კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში შედის - "ივანიშვილს ბრძოლას გავუმართავთ ყველგან..."
"ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში შედის - "ივანიშვილს ბრძოლას გავუმართავთ ყველგან..."

„ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ პარ­ლა­მენ­ტში შე­დის. ამის შე­სა­ხებ „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ ნიკა მე­ლი­ამ პო­ლიტ­საბ­ჭოს დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ნიკა მე­ლი­ამ აღ­ნიშ­ნა, ბო­ი­კო­ტის შე­სა­ხებ ოპო­ზი­ცი­ის მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­აზ­რე­ბუ­ლი და გა­მარ­თლე­ბუ­ლი იყო და დამ­ტკიც­და, რომ მი­ტა­ცე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად ბრძო­ლა შე­უძ­ლი­ათ.

რო­გორც მე­ლი­ამ გა­ნა­ცხა­და, ოპო­ზი­ცი­ამ აჩ­ვე­ნა, რომ შე­უძ­ლია იყოს ერ­თი­ა­ნი, რაც ერთ-ერთი მთა­ვა­რი მო­ნა­პო­ვა­რია, რაც მო­მა­ვა­ლი გა­მარ­ჯვე­ბე­ბის სა­წინ­და­რი გახ­დე­ბა.

მი­სი­ვე თქმით, ქვეყ­ნის ყვე­ლა მე­გო­ბა­რი და პარტნი­ო­რი დგას ქარ­თველ ხალ­ხთან ერ­თად, რათა „მი­ტა­ცე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო ოლი­გარ­ქს გა­მოს­ტა­ცონ“ და „ბრძო­ლა არა­თუ გრძელ­დე­ბა, არა­მედ გა­და­დის და­მაგ­ვირ­გვი­ნე­ბელ გა­დამ­წყვეტ ფა­ზა­ში.“

მისი თქმით, მო­ცე­მულ მო­მენ­ტში მი­ი­ღეს ყვე­ლა­ზე სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც არც ერთი კომ­ფორ­ტის ზო­ნას არ და­უ­ი­ტო­ვებს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს.

„ჩვენ მას ბრძო­ლას გა­ვუ­მარ­თავთ ყველ­გან, იქ­ნე­ბა ეს სა­პარ­ლა­მენ­ტო სხდო­მა­თა დარ­ბა­ზი, სა­კო­მი­ტე­ტო დარ­ბა­ზე­ბი, აჭა­რის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს დარ­ბა­ზე­ბი, მო­ედ­ნე­ბი, ქუ­ჩე­ბი, სო­ფელ­ში, რა­ი­ონ­ში, მთა­ში, ბარ­ში, ყვე­ლა­გან ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ექ­ნე­ბა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა“, - გა­ნა­ცხა­და მე­ლი­ამ.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, სა­ჭი­როა, ოპო­ზი­ცი­ამ კვლავ აჩ­ვე­ნოს ერ­თო­ბა.

მი­სი­ვე თქმით, რჩე­ბა მხო­ლოდ ორი არ­ჩე­ვა­ნი: ან სა­ქარ­თვე­ლო იმარ­ჯვებს, ან მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო იც­ლე­ბა და გა­დის ქვეყ­ნი­დან.

„მე პი­რა­დად თავს არ დავ­ზო­გავ, მე ამ ქვე­ყა­ნა­ში, ამ ხელ­ბორ­კილ და­დე­ბულ სა­ხელ­მწი­ფო­ში ცხოვ­რე­ბას წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, მით უმე­ტეს, იმ ცოდ­ნით, რომ შვი­ლი უნდა გავ­ზარ­დო ამ ქვე­ყა­ნა­ში, დი­ა­ხაც, მირ­ჩევ­ნია, სა­ერ­თოდ არ ვიყო ცო­ცხა­ლი.

ჩვენ უკან და­სა­ხე­ვი გზა არ გვაქვს, ის­ტო­რია გვიკ­რძა­ლავს ჩვენ უკან და­ხე­ვას, რუ­ბი­კო­ნი გა­და­ლა­ხუ­ლია, გავ­ლე­ბუ­ლი ხაზი გა­და­ლა­ხუ­ლი აქვს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს და რჩე­ბა მხო­ლოდ და მხო­ლოდ ორი არ­ჩე­ვა­ნი: ან სა­ქარ­თვე­ლო იმარ­ჯვებს, ან მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო იც­ლე­ბა და გა­დის ქვეყ­ნი­დან და და­გარ­წმუ­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო გა­ი­მარ­ჯვებს უკა­ნას­კნელ 4 თვე­ში.

მინ­და მივ­მარ­თო ჩვენს მე­გობ­რებს ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი­დან, მე არ ვმა­ლავ, ბევრ მათ­გან­თან მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჩა­მო­მი­ყა­ლიბ­და, ჩვენ კვლავ უნდა გა­ვერ­თი­ა­ნოთ სა­ერ­თო ძა­ლის­ხმე­ვა, ყვე­ლა ჩვენ­განს გვყავს ოჯახ­ში დედა, მამა, შვი­ლე­ბი, შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი, თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ­ლებ­საც ვაკ­ვირ­დე­ბით, რამ­დე­ნად სი­დუ­ხ­ჭი­რეს გა­ნიც­დი­ან და უნდა და­ვი­ვი­წყოთ წყე­ნა, ყვე­ლა წვრილ­მა­ნი, რო­მელ­ზეც შე­საძ­ლოა ვკონ­ცენ­ტრირ­დე­ბო­დით, რად­გან ყვე­ლა წვრილ­მა­ნი, რო­მელ­ზეც შე­საძ­ლოა ვკონ­ცენ­ტრირ­დე­ბო­დით, გან­სა­კუთ­რე­ბით ბოლო პე­რი­ოდ­ში, მარ­თლაც წვრილ­მა­ნია იმ დიდ ამო­ცა­ნას­თან შე­და­რე­ბით, რა­საც სა­ხელ­მწი­ფოს გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მტა­ცებ­ლე­ბის­გან ჰქვია, მე არ ვამ­ბობ, რომ ვინ­მე დამ­ნა­შა­ვეა ან უდა­ნა­შა­უ­ლო, არ ვამ­ბობ, რომ ჩვენც „ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბა­მაც“ ყვე­ლა­ფე­რი ზუს­ტად და კარ­გად გა­ვა­კე­თეთ სხვა ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ებ­თან მი­მარ­თე­ბა­შიც. ჩვენ ვი­ღებთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, რომ ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თოთ იმი­სათ­ვის, რომ ერ­თო­ბა შე­დუ­ღაბ­დეს, რად­გან მე რო­გორც ცალ­კე აღე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სი, ამ ქვეყ­ნის წარ­მა­ტე­ბას, თუ არა ერ­თო­ბა, თუ არა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კო­ა­ლი­ცი­უ­რი მმარ­თვე­ლო­ბა, უბ­რა­ლოდ, ვერ ვხე­დავ, ეს არის უე­ბა­რი გა­მო­სა­ვა­ლი ამ ქვეყ­ნის ჭა­ო­ბი­დან გა­მო­საყ­ვა­ნად. ძალ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბით ჩვენ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ოლი­გარ­ქი­ულ რე­ჟიმს შანსს არ და­ვუ­ტო­ვებთ, რომ მომ­დევ­ნო და­მა­ტე­ბით თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვლი­ფოს ეს ქვე­ყა­ნა“, - გა­ნა­ცხა­და მე­ლი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 51 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!!!!!!!!!!!
75

რა ბედნიერებააა!!! მშვიდად დამეძინება :)))) ხომ ამბობდა კობახიძე....

კეკე
312

ფარჩაკები!!!

sponsored by ContentRoom
ავტორი:

"ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში შედის - "ივანიშვილს ბრძოლას გავუმართავთ ყველგან..."

"ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში შედის - "ივანიშვილს ბრძოლას გავუმართავთ ყველგან..."

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის. ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, ბოიკოტის შესახებ ოპოზიციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააზრებული და გამართლებული იყო და დამტკიცდა, რომ მიტაცებული სახელმწიფოს გასათავისუფლებლად ბრძოლა შეუძლიათ.

როგორც მელიამ განაცხადა, ოპოზიციამ აჩვენა, რომ შეუძლია იყოს ერთიანი, რაც ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარია, რაც მომავალი გამარჯვებების საწინდარი გახდება.

მისივე თქმით, ქვეყნის ყველა მეგობარი და პარტნიორი დგას ქართველ ხალხთან ერთად, რათა „მიტაცებული სახელმწიფო ოლიგარქს გამოსტაცონ“ და „ბრძოლა არათუ გრძელდება, არამედ გადადის დამაგვირგვინებელ გადამწყვეტ ფაზაში.“

მისი თქმით, მოცემულ მომენტში მიიღეს ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, რომელიც არც ერთი კომფორტის ზონას არ დაუიტოვებს ბიძინა ივანიშვილს.

„ჩვენ მას ბრძოლას გავუმართავთ ყველგან, იქნება ეს საპარლამენტო სხდომათა დარბაზი, საკომიტეტო დარბაზები, აჭარის უმაღლესი საბჭოს დარბაზები, მოედნები, ქუჩები, სოფელში, რაიონში, მთაში, ბარში, ყველაგან ბიძინა ივანიშვილს ექნება წინააღმდეგობა“, - განაცხადა მელიამ.

როგორც მან აღნიშნა, საჭიროა, ოპოზიციამ კვლავ აჩვენოს ერთობა.

მისივე თქმით, რჩება მხოლოდ ორი არჩევანი: ან საქართველო იმარჯვებს, ან მთელი საქართველო იცლება და გადის ქვეყნიდან.

„მე პირადად თავს არ დავზოგავ, მე ამ ქვეყანაში, ამ ხელბორკილ დადებულ სახელმწიფოში ცხოვრებას წლების განმავლობაში, მით უმეტეს, იმ ცოდნით, რომ შვილი უნდა გავზარდო ამ ქვეყანაში, დიახაც, მირჩევნია, საერთოდ არ ვიყო ცოცხალი.

ჩვენ უკან დასახევი გზა არ გვაქვს, ისტორია გვიკრძალავს ჩვენ უკან დახევას, რუბიკონი გადალახულია, გავლებული ხაზი გადალახული აქვს ბიძინა ივანიშვილს და რჩება მხოლოდ და მხოლოდ ორი არჩევანი: ან საქართველო იმარჯვებს, ან მთელი საქართველო იცლება და გადის ქვეყნიდან და დაგარწმუნებთ, რომ საქართველო გაიმარჯვებს უკანასკნელ 4 თვეში.

მინდა მივმართო ჩვენს მეგობრებს ოპოზიციური პარტიებიდან, მე არ ვმალავ, ბევრ მათგანთან მეგობრული ურთიერთობა ჩამომიყალიბდა, ჩვენ კვლავ უნდა გავერთიანოთ საერთო ძალისხმევა, ყველა ჩვენგანს გვყავს ოჯახში დედა, მამა, შვილები, შვილიშვილები, თანამოქალაქეები, რომლებსაც ვაკვირდებით, რამდენად სიდუხჭირეს განიცდიან და უნდა დავივიწყოთ წყენა, ყველა წვრილმანი, რომელზეც შესაძლოა ვკონცენტრირდებოდით, რადგან ყველა წვრილმანი, რომელზეც შესაძლოა ვკონცენტრირდებოდით, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, მართლაც წვრილმანია იმ დიდ ამოცანასთან შედარებით, რასაც სახელმწიფოს გათავისუფლება მტაცებლებისგან ჰქვია, მე არ ვამბობ, რომ ვინმე დამნაშავეა ან უდანაშაულო, არ ვამბობ, რომ ჩვენც „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ ყველაფერი ზუსტად და კარგად გავაკეთეთ სხვა ოპოზიციური პარტიებთან მიმართებაშიც. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ერთობა შედუღაბდეს, რადგან მე როგორც ცალკე აღებული პოლიტიკოსი, ამ ქვეყნის წარმატებას, თუ არა ერთობა, თუ არა დემოკრატიული კოალიციური მმართველობა, უბრალოდ, ვერ ვხედავ, ეს არის უებარი გამოსავალი ამ ქვეყნის ჭაობიდან გამოსაყვანად. ძალთა გაერთიანებით ჩვენ ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულ რეჟიმს შანსს არ დავუტოვებთ, რომ მომდევნო დამატებით თვეების განმავლობაში ყვლიფოს ეს ქვეყანა“, - განაცხადა მელიამ.

"მომესმა, რომ ვიღაცას მუსიკა ჰქონდა ჩართული, მეგონა, ვიღაცას ტელეფონი დარჩა და რეკავდა..." - კახა კუჭავა პარლამენტში რუსეთის ჰიმნის ჩართვაზე

პარლამენტმა "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების პროექტი დაამტკიცა - რა შეიცვლება საარჩევო რეფორმის შედეგად

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"