მსოფლიო
სამართალი

23

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:20-ზე, მთვარე მორიელშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს, ცხარე და ცხიმიან საკვებს. რეკომენდებულია: ცურვა, შხაპის მიღება.
პოლიტიკა
კონფლიქტები
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მდინარეში თავს მაყოფინებდნენ და მირტყამდნენ... აღიარებას ითხოვდნენ" - რას ჰყვება აფხაზეთში ნაწამები რუსი ტურისტი და როგორ ეხმაურებიან ფაქტს სოხუმში?
"მდინარეში თავს მაყოფინებდნენ და მირტყამდნენ... აღიარებას ითხოვდნენ" - რას ჰყვება აფხაზეთში ნაწამები რუსი ტურისტი და როგორ ეხმაურებიან ფაქტს სოხუმში?

აფხა­ზეთ­ში ნა­წა­მე­ბი რუსი ტუ­რის­ტის საქ­მე რამ­დე­ნი­მე დღეა ცხა­რე კა­მა­თის სა­გა­ნია. ად­გი­ლობ­რივ­მა მე­დი­ამ მომ­ხდა­რი არ გა­ა­შუ­ქა, თუ არ ჩავ­თვლით სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­სა და ტე­ლეგ­რამ-არ­ხებს, სა­დაც პე­ტერ­ბურ­გელ ახალ­გაზ­რდა­ზე ძა­ლა­დო­ბის ფაქტს ეხ­მა­უ­რე­ბი­ან.

აფხა­ზუ­რი მე­დი­ის­გან გან­სხვა­ვე­ბით, რუ­სუ­ლი მე­დია აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლავს მომ­ხდარს.

"რო­გორ დას­რულ­და იაფი და უვი­ზო მოგ­ზა­უ­რო­ბა და­მო­უ­კი­დე­ბელ აფხა­ზეთ­ში?" - ამ სა­თა­უ­რით ეხ­მა­უ­რე­ბა zona.media პე­ტერ­ბურ­გე­ლი არ­ტემ რუს­კი­ხის წა­მე­ბის საქ­მეს.

"ის ფხა­ზეთ­ში და­სას­ვე­ნებ­ლად ჩა­ვი­და... ად­გი­ლობ­რივ­მა მი­ლი­ცი­ამ რუსი ტუ­რის­ტი ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რად ჩათ­ვა­ლა და გა­მო­სა­ტე­ხად კი­ნა­ღამ სიკ­ვდი­ლამ­დე მი­იყ­ვა­ნეს" - წერს გა­მო­ცე­მა.

მათი ცნო­ბით, აფხა­ზე­თის ე.წ. მი­ლი­ცი­ის თა­ნამ­შომ­ლებ­მა ის ხეზე ჩა­მო­კი­დეს, თავს მდი­ნა­რე­ში აყო­ფი­ნებ­დნენ და ხელ­კე­ტით გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბით ემუქ­რე­ბოდ­ნენ, შემ­დეგ კი სა­ზღვარ­თან და­აგ­დეს და ურ­ჩი­ეს - აღა­რას­დროს დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო აფხა­ზეთ­ში.

28 წლის რუსი ახალ­გაზ­რდა პე­ტერ­ბურ­გის ერთ-ერთ ცენ­ტრში, სის­ტე­მურ ინ­ჟინ­რად მუ­შა­ობ­და. ჰყავს 30 წლის მხატ­ვა­რი მე­უღ­ლე და­რია მო­რო­ზო­ვა. რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, მათ ძა­ლი­ან უყ­ვართ მოგ­ზა­უ­რო­ბა.

"2019-2020 წლებ­ში მო­ი­ნა­ხუ­ლეს შრი-ლან­კა, ეს­ტო­ნე­თი, გერ­მა­ნია და იტა­ლია. 2021 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში მოგ­ზა­უ­რო­ბას გეგ­მავ­დნენ, თუმ­ცა ლოკ­და­უნ­მა გეგ­მე­ბი შე­უც­ვა­ლა, ბი­ლე­თე­ბი კი ისევ ძვი­რი ღირ­და. ამი­ტომ ცოლ-ქმარ­მა ალ­ტერ­ნა­ტი­ვად აფხა­ზე­თი აირ­ჩია. მათ კი­დევ ერთი მე­გო­ბა­რი, პო­ლი­ნა შე­უ­ერ­თდა. ჯერ გაგ­რა­ში გეგ­მავ­დნენ ორი დღის გა­ტა­რე­ბას, ოთხი დღით ახალ ათონ­ში მი­დი­ოდ­ნენ და ორი დღე სო­ხუმ­ში დარ­ჩე­ნა ჰქონ­დათ ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი. თუმ­ცა, არ­ტე­მი ბოთ­ლით ხელ­ში ქუ­ჩა­ში და­ა­კა­ვეს და აქე­დან და­ი­წყო ყვე­ლა­ფე­რი... " - წერს გა­მო­ცე­მა.

მა­თი­ვე ცნო­ბით, რუსი ტუ­რის­ტის საქ­მე­ზე აფხა­ზე­თის ე.წ. გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ წი­ნა­სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოკ­ვლე­ვა და­ი­წყო. რო­გორც გა­მო­ცე­მა აღ­ნიშ­ნავს, კარ­გი იქ­ნე­ბა თუ არ­ტემ რუს­კი­ხის ამ­ბავს რუ­სე­თის ყვე­ლა ის მო­ქა­ლა­ქე წა­ი­კი­თხავს, ვი­საც აფხა­ზეთ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა სურს და აფხა­ზუ­რი სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბის სჯე­რა.

"სა­საფ­ლა­ოს­თან და­მა­კა­ვეს. ვე­კი­თხე­ბო­დი, სად მივ­ყავ­დით და რა­ტომ, ხმა ჩა­ი­წყვი­ტეო, მი­თხრა ერთ-ერ­თმა და ისე მაგ­რად ჩა­მარ­ტყა ზურ­გში, რომ წა­ვი­ბორ­ძი­კე. ჯერ ვი­ფიქ­რე, გა­მი­ტა­ცეს და გა­მო­სას­ყიდს მო­ი­თხო­ვენ-მეთ­ქი, მაგ­რამ აღ­მოჩ­ნდა, მი­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მივ­ყავ­დი... ტე­ლე­ფო­ნი ამო­ვი­ღე, მაგ­რამ ვინ მა­ცა­ლა სად­მე და­რეკ­ვა, ვი­ცო­დი, რომ ჩემი მე­უღ­ლე და ჩვე­ნი სა­ერ­თო მე­გო­ბა­რი ძებ­ნას და­მი­წყებ­დნენ და მინ­დო­და გა­მეფრ­თხი­ლე­ბი­ნა, მაგ­რამ ხე­ლი­დან გა­მომ­გლი­ჯეს.

გამ­ჩხრი­კეს და მა­შინ­ვე გი­სო­სებ­ში შე­მაგ­დეს. ვთხო­ვე, ჩემი ცოლი გა­ეფრ­თხი­ლე­ბი­ნათ და კი­დევ კარ­გი ასეც მო­იქ­ცნენ - სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ფარ­გლებ­ში, ჩვენ­თან იმ­ყო­ფე­ბაო, უთხრეს... გვი­ან ღა­მით გა­მიშ­ვეს, მაგ­რამ ცოტა ხან­ში ისევ მოც­ვივ­დნენ და გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში წა­მათ­რი­ეს - აღი­ა­რე, რომ ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რი ხარ და აფხა­ზეთ­ში ნარ­კო­ტი­კის გა­სა­ყი­დად ჩა­მოხ­ვე­დიო... რაზე მე­ლა­პა­რა­კე­ბით, არა­ფე­რი ვიცი-მეთ­ქი, ვუ­პა­სუ­ხე და მა­შინ­ვე და­მარ­ტყეს.

ახ­ლა­ვე ყვე­ლა­ფე­რი მშვი­დად მო­ყე­ვი, თო­რემ გპირ­დე­ბი, აქე­დან ცო­ცხა­ლი ვერ გახ­ვა­ლო, მი­თხრა ერთ-ერ­თმა და ისე და­მარ­ტყა, მე­გო­ნა, თირკმე­ლე­ბი იქვე დავ­ტო­ვე... რამ­დე­ნი­მე სა­ათს მა­წა­მებ­დნენ. მე­მუქ­რე­ბოდ­ნენ, ახლა ტყე­ში წა­გიყ­ვანთ და ისეთს გა­გი­კე­თებთ, სიკ­ვდილს ნატ­რობ­დეო. ტყე­ში წა­მიყ­ვა­ნეს. ია­რაღს ცხვირ­წინ მიტ­რი­ა­ლებ­და ერთ-ერთი... ერთ-ერ­თმა რე­ზი­ნის მილი კი­სერ­ზე შე­მო­მახ­ვია, ხეზე უნდა ჩა­მოგ­კი­დო­თო... სხვე­ბი მა­ჯებ­ში მირ­ტყამ­დნენ... რაც დრო გა­დი­ო­და, კი არ ჩერ­დე­ბოდ­ნენ, უფრო და უფრო შე­დი­ოდ­ნენ აზარ­ტში - მდი­ნა­რე­ში თავს მა­ყო­ფი­ნებ­დნენ, დრო­დად­რო გო­ნე­ბას ვკარ­გავ­დი და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რად ვღ­რი­ა­ლებ­დი. ია­რა­ღის ლუ­ლას პირ­ში მი­დებ­დნენ და ჩამ­ყვი­როდ­ნენ, აღი­ა­რე, რომ ნარ­კო­ტი­კი ჩა­მო­ი­ტა­ნე სა­რე­ა­ლი­ზა­ცი­ო­დო, ოღონდ არ მო­ვე­კა­ლი და ყვე­ლა­ფერ­ზე თა­ნახ­მა ვი­ყა­ვი - კი, ვა­ღი­ა­რებ-მეთ­ქი, ვუ­თხა­რი... გვი­თხა­რი სად არი­სო, ად­გი­ლი მი­ვუ­თი­თე, მაგ­რამ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ვერ მი­პო­ვეს. და­კი­თხეს ჩემი ცო­ლიც... შემ­დეგ მი­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მელ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ჩემ­ზე მხო­ლოდ მსუ­ბუ­ქი ზე­წო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს, რაც გარ­და­უ­ვა­ლი იყო. ამის შემ­დეგ, სა­ზღვარ­თან დამ­ტო­ვეს და გა­მაფრ­თხი­ლეს, არას­დროს დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი აფხა­ზეთ­ში..." - წერს რუსი არ­ტემ რუს­კი­ხი.

მი­სი­ვე ცნო­ბით, სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, მას მრავ­ლო­ბი­თი მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბი და თირკმე­ლე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა აღე­ნიშ­ნე­ბა.

აფხა­ზე­ბი მომ­ხდარს ეხ­მა­უ­რე­ბი­ან და სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში წე­რენ, რომ აფხა­ზურ ე.წ. მი­ლი­ცი­ა­ში წა­მე­ბის ფაქ­ტე­ბი პირ­ვე­ლი არაა, უბ­რა­ლოდ, რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქემ პრობ­ლე­მა სა­აშ­კა­რა­ო­ზე გა­მო­ი­ტა­ნა და ხმა­უ­რიც მოჰ­ყვა.

"ჩვენს მი­ლი­ცი­ას არ ვენ­დო­ბი, ამა­ზე არც ვდა­ობთ, მაგ­რამ მა­ინც არ მჯე­რა, რომ სრუ­ლი­ად უსა­ფუძ­ვლოდ, ქუ­ჩა­ში და­ა­კა­ვეს რუსი ტუ­რის­ტი და ასე არა­ა­და­მი­ა­ნუ­რად გა­უს­წორ­დნენ. ვინ­მემ არ იცის, რომ ნარ­ტო­კი­ტი სწო­რედ მათ და სომ­ხებს შე­მო­აქვთ ქვე­ყა­ნა­ში და აქ მხო­ლოდ და­სას­ვე­ნებ­ლად არ ჩა­მო­დი­ან?.. ეტყო­ბა, ცოლს რომ და­უ­რე­კეს, მან იზ­რუ­ნა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის მო­შო­რე­ბა­ზე. ად­გი­ლობ­რი­ვი კი­დევ ჰო და რუსს, სრუ­ლი­ად უსა­ფუძ­ვლოდ არ და­ა­კა­ვებ­დნენ..." - წერს ად­გი­ლობ­რი­ვი ანა გიც­ბა.

"რა კარ­გად და­ვი­წყეთ სე­ზო­ნი... ამი­ტომ არის ატე­ხი­ლი გლო­ვა და ფო­რი­ა­ქი?.. თით­ქოს მზე და მთვა­რე მათ­ზე ამოგ­ვდი­ო­დეს. კი გა­მიკ­ვირ­და, რა­ტომ გა­გიჟ­დნენ ასე, დღე და ღამე ასო­ბით ადა­მი­ა­ნია შემ­თხვე­ვის ად­გი­ლას თავ­მოყ­რი­ლი. ეტყო­ბა, ამის და­ბა­ლან­სე­ბას ვცდი­ლობთ. გული მტკი­ვა სა­კუ­თარ სა­ცო­და­ო­ბა­ზე. თუ დამ­ნა­შა­ვეა, უნდა და­ი­სა­ჯოს, რას ვე­ბო­დი­შე­ბით?" - მი­აჩ­ნია ალექს გუმ­ბას.

"სრუ­ლი­ად უმი­ზე­ზოდ, სიკ­ვდი­ლამ­დე სცე­მეს ჩემი სკო­ლე­ლი ბიჭი და ისე­თი და­ნა­შა­უ­ლი შე­ტე­ნეს, წარ­მოდ­გე­ნა არ ჰქონ­და. პირ­ვე­ლად არ აკე­თე­ბენ ამას ჩვე­ნი მი­ლი­ცი­ე­ლე­ბი. რო­დე­საც და­ნა­შა­ულს ვერ ხსნი­ან, ასე იქ­ცე­ვი­ან. შე­საძ­ლოა, ეს სხვე­ბის გა­საფრ­თხი­ლებ­ლა­დაც გა­ა­კე­თეს, მაგ­რამ ხომ ყვე­ლამ იცის, რომ ნარ­კო­ტი­კი აფხა­ზეთ­ში უპატ­რო­ნოს არა­ვის შე­მო­აქვს, აქ მათ გავ­ლე­ნი­ა­ნი პი­რე­ბი ხვდე­ბი­ან და ისი­ნი კრი­შა­ვენ" - წერს დეა შა­კა­ია.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაია
245

აფხაზებს ძალადობა ქართველებმა ასწავლეს, ქართველებმა კი რუსებისგან ისწავლეს. 

nik
9

ვენაცვალე ჯიგარში, სად მიდიხართ მაგ ველურებში არ იცით?! მაგრამ თქვენ თვითონ ზრდით და ასაზრდოვებთ ამ ველურების ანკლავებს და ნუ გიკვირთ, აფხაზეთი ს.ოსეთი დნესტრისპირეთი ე.წ. დენეერი და ელენერი, მიწიერი ჯოჯოხეთები

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

"მდინარეში თავს მაყოფინებდნენ და მირტყამდნენ... აღიარებას ითხოვდნენ" - რას ჰყვება აფხაზეთში ნაწამები რუსი ტურისტი და როგორ ეხმაურებიან ფაქტს სოხუმში?

"მდინარეში თავს მაყოფინებდნენ და მირტყამდნენ... აღიარებას ითხოვდნენ" - რას ჰყვება აფხაზეთში ნაწამები რუსი ტურისტი და როგორ ეხმაურებიან ფაქტს სოხუმში?

აფხაზეთში ნაწამები რუსი ტურისტის საქმე რამდენიმე დღეა ცხარე კამათის საგანია. ადგილობრივმა მედიამ მომხდარი არ გააშუქა, თუ არ ჩავთვლით სოციალურ ქსელებსა და ტელეგრამ-არხებს, სადაც პეტერბურგელ ახალგაზრდაზე ძალადობის ფაქტს ეხმაურებიან.

აფხაზური მედიისგან განსხვავებით, რუსული მედია აქტიურად განიხილავს მომხდარს.

"როგორ დასრულდა იაფი და უვიზო მოგზაურობა დამოუკიდებელ აფხაზეთში?" - ამ სათაურით ეხმაურება zona.media პეტერბურგელი არტემ რუსკიხის წამების საქმეს.

"ის ფხაზეთში დასასვენებლად ჩავიდა... ადგილობრივმა მილიციამ რუსი ტურისტი ნარკორეალიზატორად ჩათვალა და გამოსატეხად კინაღამ სიკვდილამდე მიიყვანეს" - წერს გამოცემა.

მათი ცნობით, აფხაზეთის ე.წ. მილიციის თანამშომლებმა ის ხეზე ჩამოკიდეს, თავს მდინარეში აყოფინებდნენ და ხელკეტით გაუპატიურებით ემუქრებოდნენ, შემდეგ კი საზღვართან დააგდეს და ურჩიეს - აღარასდროს დაბრუნებულიყო აფხაზეთში.

28 წლის რუსი ახალგაზრდა პეტერბურგის ერთ-ერთ ცენტრში, სისტემურ ინჟინრად მუშაობდა. ჰყავს 30 წლის მხატვარი მეუღლე დარია მოროზოვა. რუსული მედიის ცნობით, მათ ძალიან უყვართ მოგზაურობა.

"2019-2020 წლებში მოინახულეს შრი-ლანკა, ესტონეთი, გერმანია და იტალია. 2021 წელს საქართველოში მოგზაურობას გეგმავდნენ, თუმცა ლოკდაუნმა გეგმები შეუცვალა, ბილეთები კი ისევ ძვირი ღირდა. ამიტომ ცოლ-ქმარმა ალტერნატივად აფხაზეთი აირჩია. მათ კიდევ ერთი მეგობარი, პოლინა შეუერთდა. ჯერ გაგრაში გეგმავდნენ ორი დღის გატარებას, ოთხი დღით ახალ ათონში მიდიოდნენ და ორი დღე სოხუმში დარჩენა ჰქონდათ ჩაფიქრებული. თუმცა, არტემი ბოთლით ხელში ქუჩაში დააკავეს და აქედან დაიწყო ყველაფერი... " - წერს გამოცემა.

მათივე ცნობით, რუსი ტურისტის საქმეზე აფხაზეთის ე.წ. გენერალურმა პროკურატურამ წინასაგამოძიებო მოკვლევა დაიწყო. როგორც გამოცემა აღნიშნავს, კარგი იქნება თუ არტემ რუსკიხის ამბავს რუსეთის ყველა ის მოქალაქე წაიკითხავს, ვისაც აფხაზეთში მოგზაურობა სურს და აფხაზური სტუმართმოყვარეობის სჯერა.

"სასაფლაოსთან დამაკავეს. ვეკითხებოდი, სად მივყავდით და რატომ, ხმა ჩაიწყვიტეო, მითხრა ერთ-ერთმა და ისე მაგრად ჩამარტყა ზურგში, რომ წავიბორძიკე. ჯერ ვიფიქრე, გამიტაცეს და გამოსასყიდს მოითხოვენ-მეთქი, მაგრამ აღმოჩნდა, მილიციის განყოფილებაში მივყავდი... ტელეფონი ამოვიღე, მაგრამ ვინ მაცალა სადმე დარეკვა, ვიცოდი, რომ ჩემი მეუღლე და ჩვენი საერთო მეგობარი ძებნას დამიწყებდნენ და მინდოდა გამეფრთხილებინა, მაგრამ ხელიდან გამომგლიჯეს.

გამჩხრიკეს და მაშინვე გისოსებში შემაგდეს. ვთხოვე, ჩემი ცოლი გაეფრთხილებინათ და კიდევ კარგი ასეც მოიქცნენ - სპეცოპერაციის ფარგლებში, ჩვენთან იმყოფებაო, უთხრეს... გვიან ღამით გამიშვეს, მაგრამ ცოტა ხანში ისევ მოცვივდნენ და განყოფილებაში წამათრიეს - აღიარე, რომ ნარკორეალიზატორი ხარ და აფხაზეთში ნარკოტიკის გასაყიდად ჩამოხვედიო... რაზე მელაპარაკებით, არაფერი ვიცი-მეთქი, ვუპასუხე და მაშინვე დამარტყეს.

ახლავე ყველაფერი მშვიდად მოყევი, თორემ გპირდები, აქედან ცოცხალი ვერ გახვალო, მითხრა ერთ-ერთმა და ისე დამარტყა, მეგონა, თირკმელები იქვე დავტოვე... რამდენიმე საათს მაწამებდნენ. მემუქრებოდნენ, ახლა ტყეში წაგიყვანთ და ისეთს გაგიკეთებთ, სიკვდილს ნატრობდეო. ტყეში წამიყვანეს. იარაღს ცხვირწინ მიტრიალებდა ერთ-ერთი... ერთ-ერთმა რეზინის მილი კისერზე შემომახვია, ხეზე უნდა ჩამოგკიდოთო... სხვები მაჯებში მირტყამდნენ... რაც დრო გადიოდა, კი არ ჩერდებოდნენ, უფრო და უფრო შედიოდნენ აზარტში - მდინარეში თავს მაყოფინებდნენ, დროდადრო გონებას ვკარგავდი და არაადამიანურად ვღრიალებდი. იარაღის ლულას პირში მიდებდნენ და ჩამყვიროდნენ, აღიარე, რომ ნარკოტიკი ჩამოიტანე სარეალიზაციოდო, ოღონდ არ მოვეკალი და ყველაფერზე თანახმა ვიყავი - კი, ვაღიარებ-მეთქი, ვუთხარი... გვითხარი სად არისო, ადგილი მივუთითე, მაგრამ მტკიცებულება ვერ მიპოვეს. დაკითხეს ჩემი ცოლიც... შემდეგ მილიციის თანამშრომელმა განაცხადა, რომ ჩემზე მხოლოდ მსუბუქი ზეწოლა განახორციელეს, რაც გარდაუვალი იყო. ამის შემდეგ, საზღვართან დამტოვეს და გამაფრთხილეს, არასდროს დაბრუნებულიყავი აფხაზეთში..." - წერს რუსი არტემ რუსკიხი.

მისივე ცნობით, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, მას მრავლობითი მოტეხილობები და თირკმელების დაზიანება აღენიშნება.

აფხაზები მომხდარს ეხმაურებიან და სოციალურ ქსელებში წერენ, რომ აფხაზურ ე.წ. მილიციაში წამების ფაქტები პირველი არაა, უბრალოდ, რუსეთის მოქალაქემ პრობლემა სააშკარაოზე გამოიტანა და ხმაურიც მოჰყვა.

"ჩვენს მილიციას არ ვენდობი, ამაზე არც ვდაობთ, მაგრამ მაინც არ მჯერა, რომ სრულიად უსაფუძვლოდ, ქუჩაში დააკავეს რუსი ტურისტი და ასე არაადამიანურად გაუსწორდნენ. ვინმემ არ იცის, რომ ნარტოკიტი სწორედ მათ და სომხებს შემოაქვთ ქვეყანაში და აქ მხოლოდ დასასვენებლად არ ჩამოდიან?.. ეტყობა, ცოლს რომ დაურეკეს, მან იზრუნა მტკიცებულებების მოშორებაზე. ადგილობრივი კიდევ ჰო და რუსს, სრულიად უსაფუძვლოდ არ დააკავებდნენ..." - წერს ადგილობრივი ანა გიცბა.

"რა კარგად დავიწყეთ სეზონი... ამიტომ არის ატეხილი გლოვა და ფორიაქი?.. თითქოს მზე და მთვარე მათზე ამოგვდიოდეს. კი გამიკვირდა, რატომ გაგიჟდნენ ასე, დღე და ღამე ასობით ადამიანია შემთხვევის ადგილას თავმოყრილი. ეტყობა, ამის დაბალანსებას ვცდილობთ. გული მტკივა საკუთარ საცოდაობაზე. თუ დამნაშავეა, უნდა დაისაჯოს, რას ვებოდიშებით?" - მიაჩნია ალექს გუმბას.

"სრულიად უმიზეზოდ, სიკვდილამდე სცემეს ჩემი სკოლელი ბიჭი და ისეთი დანაშაული შეტენეს, წარმოდგენა არ ჰქონდა. პირველად არ აკეთებენ ამას ჩვენი მილიციელები. როდესაც დანაშაულს ვერ ხსნიან, ასე იქცევიან. შესაძლოა, ეს სხვების გასაფრთხილებლადაც გააკეთეს, მაგრამ ხომ ყველამ იცის, რომ ნარკოტიკი აფხაზეთში უპატრონოს არავის შემოაქვს, აქ მათ გავლენიანი პირები ხვდებიან და ისინი კრიშავენ" - წერს დეა შაკაია.

რუსი ტურისტები დე ფაქტო აფხაზეთთან "საზღვრის" ჩაკეტვას მოითხოვენ - რა ხდება ოკუპირებულ რეგიონში

"ერთ-ერთი ცხედარი, რომელიც თბილისში გადმოასვენეს და ექსპერტიზა ჩაუტარდა, კოტე ანდრიაძეა..." - ჟურნალისტი აფხაზეთის ომის გმირთან უკანასკნელ შეხვედრას იხსენებს

"თავისიანებად" და "უცხოებად" დაყოფილი გალელების გაურკვეველი ბედი - რას უპირებს აფხაზეთის ე.წ. ხელმძღვანელობა გალში, ოჩამჩირესა და ტყვარჩელში მცხოვრებ ქართველებს?