სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვაპირებთ, აქტიურად ჩავერთოთ საპარლამენტო ცხოვრებაში " - "ნაციონალური მოძრაობა“ დღეიდან საპარლამენტო საქმიანობას იწყებს
"ვაპირებთ, აქტიურად ჩავერთოთ საპარლამენტო ცხოვრებაში " - "ნაციონალური მოძრაობა“ დღეიდან საპარლამენტო საქმიანობას იწყებს

"ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რე­ბი დღეს პარ­ლა­მენ­ტში მივ­ლენ. პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რუ­ლი სხდო­მა დღეს 12:00 სა­ათ­ზეა ჩა­ნიშ­ნუ­ლი.

პარ­ტი­ის ერთ-ერთი ლი­დე­რის ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძის თქმით, “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ პარ­ლა­მენტს გა­ნი­ხი­ლავს მნიშ­ვნე­ლო­ვან ინ­სტრუ­მენ­ტად, რათა პარ­ტია თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ზე ძლი­ე­რად წარ­სდგეს.

"გან­ცხა­დე­ბას იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რო­გო­რი იქ­ნე­ბა ჩვე­ნი სა­პარ­ლა­მენ­ტო საქ­მი­ა­ნო­ბა, მათ შო­რის გეგ­მა და სტრა­ტე­გია, პირ­ველ გან­ცხა­დე­ბას მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კა­ნონპ­რო­ექ­ტის ირ­გვლივ გა­ა­კე­თებს პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე ნიკა მე­ლია.

ჩვენ ვა­პი­რებთ, რომ აქ­ტი­უ­რად ჩა­ვერ­თოთ სა­პარ­ლა­მენ­ტო ცხოვ­რე­ბა­ში და მი­ვი­ტა­ნოთ ყვე­ლა ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქის ხმა.

ჩვენ ამ პარ­ლა­მენტს გან­ვი­ხი­ლავთ მნიშ­ვნე­ლო­ვან ინ­სტრუ­მენ­ტად იმის­თვის, რომ თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ზე წარვსდგეთ ძლი­ე­რად.

ძა­ლინ დიდი იმე­დი მაქვს რომ თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ზე და­მა­ჯე­რებ­ლად და­ა­მარ­ცხებს ოპო­ზი­ცია "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“.

მე ამ პარ­ლა­მენტს ვუ­ყუ­რებ, რო­გორც გარ­და­მა­ვალ პარ­ლა­მენტს ვა­დამ­დელ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე“, - გა­ნა­ცხა­და დე­კა­ნო­ი­ძემ.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ პო­ლი­ტი­კუ­რი საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, პარ­ტია სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში მუ­შო­ბას იწყებს, თუმ­ცა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ უარს ამ­ბობს, ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტის შარლ მი­შე­ლის მე­დი­ა­ცი­ით მიღ­წე­ულ 19 პრი­ლის შე­თან­ხმე­ბის დო­კუ­მენტზე ხელ­მო­წე­რა­ზე.

შე­გახ­სე­ნებთ, 7 ივ­ნისს პარ­ლა­მენ­ტის საპ­რო­ცე­დუ­რო სა­კი­თხთა კო­მი­ტეტ­მა 32 წევ­რი­ა­ნი ფრაქ­ცი­ის “ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ - გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცია “ძალა ერ­თო­ბა­ში­ას“ შექ­მნას მხა­რი და­უ­ჭი­რა. ფრაქ­ცია “ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ - გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცია “ძალა ერ­თო­ბა­შია“ 32-წევ­რით იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი და მას ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძე უხელ­მძღვა­ნე­ლებს.

ფრაქ­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე­ე­ბი იქ­ნე­ბი­ან: ლე­ვან ბეჟაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი ბოტ­კო­ვე­ლი და ნატო ჩხე­ი­ძე. ეს ყვე­ლა­ზე დიდი ოპო­ზი­ცი­უ­რი ფრაქ­ცია იქ­ნე­ბა, რო­მე­ლიც აერ­თი­ა­ნებს “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კით გა­სულ პარ­ლა­მენ­ტის ყვე­ლა წევ­რს, გარ­და გრი­გოლ ვა­შა­ძის, სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვი­ლის, თა­მარ კორ­ძა­ი­ას და ხა­თუ­ნა სამ­ნი­ძი­სა.

მკითხველის კომენტარები / 72 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იონა
46

წაით ბიძია

საოცრება
46

არ შევალთო რომ იგიჟებდით თავს? 

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა

"ვაპირებთ, აქტიურად ჩავერთოთ საპარლამენტო ცხოვრებაში " - "ნაციონალური მოძრაობა“ დღეიდან საპარლამენტო საქმიანობას იწყებს

"ვაპირებთ, აქტიურად ჩავერთოთ საპარლამენტო ცხოვრებაში " - "ნაციონალური მოძრაობა“ დღეიდან საპარლამენტო საქმიანობას იწყებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დღეს პარლამენტში მივლენ. პარლამენტის პლენარული სხდომა დღეს 12:00 საათზეა ჩანიშნული.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის თქმით, “ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტს განიხილავს მნიშვნელოვან ინსტრუმენტად, რათა პარტია თვითმმართველობის არჩევნებზე ძლიერად წარსდგეს.

"განცხადებას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება ჩვენი საპარლამენტო საქმიანობა, მათ შორის გეგმა და სტრატეგია, პირველ განცხადებას მნიშვნელოვანი კანონპროექტის ირგვლივ გააკეთებს პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია.

ჩვენ ვაპირებთ, რომ აქტიურად ჩავერთოთ საპარლამენტო ცხოვრებაში და მივიტანოთ ყველა ჩვენი მოქალაქის ხმა.

ჩვენ ამ პარლამენტს განვიხილავთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტად იმისთვის, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე წარვსდგეთ ძლიერად.

ძალინ დიდი იმედი მაქვს რომ თვითმმართველობის არჩევნებზე დამაჯერებლად დაამარცხებს ოპოზიცია "ქართულ ოცნებას“.

მე ამ პარლამენტს ვუყურებ, როგორც გარდამავალ პარლამენტს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე“, - განაცხადა დეკანოიძემ.

როგორც ცნობილია, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტია საკანონმდებლო ორგანოში მუშობას იწყებს, თუმცა "ნაციონალური მოძრაობა“ უარს ამბობს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციით მიღწეულ 19 პრილის შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერაზე.

შეგახსენებთ, 7 ივნისს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა 32 წევრიანი ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშიას“ შექმნას მხარი დაუჭირა. ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია“ 32-წევრით იქნება წარმოდგენილი და მას ხატია დეკანოიძე უხელმძღვანელებს.

ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეები იქნებიან: ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ბოტკოველი და ნატო ჩხეიძე. ეს ყველაზე დიდი ოპოზიციური ფრაქცია იქნება, რომელიც აერთიანებს “ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ბლოკით გასულ პარლამენტის ყველა წევრს, გარდა გრიგოლ ვაშაძის, სალომე სამადაშვილის, თამარ კორძაიას და ხათუნა სამნიძისა.

"დამიჯექი პირდაპირ ეთერში და შენი სრული ლუსტრაცია მოხდება" - მამუკა ხაზარაძე გიორგი გახარიას

"ამერიკა რუსეთს ომს არ დაუწყებს“ - რას ამბობს ცნობილი ამერიკელი ექსპერტი უკრაინისა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივაზე

"ეს არის შეშინებული კაცის ბოდვა... რეალობა იყო ასეთი..." - როგორ პასუხობს გიორგი გახარია ირაკლი კობახიძის ბრალდებებს?