სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა გეგმები აქვს თურქეთს საქართველოსთან დაკავშირებით - ერდოღანის განცხადებები ირაკლი ღარიბაშვილთან ჩატარებული პრესკონფერენციიდან
რა გეგმები აქვს თურქეთს საქართველოსთან დაკავშირებით - ერდოღანის განცხადებები ირაკლი ღარიბაშვილთან ჩატარებული პრესკონფერენციიდან

მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ მაქვს პა­ტი­ვი, დღეს ან­კა­რა­ში ვუ­მას­პინ­ძლო ბა­ტონ ღა­რი­ბაშ­ვილს და მის თან­მხლებ დე­ლე­გა­ცი­ას. ბა­ტო­ნი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი უკვე იმ­ყო­ფე­ბო­და თურ­ქეთ­ში ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის და თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის რან­გში და ის არის ლი­დე­რი, რო­მე­ლიც კარ­გად იც­ნობს ჩვენს ქვე­ყა­ნას, - ამის შე­სა­ხებ თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კის პრე­ზი­დენ­ტმა რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღან­მა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­თან ერ­თობ­ლივ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტის შე­ფა­სე­ბით, წლე­ვან­დე­ლი წელი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმ თვალ­საზ­რი­სი­თაც, რომ ან­კა­რა­ში სა­ქარ­თვე­ლოს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა 100 წლის წინ გა­იხ­სნა და თან სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის 30 წლის­თა­ვია.

"პა­ტივ­ცე­მუ­ლო პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო, ჩემო ძვირ­ფა­სო მე­გო­ბა­რო, ძვირ­ფა­სო დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რე­ბო, მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბო, გუ­ლი­თა­დად მო­გე­სალ­მე­ბით. მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ მაქვს პა­ტი­ვი, დღეს ან­კა­რა­ში ვუ­მას­პინ­ძლო ბა­ტონ ღა­რი­ბაშ­ვილს და მის თან­მხლებ დე­ლე­გა­ცი­ას. ბა­ტო­ნი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი უკვე იმ­ყო­ფე­ბო­და თურ­ქეთ­ში ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის და თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის რან­გში და ის არის ლი­დე­რი, რო­მე­ლიც კარ­გად იც­ნობს ჩვენს ქვე­ყა­ნას. წლე­ვან­დე­ლი წელი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმ თვალ­საზ­რი­სი­თაც, რომ ან­კა­რა­ში სა­ქარ­თვე­ლოს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა 100 წლის წინ გა­იხ­სნა და თან სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის 30 წლის­თა­ვია. ბა­ტონ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან გან­ვი­ხი­ლეთ ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხე­ბი პი­რის­პირ და შემ­დეგ ჩვენს დე­ლე­გა­ცი­ებს შო­რის შეხ­ვედ­რე­ბი გა­ი­მარ­თა.

თურ­ქე­თი უკვე 14 წე­ლია, არის სა­ქარ­თვე­ლოს ნო­მერ პირ­ვე­ლი სა­ვაჭ­რო პარტნი­ო­რია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 2020 წელს მცი­რე­დი კლე­ბა იყოლ სა­ვაჭ­რო მო­ცუ­ლო­ბა­ში, ჩვენ მიზ­ნად და­ვი­სა­ხეთ, უმოკ­ლეს დრო­ში სა­ვაჭ­რო მო­ცუ­ლო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 3 მი­ლი­არდ დო­ლა­რამ­დე გავ­ზარ­დოთ. თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ვაჭ­რო შე­თან­ხმე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი და კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი. ამას­თა­ნა­ვე, მტკი­ცედ ვმუ­შა­ობთ ჩვენს სა­ვაჭ­რო პო­ტენ­ცი­ა­ლის გაზ­რდის­თვის და ამ კუ­თხით სა­ბა­ჟო მი­მარ­თუ­ლე­ბით თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა­ზე. რო­გორც ენერ­გე­ტი­კის სფე­რო­ში, ასე­ვე ყვე­ლა სხვა სფე­რო­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლია თურ­ქუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი, რომ­ლის მო­ცუ­ლო­ბა 214 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რია. ჩვენ სა­ქარ­თვე­ლოს­თან გვაქვს დიდი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტე­ბი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც მთლი­ა­ნად რე­გი­ონს უც­ვლის სა­ხეს. ერთ-ერთი ასე­თია სტრა­ტე­გი­უ­ლი პრო­ექ­ტი სამ­ხრე­თის გა­ზის დე­რე­ფა­ნი, რო­მელ­ზეც ჩვენ ეს პლატ­ფორ­მა შევ­ქმე­ნით. და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი მე­ქა­ნიზ­მე­ბი­სა და სხვა­დას­ხვა კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი დე­რეფ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, ჩვენ წა­მო­წყე­ბუ­ლი გვაქვს მრა­ვალ­მხრი­ვი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა“, - აღ­ნიშ­ნა რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღან­მა.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
:))))
44

ანტონ ჰაკიმა სამშობლო ში დაბრუნდა?!?

კ ო მ ბ ლ ე
27

ჭუკო ჭუკო ჭუკისაააა............!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

რა გეგმები აქვს თურქეთს საქართველოსთან დაკავშირებით - ერდოღანის განცხადებები ირაკლი ღარიბაშვილთან ჩატარებული პრესკონფერენციიდან

რა გეგმები აქვს თურქეთს საქართველოსთან დაკავშირებით - ერდოღანის განცხადებები ირაკლი ღარიბაშვილთან ჩატარებული პრესკონფერენციიდან

მოხარული ვარ, რომ მაქვს პატივი, დღეს ანკარაში ვუმასპინძლო ბატონ ღარიბაშვილს და მის თანმხლებ დელეგაციას. ბატონი პრემიერ-მინისტრი უკვე იმყოფებოდა თურქეთში შინაგან საქმეთა მინისტრის და თავდაცვის მინისტრის რანგში და ის არის ლიდერი, რომელიც კარგად იცნობს ჩვენს ქვეყანას, - ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტის შეფასებით, წლევანდელი წელი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ ანკარაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა 100 წლის წინ გაიხსნა და თან საქართველოს დამოუკიდებლობის 30 წლისთავია.

"პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, ჩემო ძვირფასო მეგობარო, ძვირფასო დელეგაციის წევრებო, მედიის წარმომადგენლებო, გულითადად მოგესალმებით. მოხარული ვარ, რომ მაქვს პატივი, დღეს ანკარაში ვუმასპინძლო ბატონ ღარიბაშვილს და მის თანმხლებ დელეგაციას. ბატონი პრემიერ-მინისტრი უკვე იმყოფებოდა თურქეთში შინაგან საქმეთა მინისტრის და თავდაცვის მინისტრის რანგში და ის არის ლიდერი, რომელიც კარგად იცნობს ჩვენს ქვეყანას. წლევანდელი წელი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ ანკარაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა 100 წლის წინ გაიხსნა და თან საქართველოს დამოუკიდებლობის 30 წლისთავია. ბატონ პრემიერ-მინისტრთან განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობის მნიშვნელოვანი საკითხები პირისპირ და შემდეგ ჩვენს დელეგაციებს შორის შეხვედრები გაიმართა.

თურქეთი უკვე 14 წელია, არის საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელს მცირედი კლება იყოლ სავაჭრო მოცულობაში, ჩვენ მიზნად დავისახეთ, უმოკლეს დროში სავაჭრო მოცულობის მაჩვენებელი 3 მილიარდ დოლარამდე გავზარდოთ. თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფართოების მიმართულებითაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები და კონსულტაციები. ამასთანავე, მტკიცედ ვმუშაობთ ჩვენს სავაჭრო პოტენციალის გაზრდისთვის და ამ კუთხით საბაჟო მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოებაზე. როგორც ენერგეტიკის სფეროში, ასევე ყველა სხვა სფეროში საქართველოში განხორციელებულია თურქული ინვესტიციები, რომლის მოცულობა 214 მილიონი აშშ დოლარია. ჩვენ საქართველოსთან გვაქვს დიდი მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელებული, რომელიც მთლიანად რეგიონს უცვლის სახეს. ერთ-ერთი ასეთია სტრატეგიული პროექტი სამხრეთის გაზის დერეფანი, რომელზეც ჩვენ ეს პლატფორმა შევქმენით. დამაკავშირებელი მექანიზმებისა და სხვადასხვა კომბინირებული დერეფნების საშუალებით, ჩვენ წამოწყებული გვაქვს მრავალმხრივი თანამშრომლობა“, - აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

"ნიკა მელია, რომელიც შეიძლებოდა მის დაპატიმრებამდე ჩაგვეთვალა, რომ პერსპექტიული პოლიტიკოსი იყო, დღეს დასრულებულია" - თეა წულუკიანი

"ჩამოვიდეს და შემხვდეს, მერე გადაიღეთ, ბოდიშებს მომიხდის თუ არა - რომ გარბიხარ და ისე მელაპარაკები, ლენინი ხარ ფინეთში?!" - მეუფე იაკობი სააკაშვილზე

"ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა მოუწოდოს ნატო-ს, უზრუნველყოს წევრობის სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის" - რას წერს სენატორი, რომელიც გასულ კვირას საქართველოს სტუმრობდა?