კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკრაინა ბელარუსთან ფრენებს წყვეტს, მასთან ერთად Air France, Finnair და "სინგაპურის ავიახაზები"
უკრაინა ბელარუსთან ფრენებს წყვეტს, მასთან ერთად Air France, Finnair და "სინგაპურის ავიახაზები"

უკ­რა­ი­ნა ბე­ლა­რუს­თან ფრე­ნებს აჩე­რებს, - უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა დე­ნის შმი­გალ­მა დღეს გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ბე­ლა­რუს­თან სა­ჰა­ე­რო მი­მოს­ვლა 26 მა­ი­სის 00:00 სა­ა­თი­დან შე­წყდე­ბა.

"Ryanair-ის თვითმფრი­ნა­ვის მინ­სკში იძუ­ლე­ბი­თი დაშ­ვე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­ა­ცი­ის შე­სა­ხებ კონ­ვენ­ცი­ის დარ­ღვე­ვაა. ჩვე­ნი მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მიზ­ნად ისა­ხავს ფრე­ნე­ბის და მგზავ­რე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას", - გა­ნა­ცხა­და შმი­გალ­მა.

ბე­ლა­რუ­სის სა­ჰა­ე­რო სივ­რცე­ში ფრე­ნებს წყვე­ტენ ასე­ვე Air France, Finnair და "სინ­გა­პუ­რის ავი­ა­ხა­ზე­ბი".

„ფრანს პრე­სის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, Air France-ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ კომ­პა­ნი­ამ ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­ით­ვა­ლის­წი­ნა.

„Air France-მა გა­ით­ვა­ლის­წი­ნა ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს დას­კვნე­ბი და გა­და­წყვი­ტა, შემ­დგომ შე­ტყო­ბი­ნე­ბამ­დე, ბე­ლა­რუ­სის სა­ჰა­ე­რო სივ­რცე­ში სა­კუ­თა­რი თვითმფრი­ნა­ვე­ბის ფრე­ნე­ბი შე­ა­ჩე­როს“, - აცხა­დე­ბენ Air France-ში.

მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბე­ლა­რუ­სის სა­ჰა­ე­რო სივ­რცის გა­მო­ყე­ნე­ბა ფი­ნურ­მა ავი­ა­კომ­პა­ნია Finnair-მა და „სინ­გა­პუ­რის ავი­ა­ხა­ზებ­მაც“ შე­ა­ჩე­რეს.

გუ­შინ კი ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ბე­ლა­რუ­სის სა­ჰა­ე­რო სივ­რცე­ში ფრე­ნე­ბის შე­წყვე­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს ლატ­ვი­ურ­მა airBaltic-მა, ნი­დერ­ლან­დურ­მა KLM-მა, უნ­გრულ­მა Wizz Air-მა, სკან­დი­ნა­ვი­ურ­მა SAS-მა და გერ­მა­ნულ­მა Lufthansa-მ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბათუმი
49

ყოჩაღ! ძალიან კარგი! 

მიხვდნენ უნდა პუტინი, ლუკაშენკო და მათნაერი აგრესორები რო არ ბნელა მსოფლიოში და ჩალით არაა დახურული!!!

hgv
222

Orkestrirebuli psiqoziiii!

ავტორი:

უკრაინა ბელარუსთან ფრენებს წყვეტს, მასთან ერთად Air France, Finnair და "სინგაპურის ავიახაზები"

უკრაინა ბელარუსთან ფრენებს წყვეტს, მასთან ერთად Air France, Finnair და "სინგაპურის ავიახაზები"

უკრაინა ბელარუსთან ფრენებს აჩერებს, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა დღეს განაცხადა.

მისი თქმით, ბელარუსთან საჰაერო მიმოსვლა 26 მაისის 00:00 საათიდან შეწყდება.

"Ryanair-ის თვითმფრინავის მინსკში იძულებითი დაშვება საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ კონვენციის დარღვევაა. ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილება მიზნად ისახავს ფრენების და მგზავრების უსაფრთხოების უზრუნველყოფას", - განაცხადა შმიგალმა.

ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენებს წყვეტენ ასევე Air France, Finnair და "სინგაპურის ავიახაზები".

„ფრანს პრესის“ ინფორმაციით, Air France-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომპანიამ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება გაითვალისწინა.

„Air France-მა გაითვალისწინა ევროპული საბჭოს დასკვნები და გადაწყვიტა, შემდგომ შეტყობინებამდე, ბელარუსის საჰაერო სივრცეში საკუთარი თვითმფრინავების ფრენები შეაჩეროს“, - აცხადებენ Air France-ში.

მედიის ინფორმაციით, ბელარუსის საჰაერო სივრცის გამოყენება ფინურმა ავიაკომპანია Finnair-მა და „სინგაპურის ავიახაზებმაც“ შეაჩერეს.

გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს ლატვიურმა airBaltic-მა, ნიდერლანდურმა KLM-მა, უნგრულმა Wizz Air-მა, სკანდინავიურმა SAS-მა და გერმანულმა Lufthansa-მ.

შეიარაღებულმა პირებმა ჰაიტის პრეზიდენტი მოკლეს

"შავი ზღვა დენთის კასრად გადაიქცა" - როგორ ეხმაურება უცხოური მედია შავ ზღვაში მომხდარ ინციდენტებს

ამსტერდამში, ჟურნალისტი პიტერ არ დე ვრიესი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს