სამართალი
პოლიტიკა
Faceამბები

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველა ეთერში ვაგინე ივანიშვილს, ამის შედეგი იყო თავდასხმა აეროპორტში" - გიგი უგულავა
"ყველა ეთერში ვაგინე ივანიშვილს, ამის შედეგი იყო თავდასხმა აეროპორტში" - გიგი უგულავა

"20 ივ­ნისს, რო­დე­საც გა­ხა­რი­ამ უარი თქვა შე­თან­ხმე­ბა­ზე და დაგ­ვი­ში­ნეს ცე­ცხლი, მე ყვე­ლა ეთერ­ში სა­ჯა­როდ ვა­გი­ნე დედა ივა­ნიშ­ვილს - ვი­ცით ასეთ შე­უ­რა­ცხყო­ფებ­ზე რო­გორ რე­ა­გი­რებს ეს ძვირ­ფა­სი ოჯა­ხი და ამის შე­დე­გი იყო ზუს­ტად ის თავ­დას­ხმა აე­რო­პორ­ტში "ზონ­დერე­ბის“ მხრი­დან," - ამის შე­სა­ხებ ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა პო­ლი­ტი­კოს­მა გიგი უგუ­ლა­ვამ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, რი­თაც ხვალ და­ნიშ­ნულ სა­სა­მარ­თლო პრო­ცესს გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

მი­სი­ვე თქმით, ძი­უ­დო­ის­ტე­ბის ცე­მის ამ­ბა­ვი აბ­სო­ლუ­ტუ­რად აბ­სურ­დია, თუმ­ცა ის არ გა­მო­რი­ცხავს, რომ კი­დევ და­ა­კა­ვონ.

"სრუ­ლი­ად ნა­თე­ლია, რომ ეს იყო ჩვე­უ­ლებ­რი­ვი თავ­დას­ხმა, რო­მე­ლიც გან­ხორ­ცი­ელ­და ყვე­ლა­ზე და­ცულ ზო­ნა­ში აე­რო­პორ­ტში, სა­დაც უამ­რა­ვი კა­მე­რაა, მაგ­რამ მო­სა­მარ­თლემ არც ინე­ბა კა­მე­რე­ბის ამო­ღე­ბა მა­შინ, როცა კა­მე­რე­ბი, რომ ამო­ე­ღოთ და­ვი­ნა­ხავ­დით, რომ იქ მათ ახ­ლდათ მე­სა­მე ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ფერს იღებ­და, რო­მე­ლიც შე­ვი­და აე­რო­პორ­ტის უსაფრ­თხო­ე­ბის ოთახ­ში, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი არ ამო­ი­ღო მო­სა­მარ­თლემ. ჩემ­თვის სრუ­ლი­ად უდა­ვოა, რომ ეს თავ­დას­ხმა იყო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი, და­ვა­ლე­ბუ­ლი პი­რა­დად ივა­ნიშ­ვი­ლის მხრი­დან იმი­ტომ, რომ ეს არის 20 ივ­ნი­სის გაგ­რძე­ლე­ბა. 20 ივ­ნისს, რო­დე­საც გა­ხა­რი­ამ უარი თქვა შე­თან­ხმე­ბა­ზე, რომ მე, ნიკა მე­ლია და სხვე­ბი შევ­სუ­ლი­ყა­ვით, დაგ­ვი­ში­ნეს ცე­ცხლი.

ამის შემ­დეგ მე ყვე­ლა ეთერ­ში სა­ჯა­როდ ვა­გი­ნე დედა ივა­ნიშ­ვილს და მი­მაჩ­ნია, რომ ეს იყო ერ­თა­დერ­თი სწო­რი ფორ­მა მისი მი­სა­მარ­თით 20 ივ­ნი­სის ღა­მეს - არა­თუ ვნა­ნობ, არა­მედ ვა­მა­ყობ ამით. 20 ივ­ნი­სის გამო ივა­ნიშ­ვი­ლიც და გა­ხა­რი­აც ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან იმ­სა­ხუ­რე­ბენ მხო­ლოდ დე­დის გი­ნე­ბას. ჩვენ ვი­ცით ასეთ შე­უ­რა­ცხყო­ფებ­ზე რო­გორ რე­ა­გი­რებს ეს ძვირ­ფა­სი ოჯა­ხი, ჩვენ ვნა­ხეთ ჩა­ნა­წე­რე­ბი, რომ ბავ­შვებ­საც კი უს­წორ­დე­ბოდ­ნენ და ამის შე­დე­გი იყო ზუს­ტად ის თავ­დას­ხმა აე­რო­პორ­ტში "ზონ­დერე­ბის“ მხრი­დან და აქე­დან ერთ თვე­ში ჩემი სრუ­ლი­ად ბრუ­ტა­ლუ­რად და ყვე­ლა კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვით და­პა­ტიმ­რე­ბა.

2020 წლის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ 126-ე მუხ­ლი ამ­ნის­ტი­რე­ბუ­ლია, ოღონდ ამ­ნის­ტია შე­ე­ხე­ბა პირს თუ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი არის მომ­ხრე - ანუ, ჩვე­ნი ქარ­თუ­ლი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის ცი­ნიზ­მი კი­დევ იქამ­დე მი­დის, რომ შე­იძ­ლე­ბა ხვალ და­მახ­ვედ­რონ ბა­ტო­ნი გა­ვა­შე­ლიშ­ვი­ლის წე­რი­ლი, რომ თურ­მე ის მპა­ტი­ობს, რომ ვცე­მე. მინ­და ვუ­თხრა "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" - მე არა­ვის ამ­ნის­ტია არ მჭირ­დე­ბა, ეს არ არის 126-ე მუხ­ლი და მე არ ვარ ბრალ­დე­ბუ­ლი იმი­ტომ, რომ მე ის პი­რუ­ტყვი არ მი­ცე­მია - ის მე და­მეს­ხა თავს, და­მეს­ხა და­ვა­ლე­ბით, და­ვა­ლე­ბის მიმ­ცე­მი იყო სუს-ი და სუს-ის და­ვა­ლე­ბის მიმ­ცე­მი იყო ივა­ნიშ­ვი­ლი. ნუ ეგო­ნე­ბა ნუ­რა­ვის, რომ იქ ვი­ღაც "ნა­ცი­ო­ნა­ლის" ცემა შე­საძ­ლე­ბე­ლია და პი­რი­ქით, არა. თქვე­ნი წყა­ლო­ბა თქვენ­ვე და­ი­ტო­ვეთ, ხვალ შე­იძ­ლე­ბა მო­სა­მარ­თლემ გა­აგ­რძე­ლოს ეს საქ­მე, რაც უნდა ის მო­უს­ჯია, არ მა­ინ­ტე­რე­სებს. ეს საქ­მე გა­იხ­სნე­ბა და გა­მოჩ­ნდე­ბა ივა­ნიშ­ვი­ლის და მისი ოჯა­ხის რე­ა­ლუ­რი სახე. მე სპე­კუ­ლა­ცი­ებ­ში არ შე­ვალ, ეს მუხ­ლი თა­ვის­თა­ვად 1 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბას მო­ი­ცავს და სა­დაც სამ­ჯერ მეც­ნენ, მე­ო­თხე და მე­ხუ­თე გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის. მთა­ვა­რი არის ის, რომ ცდი­ლო­ბენ ამ­ნის­ტი­ით ჩა­ფარ­ცხონ ეს საქ­მე. მო­უ­წევთ ამ საქ­მე­ზე პა­სუ­ხის­გე­ბა არა 126-ე მუხ­ლით, არა­მედ სხვა უფრო მძი­მე მუხ­ლე­ბით, იმ მუხ­ლე­ბით, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბაც თქვენ გიყ­ვართ თქვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის მი­მართ.

ჩემს კო­ლე­გებ­საც მინ­და ვთხო­ვო ოპო­ზი­ცი­ი­დან, ნუ­რა­ვის ნუ ექ­ნე­ბა ილუ­ზია, რომ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის რა­ი­მე რე­ფორ­მა ივა­ნიშ­ვი­ლის პი­რო­ბებ­ში გან­ხორ­ცი­ელ­დეს - ეს არის შე­უძ­ლე­ბე­ლი, ეს არის ოქ­სი­მო­რო­ნი. ივა­ნიშ­ვი­ლი არას­დროს არ დათ­მობს სა­სა­მარ­თლოს და პრო­კუ­რა­ტუ­რას. ივა­ნიშ­ვი­ლი არის პო­ლი­ტი­კუ­რი პრობ­ლე­მა ის უნდა ჩა­მო­შორ­დეს ქვე­ყა­ნას, სხვა­ნა­ი­რად სა­სა­მარ­თლო არ გან­ვი­თარ­დე­ბა - ბაყ­ბაყ დევი აზის ამ სა­სა­მარ­თლოს და სა­ნამ აზის ის იქ­ნე­ბა ისე­თი, რო­გო­რიც ახლა არის“, - გა­ნა­ცხა­და უგუ­ლა­ვამ.

ცნო­ბის­თვის, ხვალ სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში 11:00 სა­ათ­ზე გიგი უგუ­ლა­ვას პრო­ცე­სი გა­ი­მარ­თე­ბა. მას ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე მუხ­ლით აქვს წარ­დგე­ნი­ლი, რაც ძა­ლა­დო­ბას გუ­ლის­ხმობს. გიგი უგუ­ლა­ვას ძი­უ­დო­ისტ ბად­რი გა­ვა­შე­ლიშ­ვი­ლის ცე­მას ედა­ვე­ბი­ან. შე­გახ­სე­ნებთ, რომ გიგი უგუ­ლა­ვას­თან ერ­თად ბრალ­დე­ბუ­ლია გა­ვა­შე­ლიშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რი და­ვით პარ­კა­ძე, რო­მელ­საც პო­ლი­ტი­კოს გოკა გა­ბაშ­ვი­ლის ცე­მას ედა­ვე­ბი­ან.

მკითხველის კომენტარები / 41 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბერდია
133

ეს რომ ბიძინას აგინებს, საერთოდ ნონსენსია. თითქოს თვითონ სამშობლოზე გადამკვდარი, სპეტაკი სულის ადამიანი იყოს. თუმცა, მესმის, ბიძინამ მაგის ლაღ ცხოვრებას და დაუსჯელობას წერტილი დაუსვა და მაგას აიტანდა?

ნანიკო
107

შეარგეთ ამ კაცს მოპარული მილიონები, ამათზე ჩვენი კანონები როდი ვრცელდება

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"ყველა ეთერში ვაგინე ივანიშვილს, ამის შედეგი იყო თავდასხმა აეროპორტში" - გიგი უგულავა

"ყველა ეთერში ვაგინე ივანიშვილს, ამის შედეგი იყო თავდასხმა აეროპორტში" - გიგი უგულავა

"20 ივნისს, როდესაც გახარიამ უარი თქვა შეთანხმებაზე და დაგვიშინეს ცეცხლი, მე ყველა ეთერში საჯაროდ ვაგინე დედა ივანიშვილს - ვიცით ასეთ შეურაცხყოფებზე როგორ რეაგირებს ეს ძვირფასი ოჯახი და ამის შედეგი იყო ზუსტად ის თავდასხმა აეროპორტში "ზონდერების“ მხრიდან," - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც ხვალ დანიშნულ სასამართლო პროცესს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ძიუდოისტების ცემის ამბავი აბსოლუტურად აბსურდია, თუმცა ის არ გამორიცხავს, რომ კიდევ დააკავონ.

"სრულიად ნათელია, რომ ეს იყო ჩვეულებრივი თავდასხმა, რომელიც განხორციელდა ყველაზე დაცულ ზონაში აეროპორტში, სადაც უამრავი კამერაა, მაგრამ მოსამართლემ არც ინება კამერების ამოღება მაშინ, როცა კამერები, რომ ამოეღოთ დავინახავდით, რომ იქ მათ ახლდათ მესამე ადამიანი, რომელიც ყველაფერს იღებდა, რომელიც შევიდა აეროპორტის უსაფრთხოების ოთახში, მაგრამ ეს ყველაფერი არ ამოიღო მოსამართლემ. ჩემთვის სრულიად უდავოა, რომ ეს თავდასხმა იყო ორგანიზებული, დავალებული პირადად ივანიშვილის მხრიდან იმიტომ, რომ ეს არის 20 ივნისის გაგრძელება. 20 ივნისს, როდესაც გახარიამ უარი თქვა შეთანხმებაზე, რომ მე, ნიკა მელია და სხვები შევსულიყავით, დაგვიშინეს ცეცხლი.

ამის შემდეგ მე ყველა ეთერში საჯაროდ ვაგინე დედა ივანიშვილს და მიმაჩნია, რომ ეს იყო ერთადერთი სწორი ფორმა მისი მისამართით 20 ივნისის ღამეს - არათუ ვნანობ, არამედ ვამაყობ ამით. 20 ივნისის გამო ივანიშვილიც და გახარიაც ქართული საზოგადოებისგან იმსახურებენ მხოლოდ დედის გინებას. ჩვენ ვიცით ასეთ შეურაცხყოფებზე როგორ რეაგირებს ეს ძვირფასი ოჯახი, ჩვენ ვნახეთ ჩანაწერები, რომ ბავშვებსაც კი უსწორდებოდნენ და ამის შედეგი იყო ზუსტად ის თავდასხმა აეროპორტში "ზონდერების“ მხრიდან და აქედან ერთ თვეში ჩემი სრულიად ბრუტალურად და ყველა კანონის დარღვევით დაპატიმრება.

2020 წლის არჩევნების შემდეგ 126-ე მუხლი ამნისტირებულია, ოღონდ ამნისტია შეეხება პირს თუ დაზარალებული არის მომხრე - ანუ, ჩვენი ქართული მართლმსაჯულების ცინიზმი კიდევ იქამდე მიდის, რომ შეიძლება ხვალ დამახვედრონ ბატონი გავაშელიშვილის წერილი, რომ თურმე ის მპატიობს, რომ ვცემე. მინდა ვუთხრა "ქართულ ოცნებას" - მე არავის ამნისტია არ მჭირდება, ეს არ არის 126-ე მუხლი და მე არ ვარ ბრალდებული იმიტომ, რომ მე ის პირუტყვი არ მიცემია - ის მე დამესხა თავს, დამესხა დავალებით, დავალების მიმცემი იყო სუს-ი და სუს-ის დავალების მიმცემი იყო ივანიშვილი. ნუ ეგონება ნურავის, რომ იქ ვიღაც "ნაციონალის" ცემა შესაძლებელია და პირიქით, არა. თქვენი წყალობა თქვენვე დაიტოვეთ, ხვალ შეიძლება მოსამართლემ გააგრძელოს ეს საქმე, რაც უნდა ის მოუსჯია, არ მაინტერესებს. ეს საქმე გაიხსნება და გამოჩნდება ივანიშვილის და მისი ოჯახის რეალური სახე. მე სპეკულაციებში არ შევალ, ეს მუხლი თავისთავად 1 წლამდე პატიმრობას მოიცავს და სადაც სამჯერ მეცნენ, მეოთხე და მეხუთე გამორიცხული არ არის. მთავარი არის ის, რომ ცდილობენ ამნისტიით ჩაფარცხონ ეს საქმე. მოუწევთ ამ საქმეზე პასუხისგება არა 126-ე მუხლით, არამედ სხვა უფრო მძიმე მუხლებით, იმ მუხლებით, რომლის გამოყენებაც თქვენ გიყვართ თქვენი პოლიტიკური ოპონენტების მიმართ.

ჩემს კოლეგებსაც მინდა ვთხოვო ოპოზიციიდან, ნურავის ნუ ექნება ილუზია, რომ მართლმსაჯულების რაიმე რეფორმა ივანიშვილის პირობებში განხორციელდეს - ეს არის შეუძლებელი, ეს არის ოქსიმორონი. ივანიშვილი არასდროს არ დათმობს სასამართლოს და პროკურატურას. ივანიშვილი არის პოლიტიკური პრობლემა ის უნდა ჩამოშორდეს ქვეყანას, სხვანაირად სასამართლო არ განვითარდება - ბაყბაყ დევი აზის ამ სასამართლოს და სანამ აზის ის იქნება ისეთი, როგორიც ახლა არის“, - განაცხადა უგულავამ.

ცნობისთვის, ხვალ საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზე გიგი უგულავას პროცესი გაიმართება. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს. გიგი უგულავას ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებიან. შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავასთან ერთად ბრალდებულია გავაშელიშვილის მეგობარი დავით პარკაძე, რომელსაც პოლიტიკოს გოკა გაბაშვილის ცემას ედავებიან.

"ორ ოპოზიციონერს შორის საქმის გარჩევაში მე ვერ ჩავერევი" - ირაკლი კობახიძე "მუქარის წერილის" შესახებ ბადრი ჯაფარიძის განცხადებას ეხმაურება

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"

საპარლამენტო ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფს“ გრიგოლ ვაშაძე შეუერთდა - ფრაქციაში 3 პოლიტიკური პარტიაა გაერთიანებული