კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაირაზმეთ ყველანი, წადით და ჩაიტარეთ ვაქცინაცია - არსებული ვაქცინები ფარავენ ყველა მუტირებულ შტამს" - ექიმები "ინდურ შტამზე"
"დაირაზმეთ ყველანი, წადით და ჩაიტარეთ ვაქცინაცია - არსებული ვაქცინები ფარავენ ყველა მუტირებულ შტამს" - ექიმები "ინდურ შტამზე"

ჩვენ არას­დროს ვართ და­ცუ­ლი კი­დევ ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის შე­მო­ტა­ნის­გან. ამ 5 შემ­თხვე­ვას კონ­ტაქ­ტი არ ჰყო­ლია, თუმ­ცა ამ ხუ­თის გარ­და შე­საძ­ლოა, სხვა შე­მო­ვი­დეს, მათი კონ­ტაქ­ტე­ბი რომ არ გავ­რცე­ლე­ბუ­ლა, ეს არ უნდა იყოს იმე­დი იმი­სა, რომ შემ­დგომ­ში არ გავ­რცელ­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის გა­დამ­დებ და­ა­ვა­დე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა ხა­თუ­ნა ზა­ხაშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის ე.წ. ინ­დუ­რი შტა­მის და­ფიქ­სი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, არ­სე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნე­ბი ყვე­ლა მუ­ტი­რე­ბულ შტამს „ფა­რა­ვენ“, ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ქვე­ყა­ნა­ში ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მოც­ვა გა­ი­ზარ­დოს.

„ყვე­ლა ახალ მუ­ტი­რე­ბულ შტამს გა­აჩ­ნია გავ­რცე­ლე­ბის მა­ღა­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლი და შე­სა­ბა­მი­სად, ამ შემ­თხვე­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ტარ­და ყვე­ლა შე­საძ­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბა, რათა შემ­დგო­მი გავ­რცე­ლე­ბის­გან და­ცუ­ლი იყოს ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა.

უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ ჩვენ არას­დროს არ ვართ და­ცუ­ლი კი­დევ ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის შე­მო­ტა­ნის­გან. ამ 5 შემ­თხვე­ვას კონ­ტაქ­ტი არ ჰყო­ლია, თუმ­ცა ამ ხუ­თის გარ­და შე­საძ­ლოა სხვა შე­მო­ვი­დეს, მათი კონ­ტაქ­ტე­ბი რომ არ გავ­რცე­ლე­ბუ­ლა ეს არ უნდა იყოს იმე­დი იმი­სა, რომ შემ­დგომ­ში არ გავ­რცელ­დე­ბა. ეს მუ­ტი­რე­ბუ­ლი შტა­მი რო­გორც ახლა აფა­სე­ბენ, გა­დამ­დებ­ლო­ბის უფრო მა­ღა­ლი ხა­რის­ხით გა­მო­ირ­ჩე­ვა, ვიდ­რე აქამ­დე ცნო­ბი­ლი სხვა მუ­ტი­რე­ბუ­ლი შტა­მე­ბი იყო, შე­სა­ბა­მი­სად შე­საძ­ლოა, და­ა­ვა­დე­ბის სწრა­ფად გავ­რცე­ლე­ბა მოხ­დეს.

ბრი­ტა­ნეთ­ში დო­მი­ნან­ტუ­რად მა­ინც რჩე­ბა „ბრი­ტა­ნუ­ლი შტა­მი“ და ამ ახალ­მა შტამ­მა ვერ შეძ­ლო დო­მი­ნან­ტუ­რი გამ­ხდა­რი­ყო „ბრი­ტა­ნუ­ლი შტა­მის“ გავ­რცე­ლე­ბის ფონ­ზე. ეს შე­იძ­ლე­ბა ჩვენ­თვი­საც იყოს რე­ლე­ვან­ტუ­რი, რად­გან ჩვენ­თა­ნაც ძი­რი­თა­დად არის „ბრი­ტა­ნუ­ლი შტა­მი“ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი.

და­ი­რაზ­მეთ ყვე­ლა­ნი, წა­დით და ჩა­ი­ტა­რეთ ვაქ­ცი­ნა­ცია. თქვე­ნი მე­ზობ­ლე­ბი, მე­გობ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი მი­იყ­ვა­ნეთ ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­ზე, რო­გორ­მე ვაქ­ცი­ნის მოც­ვა უნდა გავ­ზარ­დოთ ქვე­ყა­ნა­ში, ჯერ­ჯე­რო­ბით ამის დრო კი­დევ გვაქვს. არ­სე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნე­ბი ფა­რა­ვენ ყვე­ლა მუ­ტი­რე­ბულ შტამს, ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი იმუ­ნი­ტე­ტი იცავს ადა­მი­ანს ახა­ლი შტა­მე­ბი­სა­გან. ინ­დო­ეთ­ში იმი­ტომ გავ­რცელ­და, რომ ინ­დო­ეთს ვაქ­ცი­ნა­ცი­ით მოც­ვა აქვს უფრო და­ბა­ლი, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლოს აქვს“, - აღ­ნიშ­ნა ხა­თუ­ნა ზა­ხაშ­ვილ­მა.

არის თუ არა ინ­დუ­რი შტა­მი უფრო მე­ტად სა­სიკ­ვდი­ლო და შე­უძ­ლია თუ არა მეტი ლე­ტა­ლუ­რი შემ­თხვე­ვის გა­მოწ­ვე­ვა? სა­ქარ­თვე­ლო­ში „ინ­დუ­რი შტა­მის“ და­ფიქ­სი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორ­მა ივა­ნე ჩხა­ი­ძე­მაც ისა­უბ­რა. ჩხა­ი­ძის თქმით, აღ­ნიშ­ნულ კი­თხვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცია ჯერ­ჯე­რო­ბით არ არ­სე­ბობს.

„არა­ვის არ ჰქონ­და ილუ­ზია, რომ ჩვენ ამ შტამს გა­დავ­რჩე­ბო­დით, რად­გან დღე­ი­სათ­ვის ეს შტა­მი მსოფ­ლი­ოს 60-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­შია და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი და ამ ქვეყ­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა პრაქ­ტი­კუ­ლად ყო­ველ თვე­ში მა­ტუ­ლობს. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, რამ­დე­ნად სა­ში­შია ეს შტა­მი და რა­მე­ნად არის იმის ალ­ბა­თო­ბა, რომ „ინ­დურ­მა შტამ­მა“ ჩა­ა­ნაც­ვლოს დღე­ი­სათ­ვის სა­ქარ­თვე­ლო­ში დო­მი­ნან­ტუ­რი ბრი­ტა­ნუ­ლი შტა­მი. პირ­ველ რიგ­ში, აქ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, იქ­ნე­ბა თუ არა ბევ­რი შემ­თხვე­ვა შე­მო­ტა­ნი­ლი, ვი­ნა­ი­დან ბრი­ტა­ნუ­ლი შტა­მი სწო­რედ შე­მო­ტა­ნი­ლი შტა­მი გახ­ლავთ. იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ჩვენ ინ­დო­ეთ­თან არ გვაქვს პირ­და­პი­რი სა­ჰა­ე­რო მი­მოს­ვლა, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ტუ­რის­ტე­ბის ნა­კა­დი ინ­დო­ე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში პრაქ­ტი­კუ­ლად არ არ­სე­ბობს, იმის ალ­ბა­თო­ბა, რომ ქვე­ყა­ნა­ში ბევ­რი ადა­მი­ა­ნი შე­მო­ვა, ძი­რი­თა­დად მე­სა­მე ქვეყ­ნი­დან, სა­დაც ეს შტა­მია და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი, ძა­ლი­ან ცო­ტაა. დღე­ი­სათ­ვის ინ­დო­ეთ­შიც კი არ არის სრუ­ლი სუ­რა­თი არის თუ არა ე.წ. „ინ­დუ­რი შტა­მი“ ინ­დო­ეთ­ში ამ დიდი აფეთ­ქე­ბის გა­მომ­წვე­ვი, რაც ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ფიქ­სირ­და“, - გა­ნა­ცხა­და ჩხა­ი­ძემ.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, დღე­ი­სათ­ვის ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი ყვე­ლა ვაქ­ცი­ნა „ინ­დურ შტამ­თან“ მი­მარ­თე­ბა­ში ეფექ­ტუ­რია.

„აუ­ცი­ლე­ბე­ლია იმ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა, რომ ჯან­მო-ს მო­ნა­ცე­მე­ბით, დღე­ი­სათ­ვის მის მიერ ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი ყვე­ლა ვაქ­ცი­ნა ეფექ­ტუ­რია „ინ­დუ­რი შტა­მის“ სა­წი­ნა­აღ­მდე­გო­დაც. ასე, რომ ვაქ­ცი­ნი­რე­ბულ ადა­მი­ა­ნებს რის­კი ნაკ­ლე­ბი აქვთ, ვი­საც ჯერ კი­დევ არ გა­და­უ­წყვი­ტავს, ეს კი­დევ ერთი არ­გუ­მენ­ტია, ვაქ­ცი­ნა ჩა­ვი­ტა­როთ, რად­გან ე.წ. ინ­დურ შტამს ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორგზა­ნი­ზა­ცია გა­ნი­ხი­ლავს, რო­გორც შეშ­ფო­თე­ბის შტამს, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ის თვი­სე­ბა, რაც ახა­სი­ა­თებს, იყოს უფრო მე­ტად გა­დამ­დე­ბი, ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­ში ინ­ფექ­ცი­ის შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბის გარ­კვე­უ­ლი რის­კია, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლო­ში. ეს შტა­მი გა­მო­ირ­ჩე­ვა უფრო მე­ტად გა­დამ­დებ­ლო­ბით, ის ცო­ტა­თი ჩა­მორ­ჩე­ბა ბრა­ზი­ლი­ურ შტამს და ორ­ჯერ უფრო მე­ტად გა­დამ­დე­ბია, ვიდ­რე ბრი­ტა­ნუ­ლი შტა­მი. თუმ­ცა, არის თუ არა უფრო მე­ტად სა­სიკ­ვდი­ლო და შე­უძ­ლია თუ არა მეტი ლე­ტა­ლუ­რი შემ­თვე­ვე­ბის გა­მოწ­ვე­ვა, ეს ინ­ფორ­მა­ცია ჯერ­ჯე­რო­ბით არ არ­სე­ბობს.

ვი­საც მეტი შიში აქვს, გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს ამე­რი­კე­ლე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რომ­ლებ­მაც ჩათ­ვა­ლეს, რად­გან „ბრი­ტა­ნუ­ლი შტა­მი“ უფრო მე­ტად გა­დამ­დე­ბი იყო, ორი ნიღ­ბის ტა­რე­ბა უფრო მე­ტად ეფექ­ტუ­რი იქ­ნე­ბო­და ინ­ფი­ცი­რე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად. თუ უფრო მე­ტად გე­ში­ნი­ათ, გა­ი­კე­თეთ ორი ნი­ღა­ბი, არა­ფე­რი ცუდი ამა­ში არ არის და აუ­ცი­ლებ­ლად იფიქ­რეთ ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­ზე“, - გა­ნა­ცხა­და ჩხა­ი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­სულ 5 მოგ­ზა­ურს ე.წ. ინ­დუ­რი შტა­მი და­უ­დას­ტურ­და. და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყვე­ლა ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და იზო­ლი­რე­ბუ­ლია.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გამყრელიძე
12

დარაზმე შენიანები და დაარჭე სათითაოდ ეგ ვაქცინები, არ შეგეცილებიიით

უფ
5

ვაი თქვენს პატრონს!

ავტორი:

"დაირაზმეთ ყველანი, წადით და ჩაიტარეთ ვაქცინაცია - არსებული ვაქცინები ფარავენ ყველა მუტირებულ შტამს" - ექიმები "ინდურ შტამზე"

"დაირაზმეთ ყველანი, წადით და ჩაიტარეთ ვაქცინაცია - არსებული ვაქცინები ფარავენ ყველა მუტირებულ შტამს" - ექიმები "ინდურ შტამზე"

ჩვენ არასდროს ვართ დაცული კიდევ ახალი შემთხვევების შემოტანისგან. ამ 5 შემთხვევას კონტაქტი არ ჰყოლია, თუმცა ამ ხუთის გარდა შესაძლოა, სხვა შემოვიდეს, მათი კონტაქტები რომ არ გავრცელებულა, ეს არ უნდა იყოს იმედი იმისა, რომ შემდგომში არ გავრცელდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა საქართველოში კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამის დაფიქსირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, არსებული ვაქცინები ყველა მუტირებულ შტამს „ფარავენ“, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის მოცვა გაიზარდოს.

„ყველა ახალ მუტირებულ შტამს გააჩნია გავრცელების მაღალი პოტენციალი და შესაბამისად, ამ შემთხვევებთან დაკავშირებით გატარდა ყველა შესაძლო ღონისძიება, რათა შემდგომი გავრცელებისგან დაცული იყოს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ არასდროს არ ვართ დაცული კიდევ ახალი შემთხვევების შემოტანისგან. ამ 5 შემთხვევას კონტაქტი არ ჰყოლია, თუმცა ამ ხუთის გარდა შესაძლოა სხვა შემოვიდეს, მათი კონტაქტები რომ არ გავრცელებულა ეს არ უნდა იყოს იმედი იმისა, რომ შემდგომში არ გავრცელდება. ეს მუტირებული შტამი როგორც ახლა აფასებენ, გადამდებლობის უფრო მაღალი ხარისხით გამოირჩევა, ვიდრე აქამდე ცნობილი სხვა მუტირებული შტამები იყო, შესაბამისად შესაძლოა, დაავადების სწრაფად გავრცელება მოხდეს.

ბრიტანეთში დომინანტურად მაინც რჩება „ბრიტანული შტამი“ და ამ ახალმა შტამმა ვერ შეძლო დომინანტური გამხდარიყო „ბრიტანული შტამის“ გავრცელების ფონზე. ეს შეიძლება ჩვენთვისაც იყოს რელევანტური, რადგან ჩვენთანაც ძირითადად არის „ბრიტანული შტამი“ გავრცელებული.

დაირაზმეთ ყველანი, წადით და ჩაიტარეთ ვაქცინაცია. თქვენი მეზობლები, მეგობრები და ახლობლები მიიყვანეთ ვაქცინაციაზე, როგორმე ვაქცინის მოცვა უნდა გავზარდოთ ქვეყანაში, ჯერჯერობით ამის დრო კიდევ გვაქვს. არსებული ვაქცინები ფარავენ ყველა მუტირებულ შტამს, ჩამოყალიბებული იმუნიტეტი იცავს ადამიანს ახალი შტამებისაგან. ინდოეთში იმიტომ გავრცელდა, რომ ინდოეთს ვაქცინაციით მოცვა აქვს უფრო დაბალი, ვიდრე საქართველოს აქვს“, - აღნიშნა ხათუნა ზახაშვილმა.

არის თუ არა ინდური შტამი უფრო მეტად სასიკვდილო და შეუძლია თუ არა მეტი ლეტალური შემთხვევის გამოწვევა? საქართველოში „ინდური შტამის“ დაფიქსირებასთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა ივანე ჩხაიძემაც ისაუბრა. ჩხაიძის თქმით, აღნიშნულ კითხვებთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერჯერობით არ არსებობს.

„არავის არ ჰქონდა ილუზია, რომ ჩვენ ამ შტამს გადავრჩებოდით, რადგან დღეისათვის ეს შტამი მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაშია დაფიქსირებული და ამ ქვეყნების რაოდენობა პრაქტიკულად ყოველ თვეში მატულობს. ყველაზე მთავარია, რამდენად საშიშია ეს შტამი და რამენად არის იმის ალბათობა, რომ „ინდურმა შტამმა“ ჩაანაცვლოს დღეისათვის საქართველოში დომინანტური ბრიტანული შტამი. პირველ რიგში, აქ მნიშვნელოვანია, იქნება თუ არა ბევრი შემთხვევა შემოტანილი, ვინაიდან ბრიტანული შტამი სწორედ შემოტანილი შტამი გახლავთ. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ინდოეთთან არ გვაქვს პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა, იმის გათვალისწინებით, რომ ტურისტების ნაკადი ინდოეთიდან საქართველოში პრაქტიკულად არ არსებობს, იმის ალბათობა, რომ ქვეყანაში ბევრი ადამიანი შემოვა, ძირითადად მესამე ქვეყნიდან, სადაც ეს შტამია დაფიქსირებული, ძალიან ცოტაა. დღეისათვის ინდოეთშიც კი არ არის სრული სურათი არის თუ არა ე.წ. „ინდური შტამი“ ინდოეთში ამ დიდი აფეთქების გამომწვევი, რაც ბოლო თვეების განმავლობაში დაფიქსირდა“, - განაცხადა ჩხაიძემ.

მისივე განმარტებით, დღეისათვის ავტორიზებული ყველა ვაქცინა „ინდურ შტამთან“ მიმართებაში ეფექტურია.

„აუცილებელია იმ მნიშვნელოვანი ფაქტორის გათვალისწინება, რომ ჯანმო-ს მონაცემებით, დღეისათვის მის მიერ ავტორიზებული ყველა ვაქცინა ეფექტურია „ინდური შტამის“ საწინააღმდეგოდაც. ასე, რომ ვაქცინირებულ ადამიანებს რისკი ნაკლები აქვთ, ვისაც ჯერ კიდევ არ გადაუწყვიტავს, ეს კიდევ ერთი არგუმენტია, ვაქცინა ჩავიტაროთ, რადგან ე.წ. ინდურ შტამს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგზანიზაცია განიხილავს, როგორც შეშფოთების შტამს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის თვისება, რაც ახასიათებს, იყოს უფრო მეტად გადამდები, ნებისმიერ ქვეყანაში ინფექციის შემთხვევების მატების გარკვეული რისკია, მათ შორის, საქართველოში. ეს შტამი გამოირჩევა უფრო მეტად გადამდებლობით, ის ცოტათი ჩამორჩება ბრაზილიურ შტამს და ორჯერ უფრო მეტად გადამდებია, ვიდრე ბრიტანული შტამი. თუმცა, არის თუ არა უფრო მეტად სასიკვდილო და შეუძლია თუ არა მეტი ლეტალური შემთვევების გამოწვევა, ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ არსებობს.

ვისაც მეტი შიში აქვს, გაითვალისწინოს ამერიკელების გამოცდილება და რეკომენდაციები, რომლებმაც ჩათვალეს, რადგან „ბრიტანული შტამი“ უფრო მეტად გადამდები იყო, ორი ნიღბის ტარება უფრო მეტად ეფექტური იქნებოდა ინფიცირების თავიდან ასაცილებლად. თუ უფრო მეტად გეშინიათ, გაიკეთეთ ორი ნიღაბი, არაფერი ცუდი ამაში არ არის და აუცილებლად იფიქრეთ ვაქცინაციაზე“, - განაცხადა ჩხაიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში შემოსულ 5 მოგზაურს ე.წ. ინდური შტამი დაუდასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ყველა ინფიცირებული იდენტიფიცირებული და იზოლირებულია.

"ტკივილები მაქვს თავის არეში და ჰემატომა ტვინში..." - როგორია "ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტის მდგომარეობა, რომელიც 5 ივლისს ძალადობის მსხვერპლი გახდა

"საკმაოდ რთული ოპერაცია იყო... დაწყებამდე ცოტას ნერვიულობდა" - რას ამბობენ ლაშა გაბუნიას მდგომარეობაზე კოლეგები და რა კადრები ვრცელდება თურქეთიდან?

5 მიზეზი, თუ რატომ არის ბექაფი საუკეთესო არჩევანი ავტომობილის დასაზღვევად