პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი მეგობრები იცინიან ხოლმე, ნონამ ასფალტი აყარა, ეზო გადათხარა და ბაღი გააშენაო" - გაიცანით თვითნასწავლი მებაღე საბავშვო ბაღიდან (ფოტოები)
"ჩემი მეგობრები იცინიან ხოლმე, ნონამ ასფალტი აყარა, ეზო გადათხარა და ბაღი გააშენაო" - გაიცანით თვითნასწავლი მებაღე საბავშვო ბაღიდან (ფოტოები)

ნონა მურ­ვე­ლაშ­ვი­ლი წი­ნან­დალ­ში, ჭავ­ჭა­ვა­ძე­ე­ბის ბა­ღის სი­ახ­ლო­ვეს ცხოვ­რობს. ამა­ყობს თა­ვი­სი სოფ­ლით, სა­დაც სა­ბავ­შვო ბაღ­ში აღ­მზრდე­ლად მუ­შა­ობს. უყ­ვარს თა­ვი­სი პრო­ფე­სია და თუმ­ცა მე­ბა­ღე­ო­ბაც პრო­ფე­სი­ად ექცა, თავს თვით­ნას­წავლ მე­ბა­ღეს უწო­დებს.

ნონა მურ­ვე­ლაშ­ვი­ლი:

"ჩემი ყო­ვე­ლი დილა ბა­ღის შე­მოვ­ლით იწყე­ბა. შემ­დეგ ვი­წყებ ყვა­ვი­ლე­ბის გა­დარ­გვა-გად­მორგვას - ზოგი ქო­თან­ში ვე­ღარ ეტე­ვა, ზოგს ტო­ტებს ვა­ტეხ, რომ ახა­ლი ენერ­გია შევ­მა­ტო. თუ ყვა­ვილს ვინ­მეს ვჩუქ­ნი, ეს კი­დევ უფრო მი­ხა­რია" ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი კი­სის­ხევ­ში, მე­ზო­ბელ სო­ფელ­ში და­ი­ბა­და, წი­ნან­დალ­ში კი 17 წლის წინ გა­მო­თხოვ­და.

- როცა აქ მო­ვე­დი, ეზო მო­ას­ფალ­ტე­ბუ­ლი იყო. ჩემი მე­გობ­რე­ბი იცი­ნი­ან ხოლ­მე, ნო­ნამ ას­ფალ­ტი აყა­რა, ეზო გა­და­თხა­რა და ბაღი გა­ა­შე­ნაო. კი, ბა­ღად ვაქ­ციე ყვე­ლა­ფე­რი. დე­დამ­თილ-მა­მამ­თი­ლიც მეხ­მა­რე­ბა. მა­თაც მოს­წონთ ასე­თი გა­რე­მო.

ეს მცე­ნა­რე­ე­ბი ჩემ­თვის სა­უ­კე­თე­სო ან­ტი­დეპ­რე­სან­ტე­ბი არი­ან. მათი ცქე­რით უდი­დეს სი­ა­მოვ­ნე­ბას ვი­ღებ, მიჩ­ნდე­ბა ახა­ლი იდე­ე­ბი, ვმშვიდ­დე­ბი და ეს სხვა საქ­მე­ებ­შიც მეხ­მა­რე­ბა. ბოლო ერთი წე­ლია, სუ­კუ­ლენ­ტებ­მა გა­მი­ტა­ცა და მათი მოგ­რო­ვე­ბაც და­ვი­წყე.

- სუ­კუ­ლენ­ტებს სხვა ყვა­ვი­ლე­ბის­გან რა გა­მო­არ­ჩევს?

- სხვა ყვა­ვი­ლებს თუ მორ­წყვა, მოვ­ლა, მო­ფე­რე­ბა უნდა, ამათ არ სჭირ­დე­ბა. ყუ­რა­დღე­ბას არ ითხო­ვენ.

- ბაღ­ში ბავ­შვებს, ალ­ბათ, მცე­ნა­რე­ე­ბის, ყვა­ვი­ლე­ბის, გა­რე­მოს სიყ­ვა­რულს ას­წავ­ლით.

- ახლა სას­კო­ლო ჯგუ­ფი მყავს. 22 აპ­რილს დე­და­მი­წის დღე იყო და პა­ტა­რებს მცე­ნა­რე­ე­ბი და­ვარ­გვე­ვი­ნე. მოს­წავ­ლე ვი­ყა­ვი, როცა უამ­რავ მცე­ნა­რეს ვუვ­ლი­დი, ვრგავ­დი და ვა­ხა­რებ­დი. დე­და­ჩე­მი იხ­სე­ნებს, შინ რო­მე­ლი­მე ყვა­ვილს რომ მო­ი­ტან­დი და ქო­თან­ში და­სა­ფეს­ვი­ა­ნებ­ლად ჩარ­გავ­დი, მერე ყო­ველ­დღე მი­წი­დან იღებ­დი, რომ შე­გე­მოწ­მე­ბი­ნა, ფეს­ვი გა­მო­ტა­ნი­ლი ჰქონ­და თუ არაო... როცა გავ­თხოვ­დი და მშობ­ლე­ბის სახ­ლი­დან წა­მო­ვე­დი, იქ ყვა­ვი­ლებ­მა იკლო, იმ­დე­ნი აღარ აქვს დე­დას. უმე­ტე­სად კაქ­ტუ­სებს ვუვ­ლი­დი.კაქ­ტუსს თა­კა­რა მზე უყ­ვარს, წყა­ლი - ნაკ­ლე­ბად...

- რო­დე­საც ამა თუ იმ მცე­ნა­რის დარ­გვას აპი­რებთ, რას ით­ვა­ლის­წი­ნებთ?

- წინა გა­ზო­ნებ­ში აპ­რილ­ში თუ გა­ზა­ფხუ­ლის და­ბა­ლი ყვა­ვი­ლე­ბი ყვა­ვის, უკან მათ ვარ­დე­ბი მოს­დევს. 100 ძირი ვარ­დი მექ­ნე­ბა, ვერ ვი­ტყვი, რომ სხვა­დას­ხვა ჯი­შია, მათ­ში ბევ­რი ერ­თნა­ი­რია.

მცე­ნა­რის დარ­გვი­სას მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნი­ა­და­გია, რაც ჩენ­თან პრობ­ლე­მაა, ნი­ა­და­გი ნაკ­ლე­ბად ნოყი­ე­რია. ამი­ტომ სჭირ­დე­ბა შავი მი­წის და­მა­ტე­ბა. ეს დიდ შრო­მას მო­ი­თხოვს.

რაც შე­ე­ხე­ბა მცე­ნა­რე­ე­ბის ბაღ­ში გა­ნა­წი­ლე­ბას, ზოგ­ჯერ იმ­ხე­ლა მცე­ნა­რე­ებს ამო­ვი­ღებ და სხვა ად­გი­ლას გა­და­მაქვს, თა­ვად მიკ­ვირს. მგო­ნია, რომ იმ ად­გილ­ზე სხვა მცე­ნა­რე­ებს და­უშ­ლის. თუმ­ცა საქ­მე თვი­თონ მიჩ­ვე­ნებს, სად რა და რო­გორ უნდა გან­ვა­ლა­გო. მა­ღალ მცე­ნა­რე­ებს შუ­ა­ში ვრგავ ხოლ­მე, გარ­შე­მო კი შე­და­რე­ბით დაბ­ლებს, რათა ლა­მა­ზად გა­მოჩ­ნდეს.

- ბაღ­ში დე­კო­რა­ცი­ე­ბად სო­კო­ე­ბიც შევ­ნიშ­ნე.

- "იუ­ტუბ­ზე" ვნა­ხე ვი­დეო და იმის მი­ხედ­ვით ვი­მუ­შა­ვე. ბე­ტო­ნი ქა­ლის წინ­და­ში ჩა­ვას­ხი და ფორ­მა მი­ვე­ცი. მერე წებო ცე­მენ­ტით და­ვა­წე­ბე, ბო­ლოს კი შევ­ღე­ბე. ახლა თა­ღე­ბის გა­კე­თე­ბა მინ­და, რომ სურო ავა­ყო­ლო.

- რას ურ­ჩევ დამ­წყებ მე­ბა­ღე­ებს.

- რაც მარ­ტი­ვი მო­სამ­რავ­ლე­ბე­ლია, ჯერ იმას მი­ხე­დონ. მა­გა­ლი­თად, სუ­კუ­ლენ­ტებს. იმა­საც აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, ვინ სად ცხოვ­რობს და რის მო­შე­ნე­ბას აპი­რებს. რა სურთ, ქოთ­ნის ყა­ვი­ლე­ბი თუ ეზოს მცე­ნა­რე­ე­ბის მოვ­ლა? თუ ეზო აქვთ, ეზოს ყვა­ვი­ლე­ბი ჯო­ბია, იმი­ტომ, რომ ქოთ­ნის ყვა­ვი­ლე­ბი შე­მოდ­გო­მა­ზე სახ­ლში უნდა შე­ი­ტა­ნო, გა­ზა­ფხულ­ზე გა­მო­ი­ტა­ნო.

კა­ხე­თის მხა­რე­ში თუ ცხოვ­რო­ბენ, კლი­მა­ტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ისეთ მცე­ნა­რე­ე­ბი შე­არ­ჩი­ონ, რომ­ლებ­საც ნაკ­ლე­ბი წყა­ლი უყ­ვართ. დე­კო­რა­ტი­ულ და მა­რადმწვა­ნე მცე­ნა­რე­ებს ბევ­რი წყა­ლი დი­დად არ სი­ა­მოვ­ნებთ.

ბზას, ვარდს, შხა­მის გა­რე­შე ვერ გა­ა­ხა­რებთ, რად­გან ბევ­რნა­ი­რი მავ­ნე­ბე­ლი ესე­ვა. ამი­ტომ ორ კვი­რა­ში ერთხელ მი­წევს მათი შე­წამ­ვლა.გა­ზა­ფხუ­ლი ბაღ­ში ყვე­ლა­ზე შრო­მა­ტე­ვა­დია, შა­ბათ-კვი­რას მხო­ლოდ მათ მოვ­ლას ვუნ­დე­ბი, გარ­და იმი­სა, რომ დი­ლა­ო­ბით ადრე ვდგე­ბი, სა­ნამ სამ­სა­ხურ­ში წა­ვალ, ყვე­ლა მცე­ნა­რე უნდა შე­მო­ვი­ა­რო, ზა­ფხულ­ში წყალს ვუს­ხამ, ამას დრო სჭირ­დე­ბა, რა­შიც ჩემი დე­დამ­თი­ლი მეხ­მა­რე­ბა.

- შვი­ლე­ბი თუ გეხ­მა­რე­ბი­ან?

- სამი შვი­ლი მყავს - უფ­რო­სი ბიჭი 16 წლის არის, მომ­დევ­ნო 11-ის, გო­გო­ნა კი 9 წლის. ბოლო დროს მეხ­მა­რე­ბი­ან, მაგ­რამ თან წუ­წუ­ნე­ბენ, ეზო­ში სა­თა­მა­შო ად­გი­ლი აღარ დაგ­ვი­ტო­ვეო.

- ტა­ლა­ვე­რი არ გაქვთ ეზო­ში?

- ვე­ნა­ხი მო­შო­რე­ბით გვაქვს, თუმ­ცა მაქვს კი­ვის ხე­ი­ვა­ნი. ორი წე­ლია ის­ხამს. წყა­ლი უყ­ვარს და არ ვაკ­ლებ. ბოს­ტა­ნიც გვაქვს. რა ენერ­გი­აც, შრო­მა და ემო­ცია ჩავ­დე ამ ყვა­ვი­ლებ­ში, შე­დე­გი ნამ­დვი­ლად მი­ვი­ღე. მცე­ნა­რე­ე­ბი შრო­მას არ და­გი­კარ­გა­ვენ. მად­ლი­ე­რე­ბი ხა­რო­ბენ და ყვა­ვი­ლო­ბენ. აქა­უ­რო­ბა ერ­თი­ა­ნად რომ გა­დაყ­ვავ­დე­ბა, ამა­ზე დიდი სი­ხა­რუ­ლი და ბედ­ნი­ე­რე­ბა არა­ფე­რია. თუმ­ცა ისიც გა­მო­მიც­დია, რა მძი­მეა, რო­დე­საც რა­ღაც არ გა­მო­დის და ვერ ხა­რობს. სულ იმა­ზე ფიქ­რი მკლავს, რა და­ვა­კე­ლი-მეთ­ქი...

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლალუკა
32

რა სეკულანტები აგიტყდათ, რამე მოსავალი მოიყვანეთ, თქვენმა მეტიჩრობამ დაგვღალა.

სიო
3

ამ ცხოვრების ანტიდეპრესანტი ბევრი ფულია, თქვენ წალბატონო წარმატებებს გისურვებ....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"ჩემი მეგობრები იცინიან ხოლმე, ნონამ ასფალტი აყარა, ეზო გადათხარა და ბაღი გააშენაო" - გაიცანით თვითნასწავლი მებაღე საბავშვო ბაღიდან (ფოტოები)

"ჩემი მეგობრები იცინიან ხოლმე, ნონამ ასფალტი აყარა, ეზო გადათხარა და ბაღი გააშენაო" - გაიცანით თვითნასწავლი მებაღე საბავშვო ბაღიდან (ფოტოები)

ნონა მურველაშვილი წინანდალში, ჭავჭავაძეების ბაღის სიახლოვეს ცხოვრობს. ამაყობს თავისი სოფლით, სადაც საბავშვო ბაღში აღმზრდელად მუშაობს. უყვარს თავისი პროფესია და თუმცა მებაღეობაც პროფესიად ექცა, თავს თვითნასწავლ მებაღეს უწოდებს.

ნონა მურველაშვილი:

"ჩემი ყოველი დილა ბაღის შემოვლით იწყება. შემდეგ ვიწყებ ყვავილების გადარგვა-გადმორგვას - ზოგი ქოთანში ვეღარ ეტევა, ზოგს ტოტებს ვატეხ, რომ ახალი ენერგია შევმატო. თუ ყვავილს ვინმეს ვჩუქნი, ეს კიდევ უფრო მიხარია" ჩვენი რესპონდენტი კისისხევში, მეზობელ სოფელში დაიბადა, წინანდალში კი 17 წლის წინ გამოთხოვდა.

- როცა აქ მოვედი, ეზო მოასფალტებული იყო. ჩემი მეგობრები იცინიან ხოლმე, ნონამ ასფალტი აყარა, ეზო გადათხარა და ბაღი გააშენაო. კი, ბაღად ვაქციე ყველაფერი. დედამთილ-მამამთილიც მეხმარება. მათაც მოსწონთ ასეთი გარემო.

ეს მცენარეები ჩემთვის საუკეთესო ანტიდეპრესანტები არიან. მათი ცქერით უდიდეს სიამოვნებას ვიღებ, მიჩნდება ახალი იდეები, ვმშვიდდები და ეს სხვა საქმეებშიც მეხმარება. ბოლო ერთი წელია, სუკულენტებმა გამიტაცა და მათი მოგროვებაც დავიწყე.

- სუკულენტებს სხვა ყვავილებისგან რა გამოარჩევს?

- სხვა ყვავილებს თუ მორწყვა, მოვლა, მოფერება უნდა, ამათ არ სჭირდება. ყურადღებას არ ითხოვენ.

- ბაღში ბავშვებს, ალბათ, მცენარეების, ყვავილების, გარემოს სიყვარულს ასწავლით.

- ახლა სასკოლო ჯგუფი მყავს. 22 აპრილს დედამიწის დღე იყო და პატარებს მცენარეები დავარგვევინე. მოსწავლე ვიყავი, როცა უამრავ მცენარეს ვუვლიდი, ვრგავდი და ვახარებდი. დედაჩემი იხსენებს, შინ რომელიმე ყვავილს რომ მოიტანდი და ქოთანში დასაფესვიანებლად ჩარგავდი, მერე ყოველდღე მიწიდან იღებდი, რომ შეგემოწმებინა, ფესვი გამოტანილი ჰქონდა თუ არაო... როცა გავთხოვდი და მშობლების სახლიდან წამოვედი, იქ ყვავილებმა იკლო, იმდენი აღარ აქვს დედას. უმეტესად კაქტუსებს ვუვლიდი.კაქტუსს თაკარა მზე უყვარს, წყალი - ნაკლებად...

- როდესაც ამა თუ იმ მცენარის დარგვას აპირებთ, რას ითვალისწინებთ?

- წინა გაზონებში აპრილში თუ გაზაფხულის დაბალი ყვავილები ყვავის, უკან მათ ვარდები მოსდევს. 100 ძირი ვარდი მექნება, ვერ ვიტყვი, რომ სხვადასხვა ჯიშია, მათში ბევრი ერთნაირია.

მცენარის დარგვისას მნიშვნელოვანი ნიადაგია, რაც ჩენთან პრობლემაა, ნიადაგი ნაკლებად ნოყიერია. ამიტომ სჭირდება შავი მიწის დამატება. ეს დიდ შრომას მოითხოვს.

რაც შეეხება მცენარეების ბაღში განაწილებას, ზოგჯერ იმხელა მცენარეებს ამოვიღებ და სხვა ადგილას გადამაქვს, თავად მიკვირს. მგონია, რომ იმ ადგილზე სხვა მცენარეებს დაუშლის. თუმცა საქმე თვითონ მიჩვენებს, სად რა და როგორ უნდა განვალაგო. მაღალ მცენარეებს შუაში ვრგავ ხოლმე, გარშემო კი შედარებით დაბლებს, რათა ლამაზად გამოჩნდეს.

- ბაღში დეკორაციებად სოკოებიც შევნიშნე.

- "იუტუბზე" ვნახე ვიდეო და იმის მიხედვით ვიმუშავე. ბეტონი ქალის წინდაში ჩავასხი და ფორმა მივეცი. მერე წებო ცემენტით დავაწებე, ბოლოს კი შევღებე. ახლა თაღების გაკეთება მინდა, რომ სურო ავაყოლო.

- რას ურჩევ დამწყებ მებაღეებს.

- რაც მარტივი მოსამრავლებელია, ჯერ იმას მიხედონ. მაგალითად, სუკულენტებს. იმასაც აქვს მნიშვნელობა, ვინ სად ცხოვრობს და რის მოშენებას აპირებს. რა სურთ, ქოთნის ყავილები თუ ეზოს მცენარეების მოვლა? თუ ეზო აქვთ, ეზოს ყვავილები ჯობია, იმიტომ, რომ ქოთნის ყვავილები შემოდგომაზე სახლში უნდა შეიტანო, გაზაფხულზე გამოიტანო.

კახეთის მხარეში თუ ცხოვრობენ, კლიმატიდან გამომდინარე, ისეთ მცენარეები შეარჩიონ, რომლებსაც ნაკლები წყალი უყვართ. დეკორატიულ და მარადმწვანე მცენარეებს ბევრი წყალი დიდად არ სიამოვნებთ.

ბზას, ვარდს, შხამის გარეშე ვერ გაახარებთ, რადგან ბევრნაირი მავნებელი ესევა. ამიტომ ორ კვირაში ერთხელ მიწევს მათი შეწამვლა.გაზაფხული ბაღში ყველაზე შრომატევადია, შაბათ-კვირას მხოლოდ მათ მოვლას ვუნდები, გარდა იმისა, რომ დილაობით ადრე ვდგები, სანამ სამსახურში წავალ, ყველა მცენარე უნდა შემოვიარო, ზაფხულში წყალს ვუსხამ, ამას დრო სჭირდება, რაშიც ჩემი დედამთილი მეხმარება.

- შვილები თუ გეხმარებიან?

- სამი შვილი მყავს - უფროსი ბიჭი 16 წლის არის, მომდევნო 11-ის, გოგონა კი 9 წლის. ბოლო დროს მეხმარებიან, მაგრამ თან წუწუნებენ, ეზოში სათამაშო ადგილი აღარ დაგვიტოვეო.

- ტალავერი არ გაქვთ ეზოში?

- ვენახი მოშორებით გვაქვს, თუმცა მაქვს კივის ხეივანი. ორი წელია ისხამს. წყალი უყვარს და არ ვაკლებ. ბოსტანიც გვაქვს. რა ენერგიაც, შრომა და ემოცია ჩავდე ამ ყვავილებში, შედეგი ნამდვილად მივიღე. მცენარეები შრომას არ დაგიკარგავენ. მადლიერები ხარობენ და ყვავილობენ. აქაურობა ერთიანად რომ გადაყვავდება, ამაზე დიდი სიხარული და ბედნიერება არაფერია. თუმცა ისიც გამომიცდია, რა მძიმეა, როდესაც რაღაც არ გამოდის და ვერ ხარობს. სულ იმაზე ფიქრი მკლავს, რა დავაკელი-მეთქი...

3 შემთხვევა, რომლის დროსაც სწრაფი სესხი შეგიძლია გამოიყენო

გამოვლინდა ინფიცირების 360 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 195 პირი - რამდენი ტესტი ჩატარდა ბოლო დღე-ღამეში და როგორია ვითარება რეგიონებში

"დღეს გაიარა პოლიციის პიკაპებმა, რომლის უკანა სავარძელზეც "ენკას" მუშები ისხდნენ, ეს პოლიციის ფუნქცია არ არის" - ახალი ცნობები რიონის ხეობიდან