მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინფორმაცია, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდე, თუ ახალაშენებული ბინის შეძენას გეგმავ
ინფორმაცია, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდე, თუ ახალაშენებული ბინის შეძენას გეგმავ

თეთ­რი კარ­კა­სი თუ შავი? რა გან­სხვა­ვე­ბაა მათ შო­რის? მწვა­ნე კარ­კა­სი რას ნიშ­ნავს? ეს კი­თხვე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად გა­გიჩ­ნდე­ბო­დათ, თუ ახა­ლა­შე­ნე­ბუ­ლი ან მშე­ნე­ბა­რე ბი­ნის შე­ძე­ნას გეგ­მავთ. ზო­გა­დად, ბი­ნის ყიდ­ვა ცხოვ­რე­ბის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა და სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბამ­დე კარ­გად და­ფიქ­რე­ბაა სა­ჭი­რო. ამ დროს უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ თქვე­ნი ინ­ტე­რე­სე­ბი, მო­თხოვ­ნე­ბი და ეს ყვე­ლა­ფე­რი ფი­ნან­სურ მდგო­მა­რე­ო­ბას მო­არ­გოთ.

სა­სურ­ვე­ლი ბი­ნის შერ­ჩე­ვი­სა და შე­ძე­ნის შემ­დეგ უკვე მე­ო­რე მთა­ვა­რი ეტა­პი - რე­მონ­ტი იწყე­ბა. თუმ­ცა რე­მონ­ტამ­დე, მო­გაწ­ვდით სა­სარ­გებ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ას თეთ­რი, შავი და მწვა­ნე კარ­კა­სის შე­სა­ხებ, რაც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ. თუ რა გან­სხვა­ვე­ბაა სხვა­დას­ხვა ტი­პის კარ­კასს შო­რის ახა­ლა­შე­ნე­ბუ­ლი და მშე­ნე­ბა­რე ბი­ნე­ბის ვებგ­ვერ­დის house.ge-ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა.

შავი კარ­კა­სი

ეს ბი­ნის ტი­პის ტრა­დი­ცი­უ­ლი ტი­პია. წლე­ბის წინ ყვე­ლა ბინა შავი კარ­კა­სის სა­ხით ბარ­დე­ბო­და მე­პატ­რო­ნეს და ის თა­ვად არე­მონ­ტებ­და. თუმ­ცა დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში სამ­შე­ნებ­ლო ბიზ­ნე­სი გან­ვი­თარ­და, და­იხ­ვე­წა და დღეს შავ კარ­კასს თით­ქმის აღა­რა­ვინ აბა­რებს. სამ­შე­ნებ­ლო ბიზ­ნე­სი, ისე­ვე რო­გორც სხვა ყვე­ლა­ფე­რი, მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის მაქ­სი­მა­ლუ­რი კომ­ფორ­ტის შექ­მნა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი გახ­და.

ტრა­დი­ცი­უ­ლად, შავი კარ­კა­სი მო­ი­ცავს: ბი­ნა­ში შე­სას­ვლელ რკი­ნის კარს, მე­ტა­ლო-პლასტმა­სის კარ-ფან­ჯა­რას, კა­რამ­დე მიყ­ვა­ნილ კო­მუ­ნი­კა­ცი­ებს. და­ნარ­ჩე­ნი ყვე­ლა­ფერს მე­პატ­რო­ნე თა­ვად აკე­თებს.

უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი: და­ბა­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა.

თეთ­რი კარ­კა­სი:

დღეს ბი­ნე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი სწო­რედ თეთ­რი კარ­კა­სის სა­ხით ბარ­დე­ბა მო­ბი­ნად­რე­ებს. ის არის ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი ფორ­მა, რად­გან შავ კარ­კას­თან შე­და­რე­ბით, ბევ­რად უფრო მეტ დას­რუ­ლე­ბულ სა­მუ­შა­ოს მო­ი­ცავს და მე­პატ­რო­ნის­თვის ბი­ნის დას­რუ­ლე­ბა მარ­ტი­ვი ხდე­ბა. თეთ­რი კარ­კა­სი ყვე­ლა ტექ­ნი­კუ­რი სა­კი­თხის მოგ­ვა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს და ბინა უკვე კოს­მე­ტი­კუ­რი რე­მონ­ტის­თვის არის მზად. თეთ­რი კარ­კა­სი მო­ი­ცავს: შე­სას­ვე­ლი რკი­ნის კარს, მე­ტა­ლო-პლასტმა­სის კარ-ფან­ჯა­რას, ბლო­კით გა­და­ტიხ­რულ ოთა­ხებს, გა­ჯით შე­ლე­სი­ლი კედ­ლებს, მო­ჭი­მულ ია­ტაკს, ბი­ნა­ში შეყ­ვა­ნილ კო­მუ­ნი­კა­ცი­ებს.

უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი: და­ზო­გი­ლი დრო და ენერ­გია, რად­გან მარ­ტი­ვია გა­სა­რე­მონ­ტებ­ლად.

მწვა­ნე კარ­კა­სი

უკა­ნას­კნელ პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც მსოფ­ლიო ეკო­ლო­გი­უ­რი კრი­ზი­სის წი­ნა­შე დგას, ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და მწვა­ნე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში და მათ შო­რის, მშე­ნებ­ლო­ბა­შიც. მწვა­ნე ეკო­ლო­გი­ურ სი­სუფ­თა­ვეს­თან ასო­ცირ­დე­ბა და მისი მთა­ვა­რი ფი­ლო­სო­ფია დამ­ზოგ­ვე­ლო­ბაა. კი­თხვა­ზე, თუ რას ნიშ­ნავს, მწვა­ნე კარ­კა­სი, ცალ­სა­ხა პა­სუ­ხი არ არ­სე­ბობს. თი­თო­ე­უ­ლი სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია თა­ვად გან­სა­ზღვრავს მას. თუმ­ცა ზო­გა­დი პრინ­ცი­პი არის დამ­ზოგ­ვე­ლო­ბა. რო­გორც წესი, მწვა­ნე კარ­კა­სი არის თეთ­რის კი­დევ უფრო დახ­ვე­წი­ლი ვა­რი­ან­ტი, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს: შე­სას­ვე­ლი რკი­ნის კარს, მე­ტა­ლო-პლასტმა­სის კარ-ფან­ჯა­რას, ბლო­კით გა­და­ტიხ­რულ ოთა­ხებს, გა­ჯით შე­ლე­სილ კედ­ლებს, მო­ჭი­მულ ია­ტაკს, ბი­ნა­ში შეყ­ვა­ნილ კო­მუ­ნი­კა­ცი­ებს, ენერ­გო­ე­ფექ­ტურ მა­სა­ლებს, თბო გაყ­ვა­ნი­ლო­ბას.

უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი: მეტი კომ­ფორ­ტი და ნაკ­ლე­ბი და­ნა­ხარ­ჯი, ასე­ვე ნაკ­ლე­ბი მავ­ნე გავ­ლე­ნა გა­რე­მო­ზე ბი­ნა­ში ცხოვ­რე­ბის დროს.

თუ თქვენ უკვე გა­და­ხე­დეთ სა­კუ­თარ სურ­ვი­ლებს, შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­სა და პრი­ო­რი­ტე­ტებს და გა­და­წყვი­ტეთ ახა­ლა­შე­ნე­ბე­უ­ლი თუ მშე­ნე­ბა­რე ბინა შავი კარ­კა­სის ფორ­მით გინ­დათ ჩა­ი­ბა­როთ, თეთ­რი თუ მწვა­ნე, დროა house.ge-ზე გა­დახ­ვი­დეთ და აარ­ჩი­ოთ კონ­კრე­ტუ­ლი ბინა, რო­მელ­შიც თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა ბედ­ნი­ე­რი და ჰარ­მო­ნი­უ­ლი იქ­ნე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

ინფორმაცია, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდე, თუ ახალაშენებული ბინის შეძენას გეგმავ

ინფორმაცია, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდე, თუ ახალაშენებული ბინის შეძენას გეგმავ

თეთრი კარკასი თუ შავი? რა განსხვავებაა მათ შორის? მწვანე კარკასი რას ნიშნავს? ეს კითხვები აუცილებლად გაგიჩნდებოდათ, თუ ახალაშენებული ან მშენებარე ბინის შეძენას გეგმავთ. ზოგადად, ბინის ყიდვა ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად დაფიქრებაა საჭირო. ამ დროს უნდა გაითვალისწინოთ თქვენი ინტერესები, მოთხოვნები და ეს ყველაფერი ფინანსურ მდგომარეობას მოარგოთ.

სასურველი ბინის შერჩევისა და შეძენის შემდეგ უკვე მეორე მთავარი ეტაპი - რემონტი იწყება. თუმცა რემონტამდე, მოგაწვდით სასარგებლო ინფორმაციას თეთრი, შავი და მწვანე კარკასის შესახებ, რაც გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ. თუ რა განსხვავებაა სხვადასხვა ტიპის კარკასს შორის ახალაშენებული და მშენებარე ბინების ვებგვერდის house.ge-ის წარმომადგენელი გვესაუბრება.

შავი კარკასი

ეს ბინის ტიპის ტრადიციული ტიპია. წლების წინ ყველა ბინა შავი კარკასის სახით ბარდებოდა მეპატრონეს და ის თავად არემონტებდა. თუმცა დროთა განმავლობაში სამშენებლო ბიზნესი განვითარდა, დაიხვეწა და დღეს შავ კარკასს თითქმის აღარავინ აბარებს. სამშენებლო ბიზნესი, ისევე როგორც სხვა ყველაფერი, მომხმარებლებისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნაზე ორიენტირებული გახდა.

ტრადიციულად, შავი კარკასი მოიცავს: ბინაში შესასვლელ რკინის კარს, მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯარას, კარამდე მიყვანილ კომუნიკაციებს. დანარჩენი ყველაფერს მეპატრონე თავად აკეთებს.

უპირატესობები: დაბალი ღირებულება.

თეთრი კარკასი:

დღეს ბინების უდიდესი ნაწილი სწორედ თეთრი კარკასის სახით ბარდება მობინადრეებს. ის არის ყველაზე მოთხოვნადი ფორმა, რადგან შავ კარკასთან შედარებით, ბევრად უფრო მეტ დასრულებულ სამუშაოს მოიცავს და მეპატრონისთვის ბინის დასრულება მარტივი ხდება. თეთრი კარკასი ყველა ტექნიკური საკითხის მოგვარებას გულისხმობს და ბინა უკვე კოსმეტიკური რემონტისთვის არის მზად. თეთრი კარკასი მოიცავს: შესასველი რკინის კარს, მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯარას, ბლოკით გადატიხრულ ოთახებს, გაჯით შელესილი კედლებს, მოჭიმულ იატაკს, ბინაში შეყვანილ კომუნიკაციებს.

უპირატესობები: დაზოგილი დრო და ენერგია, რადგან მარტივია გასარემონტებლად.

მწვანე კარკასი

უკანასკნელ პერიოდში, როდესაც მსოფლიო ეკოლოგიური კრიზისის წინაშე დგას, ძალიან აქტუალური გახდა მწვანე ტექნოლოგიები სხვადასხვა სფეროში და მათ შორის, მშენებლობაშიც. მწვანე ეკოლოგიურ სისუფთავესთან ასოცირდება და მისი მთავარი ფილოსოფია დამზოგველობაა. კითხვაზე, თუ რას ნიშნავს, მწვანე კარკასი, ცალსახა პასუხი არ არსებობს. თითოეული სამშენებლო კომპანია თავად განსაზღვრავს მას. თუმცა ზოგადი პრინციპი არის დამზოგველობა. როგორც წესი, მწვანე კარკასი არის თეთრის კიდევ უფრო დახვეწილი ვარიანტი, რომელიც მოიცავს: შესასველი რკინის კარს, მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯარას, ბლოკით გადატიხრულ ოთახებს, გაჯით შელესილ კედლებს, მოჭიმულ იატაკს, ბინაში შეყვანილ კომუნიკაციებს, ენერგოეფექტურ მასალებს, თბო გაყვანილობას.

უპირატესობები: მეტი კომფორტი და ნაკლები დანახარჯი, ასევე ნაკლები მავნე გავლენა გარემოზე ბინაში ცხოვრების დროს.

თუ თქვენ უკვე გადახედეთ საკუთარ სურვილებს, შესაძლებლობებსა და პრიორიტეტებს და გადაწყვიტეთ ახალაშენებეული თუ მშენებარე ბინა შავი კარკასის ფორმით გინდათ ჩაიბაროთ, თეთრი თუ მწვანე, დროა house.ge-ზე გადახვიდეთ და აარჩიოთ კონკრეტული ბინა, რომელშიც თქვენი ცხოვრება ბედნიერი და ჰარმონიული იქნება.

Startup Büro-სა და Impact Hub Tbilisi-ს ორგანიზებით, Fuckup Nights Tbilisi-ის რიგით ოცდამესამე ღონისძიება გაიმართება

„არა მხოლოდ საბავშვო ქეშბექი Extra.ge-ზე - შეიძინე Mastercard-ით და დაიბრუნე Extra ბალანსი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ერთ-ერთი მედიასაშუალებაში გასულ სიუჟეტს ეხმაურება - "უნივერსიტეტის რექტორის დისკრედიტაცია მიზანმიმართულად ხდება"