კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბრანჯელინას" სკანდალური სასამართლოს დეტალები და გადაწყვეტილება, რომელმაც ჯოლი გააბრაზა: "არ დავუშვებ, ჩემს შვილებს ზიანი მიადგეთ"
"ბრანჯელინას" სკანდალური სასამართლოს დეტალები და გადაწყვეტილება, რომელმაც ჯოლი გააბრაზა: "არ დავუშვებ, ჩემს შვილებს ზიანი მიადგეთ"

მარ­თა­ლია, ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვე­ბი, ან­ჯე­ლი­ნა ჯოლი და ბრედ პიტი წლე­ბია, რაც და­შორ­დნენ, მაგ­რამ მათ შო­რის სა­სა­მარ­თლო დავა ამ დრომ­დე მიმ­დი­ნა­რე­ობს. დავა კი შვი­ლებ­ზე მე­ურ­ვე­ო­ბის მო­პო­ვე­ბას ეხე­ბა.

ან­ჯე­ლი­ნას სურს, რომ მხო­ლოდ ის იყოს მე­ურ­ვე, თუმ­ცა BBC-ის ცნო­ბით, სა­სა­მარ­თლომ ახ­ლა­ხანს სულ სხვაგ­ვა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო - პიტ­სა და ჯო­ლის ბავ­შვებ­ზე თა­ნა­ბა­რი მე­ურ­ვე­ო­ბა მი­ა­ნი­ჭა.

გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­სა­მარ­თლე ჯონ ოდერ­კიკ­მა მი­ი­ღო - ბრედ პიტს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბა შვი­ლებ­თან გა­ცი­ლე­ბით უფრო მეტი დრო გა­ა­ტა­როს.

პიტი და ჯოლი მე­დოქ­სის, პაქ­სის, ზა­ჰა­რას, შა­ი­ლოს, ვი­ვი­ე­ნი­სა და ნოქ­სის მშობ­ლე­ბი არი­ან, რო­მელ­თა შო­რი­საც, უფ­რო­სი მე­დოქ­სი - 19 წლი­საა, ხოლო უმ­ცრო­სე­ბი, ტყუ­პე­ბი, ვი­ვი­ე­ნი და ნოქ­სი 12 წლის არი­ან. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ ეხე­ბა უფ­როს შვილს, მე­დოქსს, რო­მე­ლიც უკვე სრულ­წლო­ვა­ნია.

სა­სა­მარ­თლოს არ ეთან­ხმე­ბა ან­ჯე­ლი­ნა ჯოლი და აპი­რებს ბრძო­ლა გა­აგ­რძე­ლოს, რათა ბავ­შვებ­ზე მე­ურ­ვე­ო­ბის უფ­ლე­ბა მხო­ლოდ მას ჰქონ­დეს. ის აკ­რი­ტი­კებს მო­სა­მარ­თლეს და აცხა­დებს, რომ არ და­უშ­ვებს, რომ ზი­ა­ნი მი­ად­გეს მის შვი­ლებს.

წყა­როს ცნო­ბით, სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ში, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე თვე გაგ­რძელ­და, ჩარ­თულ­ნი იყ­ვნენ მოწ­მე­ე­ბი, თე­რა­პევ­ტე­ბი, ექ­სპერ­ტე­ბი, ფსი­ქო­ლო­გე­ბი და ა.შ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ან­ჯე­ლი­ნა ბრედ პიტს შვი­ლებ­ზე ძა­ლა­დო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­და, თუმ­ცა პიტს ეს ბრალ­დე­ბა სა­სა­მარ­თლომ მო­უხ­სნა. რო­გორც ტაბ­ლო­ი­დე­ბი წერ­დნენ, ჯო­ლიმ ბრედ­თან გან­ქორ­წი­ნე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შვი­ლე­ბის მი­მართ მისი ძა­ლა­დობ­რი­ვი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გამო მი­ი­ღო.გა­სულ წელს Vogue-სთვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში ან­ჯე­ლი­ნამ თქვა, რომ ბრედს ოჯა­ხის "კე­თილ­დღე­ო­ბის" გამო და­შორ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა პიტს, მან გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ GQ-სთვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რა და თქვა, რომ ალ­კოჰოლ­ზე იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი და მა­რი­ხუ­ა­ნას მო­იხ­მარ­და, რა­მაც დიდ­წი­ლად გა­ნა­პი­რო­ბა ოჯა­ხის დან­გრე­ვა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარი
1

უფრო მეტად კი ქალებზე იყო დამოკიდებული, რამაც ჯოლი გაამწარა.

Hello :)
14

კლანი მართავს სასამართლოს? დიპლომატები რას ამბობენ? ჩვენი ელჩი კომენტარს არ გააკეთებს? რამე მითითება მისცეს სენატს და თეთრ სახლს, ტყუილად ხომ არ გვყავს იქ! 

ავტორი:

"ბრანჯელინას" სკანდალური სასამართლოს დეტალები და გადაწყვეტილება, რომელმაც ჯოლი გააბრაზა: "არ დავუშვებ, ჩემს შვილებს ზიანი მიადგეთ"

"ბრანჯელინას" სკანდალური სასამართლოს დეტალები და გადაწყვეტილება, რომელმაც ჯოლი გააბრაზა: "არ დავუშვებ, ჩემს შვილებს ზიანი მიადგეთ"

მართალია, ჰოლივუდის ვარსკვლავები, ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი წლებია, რაც დაშორდნენ, მაგრამ მათ შორის სასამართლო დავა ამ დრომდე მიმდინარეობს. დავა კი შვილებზე მეურვეობის მოპოვებას ეხება.

ანჯელინას სურს, რომ მხოლოდ ის იყოს მეურვე, თუმცა BBC-ის ცნობით, სასამართლომ ახლახანს სულ სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო - პიტსა და ჯოლის ბავშვებზე თანაბარი მეურვეობა მიანიჭა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ჯონ ოდერკიკმა მიიღო - ბრედ პიტს შესაძლებლობა ექნება შვილებთან გაცილებით უფრო მეტი დრო გაატაროს.

პიტი და ჯოლი მედოქსის, პაქსის, ზაჰარას, შაილოს, ვივიენისა და ნოქსის მშობლები არიან, რომელთა შორისაც, უფროსი მედოქსი - 19 წლისაა, ხოლო უმცროსები, ტყუპები, ვივიენი და ნოქსი 12 წლის არიან. აღსანიშნავია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეხება უფროს შვილს, მედოქსს, რომელიც უკვე სრულწლოვანია.

სასამართლოს არ ეთანხმება ანჯელინა ჯოლი და აპირებს ბრძოლა გააგრძელოს, რათა ბავშვებზე მეურვეობის უფლება მხოლოდ მას ჰქონდეს. ის აკრიტიკებს მოსამართლეს და აცხადებს, რომ არ დაუშვებს, რომ ზიანი მიადგეს მის შვილებს.

წყაროს ცნობით, სასამართლო პროცესში, რომელიც რამდენიმე თვე გაგრძელდა, ჩართულნი იყვნენ მოწმეები, თერაპევტები, ექსპერტები, ფსიქოლოგები და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ ანჯელინა ბრედ პიტს შვილებზე ძალადობაში ადანაშაულებდა, თუმცა პიტს ეს ბრალდება სასამართლომ მოუხსნა. როგორც ტაბლოიდები წერდნენ, ჯოლიმ ბრედთან განქორწინების გადაწყვეტილება შვილების მიმართ მისი ძალადობრივი დამოკიდებულების გამო მიიღო.გასულ წელს Vogue-სთვის მიცემულ ინტერვიუში ანჯელინამ თქვა, რომ ბრედს ოჯახის "კეთილდღეობის" გამო დაშორდა.

რაც შეეხება პიტს, მან განქორწინების შემდეგ GQ-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა და თქვა, რომ ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული და მარიხუანას მოიხმარდა, რამაც დიდწილად განაპირობა ოჯახის დანგრევა.

"შოუში გადამწყვეტი ბრძოლები იწყება" - რისთვის ემზადება "სამზარეულოს ომების" საუკეთესო ექვსეული და როგორია მათი გეგმები შოუს შემდეგ

"ნამდვილი მე" - როგორ გამოიყურებიან ქართველი ვარსკვლავები ფოტოშოპის და ფილტრის გარეშე

"მაგიდის ქვეშ ყოველთვის  ერთმანეთის ხელი გვეჭირა და ყველა ემოციას ვგრძნობდით" - ოდრი და ჟივენში - მოდის და კინოს სამყაროს ყველაზე პლატონური სიყვარულის ამბავი