პრობლემებიც"  - რას ჰყვება ცნობილი მსახიობი, რომელმაც თვეების შვილისთვის სახლის თეატრი შექმნა
"ნენეტოს ვერავინ ნახულობდა და ცოტა შეგვეშინდა... იყო სოციალური პრობლემებიც"  - რას ჰყვება ცნობილი მსახიობი, რომელმაც თვეების შვილისთვის სახლის თეატრი შექმნა

სი­ახ­ლე არ არის, რომ პან­დე­მი­ამ ცხოვ­რე­ბის სტი­ლი შეც­ვა­ლა. ადა­მი­ა­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბამ ძი­რი­თა­დი საქ­მის პა­რა­ლე­ლუ­რად სხვა საქ­მე­ე­ბიც წა­მო­ი­წყო, რად­გა­ნაც ესა თუ ის დარ­გი და­პა­უზ­და, მათ შო­რის - თე­ატ­რი. მა­გა­ლი­თად, ახ­მე­ტე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ობ­მა და მუ­სი­კოს­მა გი­ორ­გი ცხა­და­ძემ, ჟურ­ნა­ლისტ მე­უღ­ლეს­თან, სა­ლო­მე ლე­მონ­ჯა­ვას­თან ერ­თად, სახ­ლში თვე­ე­ბის ნე­ნეს­თვის თე­ატ­რი „ნე­ნე­ტო“ და­ა­არ­სეს. შემ­დეგ კი ეს იდეა მცი­რე ბიზ­ნე­სა­დაც აქ­ცი­ეს და თე­ატ­რებს უკვე და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ადა­მი­ა­ნებს მათი შვი­ლე­ბის­თვი­საც სთა­ვა­ზო­ბენ.

პა­ტა­რა ნენე ცხა­და­ძე 21 ივ­ლისს ერთი წლის ხდე­ბა. მხი­ა­რუ­ლი გო­გოა, უყ­ვარს ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა, ხალ­ხთან კონ­ტაქ­ტი და სი­ცი­ლი. მა­მი­კოს მიერ შექ­მნი­ლი სახ­ლის თე­ატ­რი კი, უკვე მისი საყ­ვა­რე­ლი გა­სარ­თო­ბია.

გი­ორ­გი ცხა­და­ძე:

- ნე­ნეს მარ­თლა ძა­ლი­ან უხა­რია ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, ტე­ლე­ვი­ზი­ას მი­ეჩ­ვია, რად­გან ჩვენ გამო ხში­რად უწევს იქ ყოფ­ნა. სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­ნა­თე­ბას რომ ხე­დავს, გიჟ­დე­ბა, ისე მოს­წონს. როცა ვი­დე­ოს ან ფო­ტოს ვუ­ღებთ, ცოტა გვეპ­რან­ჭე­ბა. უყ­ვარს მუ­სი­კა, რად­გა­ნაც მას­ზე კარ­გად რე­ა­გი­რებს... მალე ერთი წლის ხდე­ბა. მისი და­ბა­დე­ბა ლა­მის სა­ლო­მეს და­ბა­დე­ბის დღეს - 20 ივ­ლისს და­ემ­თხვა. იუ­ბი­ლე პან­დე­მი­უ­რად რომ უნდა აღგ­ვე­ნიშ­ნა, რის­თვი­საც მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი, გა­მო­წყო­ბი­ლე­ბი ვი­ყა­ვით და ზუს­ტად მა­შინ და­ე­წყო მშო­ბი­ა­რო­ბა. წა­ვე­დით სამ­შო­ბი­ა­რო­ში, ოღონდ, ისე მოხ­და, რომ ნენე 21-ში გაჩ­ნდა... ჩემ­თვის მისი და­ბა­დე­ბა და­უ­ვი­წყა­რი წა­მე­ბია, თან, ბლოკ­ში ვი­ყა­ვი...

- პან­დე­მი­ა­ში თა­ვი­სე­ბუ­რი ცხოვ­რე­ბის წესი შე­იქ­მნა. ვი­საც რა შე­ეძ­ლო, იმის კე­თე­ბა და­ი­წყო - ზოგი მე­ბოსტნე გახ­და, ზოგი კუ­ლი­ნა­რი, მწე­რა­ლი, მხატ­ვა­რი... თქვენ­თა­ნაც რა­ღაც სი­ახ­ლე­ე­ბია...

- ნენე რომ გაჩ­ნდა, თე­ატ­რი უკვე და­პა­უ­ზე­ბუ­ლი იყო, კონ­ცერ­ტე­ბიც შე­წყვე­ტი­ლი. პან­დე­მი­ამ ყვე­ლა სფე­რო და­ა­ზა­რა­ლა, მაგ­რამ შე­მოქ­მე­დე­ბით სფე­რო­ებს ყვე­ლა­ზე მე­ტად შე­ე­ხო. ამის გამო სო­ცი­ა­ლურ­მა პრობ­ლე­მებ­მაც წა­მო­ი­წია... მოკ­ლედ, ყვე­ლა­ნი სახ­ლში ვი­ყა­ვით, ახალ­და­ბა­დე­ბულ ნე­ნე­ტოს ვე­რა­ვინ ნა­ხუ­ლობ­და. ცოტა შეგ­ვე­შინ­და, ასო­ცი­ა­ლუ­რი არ ყო­ფილ­ყო. ადა­მი­ა­ნებს რომ ნა­ხავ­და, არ დამფრ­თხა­ლი­ყო, მაგ­რამ სხვა­თა შო­რის, ასე არ მოხ­და. ამა­ში ძა­ლი­ან დაგ­ვეხ­მა­რა სახ­ლის თე­ატ­რი, რო­მე­ლიც თვი­თონ შევ­ქმე­ნით.

- და თან, და­პა­უ­ზე­ბუ­ლი თე­ატ­რის გამო მა­მა­საც სცე­ნის მო­ნატ­რე­ბა ჰქონ­და, ამას­თან, გო­გო­ნაც კარ­გად გა­ერ­თო­ბო­და, არა?

- კი, მაგ­რამ ჯერ იმას ვი­ტყვი, რომ რო­დე­საც ბავ­შვის­თვის სა­თა­მა­შოს ვყი­დუ­ლობ, ვცდი­ლობ, ნა­ტუ­რა­ლუ­რი იყოს, თუ სარ­გებ­ლო­ბას არ მო­უ­ტანს, არ ავ­ნოს მა­ინც. სა­ქარ­თვე­ლო­ში სამ­წუ­ხა­როდ, ბევ­რი უხა­რის­ხო სა­თა­მა­შოა, რაც ცალ­კე პრობ­ლე­მაა... მოკ­ლედ, ამ ყვე­ლაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით და თან თავ­ში სულ გვიტ­რი­ა­ლებ­და რა­ღაც თე­ატ­რის მსგავ­სი აზრი და სა­ბო­ლო­ოდ ჩვენს თე­ატ­რამ­დეც მი­ვე­დით... მა­ნამ­დე კი მხო­ლოდ ხე­ლის თო­ჯი­ნა მქონ­და, რო­მელ­შიც შევ­ყოფ­დი ხელს, ვა­თა­მა­შებ­დი, რაც ნე­ნეს ძა­ლი­ან მოს­წონ­და. ამის მერე ხან ფარ­და ჩა­მო­ვა­ფა­რეთ და იქი­დან გა­მოვ­ძვრე­ბო­დი. მოკ­ლედ, რად­გან ფარ­დაც გაჩ­ნდა და პერ­სო­ნა­ჟი თო­ჯი­ნის სა­ხით არ­სე­ბობ­და, თე­ატ­რის დამ­ზა­დე­ბაც გა­დავ­წყვი­ტეთ, სა­დაც ნე­ნეს ზღაპ­რებს წა­ვუ­კი­თხავ­დით, რა­ი­მე წარ­მოდ­გე­ნას გა­ვი­თა­მა­შებ­დით. ამ საქ­მე­ში ჩემი უფ­რო­სი დები - თა­მუ­ნა და თი­კოც ჩავ­რთე.

- მოკ­ლედ, ისე მოხ­და, რომ ნე­ნეს­თვის სახ­ლში შექ­მე­ნით პირ­ვე­ლი თე­ატ­რი, რო­მე­ლიც ხე­ლით არის დამ­ზა­დე­ბუ­ლი...

- კი, მერე ამან სტარ­ტა­პის ფორ­მაც მი­ი­ღო. გაჩ­ნდა იდეა, რომ მე და სა­ლო­მეს რა­ი­მე სა­ერ­თო საქ­მე გვქო­ნო­და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ორი­ვე ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ვმუ­შა­ობთ - სა­ლო­მე ბიზ­ნე­სჟურ­ნა­ლის­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით და მე უფრო - შე­მოქ­მე­დე­ბი­თი, ვი­ფიქ­რეთ, თუკი ჩვენს შვილს გა­ვუ­კე­თეთ თე­ატ­რი, რა იქ­ნე­ბა, რომ მსგავ­სი სხვა ბავ­შვებ­საც ჰქონ­დეთ-თქო? ეს აზრი და იდეა ავი­ტა­ცეთ გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ. გვი­ხა­რია, რომ ორი­ვეს სა­ერ­თო საქ­მე გაგ­ვიჩ­ნდა, რა­მაც ამ პან­დე­მი­ა­ში კი­დევ უფრო გაგ­ვა­ერ­თი­ა­ნა. მოკ­ლედ, და­ვამ­ზა­დეთ თე­ატ­რე­ბი. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მა­შინ­ვე შევ­ქმე­ნით გვერ­დე­ბი, რა­საც უდი­დე­სი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. იმ­დე­ნად დიდი მო­თხოვ­ნა იყო, რომ პა­სუ­ხებ­საც ვერ ვცემ­დით, რად­გა­ნაც ასე­თი ინ­ტე­რე­სი თუ გაჩ­ნდე­ბო­და, ამის­თვის მზად არ ვი­ყა­ვით. მოკ­ლედ, ბევ­რი რამ ასა­წონ-და­სა­წო­ნი და და­სახ­ვე­წი აღ­მოჩ­ნდა... მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ აქ­ცენ­ტი თა­ვი­დან­ვე ეკო­მე­გობ­რულ პრო­დუქტზე გა­ვა­კე­თეთ, ანუ რა­საც მა­სა­ლად ვი­ყე­ნებთ, ყვე­ლა­ფე­რი ბუ­ნებ­რი­ვი და ნა­ტუ­რა­ლუ­რია.

მოკ­ლედ, ამ ყვე­ლა­ფერს ერთი ადა­მი­ა­ნი შე­ი­თავ­სებს, თი­თებ­ზე წა­მო­იც­ვამს თო­ჯი­ნებს, ფარ­დის მიღ­მა დად­გე­ბა და ბავ­შვებს ზღა­პარს წა­უ­კი­თავს, შე­უძ­ლია სხვა­დას­ხვა პრე­სო­ნა­ჟე­ბი გა­ა­თა­მა­შოს. იყო შემ­თხვე­ვა, თვი­თონ ბავ­შვე­ბი უყ­ვე­ბოდ­ნენ ერ­თმა­ნეთს ზღაპ­რებს... ყვე­ლა­ფე­რი კი პა­ტა­რებს იმის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევთ, რომ ფან­ტა­ზია გა­იღ­ვი­ვონ, თე­ატ­რი შე­უყ­ვარ­დეთ. ჩვე­ნი ამ­ბის მთა­ვა­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბაც ეს არის.

- რაც მთა­ვა­რია, ნე­ნეს უხა­რია...

- კი. მე მაქვს წარ­მოდ­გე­ნე­ბი, თო­ჯი­ნებს ვა­თა­მა­შებ და თვი­თო­ნაც თა­მა­შობს ცალ­კე იმ თო­ჯი­ნე­ბით. კარ­გად ერ­თო­ბა. ბავ­შვე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად იც­ვლე­ბი­ან. ამი­ტომ გე­მოვ­ნე­ბაც ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­და - რა­ღაც მოს­წონს, რა­ღაც - არა. რამ­დე­ნი­მე თე­ატ­რი არის, რო­მე­ლიც გა­ვა­კე­თეთ და არ ეკა­რე­ბა... თუ თო­ჯი­ნებს მო­ი­თხოვს და არ მი­იყ­ვა­ნე, ძა­ლი­ან გვიბ­რაზ­დე­ბა. ყვე­ლა­ზე მე­ტად მგე­ლი და წი­თელ­ქუ­და უყ­ვარს. წი­თელ­ქუ­დას ლა­მა­ზი კაბა აც­ვია და ალ­ბათ ამი­ტომ... მოკ­ლედ, ეს პერ­სო­ნა­ჟე­ბი ნე­ნეს მე­გობ­რე­ბი არი­ან.

- სა­ლო­მეც უმარ­თავს სპექ­ტაკ­ლებს?

- სა­ლო­მეც სამ­სა­ხურ­ში ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლია, მაგ­რამ მშვე­ნივ­რად ითავ­სებს მსა­ხი­ო­ბის ამ­პლუ­ას. ყვე­ლა­ნა­ირ პერ­სო­ნაჟს თა­მა­შობს და აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ძა­ლი­ან გა­მომ­სახ­ვე­ლია. მეც ვუ­ყუ­რებ ხოლ­მე მის სპექ­ტაკ­ლებს.

- ნე­ნეს რომ არ ჰყო­ლო­და მსა­ხი­ო­ბი მამა, ექ­ნე­ბო­და ეს თე­ატ­რი?

- მსა­ხი­ო­ბი რომ არ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი და პან­დე­მია არ ყო­ფი­ლი­ყო, შე­იძ­ლე­ბა, არ ჰქო­ნო­და... დროს ალ­ბათ ვერ გა­მოვ­ნა­ხავ­დი ადრე ამის­თვის.

- რა პერ­სპექ­ტი­ვა აქვს ახლა ამ საქ­მეს?

- ფაქ­ტია, რომ დიდი ინ­ტე­რე­სია და შე­სა­ბა­მი­სად მო­თხოვ­ნი­ლე­ბაც. გეგ­მა­ში გვაქვს ჩრდი­ლე­ბის თე­ატ­რიც შევ­ქმნათ, მას ექ­ნე­ბა ანო­ტა­ცია, რომ­ლი­თაც ვას­წავ­ლით ადა­მი­ა­ნებს თი­თე­ბის მოძ­რა­ო­ბით რო­გორ შეძ­ლე­ბენ სხვა­დას­ხვა ცხო­ვე­ლი­სა თუ ფი­გუ­რის გან­სა­ხი­ე­რე­ბას. შუქს რომ ჩა­აქ­რო­ბენ, ლა­მა­ზი ჩრდი­ლე­ბი წარ­მო­იქ­მნე­ბა. მას ასე­ვე სა­თა­მა­შო­ე­ბიც ექ­ნე­ბა. ეს პრო­ექ­ტიც ახლო მო­მა­ვალ­ში გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ასე­ვე გვინ­და, შევ­ქმნათ ქარ­თუ­ლი კე­თი­ლი ზღაპ­რე­ბი, ჩვე­ნი­ვე პერ­სო­ნა­ჟე­ბით. ვინც თე­ატრს შე­ი­ძენს, ამ ზღაპ­რე­ბით და სა­თა­მა­შო­ე­ბით გა­ა­თა­მა­შებს ამ ყვე­ლა­ფერს... მოკ­ლედ, ჯერ­ჯე­რო­ბით ასე­თია ჩვე­ნი ამ­ბა­ვი.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Tsiko
0

ძლივს რაღაც პოზიტივი. იხარეთ და იმრავლეთ

ნინი
0

აი ასე რაა,რაც უფრო პოზიტიურ სტატიებს დადებთ უკეთესია,ხალხი ისედაც დაიღალა ნეგატიური ამბებით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ნენეტოს ვერავინ ნახულობდა და ცოტა შეგვეშინდა... იყო სოციალური პრობლემებიც"  - რას ჰყვება ცნობილი მსახიობი, რომელმაც თვეების შვილისთვის სახლის თეატრი შექმნა

"ნენეტოს ვერავინ ნახულობდა და ცოტა შეგვეშინდა... იყო სოციალური პრობლემებიც"  - რას ჰყვება ცნობილი მსახიობი, რომელმაც თვეების შვილისთვის სახლის თეატრი შექმნა

სიახლე არ არის, რომ პანდემიამ ცხოვრების სტილი შეცვალა. ადამიანების უმეტესობამ ძირითადი საქმის პარალელურად სხვა საქმეებიც წამოიწყო, რადგანაც ესა თუ ის დარგი დაპაუზდა, მათ შორის - თეატრი. მაგალითად, ახმეტელის თეატრის მსახიობმა და მუსიკოსმა გიორგი ცხადაძემ, ჟურნალისტ მეუღლესთან, სალომე ლემონჯავასთან ერთად, სახლში თვეების ნენესთვის თეატრი „ნენეტო“ დააარსეს. შემდეგ კი ეს იდეა მცირე ბიზნესადაც აქციეს და თეატრებს უკვე დაინტერესებულ ადამიანებს მათი შვილებისთვისაც სთავაზობენ.

პატარა ნენე ცხადაძე 21 ივლისს ერთი წლის ხდება. მხიარული გოგოა, უყვარს ფოტოების გადაღება, ხალხთან კონტაქტი და სიცილი. მამიკოს მიერ შექმნილი სახლის თეატრი კი, უკვე მისი საყვარელი გასართობია.

გიორგი ცხადაძე:

- ნენეს მართლა ძალიან უხარია ადამიანებთან ურთიერთობა, ტელევიზიას მიეჩვია, რადგან ჩვენ გამო ხშირად უწევს იქ ყოფნა. სატელევიზიო განათებას რომ ხედავს, გიჟდება, ისე მოსწონს. როცა ვიდეოს ან ფოტოს ვუღებთ, ცოტა გვეპრანჭება. უყვარს მუსიკა, რადგანაც მასზე კარგად რეაგირებს... მალე ერთი წლის ხდება. მისი დაბადება ლამის სალომეს დაბადების დღეს - 20 ივლისს დაემთხვა. იუბილე პანდემიურად რომ უნდა აღგვენიშნა, რისთვისაც მომზადებულები, გამოწყობილები ვიყავით და ზუსტად მაშინ დაეწყო მშობიარობა. წავედით სამშობიაროში, ოღონდ, ისე მოხდა, რომ ნენე 21-ში გაჩნდა... ჩემთვის მისი დაბადება დაუვიწყარი წამებია, თან, ბლოკში ვიყავი...

- პანდემიაში თავისებური ცხოვრების წესი შეიქმნა. ვისაც რა შეეძლო, იმის კეთება დაიწყო - ზოგი მებოსტნე გახდა, ზოგი კულინარი, მწერალი, მხატვარი... თქვენთანაც რაღაც სიახლეებია...

- ნენე რომ გაჩნდა, თეატრი უკვე დაპაუზებული იყო, კონცერტებიც შეწყვეტილი. პანდემიამ ყველა სფერო დააზარალა, მაგრამ შემოქმედებით სფეროებს ყველაზე მეტად შეეხო. ამის გამო სოციალურმა პრობლემებმაც წამოიწია... მოკლედ, ყველანი სახლში ვიყავით, ახალდაბადებულ ნენეტოს ვერავინ ნახულობდა. ცოტა შეგვეშინდა, ასოციალური არ ყოფილყო. ადამიანებს რომ ნახავდა, არ დამფრთხალიყო, მაგრამ სხვათა შორის, ასე არ მოხდა. ამაში ძალიან დაგვეხმარა სახლის თეატრი, რომელიც თვითონ შევქმენით.

- და თან, დაპაუზებული თეატრის გამო მამასაც სცენის მონატრება ჰქონდა, ამასთან, გოგონაც კარგად გაერთობოდა, არა?

- კი, მაგრამ ჯერ იმას ვიტყვი, რომ როდესაც ბავშვისთვის სათამაშოს ვყიდულობ, ვცდილობ, ნატურალური იყოს, თუ სარგებლობას არ მოუტანს, არ ავნოს მაინც. საქართველოში სამწუხაროდ, ბევრი უხარისხო სათამაშოა, რაც ცალკე პრობლემაა... მოკლედ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით და თან თავში სულ გვიტრიალებდა რაღაც თეატრის მსგავსი აზრი და საბოლოოდ ჩვენს თეატრამდეც მივედით... მანამდე კი მხოლოდ ხელის თოჯინა მქონდა, რომელშიც შევყოფდი ხელს, ვათამაშებდი, რაც ნენეს ძალიან მოსწონდა. ამის მერე ხან ფარდა ჩამოვაფარეთ და იქიდან გამოვძვრებოდი. მოკლედ, რადგან ფარდაც გაჩნდა და პერსონაჟი თოჯინის სახით არსებობდა, თეატრის დამზადებაც გადავწყვიტეთ, სადაც ნენეს ზღაპრებს წავუკითხავდით, რაიმე წარმოდგენას გავითამაშებდით. ამ საქმეში ჩემი უფროსი დები - თამუნა და თიკოც ჩავრთე.

- მოკლედ, ისე მოხდა, რომ ნენესთვის სახლში შექმენით პირველი თეატრი, რომელიც ხელით არის დამზადებული...

- კი, მერე ამან სტარტაპის ფორმაც მიიღო. გაჩნდა იდეა, რომ მე და სალომეს რაიმე საერთო საქმე გვქონოდა, მიუხედავად იმისა, რომ ორივე ტელევიზიაში ვმუშაობთ - სალომე ბიზნესჟურნალისტიკის მიმართულებით და მე უფრო - შემოქმედებითი, ვიფიქრეთ, თუკი ჩვენს შვილს გავუკეთეთ თეატრი, რა იქნება, რომ მსგავსი სხვა ბავშვებსაც ჰქონდეთ-თქო? ეს აზრი და იდეა ავიტაცეთ განვახორციელეთ. გვიხარია, რომ ორივეს საერთო საქმე გაგვიჩნდა, რამაც ამ პანდემიაში კიდევ უფრო გაგვაერთიანა. მოკლედ, დავამზადეთ თეატრები. სოციალურ ქსელში მაშინვე შევქმენით გვერდები, რასაც უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა. იმდენად დიდი მოთხოვნა იყო, რომ პასუხებსაც ვერ ვცემდით, რადგანაც ასეთი ინტერესი თუ გაჩნდებოდა, ამისთვის მზად არ ვიყავით. მოკლედ, ბევრი რამ ასაწონ-დასაწონი და დასახვეწი აღმოჩნდა... მნიშვნელოვანია, რომ აქცენტი თავიდანვე ეკომეგობრულ პროდუქტზე გავაკეთეთ, ანუ რასაც მასალად ვიყენებთ, ყველაფერი ბუნებრივი და ნატურალურია.

მოკლედ, ამ ყველაფერს ერთი ადამიანი შეითავსებს, თითებზე წამოიცვამს თოჯინებს, ფარდის მიღმა დადგება და ბავშვებს ზღაპარს წაუკითავს, შეუძლია სხვადასხვა პრესონაჟები გაათამაშოს. იყო შემთხვევა, თვითონ ბავშვები უყვებოდნენ ერთმანეთს ზღაპრებს... ყველაფერი კი პატარებს იმის საშუალებას აძლევთ, რომ ფანტაზია გაიღვივონ, თეატრი შეუყვარდეთ. ჩვენი ამბის მთავარი დანიშნულებაც ეს არის.

- რაც მთავარია, ნენეს უხარია...

- კი. მე მაქვს წარმოდგენები, თოჯინებს ვათამაშებ და თვითონაც თამაშობს ცალკე იმ თოჯინებით. კარგად ერთობა. ბავშვები ყოველდღიურად იცვლებიან. ამიტომ გემოვნებაც ჩამოუყალიბდა - რაღაც მოსწონს, რაღაც - არა. რამდენიმე თეატრი არის, რომელიც გავაკეთეთ და არ ეკარება... თუ თოჯინებს მოითხოვს და არ მიიყვანე, ძალიან გვიბრაზდება. ყველაზე მეტად მგელი და წითელქუდა უყვარს. წითელქუდას ლამაზი კაბა აცვია და ალბათ ამიტომ... მოკლედ, ეს პერსონაჟები ნენეს მეგობრები არიან.

- სალომეც უმართავს სპექტაკლებს?

- სალომეც სამსახურში ძალიან დაკავებულია, მაგრამ მშვენივრად ითავსებს მსახიობის ამპლუას. ყველანაირ პერსონაჟს თამაშობს და აღმოვაჩინე, რომ ძალიან გამომსახველია. მეც ვუყურებ ხოლმე მის სპექტაკლებს.

- ნენეს რომ არ ჰყოლოდა მსახიობი მამა, ექნებოდა ეს თეატრი?

- მსახიობი რომ არ ვყოფილიყავი და პანდემია არ ყოფილიყო, შეიძლება, არ ჰქონოდა... დროს ალბათ ვერ გამოვნახავდი ადრე ამისთვის.

- რა პერსპექტივა აქვს ახლა ამ საქმეს?

- ფაქტია, რომ დიდი ინტერესია და შესაბამისად მოთხოვნილებაც. გეგმაში გვაქვს ჩრდილების თეატრიც შევქმნათ, მას ექნება ანოტაცია, რომლითაც ვასწავლით ადამიანებს თითების მოძრაობით როგორ შეძლებენ სხვადასხვა ცხოველისა თუ ფიგურის განსახიერებას. შუქს რომ ჩააქრობენ, ლამაზი ჩრდილები წარმოიქმნება. მას ასევე სათამაშოებიც ექნება. ეს პროექტიც ახლო მომავალში განხორციელდება. ასევე გვინდა, შევქმნათ ქართული კეთილი ზღაპრები, ჩვენივე პერსონაჟებით. ვინც თეატრს შეიძენს, ამ ზღაპრებით და სათამაშოებით გაათამაშებს ამ ყველაფერს... მოკლედ, ჯერჯერობით ასეთია ჩვენი ამბავი.

"ხალხს ბავშვთა სახლი წარმოუდგინეს "კონცლაგერად", სადაც თითქოს მუდმივად ბავშვებს აწამებენ - ამხელა შრომის არაფრად ქცევა, უმადურობაა" - რას ამბობს დეკანოზი მეუფე სპირიდონის პანსიონიდან წასვლაზე

"ნანატრი შვილი, რომელსაც წლები ველოდით, უმძიმესი დიაგნოზის წინაშე დადგა" - 4 თვის ნენეს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელად მეუფე იაკობი დაინიშნა - "მოხდა ისე, რომ მეუფე სპირიდონი საკუთარი ნებით წავიდა"