კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოვუწოდებ საზოგადოებას, არ შეუერთდეს "ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო პროტესტს - ჩვენ გვჭირდება ჰესები, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული რუსეთზე" - გიგა ბოკერია
"მოვუწოდებ საზოგადოებას, არ შეუერთდეს "ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო პროტესტს - ჩვენ გვჭირდება ჰესები, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული რუსეთზე" - გიგა ბოკერია

“ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს” თავ­მჯდო­მა­რე, გიგა ბო­კე­რია მო­ქა­ლა­ქე­ებს, სა­მო­ქა­ლა­ქო ჯგუ­ფებ­სა და პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს მო­უ­წო­დებს, არ შე­უ­ერ­თდნენ "ნა­მახ­ვა­ნ­ჰეს­თან“ და­კავ­ში­რე­ბით პრო­ტესტს.

რო­გორც მან დღე­ვან­დელ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე გამ­ჟღავ­ნე­ბუ­ლი გზავ­ნი­ლე­ბი ქვეყ­ნის უკე­თე­სი მო­მავ­ლის წი­ნა­აღ­მდე­გაა.

ბო­კე­რი­ას შე­ფა­სე­ბით, "ნა­მახ­ვა­ნ­ჰე­სის“ წი­ნა­აღ­მდეგ არ­სე­ბუ­ლი პრო­ტეს­ტის მთა­ვა­რი გზა­ნი­ლი არის ბრძო­ლა უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ.

"ჩვენ ყვე­ლას, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს გვაქვს სრუ­ლი სა­ფუძ­ვე­ლი უნ­დობ­ლო­ბი­სა ივა­ნიშ­ვი­ლის მთავ­რო­ბის მი­მართ ყვე­ლა­ფერ­ში, ჩვენ გვაქვს სა­ფუძ­ვე­ლი ვი­ფიქ­როთ, რომ ნე­ბის­მი­ერ დიდ პრო­ექ­ტში შე­იძ­ლე­ბა იყოს გარ­კე­უ­ლი კო­რუფ­ცი­უ­ლი ინ­ტე­რე­სი ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟი­მის და გა­რე­მოც­ვის. ჩვენ გვაქვს სა­ფუძ­ვე­ლი ბრა­ზის ამ მთავ­რო­ბის მი­მართ, იმის გამო, რომ ისი­ნი არ გრძნო­ბენ სა­ერ­თოდ ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლად თავს ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე. ვიცი, რომ ამ ყვე­ლაფ­რის გამო, ბევ­რი გულ­წრფე­ლი მო­ქა­ლა­ქე იყო ამ პრო­ტეს­ტის ნა­წი­ლი ამ კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სხვა­დას­ხვა ფორ­მით.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სამ­წუ­ხა­როდ, ფაქ­ტია, რომ ამ პრო­ტეს­ტის მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლი, სუ­ლის­კვე­თე­ბა ჩა­მო­ყა­ლიბ­და შემ­დეგ­ნა­ი­რად, ეს არის ერთი მხრივ, ბრძო­ლა და კამ­პა­ნია უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, უმ­რავ­ლე­სო­ბის­გან კამ­პა­ნია მი­უ­ღებ­ლო­ბის და სი­ძულ­ვი­ლის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, მე­ო­რე მხრივ, კამ­პა­ნია კერ­ძო სა­კუთ­რე­ბის და თა­ვი­სუ­ფა­ლი ეკო­ნო­მი­კის წი­ნა­აღ­მდეგ,

არა კამ­პა­ნია მთავ­რო­ბის კო­რუფ­ცი­ი­სა ან ზო­გა­დად მთავ­რო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, სწო­რედ ზემ­ოთხსე­ნე­ბუ­ლი გზავ­ნი­ლე­ბია მათი ძი­რი­თა­დი გზავ­ნი­ლე­ბი. ვი­მე­ო­რებ, კამ­პა­ნია უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, კამ­პა­ნია მი­უ­ღებ­ლო­ბის და სი­ძულ­ვი­ლის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ, უმ­რავ­ლე­სო­ბი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლის, მე­ო­რე მხრივ, კერ­ძო სა­კუთ­რე­ბის და თა­ვი­სუ­ფა­ლი ეკო­ნო­მი­კის წი­ნა­აღ­მდეგ, ყვე­ლა­ფერ იმის წი­ნა­აღ­მდეგ, რაც სჭირ­დე­ბა ჩვენ ქვე­ყა­ნას, რომ ამ ჭა­ო­ბი­დან ამო­ვი­დეს, რომ ჰქონ­დეს ყვე­ლა შან­სი სა­კუ­თა­რი შრო­მით ბედ­ნი­ე­რე­ბის­კენ სწრაფ­ვის, რომ ვი­ყოთ თა­ვი­სუ­ფა­ლი ქვე­ყა­ნა, სა­დაც ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი, მი­უ­ხე­და­ვად ჩვენს შო­რის გან­სხვა­ვე­ბე­ბი­სა, ღირ­სე­უ­ლად და თა­ვი­სუფ­ლად იცხოვ­რებს. ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­მავ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ გზავ­ნი­ლე­ბია ეს ყვე­ლა­ფე­რი.

ეს არ ეხე­ბა ყვე­ლა ადა­მი­ანს, ვინც ამ პრო­ტეს­ტში მო­ნა­წი­ლე­ობს, მაგ­რამ ინი­ცი­ა­ტი­ვა აქვს სწო­რედ ამ გან­წყო­ბი­ლე­ბებს, ეს არის სამ­წუ­ხა­რო ფაქ­ტი. მინ­და მო­ვუ­წო­დო ყვე­ლა გულ­წრფელ მო­ქა­ლა­ქეს, რო­მე­ლიც გაბ­რა­ზე­ბუ­ლია ამ მთავ­რო­ბა­ზე სა­ფუძ­ვლი­ა­ნად, არ შე­უ­ერ­თდეს ამ პრო­ტესტს, მინ­და მო­ვუ­წო­დო ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას და სა­მო­ქა­ლა­ქო ჯგუფს, არ აყვნენ ცდუ­ნე­ბას, რომ აი, იცი, ხალ­ხი გაბ­რა­ზე­ბუ­ლია, ხალ­ხის რა­ო­დე­ნო­ბა და­ი­ნა­ხეს და ეს არის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ამ მთავ­რო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ამის გა­მო­ყე­ნე­ბის. ეს არ მო­ი­ტანს არც პრაგ­მა­ტუ­ლად, არც მო­რა­ლუ­რად კარგ შე­დეგს, ჩვენ გვჭირ­დე­ბა ამ მთავ­რო­ბის შეც­ვლა, თა­ვი­სუ­ფა­ლი ეკო­ნო­მი­კა, კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სა და ინ­ვეს­ტო­რე­ბი­სათ­ვის, ღირ­სე­უ­ლი ატ­მოს­ფე­რო ნე­ბის­მი­ე­რი ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქი­სათ­ვის და დიახ, ცალ­კე აღე­ბუ­ლი, ჩვენ გვჭირ­დე­ბა ჰე­სე­ბი, რომ არ ვი­ყოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლი ჩვენ მტერ­ზე, რუ­სეთ­ზე, გვქონ­დეს იაფი ენერ­გია და გან­ვი­თარ­დეს ეკო­ნო­მი­კა. ეს არის რე­ა­ლო­ბა და არა­ვინ არ უნდა აყ­ვეს ცდუ­ნე­ბას, ამ მო­მენ­ტში სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის გან­წყო­ბი­ლე­ბე­ბის გამო, ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლი და­ა­ყე­ნოს ეჭ­ვის ქვეშ“, - გა­ნა­ცხა­და გიგა ბო­კე­რი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
g
18

არ მგონია რუსები შენ და შენ მომხრეებზე მაგარი მტერი.

111
22

რადგან შენ მოუწოდებ ე.ი ნამდვილად უნდა შეუერთდენ -"პირიქით ასინეთა პირიქით"

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"მოვუწოდებ საზოგადოებას, არ შეუერთდეს "ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო პროტესტს - ჩვენ გვჭირდება ჰესები, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული რუსეთზე" - გიგა ბოკერია

"მოვუწოდებ საზოგადოებას, არ შეუერთდეს "ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო პროტესტს - ჩვენ გვჭირდება ჰესები, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული რუსეთზე" - გიგა ბოკერია

“ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე, გიგა ბოკერია მოქალაქეებს, სამოქალაქო ჯგუფებსა და პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, არ შეუერთდნენ "ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით პროტესტს.

როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, საპროტესტო აქციაზე გამჟღავნებული გზავნილები ქვეყნის უკეთესი მომავლის წინააღმდეგაა.

ბოკერიას შეფასებით, "ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ არსებული პროტესტის მთავარი გზანილი არის ბრძოლა უცხოური ინვესტიციების წინააღმდეგ.

"ჩვენ ყველას, საქართველოს მოქალაქეებს გვაქვს სრული საფუძველი უნდობლობისა ივანიშვილის მთავრობის მიმართ ყველაფერში, ჩვენ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ნებისმიერ დიდ პროექტში შეიძლება იყოს გარკეული კორუფციული ინტერესი ივანიშვილის რეჟიმის და გარემოცვის. ჩვენ გვაქვს საფუძველი ბრაზის ამ მთავრობის მიმართ, იმის გამო, რომ ისინი არ გრძნობენ საერთოდ ანგარიშვალდებულად თავს ჩვენი მოქალაქეების და საზოგადოების წინაშე. ვიცი, რომ ამ ყველაფრის გამო, ბევრი გულწრფელი მოქალაქე იყო ამ პროტესტის ნაწილი ამ კვირების განმავლობაში, სხვადასხვა ფორმით.

მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ, ფაქტია, რომ ამ პროტესტის მთავარი გზავნილი, სულისკვეთება ჩამოყალიბდა შემდეგნაირად, ეს არის ერთი მხრივ, ბრძოლა და კამპანია უცხოური ინვესტიციების წინააღმდეგ, უმრავლესობისგან კამპანია მიუღებლობის და სიძულვილის განსხვავებული ადამიანების წინააღმდეგ, მეორე მხრივ, კამპანია კერძო საკუთრების და თავისუფალი ეკონომიკის წინააღმდეგ,

არა კამპანია მთავრობის კორუფციისა ან ზოგადად მთავრობის წინააღმდეგ, სწორედ ზემოთხსენებული გზავნილებია მათი ძირითადი გზავნილები. ვიმეორებ, კამპანია უცხოური ინვესტიციების წინააღმდეგ, კამპანია მიუღებლობის და სიძულვილის განსხვავებული ადამიანების მიმართ, უმრავლესობისაგან განსხვავებულის, მეორე მხრივ, კერძო საკუთრების და თავისუფალი ეკონომიკის წინააღმდეგ, ყველაფერ იმის წინააღმდეგ, რაც სჭირდება ჩვენ ქვეყანას, რომ ამ ჭაობიდან ამოვიდეს, რომ ჰქონდეს ყველა შანსი საკუთარი შრომით ბედნიერებისკენ სწრაფვის, რომ ვიყოთ თავისუფალი ქვეყანა, სადაც ყველა ადამიანი, მიუხედავად ჩვენს შორის განსხვავებებისა, ღირსეულად და თავისუფლად იცხოვრებს. ჩვენი ქვეყნის მომავლის წინააღმდეგ გზავნილებია ეს ყველაფერი.

ეს არ ეხება ყველა ადამიანს, ვინც ამ პროტესტში მონაწილეობს, მაგრამ ინიციატივა აქვს სწორედ ამ განწყობილებებს, ეს არის სამწუხარო ფაქტი. მინდა მოვუწოდო ყველა გულწრფელ მოქალაქეს, რომელიც გაბრაზებულია ამ მთავრობაზე საფუძვლიანად, არ შეუერთდეს ამ პროტესტს, მინდა მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ პარტიას და სამოქალაქო ჯგუფს, არ აყვნენ ცდუნებას, რომ აი, იცი, ხალხი გაბრაზებულია, ხალხის რაოდენობა დაინახეს და ეს არის შესაძლებლობა ამ მთავრობის წინააღმდეგ ამის გამოყენების. ეს არ მოიტანს არც პრაგმატულად, არც მორალურად კარგ შედეგს, ჩვენ გვჭირდება ამ მთავრობის შეცვლა, თავისუფალი ეკონომიკა, კერძო საკუთრება ჩვენი მოქალაქეებისა და ინვესტორებისათვის, ღირსეული ატმოსფერო ნებისმიერი ჩვენი მოქალაქისათვის და დიახ, ცალკე აღებული, ჩვენ გვჭირდება ჰესები, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული ჩვენ მტერზე, რუსეთზე, გვქონდეს იაფი ენერგია და განვითარდეს ეკონომიკა. ეს არის რეალობა და არავინ არ უნდა აყვეს ცდუნებას, ამ მომენტში საზოგადოების ნაწილის განწყობილებების გამო, ქვეყნის მომავალი დააყენოს ეჭვის ქვეშ“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

"მიხეილ სააკაშვილს არ ვეთანხმები, საქართველოს ჰესები სჭირდება" - რომან გოცირიძე

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის ამბიციების შემცირება, რადგან თქვენ ვერ მიიღებთ "კის" 2024 წელს" - მარინა კალიურანდი ევროკავშირის გაფართოებაზე