კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ასეთი ხალხი არათუ პატარა ბავშვებთან, საერთოდ, ოჯახში არ არის შესაშვები" - მეუფე სპირიდონი სახალხო დამცველის აპარატზე
"ასეთი ხალხი არათუ პატარა ბავშვებთან, საერთოდ, ოჯახში არ არის შესაშვები" - მეუფე სპირიდონი სახალხო დამცველის აპარატზე

"ძა­ლი­ან სწო­რად მო­ვი­ქე­ცით, რომ არ შე­მო­ვუშ­ვით, რად­გან ესე­ნი არი­ან ის ხალ­ხი, რომ­ლე­ბიც პრო­პა­გან­დას უწე­ვენ სო­დო­მურ ცოდ­ვებს - ასე­თი ხალ­ხი არა­მარ­ტო პა­ტა­რა ბავ­შვებ­თან, სა­ერ­თოდ, ოჯახ­ში არ არის შე­საშ­ვე­ბი", - ამის შე­სა­ხებ მე­უ­ფე სპი­რი­დონ­მა ქა­და­გე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და, რო­დე­საც ნი­ნოწ­მინ­დის ბავ­შვთა პან­სი­ო­ნის გარ­შე­მო გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

ამას­თან, მე­უ­ფე სპი­რი­დო­ნის თქმით, სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ბავ­შვთა სახ­ლთან და­კავ­ში­რე­ბით არ არის სწო­რი.

რო­გორც მე­უ­ფე სპი­რი­დო­ნი ამ­ბობს, სა­სა­მარ­თლო და­ეყ­რდნო არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ცი­ლისმწა­მებ­ლურ გან­ცხა­დე­ბებს.

"მიგ­ვაჩ­ნია, რომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სწო­რი არ არის. ნამ­დვი­ლად არ არის სწო­რი. მაგ­რამ არას­წო­რად გა­ა­კე­თა თუ სწო­რად გა­ა­კე­თა, სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა და ჩვენ იძუ­ლე­ბუ­ლი ვართ, და­ვე­მორ­ჩი­ლოთ. არ არის სწო­რი, რად­გან წე­რია, რომ სა­ში­ში მდგო­მა­რე­ო­ბაა ბავ­შვე­ბის­თვის და სას­წრა­ფოდ მო­ა­ცი­ლეთ აქა­უ­რო­ბა­სო შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე ბავ­შვე­ბი.

რას და­ეყ­რდნო სა­სა­მარ­თლო, და­ეყ­რდნო არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბის ცი­ლისმწა­მებ­ლურ გან­ცხა­დე­ბებს, თით­ქოს აქ რამე ცუდი ხდე­ბა. ის, რომ რა­ღაც ცუდი ხდე­ბა სად­მე, ამას სჭირ­დე­ბა დამ­ტკი­ცე­ბა. აღ­ძრუ­ლია საქ­მე, გვი­ჩივ­ლეს არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა და რამ­დე­ნი­მე საქ­მე არის აღ­ძრუ­ლი, მაგ­რამ არა­ფერ­ზეა დას­რუ­ლე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რომ გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი გა­მარ­თუ­ლი არ არის. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე არ­ცერ­თი ბრალ­დე­ბა, ცი­ლის­წა­მე­ბას ვი­ტყო­დი უფრო მე­ტად, რო­მელ­საც ეს არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბი აყე­ნე­ბენ, არ არის დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი. ჩემი აზ­რით, მო­სა­მარ­თლეს არ ჰქონ­და უფ­ლე­ბა ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მო­ე­ტა­ნა, რომ ბავ­შვე­ბი სას­წრა­ფოდ გა­იყ­ვა­ნეთ აქე­და­ნო. ბრა­ლი რომ დამ­ტკიც­დეს, ჯერ გა­მო­ძი­ე­ბამ უნდა თქვას, რომ ეს ნამ­დვი­ლად არ­სე­ბობს. ასე­თი არ უთ­ქვამს გა­მო­ძი­ე­ბას. მერე სა­სა­მარ­თლომ უნდა და­ამ­ტკი­ცოს ეს. გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი თა­ვი­სი რწმე­ნით მოქ­მე­დებს და სა­სა­მარ­თლო მხო­ლოდ ფაქ­ტე­ბით მოქ­მე­დებს“, - აცხა­დებს მე­უ­ფე სპი­რი­დო­ნი.

მი­სი­ვე თქმით, ბავ­შვებს არ სურთ წას­ვლა პან­სი­ო­ნი­დან.

"არ უნ­დათ ბავ­შვებს აქე­დან წას­ვლა, ტი­რი­ან, ერთი ცუ­დად გახ­და, გა­იყ­ვა­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. მი­მაჩ­ნია, რომ არაა სწო­რი. ეს არის მე­თო­დი, რო­მელ­საც მი­მარ­თავ­დნენ ავადსახ­სე­ნე­ბე­ლი ფა­შის­ტე­ბი. ღმერ­თმა აპა­ტი­ოს, ვინც ამას აკე­თებს“, - ამ­ბობს მე­უ­ფე სპი­რი­დო­ნი.

მი­სი­ვე თქმით, ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა მხო­ლოდ იმის გამო, რომ პან­სი­ონ­ში ნინო ლომ­ჯა­რია არ შე­უშ­ვეს.

"მე ვფიქ­რობ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა მხო­ლოდ და მხო­ლოდ იმის გამო, რომ აქ არ შე­მო­ვუშ­ვით სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტი, ნინო ლომ­ჯა­რია. კი­დევ ერთხელ ვა­ცხა­დებ, რომ ძა­ლი­ან სწო­რად მო­ვი­ქე­ცით, რომ არ შე­მო­ვუშ­ვით, რად­გან ესე­ნი არი­ან ის ხალ­ხი, რომ­ლე­ბიც პრო­პა­გან­დას უწე­ვენ ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლიზმს, ლეზ­ბი­ან­კო­ბას, სო­დო­მურ ცოდ­ვებს. სა­ხელ­მწი­ფოს უზ­გავ­ნი­ან წე­ლი­წად­ში რამ­დენ­ჯერ­მე ულ­ტი­მა­ტუ­მებს, რომ სას­წრა­ფოდ და­ა­კა­ნო­ნე­თო ერ­სქე­სი­ან­თა ქორ­წი­ნე­ბაო. მე მი­მაჩ­ნია, ყვე­ლას გა­სა­გო­ნად, რომ ასე­თი ხალ­ხი არა­მარ­ტო პა­ტა­რა ბავ­შვებ­თან, სა­ერ­თოდ, ოჯახ­ში არ არის შე­საშ­ვე­ბი. ეს ხალ­ხი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ უნდა იყოს“, - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე სპი­რი­დონ­მა.

მი­სი­ვე თქმით, მო­სა­მარ­თლეს, რო­მელ­მაც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, ღმერ­თმა უნდა შე­უნ­დოს.

"ღმერ­თმა აპა­ტი­ოს იმ მო­სა­მარ­თლეს, შე­უნ­დოს უფალ­მა, წარ­დგე­ბა ის ღვთის წი­ნა­შე და მა­შინ გა­იხ­სე­ნებს ჩემს სი­ტყვებს, თავი უკ­ვდა­ვი ნუ ჰგო­ნია მას. წარ­დგე­ბა ღვთის წი­ნა­შე, ყვე­ლა­ზე დიდი მო­სა­მარ­თლე არის ღმერ­თი", - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე სპი­რი­დონ­მა.

მან ასე­ვე მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის. მე­უ­ფე სპი­რი­დო­ნის თქმით, ისი­ნი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სე­რი­ო­ზუ­ლად ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ პენ­სი­ო­ნატს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნუნუ
3

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ მეუფეო.

გელა
3

ასე ებრძვის სატანა საქართველოს, ლომჯარიასნაირებით

ავტორი:

"ასეთი ხალხი არათუ პატარა ბავშვებთან, საერთოდ, ოჯახში არ არის შესაშვები" - მეუფე სპირიდონი სახალხო დამცველის აპარატზე

"ასეთი ხალხი არათუ პატარა ბავშვებთან, საერთოდ, ოჯახში არ არის შესაშვები" - მეუფე სპირიდონი სახალხო დამცველის აპარატზე

"ძალიან სწორად მოვიქეცით, რომ არ შემოვუშვით, რადგან ესენი არიან ის ხალხი, რომლებიც პროპაგანდას უწევენ სოდომურ ცოდვებს - ასეთი ხალხი არამარტო პატარა ბავშვებთან, საერთოდ, ოჯახში არ არის შესაშვები", - ამის შესახებ მეუფე სპირიდონმა ქადაგებისას განაცხადა, როდესაც ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის გარშემო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

ამასთან, მეუფე სპირიდონის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება ბავშვთა სახლთან დაკავშირებით არ არის სწორი.

როგორც მეუფე სპირიდონი ამბობს, სასამართლო დაეყრდნო არასამთავრობო ორგანიზაციების ცილისმწამებლურ განცხადებებს.

"მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება სწორი არ არის. ნამდვილად არ არის სწორი. მაგრამ არასწორად გააკეთა თუ სწორად გააკეთა, სასამართლოს გადაწყვეტილებაა და ჩვენ იძულებული ვართ, დავემორჩილოთ. არ არის სწორი, რადგან წერია, რომ საშიში მდგომარეობაა ბავშვებისთვის და სასწრაფოდ მოაცილეთ აქაურობასო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები.

რას დაეყრდნო სასამართლო, დაეყრდნო არასამთავრობოების ცილისმწამებლურ განცხადებებს, თითქოს აქ რამე ცუდი ხდება. ის, რომ რაღაც ცუდი ხდება სადმე, ამას სჭირდება დამტკიცება. აღძრულია საქმე, გვიჩივლეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და რამდენიმე საქმე არის აღძრული, მაგრამ არაფერზეა დასრულებული გამოძიება.

მიუხედავად იმისა, რომ რომ გამოძიება მიმდინარეობს, სასამართლო პროცესი გამართული არ არის. აქედან გამომდინარე არცერთი ბრალდება, ცილისწამებას ვიტყოდი უფრო მეტად, რომელსაც ეს არასამთავრობოები აყენებენ, არ არის დამტკიცებული. ჩემი აზრით, მოსამართლეს არ ჰქონდა უფლება ასეთი გადაწყვეტილება გამოეტანა, რომ ბავშვები სასწრაფოდ გაიყვანეთ აქედანო. ბრალი რომ დამტკიცდეს, ჯერ გამოძიებამ უნდა თქვას, რომ ეს ნამდვილად არსებობს. ასეთი არ უთქვამს გამოძიებას. მერე სასამართლომ უნდა დაამტკიცოს ეს. გამომძიებელი თავისი რწმენით მოქმედებს და სასამართლო მხოლოდ ფაქტებით მოქმედებს“, - აცხადებს მეუფე სპირიდონი.

მისივე თქმით, ბავშვებს არ სურთ წასვლა პანსიონიდან.

"არ უნდათ ბავშვებს აქედან წასვლა, ტირიან, ერთი ცუდად გახდა, გაიყვანეს საავადმყოფოში. მიმაჩნია, რომ არაა სწორი. ეს არის მეთოდი, რომელსაც მიმართავდნენ ავადსახსენებელი ფაშისტები. ღმერთმა აპატიოს, ვინც ამას აკეთებს“, - ამბობს მეუფე სპირიდონი.

მისივე თქმით, ყველაფერი ხდება მხოლოდ იმის გამო, რომ პანსიონში ნინო ლომჯარია არ შეუშვეს.

"მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ხდება მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ აქ არ შემოვუშვით სახალხო დამცველის აპარატი, ნინო ლომჯარია. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ძალიან სწორად მოვიქეცით, რომ არ შემოვუშვით, რადგან ესენი არიან ის ხალხი, რომლებიც პროპაგანდას უწევენ ჰომოსექსუალიზმს, ლეზბიანკობას, სოდომურ ცოდვებს. სახელმწიფოს უზგავნიან წელიწადში რამდენჯერმე ულტიმატუმებს, რომ სასწრაფოდ დააკანონეთო ერსქესიანთა ქორწინებაო. მე მიმაჩნია, ყველას გასაგონად, რომ ასეთი ხალხი არამარტო პატარა ბავშვებთან, საერთოდ, ოჯახში არ არის შესაშვები. ეს ხალხი საქართველოში არ უნდა იყოს“, - განაცხადა მეუფე სპირიდონმა.

მისივე თქმით, მოსამართლეს, რომელმაც გადაწყვეტილება მიიღო, ღმერთმა უნდა შეუნდოს.

"ღმერთმა აპატიოს იმ მოსამართლეს, შეუნდოს უფალმა, წარდგება ის ღვთის წინაშე და მაშინ გაიხსენებს ჩემს სიტყვებს, თავი უკვდავი ნუ ჰგონია მას. წარდგება ღვთის წინაშე, ყველაზე დიდი მოსამართლე არის ღმერთი", - განაცხადა მეუფე სპირიდონმა.

მან ასევე მადლობა გადაუხადა ირაკლი ღარიბაშვილს და ბიძინა ივანიშვილის. მეუფე სპირიდონის თქმით, ისინი წლების განმავლობაში, სერიოზულად ეხმარებოდნენ პენსიონატს.

ბათუმში მიკროავტობუსი არხში გადავარდა

გაზგამანაწილებელი მცირე კომპანიების ტარიფები დაკორექტირდა

საქართველოში ამინდი გაუარესდება - როგორია უახლოესი დღეების პროგნოზი