კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მან ესპანური პრესის დიდი აღფრთოვანება დაიმსახურა, "კვირის არტისტად" აღიარეს" - ქართველი მეცოსოპრანოს ტრიუმფი სევილიაში
"მან ესპანური პრესის დიდი აღფრთოვანება დაიმსახურა, "კვირის არტისტად" აღიარეს" - ქართველი მეცოსოპრანოს ტრიუმფი სევილიაში

ქარ­თვე­ლი მე­ცო­სოპ­რა­ნო ქე­თე­ვან ქე­მოკ­ლი­ძის კარ­მე­ნის სპექ­ტაკ­ლე­ბი კარ­მე­ნის სამ­შობ­ლო­ში - სე­ვი­ლი­ა­ში ტრი­უმ­ფით მიმ­დი­ნა­რე­ობს. ამ მო­სა­ლოდ­ნე­ლი სპექ­ტაკ­ლე­ბის შე­სა­ხებ ჯერ კი­დევ ერთი წლის წინ ვწერ­დით, რა­ზეც თა­ვად ქე­თე­ვან ქე­მოკ­ლი­ძე გვე­სა­უბ­რე­ბო­და.

"ამ პარ­ტი­ა­ზე თე­ატ­რის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა, ხა­ვი­ერ მე­ნე­დეს­მა მი­მიწ­ვია. კარ­მე­ნის მი­სი­ვე სამ­შობ­ლო­ში შეს­რუ­ლე­ბა - ეს არ იქ­ნე­ბა ისე­თი­ვე შეგ­რძნე­ბა, რაც მსოფ­ლი­ოს სხვა სცე­ნებ­ზე მაქვს. ჩემ­თვის პა­ტი­ვია, რომ მსოფ­ლი­ო­ში უამ­რა­ვი ეს­პა­ნე­ლი თუ არა­ეს­პა­ნე­ლი კარ­მე­ნე­ბის ფონ­ზე, არ­ჩე­ვა­ნი ჩემ­ზე გა­ჩერ­და და ამ ქა­ლა­ქის სიმ­ბო­ლოს როლს ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი იმ­ღე­რებს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს პერ­სო­ნა­ჟი სხვა­დას­ხვა დად­გმა­ში ძა­ლი­ან ბევ­რჯერ მაქვს ნამ­ღე­რი, ეს ძა­ლი­ან სა­ა­მა­ყოა. ჩემ­და სა­სი­ხა­რუ­ლოდ, მო­მი­წევს კას­ტა­ნე­ტებ­ზე დაკ­ვრა და ფლა­მენ­კოს ცეკ­ვა, რა­საც აქამ­დეც ვა­კე­თებ­დი, მაგ­რამ ეს ჩემი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი სე­ვი­ლი­ა­ში კი­დევ უფრო დახ­ვე­წი­ლი და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. ყვე­ლა­ფე­რი კი რთუ­ლიც არის და სა­სი­ა­მოვ­ნოც, რად­გან სე­ვი­ლი­ურ პუბ­ლი­კა­ში ბევ­რი კარ­მე­ნი და კარ­მე­ნის ახ­ლო­ბე­ლი იქ­ნე­ბა და ყვე­ლას კარ­მე­ნი უნდა გახ­დე ან პი­რი­ქით, ძა­ლი­ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი... ჯერ­ჯე­რო­ბით ჩემი კარ­მე­ნი წარ­მა­ტე­ბას და აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას იწ­ვევს. იმე­დია, მო­მა­ვალ­შიც ასე იქ­ნე­ბა და არა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბა“ - აღ­ნიშ­ნავ­და მომ­ღე­რა­ლი.

ერთი წლის შემ­დეგ მარ­თლაც არა­ფე­რი შცვლი­ლა, მე­ტიც, კარ­მე­ნის სამ­შობ­ლო­ში ქე­თე­ვან ქე­მოკ­ლი­ძის ტრი­უმ­ფი შედ­გა.

30 წლის შემ­დეგ, სე­ვი­ლი­ის „მა­ესტრნ­ცას“ ოპე­რა­ში კარ­მე­ნი ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლით დაბ­რუნ­და. მსოფ­ლი­ო­ში კარ­მე­ნის რო­ლის ერთ-ერ­თმა სა­უ­კე­თე­სო ქარ­თველ­მა შემ­სრუ­ლებლმა ეს­პა­ნუ­რი პრე­სის დიდი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა.

ის გა­მო­სა­ხეს არა მარ­ტო ეს­პა­ნე­თის ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი სა­ო­პე­რო ჟურ­ნა­ლის „ოპე­რა აქ­ტუ­ა­ლის“ ყდა­ზე, არა­მედ ასე­ვე აღი­ა­რეს "კვი­რის არ­ტის­ტად". კარ­მე­ნის ეს თა­ნა­მედ­რო­ვე დად­გმა ეს­პა­ნელ რე­ჟი­სორს კა­ლიქსტო ბი­ე­ი­ტოს ეკუთ­ვნის, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან სცე­ნებ­ზე წარ­მა­ტე­ბით იდ­გმე­ბა. სპექ­ტაკლს დი­რი­ჟო­რობ­და ეს­ტო­ნე­ლი ქალი დი­რი­ჟო­რი ანუ ტალი.

ქე­თე­ვან ქე­მოკ­ლი­ძის კარ­მე­ნი სე­ვი­ლი­ურ­მა პუბ­ლი­კამ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბით ფლა­მენ­კოს რიტ­მში და­ა­ჯილ­დო­ვა (las palmas de bulerías), რაც ფარ­დის და­ხურ­ვი­სა­საც არ შე­წყვე­ტი­ლა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანა
0

👏👏👏💐💐💐💐💐 ბრავოოო!!!

ზურაბ
1

წარმატებები!

ავტორი:

"მან ესპანური პრესის დიდი აღფრთოვანება დაიმსახურა, "კვირის არტისტად" აღიარეს" - ქართველი მეცოსოპრანოს ტრიუმფი სევილიაში

"მან ესპანური პრესის დიდი აღფრთოვანება დაიმსახურა, "კვირის არტისტად" აღიარეს" - ქართველი მეცოსოპრანოს ტრიუმფი სევილიაში

ქართველი მეცოსოპრანო ქეთევან ქემოკლიძის კარმენის სპექტაკლები კარმენის სამშობლოში - სევილიაში ტრიუმფით მიმდინარეობს. ამ მოსალოდნელი სპექტაკლების შესახებ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ვწერდით, რაზეც თავად ქეთევან ქემოკლიძე გვესაუბრებოდა.

"ამ პარტიაზე თეატრის გენერალურმა დირექტორმა, ხავიერ მენედესმა მიმიწვია. კარმენის მისივე სამშობლოში შესრულება - ეს არ იქნება ისეთივე შეგრძნება, რაც მსოფლიოს სხვა სცენებზე მაქვს. ჩემთვის პატივია, რომ მსოფლიოში უამრავი ესპანელი თუ არაესპანელი კარმენების ფონზე, არჩევანი ჩემზე გაჩერდა და ამ ქალაქის სიმბოლოს როლს ქართველი მომღერალი იმღერებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს პერსონაჟი სხვადასხვა დადგმაში ძალიან ბევრჯერ მაქვს ნამღერი, ეს ძალიან საამაყოა. ჩემდა სასიხარულოდ, მომიწევს კასტანეტებზე დაკვრა და ფლამენკოს ცეკვა, რასაც აქამდეც ვაკეთებდი, მაგრამ ეს ჩემი შესაძლებლობები სევილიაში კიდევ უფრო დახვეწილი და განსხვავებული იქნება. ყველაფერი კი რთულიც არის და სასიამოვნოც, რადგან სევილიურ პუბლიკაში ბევრი კარმენი და კარმენის ახლობელი იქნება და ყველას კარმენი უნდა გახდე ან პირიქით, ძალიან განსხვავებული... ჯერჯერობით ჩემი კარმენი წარმატებას და აღფრთოვანებას იწვევს. იმედია, მომავალშიც ასე იქნება და არაფერი შეიცვლება“ - აღნიშნავდა მომღერალი.

ერთი წლის შემდეგ მართლაც არაფერი შცვლილა, მეტიც, კარმენის სამშობლოში ქეთევან ქემოკლიძის ტრიუმფი შედგა.

30 წლის შემდეგ, სევილიის „მაესტრნცას“ ოპერაში კარმენი ქართველი მომღერლით დაბრუნდა. მსოფლიოში კარმენის როლის ერთ-ერთმა საუკეთესო ქართველმა შემსრულებლმა ესპანური პრესის დიდი აღფრთოვანება დაიმსახურა.

ის გამოსახეს არა მარტო ესპანეთის ყველაზე ცნობილი საოპერო ჟურნალის „ოპერა აქტუალის“ ყდაზე, არამედ ასევე აღიარეს "კვირის არტისტად". კარმენის ეს თანამედროვე დადგმა ესპანელ რეჟისორს კალიქსტო ბიეიტოს ეკუთვნის, რომელიც მსოფლიოს წამყვან სცენებზე წარმატებით იდგმება. სპექტაკლს დირიჟორობდა ესტონელი ქალი დირიჟორი ანუ ტალი.

ქეთევან ქემოკლიძის კარმენი სევილიურმა პუბლიკამ განსაკუთრებული აპლოდისმენტებით ფლამენკოს რიტმში დააჯილდოვა (las palmas de bulerías), რაც ფარდის დახურვისასაც არ შეწყვეტილა.

ცნობილმა ქართველმა საოპერო მომღერალმა აშშ-ში კულტურის ცენტრი დააფუძნა - "ეს ადგილი ხელოვანებისთვის ბოჰემური თავშეყრის ადგილად უნდა იქცეს"

"რობიკოს სტატუსებს არ კითხულობთ? მთელი ცხოვრებაა ამბობს, რომ რუსეთი ოკუპანტია" - გოგა ბარბაქაძე რუსთაველის თეატრის მოსკოვში გამგზავრებაზე

"რაც მე და ტარიელი ერთად ვართ, მისთვის არ მიღალატია... დანარჩენებს დედა ვუტირე" - რას ჰყვება ია ფარულავა ქმრებზე