წინასწარი პოზიცია ვიცით, რომ თამარ კორძაია აპირებს ხელმოწერას და ისე შესვლას, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
კითხვაზე, ხომ არ მიიღო ვინმემ პარტიაში გადაწყვეტილება, რომ არ შევიდეს პარლამენტში, ბეჟაშვილი აცხადებს, რომ გადაწყვეტილების შედეგად, რომელიც დღეს პარტიის პოლიტსაბჭოს შემდეგ გახდა ცნობილი, ყველა ერთად შევა პარლამენტში.
„ბუნებრივია, არ იყო ეს გადაწყვეტილება მარტივი მისაღები რადგან პარტიის შიგნით, ასევე საზოგადოების ნაწილი მოითხოვს, რომ ბოიკოტირება გაგრძელდეს, თუმცა, გამომდინარე იმ გარემობებიდან, რომელიც შექმნილია, პარტიამ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომ არცერთი კომფორტის ზონა არ დაუტოვოს "ქართულ ოცნებას", მათ შორის, ისეთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ ველზე, როგორიც არის პარლამენტი. იქნება ეს პარლამენტი, სხვა სახელმწიფო ინსტიტუცია თუ ქუჩის პოლიტიკა, ყველგან გავაგრძელოთ "ქართული ოცნების" შევიწროება, რომ მივაღწიოთ თვითმმართველობის არჩევნების შედეგად ხელისუფლებიდან მათ ჩამოშორებას“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.
მისივე თქმით, 6 - თვიანმა ბოიკოტმა მოიტანა ის, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, მას შემდეგ, რაც 43 პროცენტს თვითმმართველობის არჩევნებზე ვერ დააგროვებს“.
„ჩვენ, პოლიტიკურ პარტიებს და საზოგადოებას ექნება საშუალება, კონსტიტუციურად, არჩევნების გზით, "ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას და ეს უკვე მიღწევაა“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.
ცნობისათვის, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს პოლიტიკური საბჭოს სხდომა გამართა, რომლის დასრულების შემდეგაც ცნობილი გახდა, რომ პარტია საპარლამენტო საქმიანობას გააგრძელებს.
მიშამ დაძარცვა და დასცა ქვეყანა, მაგრამ პირადი გამდიდრებისათვის არ უქნია, მას ეს დაავალეს და შეასრულა!ვინ დაავალებდა , ამერიკა? მოკალი დემოკრატია და კაპიტალიზმიო ?! კრემლმა დაავალა, ბიძამისის პირით , ბეჟუაშვილის პირით, პუტინის პირით , ლავროვის , ბურჯანაძის , იყო იქ პირები, პრიმაკოვის პირი გამომრჩა, ამ პირებს აქ კი აქვთ დაკადაკა, მაგრამ იქ, კრემლში, ერთი პირი აქვთ !ის კგბ ოჯახიდანაა , ჯერ ეროვნულ მოძრაობაში შეაპარეს, მაგრამ იცნეს , მერე ამერიკა მოარბენინეს და მოქკავშირში ჩანერგეს !ჯერ კიდევ გაქანებული სოციალიზმისას ხედავდა დასავლეთი, რომ დამოუკიდებლობის მუდმივი მოთხოვნილების გარდა, ჩვენ პროდემოკრატიული, პროდასავლური ხასითი და მიზნები გვქონდა , საბედნიეროდ ახლაც გვაქვს ! დასავლეთთან შეჯიბრში კრემლისთვის მნიშვნელოვანი იყო ეს მისწრაფებები ფაქტად არ ქცეულიყო და აქ საბაზრო ეკონომიკის კაპიტალიზმი და დემოკრატია არ აგვეშენებინა , რისი ნიშნებიც კრემლის მიერ თავს მოხვეული სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ 1993-1995 წლიდან ვითარდებოდა და პიკს 1996 -1998 წლებში მიაღწია, რასაც მოყვა მყისიერი რეაქცია , მარწუხების მოჭერა , სახელმწიფო მოხელეების თარეში, უშიშროების და შსს დაუსჯელი პარპაში და ასე შემდეგ, პარლამენტის უმეცარი და შემეცნებული აშკარა და გავლენის აგენტებით ავსება და წითელი რუსულისაგან კოპირებული სამართლისა და საგადასახადო სისტემების გადმოღება, მაინც ვერ ჩაკლეს მისწრაფებები და გადაწყდა საქართველოს ეკონომიკურად მოშთობა : სააკაშვილმა ნაბიჯ ნაბიჯ, ვითომდა მისთვის დამახასიათებელი მოგიჟიანებული დილეტანტური ჩარევებით, ძალიან მარჯვედ , უკვე 2003-2004 წლებში მოახერხა და გაათრია ეკონომიკის დამთრგუნავი საკანონმდებლო ნორმები, მოსპო საფონდო ბირჟა , სავალუტოც, გაანადგურა სატრანზიტო კორიდორის კონკურენტუნარიანობა, ჩრდილში შესვლა აიძულა ბიზნესს, დაასრულა იმპორტდამოკიდებული მონოპოლიზაცია და კარტელიზაცია , უპერსპექტივოდ ჩაკლა წარმოება და მრეწველობა ქალაქადაც და სოფლადაც , ხოლო 2005 წლიდან 2008 წლამდე დაუფარავად და აშკარად ამოიღო საპროცესო გარიგებებით ნაშრომი თუ უშრომელი, მაგრამ აქ ეკონომიკაში მაინც მბრუნავი 10 მილიარდი დოლარი და ქვეყნის გარეთ გაიტანა , ბიუჯეტშიც არ შეიტანა, ბრუნვიდან ამოიღო საერთოდ , ზედ მიაყოლა ომის მერე დასავლეთის მიერ გაწეული 4,5 მილიარდიანი დახმარება ! ცხადია ამერიკა მიხვდა , რაც ხდებოდა, რეფორმა რომ სიაფანდი და ტუფტა ბლეფი იყო , წააგო კრემლთან ეს რაუნდი, მოტყუვდა და ამიტომ დაყაბულდა რეფორმის წარმატების შიშველ პიარ პროპაგანდას , სხვა შემთხვევაში დამარცხება სრულად უნდა ეღიარებინა, ამიტომ პიარივარდისფრა ! მაგრამ მიშას და მიშისტებს წითელი ბარათი ამოუღო ! ივანიშვილიც მიშისტია , ედუარდისტი , წავა ეგეც მშვიდობით ოცნებიანად , რადგან აქვს ნაკეთები სიკეთეები, მაგრამ ყვითელი ამოღებული აქვს, ან ჩაატარებს ანტიწითელ რეფორმას, ან წითელ ბარათსაც დაიმსახურებს!