სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფანჯრიდან გადმოვყურებ და მიხარია ასეთ სიმწვანეში ყოფნა, ვინც აქ გაივლის, აღფრთოვანებულია" - როგორ გააშენა გია ჯაფარიძემ ყვავილებისა და ხეხილის ბაღი საკუთარი კორპუსის ეზოში
"ფანჯრიდან გადმოვყურებ და მიხარია ასეთ სიმწვანეში ყოფნა, ვინც აქ გაივლის, აღფრთოვანებულია" - როგორ გააშენა გია ჯაფარიძემ ყვავილებისა და ხეხილის ბაღი საკუთარი კორპუსის ეზოში

გია ჯა­ფა­რი­ძე წლე­ბია ახ­მე­ტე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი და დღეს უკვე დი­რექ­ტო­რია. გა­და­ღე­ბუ­ლია არა­ერთ ქარ­თულ ფილმში, "ხა­რე­ბა და გო­გი­ა­ში" კი მის­მა პერ­სო­ნაჟ­მა "ჩორ­ტე­ვოზ­ნა­ეტ" მა­ყუ­რებ­ლის გული მო­ი­ნა­დი­რა. ონის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტიც იყო და თა­ვი­სი რა­ი­ო­ნის­თვის რა­ღა­ცე­ბის გა­კე­თე­ბაც შეძ­ლო. ბევ­რი ბა­ტონ გიას, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს თოვ­ლის ბა­ბუ­ას იც­ნობს, როცა ბავ­შვე­ბის გუ­ლის გამ­ხა­რე­ბე­ლი იყო და ამ­პლუ­ის შე­სა­ბა­მი­სად, სა­გან­გე­ბოდ მო­წყო­ბილ სახ­ლში ცხოვ­რობ­და. ცოტა ხნის წინ შე­ვი­ტყვეთ, რომ გლ­დან­ში პა­ტა­რა ბაღი ჰქო­ნია, რო­მელ­საც დიდი მონ­დო­მე­ბით უვ­ლის და კორ­პუ­სის ფა­სად­ზე, მე­ცხრე სარ­თუ­ლამ­დე აყ­ვა­ნი­ლი ულა­მა­ზე­სი გლი­ცი­ნი­აც მისი დამ­სა­ხუ­რე­ბა ყო­ფი­ლა.

გია ჯა­ფა­რი­ძე:

- თქვენ­მა გლი­ცი­ნი­ამ ყუ­რა­დღე­ბა მი­იქ­ცია...

- ამ სახ­ლში რომ გად­მო­ვე­დი, ძა­ლი­ან პა­ტა­რა ნერ­გი დამ­ხვდა, მე­ზო­ბელ ბო­რია ბირ­კა­ძე­სა და მის ცოლს და­ურ­გავთ. თუმ­ცა ყუ­რა­დღე­ბას არა­ვინ აქ­ცევ­და. გლი­ცი­ნია ხვი­ა­რა მცე­ნა­რეა და მაღ­ლა ას­ვლა სჩ­ვე­ვია. ეს რომ ვნა­ხე, ზედა სარ­თუ­ლი­დან მავ­თუ­ლი ჩა­მო­ვუშ­ვი, კუ­თხე­ებ­ზე და­ვა­ბი და მი­მარ­თუ­ლე­ბა მი­ვე­ცი. წა­ვი­და და წა­ვი­და. სა­ო­ცა­რი ის იყო, მე­ექ­ვსე სარ­თულ­ზე როცა ავი­და, რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წადს გა­ჩერ­და. აღარ იზ­რდე­ბო­და. მერე შარ­შან კარ­გად მოვრწყე, ფეს­ვე­ბი და­ვუს­ვე­ლე და წლე­ულს ზრდა კვლავ გა­ნაგ­რძო. იმე­დია, ბო­ლომ­დე ავა. ვინც აქ გა­ივ­ლის და და­ი­ნა­ხავს, აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლია ხოლ­მე. ამ მცე­ნა­რეს ასე­თი თვი­სე­ბა აქვს - ჯერ ყვა­ვილს გა­მო­ი­ღებს, გა­ივ­სე­ბა, ია­სამ­ნის­ფრად გა­და­ი­პენ­ტე­ბა, შემ­დეგ კი ყვა­ვი­ლი დასცვივ­დე­ბა და მხო­ლოდ მწვა­ნე დარ­ჩე­ბა. ლა­მა­ზი და სა­ო­ცა­რი სა­ნა­ხა­ვია. სა­სი­ა­მოვ­ნო სურ­ნე­ლი აქვს, ია­სამ­ნის მსგავ­სი... ხში­რად მთხო­ვენ მის ნერგს, მეც ვაძ­ლევ და ვარ ასე. ჩემი გლი­ცი­ნი­ის ამ­ბა­ვი მე­დი­ით რომ გახ­მა­ურ­და, შე­მო­მით­ვა­ლეს, ხომ არ გა­ყი­დი­თო...

- რო­დის და­ი­წყეთ მე­ბა­ღე­ო­ბა?

- აქ 80-იანი წლე­ბის ბო­ლოს გად­მო­ვე­დი, ბინა მა­მი­და­ჩემ­მა და­მი­ტო­ვა, უყ­ვარ­და ბაღ­ში ფუს­ფუ­სი და პა­ტა­რა მი­წის ნაკ­ვეთს უვ­ლი­და, რო­მელ­საც ახლა მე ვუვ­ლი. ცხოვ­რე­ბა სახ­ლის კარ­სა და სა­დარ­ბა­ზოს­თან არ მთავ­რდე­ბა. კარს მიღ­მაც, სა­დარ­ბა­ზო­შიც და ქვე­ყა­ნა­შიც უნდა იგ­რძნო­ბო­დეს, რომ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე, შვი­ლი ხარ, ქარ­თვე­ლი ხარ და სამ­შობ­ლო გიყ­ვარს. ცოტა მა­ღალ­ფარ­დოვ­ნად კი გა­მო­ვი­და, მაგ­რამ ასეა. რისი გა­კე­თე­ბაც შე­გიძ­ლია, უნდა გა­ა­კე­თო!

ძა­ლი­ან მსი­ა­მოვ­ნებს დი­ლით აქ ჩა­მოს­ვლა, სუფ­თა ჰა­ე­რია, სიმ­შვი­დე... ბაღ­ში ბორ­დი­უ­რე­ბით ბი­ლი­კე­ბი გა­ვა­კე­თე, და­საჯ­დო­მი და და­სას­ვე­ნე­ბე­ლი ად­გი­ლიც, აქა­უ­რო­ბას ბუჩ­ქე­ბის მწვა­ნე გა­ლა­ვა­ნი აქვს შე­მორ­ტყმუ­ლი.

აქ სხვა­დას­ხვა მცე­ნა­რე, ყვა­ვი­ლე­ბი და ხე­ხი­ლი ხა­რობს: თხი­ლი, ტყემ­ლე­ბი, ბრო­წე­უ­ლე­ბი, თუ­რა­შა­უ­ლის ვაშ­ლე­ბი ახა­ლი დარ­გუ­ლი მაქვს, არის კე­ხუ­რა ვაშ­ლი, ლეღ­ვი, გარ­გა­რი, ჭე­რა­მი, ორი დიდი ფიჭ­ვია, ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ია­სამ­ნე­ბი. ვარ­დი ძა­ლი­ან მიყ­ვარს, ძლი­ე­რი მცე­ნა­რეა, ლა­მა­ზი... ხან­და­ხან ფოთ­ლებს რა­ღაც მავ­ნე­ბე­ლი გახ­ვრეტს და ხსნა­რით შევ­წამ­ლავ. ახლა თეთ­რი ვარ­დე­ბი ყვა­ვის... მაქვს ცე­ცხლის­ფე­რი, წი­თე­ლი... მოკ­ლედ, ბევ­რნა­ი­რია ღო­ბის გას­წვრივ გა­ყო­ლე­ბუ­ლი.

- ზე­მო­დან ნა­გავს ხომ არ ყრი­ან?

- რაკი ბა­ღია, აქეთ ნაკ­ლე­ბად ყრი­ან... ნაგ­ვის დაყ­რა­ზე გა­მახ­სენ­და - ტბის ზე­მოთ პა­ტა­რა საყ­და­რი აღ­მო­ვა­ჩი­ნე, იქა­უ­რო­ბა ნაგ­ვის­გან გა­ვა­სუფ­თა­ვე და სა­მე­გობ­როს გვიყ­ვარს ას­ვლა. იქი­დან რომ მოვ­დი­ვართ, ასან­თის ღერს არ ვტო­ვებთ. გა­რე­მო­ზე ყველ­გან უნდა ვიზ­რუ­ნოთ. გა­მი­მარ­თლა, რომ ირ­გვლივ ფიჭვნა­რია. 30 წე­ლი­წად­ში ფიჭ­ვე­ბი გა­ი­ზარ­და, რაც ჰა­ერს კარ­გად ასუფ­თა­ვებს. ფან­ჯრი­დან ბაღს გად­მოვ­ყუ­რებ და მი­ხა­რია ასეთ სიმწვა­ნე­ში ყოფ­ნა.

რაჭ­ვე­ლი კაცი ვარ, ბუ­ნე­ბა­ში გაზ­რდი­ლი და მო­ნა­დი­რის შვი­ლი, ამი­ტომ ამ ყვე­ლა­ფერს სხვა­ნა­ი­რად შე­ვიგ­რძნობ. თა­ვი­დან­ვე მო­ვინ­დო­მე აქა­უ­რო­ბის გა­ლა­მა­ზე­ბა და რა­ღაც-რა­ღა­ცე­ბი მო­ვა­ხერ­ხე. ბაღ­ში ორ პა­ტა­რა "მო­ე­დან­ზე" შე­იძ­ლე­ბა დაჯ­დო­მა, მა­გი­დის დად­გმა, ჭი­ქის აწე­ვა, ხან­და­ხან ყან­წი­საც და სიმ­ღე­რის თქმაც. კარ­გი მომ­ღე­რა­ლი ძმა­კა­ცე­ბი მყავს, მსა­ხი­ო­ბე­ბი და­ვით დვა­ლიშ­ვი­ლი, ვასო ში­ხაშ­ვი­ლი, კოტე მჟა­ვია და მათი აქ ყოფ­ნი­სას მე­ზობ­ლე­ბი უფა­სო კონ­ცერტს უს­მე­ნენ.

- ბი­ლი­კე­ბიც უხ­დე­ბა ბაღს.

- ბი­ლი­კი ბორ­დი­უ­რე­ბი­თაა გა­კე­თე­ბუ­ლი, რომ იქა­უ­რო­ბას ყვე­ლა­ნა­ირ ამინ­დში მი­ვუდ­გე მცე­ნა­რის გა­საკ­რე­ჭად, შე­სა­ლა­მა­ზებ­ლად. არის სა­ვარ­ჯი­შო ღერ­ძიც. აუ­ზის გა­კე­თე­ბაც და­ვი­წყე... ბა­ღის გა­რეთ ად­გი­ლებ­ზეც ვიზ­რუ­ნე, სა­ნამ პარ­ლა­მენ­ტში ვი­ყა­ვი, ქუჩა დან­გრე­უ­ლი იყო და გა­ნა­თე­ბაც არ გვქონ­და. ქვე­ვით ჩა­სას­ვლე­ლი ბი­ლი­კიც გა­ვა­კე­თე­ბი­ნე მო­ა­ჯი­რით.

7-სა­დარ­ბა­ზო­ი­ა­ნი კორ­პუ­სია და თით­ქმის ყვე­ლას აქვს ბაღი, პა­ტივს მცე­მენ და მეც ამით­ვე ვპა­სუ­ხობ. ადრე იყო ასე­თი შემ­თხვე­ვა - ერთი მე­ზო­ბე­ლი ვი­ღა­ცას წა­უ­ქე­ზე­ბია და მი­თხრა, ამ გლი­ცი­ნი­ას ხვლი­კე­ბი და უხ­სე­ნებ­ლე­ბი ამოჰ­ყვე­ბი­ან დაბ­ლი­დან და მო­ჭე­რიო. მთის კაცი ვარ, ცოტა ხის­ტი ხა­სი­ა­თით, მე­სა­მე სარ­თუ­ლის ზე­მოთ ჭი­ან­ჭვე­ლა არ ადის, რა ხვლი­კი? ამ სი­ლა­მა­ზეს რო­გორ მოვ­ჭრი­დი?! იმის მერე აღა­რა­ფე­რი ყო­ფი­ლა. ის კი არა, ამის და­ნახ­ვი­სას გამ­ვლელ-გა­მომ­ვლე­ლი მლო­ცავს, ხან­და­ხან ბაღ­ში კუ­თხე­ში ჩემ­თვის ვზი­ვარ და მეს­მის, რო­გორ ილო­ცე­ბი­ან.

ერთი კია ცოტა უც­ნა­უ­რი ამ­ბა­ვიც - სკო­ლი­დან და­მამ­თავ­რე­ბე­ლი კლა­სის ბავ­შვე­ბი მო­დი­ან, ამ ად­გი­ლას უყ­ვართ შეგ­რო­ვე­ბა, ლა­პა­რა­კი და ამ ბა­ღის ბუჩ­ქო­ვან ღო­ბეს რომ მი­ად­გე­ბი­ან, ალ­ბათ, უნებ­ლი­ეთ ფოთ­ლებს წიწ­კნი­ან. ერთხელ ვუ­თხა­რი, ლა­მა­ზი რომ არის აქა­უ­რო­ბა, ხომ ამი­ტომ მო­დი­ხართ და ბუჩ­ქებს რა­ტომ აფუ­ჭებთ-მეთ­ქი. ცოტა ეს გულს მტკენს.

- რას ურ­ჩევთ ჩვენს მკი­თხვე­ლებს?

- ტყუ­ი­ლად ნუ იქ­ნე­ბი­ან, ერთი პა­ტა­რა ნერ­გი რომ დარ­გონ, წლე­ბის მერე ამ ნაც­რის­ფერ გა­რე­მო­ში მის­გან ვე­ე­ბერ­თე­ლა სი­ა­მოვ­ნე­ბას მი­ი­ღე­ბენ. ყვე­ლა ვაჟა-ფშა­ვე­ლა ვერ იქ­ნე­ბა, რომ სი­ლა­მა­ზე მა­სა­ვით და­ი­ნა­ხოს, მაგ­რამ ხომ შე­უძ­ლი­ათ პა­ტა­რა ნერ­გის სად­მე ჩარ­გვა და გა­ხა­რე­ბა? ახალ­გაზ­რდე­ბიც და­ფიქ­რდნენ, სად­მე შემ­თხვე­ვით ხე ან ბუჩ­ქი არ შე­მო­ეფ­ცქვნათ. ადა­მი­ა­ნი ხეს რომ რგავს, გა­რე­მოც ლა­მაზ­დე­ბა და ადა­მი­ა­ნიც უკე­თე­სი ხდე­ბა. მოკ­ლედ, მიყ­ვარს ჩემი გა­რე­მო, რო­მელ­საც ვუვ­ლი და ვარ ასე. ბაღ­ში შრო­მა­ში დრო ისე გა­დის, ვერ ვი­გებ.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბერო
0

მასე,მეც გავაშენე ბაღი 80-იან წლებში,ჩემი კორპუსის წინ, სავსე იყო ყვავილებით,მათ შორის 8 ძირი სხვადასხვა ფერის ვარდი იყო,მაგრამ მოვიდნენ მერიიდან,გადათხარეს ყველაფერი,სადღაც გაქრა ვარდები(დარჩა მხოლოდ ორი ძირი,მსხვილი იყო და ვერ მოერივნენ),ნარცისები,გლადიოლუსები,მიხაკები და ზამბახები და დღეს,ის ადგილი ნაგვის ბუდედაა ქცეული !!!

1
3

ნეტა ყველა თქვენნაირად ზრუნავდეს გარე ტერიტორიის გამშვენიერებაზე !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ფანჯრიდან გადმოვყურებ და მიხარია ასეთ სიმწვანეში ყოფნა, ვინც აქ გაივლის, აღფრთოვანებულია" - როგორ გააშენა გია ჯაფარიძემ ყვავილებისა და ხეხილის ბაღი საკუთარი კორპუსის ეზოში

"ფანჯრიდან გადმოვყურებ და მიხარია ასეთ სიმწვანეში ყოფნა, ვინც აქ გაივლის, აღფრთოვანებულია" - როგორ გააშენა გია ჯაფარიძემ ყვავილებისა და ხეხილის ბაღი საკუთარი კორპუსის ეზოში

გია ჯაფარიძე წლებია ახმეტელის თეატრის მსახიობი და დღეს უკვე დირექტორია. გადაღებულია არაერთ ქართულ ფილმში, "ხარება და გოგიაში" კი მისმა პერსონაჟმა "ჩორტევოზნაეტ" მაყურებლის გული მოინადირა. ონის მაჟორიტარი დეპუტატიც იყო და თავისი რაიონისთვის რაღაცების გაკეთებაც შეძლო. ბევრი ბატონ გიას, როგორც საქართველოს თოვლის ბაბუას იცნობს, როცა ბავშვების გულის გამხარებელი იყო და ამპლუის შესაბამისად, საგანგებოდ მოწყობილ სახლში ცხოვრობდა. ცოტა ხნის წინ შევიტყვეთ, რომ გლდანში პატარა ბაღი ჰქონია, რომელსაც დიდი მონდომებით უვლის და კორპუსის ფასადზე, მეცხრე სართულამდე აყვანილი ულამაზესი გლიცინიაც მისი დამსახურება ყოფილა.

გია ჯაფარიძე:

- თქვენმა გლიცინიამ ყურადღება მიიქცია...

- ამ სახლში რომ გადმოვედი, ძალიან პატარა ნერგი დამხვდა, მეზობელ ბორია ბირკაძესა და მის ცოლს დაურგავთ. თუმცა ყურადღებას არავინ აქცევდა. გლიცინია ხვიარა მცენარეა და მაღლა ასვლა სჩვევია. ეს რომ ვნახე, ზედა სართულიდან მავთული ჩამოვუშვი, კუთხეებზე დავაბი და მიმართულება მივეცი. წავიდა და წავიდა. საოცარი ის იყო, მეექვსე სართულზე როცა ავიდა, რამდენიმე წელიწადს გაჩერდა. აღარ იზრდებოდა. მერე შარშან კარგად მოვრწყე, ფესვები დავუსველე და წლეულს ზრდა კვლავ განაგრძო. იმედია, ბოლომდე ავა. ვინც აქ გაივლის და დაინახავს, აღფრთოვანებულია ხოლმე. ამ მცენარეს ასეთი თვისება აქვს - ჯერ ყვავილს გამოიღებს, გაივსება, იასამნისფრად გადაიპენტება, შემდეგ კი ყვავილი დასცვივდება და მხოლოდ მწვანე დარჩება. ლამაზი და საოცარი სანახავია. სასიამოვნო სურნელი აქვს, იასამნის მსგავსი... ხშირად მთხოვენ მის ნერგს, მეც ვაძლევ და ვარ ასე. ჩემი გლიცინიის ამბავი მედიით რომ გახმაურდა, შემომითვალეს, ხომ არ გაყიდითო...

- როდის დაიწყეთ მებაღეობა?

- აქ 80-იანი წლების ბოლოს გადმოვედი, ბინა მამიდაჩემმა დამიტოვა, უყვარდა ბაღში ფუსფუსი და პატარა მიწის ნაკვეთს უვლიდა, რომელსაც ახლა მე ვუვლი. ცხოვრება სახლის კარსა და სადარბაზოსთან არ მთავრდება. კარს მიღმაც, სადარბაზოშიც და ქვეყანაშიც უნდა იგრძნობოდეს, რომ ქვეყნის მოქალაქე, შვილი ხარ, ქართველი ხარ და სამშობლო გიყვარს. ცოტა მაღალფარდოვნად კი გამოვიდა, მაგრამ ასეა. რისი გაკეთებაც შეგიძლია, უნდა გააკეთო!

ძალიან მსიამოვნებს დილით აქ ჩამოსვლა, სუფთა ჰაერია, სიმშვიდე... ბაღში ბორდიურებით ბილიკები გავაკეთე, დასაჯდომი და დასასვენებელი ადგილიც, აქაურობას ბუჩქების მწვანე გალავანი აქვს შემორტყმული.

აქ სხვადასხვა მცენარე, ყვავილები და ხეხილი ხარობს: თხილი, ტყემლები, ბროწეულები, თურაშაულის ვაშლები ახალი დარგული მაქვს, არის კეხურა ვაშლი, ლეღვი, გარგარი, ჭერამი, ორი დიდი ფიჭვია, ძალიან ლამაზი იასამნები. ვარდი ძალიან მიყვარს, ძლიერი მცენარეა, ლამაზი... ხანდახან ფოთლებს რაღაც მავნებელი გახვრეტს და ხსნარით შევწამლავ. ახლა თეთრი ვარდები ყვავის... მაქვს ცეცხლისფერი, წითელი... მოკლედ, ბევრნაირია ღობის გასწვრივ გაყოლებული.

- ზემოდან ნაგავს ხომ არ ყრიან?

- რაკი ბაღია, აქეთ ნაკლებად ყრიან... ნაგვის დაყრაზე გამახსენდა - ტბის ზემოთ პატარა საყდარი აღმოვაჩინე, იქაურობა ნაგვისგან გავასუფთავე და სამეგობროს გვიყვარს ასვლა. იქიდან რომ მოვდივართ, ასანთის ღერს არ ვტოვებთ. გარემოზე ყველგან უნდა ვიზრუნოთ. გამიმართლა, რომ ირგვლივ ფიჭვნარია. 30 წელიწადში ფიჭვები გაიზარდა, რაც ჰაერს კარგად ასუფთავებს. ფანჯრიდან ბაღს გადმოვყურებ და მიხარია ასეთ სიმწვანეში ყოფნა.

რაჭველი კაცი ვარ, ბუნებაში გაზრდილი და მონადირის შვილი, ამიტომ ამ ყველაფერს სხვანაირად შევიგრძნობ. თავიდანვე მოვინდომე აქაურობის გალამაზება და რაღაც-რაღაცები მოვახერხე. ბაღში ორ პატარა "მოედანზე" შეიძლება დაჯდომა, მაგიდის დადგმა, ჭიქის აწევა, ხანდახან ყანწისაც და სიმღერის თქმაც. კარგი მომღერალი ძმაკაცები მყავს, მსახიობები დავით დვალიშვილი, ვასო შიხაშვილი, კოტე მჟავია და მათი აქ ყოფნისას მეზობლები უფასო კონცერტს უსმენენ.

- ბილიკებიც უხდება ბაღს.

- ბილიკი ბორდიურებითაა გაკეთებული, რომ იქაურობას ყველანაირ ამინდში მივუდგე მცენარის გასაკრეჭად, შესალამაზებლად. არის სავარჯიშო ღერძიც. აუზის გაკეთებაც დავიწყე... ბაღის გარეთ ადგილებზეც ვიზრუნე, სანამ პარლამენტში ვიყავი, ქუჩა დანგრეული იყო და განათებაც არ გვქონდა. ქვევით ჩასასვლელი ბილიკიც გავაკეთებინე მოაჯირით.

7-სადარბაზოიანი კორპუსია და თითქმის ყველას აქვს ბაღი, პატივს მცემენ და მეც ამითვე ვპასუხობ. ადრე იყო ასეთი შემთხვევა - ერთი მეზობელი ვიღაცას წაუქეზებია და მითხრა, ამ გლიცინიას ხვლიკები და უხსენებლები ამოჰყვებიან დაბლიდან და მოჭერიო. მთის კაცი ვარ, ცოტა ხისტი ხასიათით, მესამე სართულის ზემოთ ჭიანჭველა არ ადის, რა ხვლიკი? ამ სილამაზეს როგორ მოვჭრიდი?! იმის მერე აღარაფერი ყოფილა. ის კი არა, ამის დანახვისას გამვლელ-გამომვლელი მლოცავს, ხანდახან ბაღში კუთხეში ჩემთვის ვზივარ და მესმის, როგორ ილოცებიან.

ერთი კია ცოტა უცნაური ამბავიც - სკოლიდან დამამთავრებელი კლასის ბავშვები მოდიან, ამ ადგილას უყვართ შეგროვება, ლაპარაკი და ამ ბაღის ბუჩქოვან ღობეს რომ მიადგებიან, ალბათ, უნებლიეთ ფოთლებს წიწკნიან. ერთხელ ვუთხარი, ლამაზი რომ არის აქაურობა, ხომ ამიტომ მოდიხართ და ბუჩქებს რატომ აფუჭებთ-მეთქი. ცოტა ეს გულს მტკენს.

- რას ურჩევთ ჩვენს მკითხველებს?

- ტყუილად ნუ იქნებიან, ერთი პატარა ნერგი რომ დარგონ, წლების მერე ამ ნაცრისფერ გარემოში მისგან ვეებერთელა სიამოვნებას მიიღებენ. ყველა ვაჟა-ფშაველა ვერ იქნება, რომ სილამაზე მასავით დაინახოს, მაგრამ ხომ შეუძლიათ პატარა ნერგის სადმე ჩარგვა და გახარება? ახალგაზრდებიც დაფიქრდნენ, სადმე შემთხვევით ხე ან ბუჩქი არ შემოეფცქვნათ. ადამიანი ხეს რომ რგავს, გარემოც ლამაზდება და ადამიანიც უკეთესი ხდება. მოკლედ, მიყვარს ჩემი გარემო, რომელსაც ვუვლი და ვარ ასე. ბაღში შრომაში დრო ისე გადის, ვერ ვიგებ.