სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მერაბ კოსტავა დღეს 82 წლის გახდებოდა - ეროვნული მოძრაობის გამორჩეული ლიდერის იუბილესთან დაკავშირებით ხელნაწერი შრიფტი შეიქმნა
მერაბ კოსტავა დღეს 82 წლის გახდებოდა - ეროვნული მოძრაობის გამორჩეული ლიდერის იუბილესთან დაკავშირებით ხელნაწერი შრიფტი შეიქმნა

26 მა­ისს პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კის მიერ გა­მო­ცხა­დე­ბულ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ-გან­მან­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი მოძ­რა­ო­ბის გა­მორ­ჩე­უ­ლი ლი­დე­რი, პო­ე­ტი და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე 82 წლის გახ­დე­ბო­და. მე­რაბ კოს­ტა­ვას სა­ხელ­თან ასო­ცირ­დე­ბა ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბის დიდი იდეა, რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა მო­უ­ტა­ნა.

მე­რაბ კოს­ტა­ვას იუ­ბი­ლეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ხელ­ნა­წე­რი შრიფ­ტი შე­იქ­მნა.

ამ შრიფ­ტის შე­საქ­მნე­ლად ეროვ­ნულ არ­ქივ­ში და­ცუ­ლი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მე­რაბ კოს­ტა­ვას ხელ­ნა­წე­რი ლექ­სე­ბი აღ­მოჩ­ნდა. სწო­რედ ამ ხელ­ნა­წე­რის მი­ხედ­ვით და­ვით მა­ი­სუ­რა­ძემ შრიფ­ტი შექ­მნა, რო­მე­ლიც მე­რა­ბის პო­ე­ტურ ბუ­ნე­ბას ნათ­ლად გა­მო­ხა­ტავს.

"ხელ­ნა­წე­რის მი­ხედ­ვით აღ­დგე­ნი­ლი შრიფ­ტის უკან ყო­ველ­თვის პი­როვ­ნე­ბა დგას თა­ვი­სი ბი­ოგ­რა­ფი­ი­თა და ხა­სი­ა­თით. თუ ეს ბმა პი­როვ­ნე­ბა­სა და შრიფტს შო­რის გა­წყდა, ერთ ჩვე­უ­ლებ­რივ, უში­ნა­არ­სო შრიფტს მი­ვი­ღებთ. მე­რაბ კოს­ტა­ვას ხელ­ნა­წე­რი შრიფ­ტი ძა­ლი­ან ორი­გი­ნა­ლუ­რი, ყვე­ლა სხვა შრიფ­ტი­სა­გან გა­მორ­ჩე­უ­ლი, ნა­თე­ლი და მკა­ფიო გა­მო­ვი­და. პირ­ვე­ლი, რაც ამ შრიფ­ტის ყუ­რე­ბი­სას თავ­ში მომ­დის, ის არის, რომ ეს ხელ­ნა­წე­რი მუ­სი­კა­ლუ­რი, პო­ე­ტუ­რი და შე­იძ­ლე­ბა, ოდ­ნავ ბავ­შვუ­რიც არის. ეს ყვე­ლა­ფე­რი - მუ­სი­კა­ლუ­რო­ბაც, ბავ­შვუ­რი სი­სუფ­თა­ვეც და სი­ცხა­დეც - ვფიქ­რობ, ზუს­ტად ახა­სი­ა­თებს მის პი­როვ­ნე­ბა­საც", - გვე­უბ­ნე­ბა კა­ლიგ­რა­ფი და­ვით მა­ი­სუ­რა­ძე.

"ჯეპ­რას" და და­ვით მა­ი­სუ­რა­ძის თა­ნამ­შრომ­ლო­ბით შექ­მნი­ლი ეს უკვე მე­ო­თხე შრიფ­ტი იქ­ნე­ბა. ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში გა­ციფ­რულ­და ნიკო ნი­კო­ლა­ძის და ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის ხელ­ნა­წე­რე­ბი, სულ ცოტა ხნის წინ კი შე­იქ­მნა ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას შრიფ­ტი.

"დიდი სი­ხა­რუ­ლით წარ­ვად­გენთ ამ­ჯე­რად მე­რაბ კოს­ტა­ვას შრიფტს. მე­რაბ კოს­ტა­ვა არის მა­გა­ლი­თი, თუ რო­გორ უნდა უყ­ვარ­დეს სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს თა­ვი­სი სამ­შობ­ლო და რო­გორ უნდა იბ­რძო­დეს მისი ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის. ჩვე­ნი იდეა, - შევ­ქმნათ ქარ­თველ სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­თა ხელ­ნა­წე­რი შრიფ­ტე­ბის ერ­თგვა­რი გა­ლე­რეა, ნელ-ნელა ფრთებს ის­ხამს. მე­რაბ კოს­ტა­ვას ხელ­ნა­წე­რე­ბის მო­წო­დე­ბის­თვის მად­ლო­ბას ვუხ­დით სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ არ­ქივ­სა და თბი­ლი­სის მუ­ზე­უ­მე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბას", - აღ­ნიშ­ნავს ჯეპ­რას სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბის მე­ნე­ჯე­რი რუ­სუ­დან უს­ტი­აშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლევანი
61

ამან და გამსახურდიამ დაღუპეს საქართველო..

რატი
2

ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი და სამშობლოსთვის თავდადებული ყველა გმირის სული.

ავტორი:

მერაბ კოსტავა დღეს 82 წლის გახდებოდა - ეროვნული მოძრაობის გამორჩეული ლიდერის იუბილესთან დაკავშირებით ხელნაწერი შრიფტი შეიქმნა

მერაბ კოსტავა დღეს 82 წლის გახდებოდა - ეროვნული მოძრაობის გამორჩეული ლიდერის იუბილესთან დაკავშირებით ხელნაწერი შრიფტი შეიქმნა

26 მაისს პირველი რესპუბლიკის მიერ გამოცხადებულ დამოუკიდებლობის დღეს, საქართველოს ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის გამორჩეული ლიდერი, პოეტი და საზოგადო მოღვაწე 82 წლის გახდებოდა. მერაბ კოსტავას სახელთან ასოცირდება ეროვნული მოძრაობის დიდი იდეა, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა მოუტანა.

მერაბ კოსტავას იუბილესთან დაკავშირებით ხელნაწერი შრიფტი შეიქმნა.

ამ შრიფტის შესაქმნელად ეროვნულ არქივში დაცული ყველაზე მნიშვნელოვანი მერაბ კოსტავას ხელნაწერი ლექსები აღმოჩნდა. სწორედ ამ ხელნაწერის მიხედვით დავით მაისურაძემ შრიფტი შექმნა, რომელიც მერაბის პოეტურ ბუნებას ნათლად გამოხატავს.

"ხელნაწერის მიხედვით აღდგენილი შრიფტის უკან ყოველთვის პიროვნება დგას თავისი ბიოგრაფიითა და ხასიათით. თუ ეს ბმა პიროვნებასა და შრიფტს შორის გაწყდა, ერთ ჩვეულებრივ, უშინაარსო შრიფტს მივიღებთ. მერაბ კოსტავას ხელნაწერი შრიფტი ძალიან ორიგინალური, ყველა სხვა შრიფტისაგან გამორჩეული, ნათელი და მკაფიო გამოვიდა. პირველი, რაც ამ შრიფტის ყურებისას თავში მომდის, ის არის, რომ ეს ხელნაწერი მუსიკალური, პოეტური და შეიძლება, ოდნავ ბავშვურიც არის. ეს ყველაფერი - მუსიკალურობაც, ბავშვური სისუფთავეც და სიცხადეც - ვფიქრობ, ზუსტად ახასიათებს მის პიროვნებასაც", - გვეუბნება კალიგრაფი დავით მაისურაძე.

"ჯეპრას" და დავით მაისურაძის თანამშრომლობით შექმნილი ეს უკვე მეოთხე შრიფტი იქნება. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის პროექტის ფარგლებში გაციფრულდა ნიკო ნიკოლაძის და იაკობ გოგებაშვილის ხელნაწერები, სულ ცოტა ხნის წინ კი შეიქმნა ზვიად გამსახურდიას შრიფტი.

"დიდი სიხარულით წარვადგენთ ამჯერად მერაბ კოსტავას შრიფტს. მერაბ კოსტავა არის მაგალითი, თუ როგორ უნდა უყვარდეს საქართველოს ყველა მოქალაქეს თავისი სამშობლო და როგორ უნდა იბრძოდეს მისი ეროვნული ინტერესებისთვის. ჩვენი იდეა, - შევქმნათ ქართველ საზოგადო მოღვაწეთა ხელნაწერი შრიფტების ერთგვარი გალერეა, ნელ-ნელა ფრთებს ისხამს. მერაბ კოსტავას ხელნაწერების მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს ეროვნულ არქივსა და თბილისის მუზეუმების გაერთიანებას", - აღნიშნავს ჯეპრას სპეციალური პროგრამების მენეჯერი რუსუდან უსტიაშვილი.

"არ ვცდილობთ ფიზიკურ დაპირისპირებაში შესვლას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გულხელდაკრეფილები ვიდგებით" - ვარლამ გოლეთიანი

“ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა - რა ხდება ამ წუთებში სოფელ გუმათში (live)

საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამით ინფიცირებულებს შორის არიან თუ არა საქართველოს მოქალაქეებიც - რა განაცხადა ამირან გამყრელიძემ?