კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნამახვანის" პროტესტმა გამოწვევა გაუგზავნა პოლიტიკურ ელიტას, სწრაფად გამოვიდეს შევალ-არშევალ, გაგებუტე-შეგირიგდი დისკურსიდან" - თინა ხიდაშელი განცხადებას ავრცელებს
"ნამახვანის" პროტესტმა გამოწვევა გაუგზავნა პოლიტიკურ ელიტას, სწრაფად გამოვიდეს შევალ-არშევალ, გაგებუტე-შეგირიგდი დისკურსიდან" - თინა ხიდაშელი განცხადებას ავრცელებს

"ნა­მახ­ვა­ნის პრო­ტეს­ტმა დიდი გა­მოწ­ვე­ვა გა­უგ­ზავ­ნა ქარ­თულ პო­ლი­ტი­კურ ელი­ტას. რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად გა­მო­ვი­დეს შე­ვალ-არ შე­ვალ, გა­გე­ბუ­ტე-შე­გი­რიგ­დი დის­კურ­სი­დან, მო­უს­მი­ნოს სა­კუ­თარ ამომ­რჩე­ველს და სრუ­ლი­ად ახა­ლი დღის წეს­რი­გი შეს­თა­ვა­ზოს სა­ქარ­თვე­ლოს რო­გორც სა­კუ­თა­რი თა­ვის, ისე ქვეყ­ნის გა­და­სარ­ჩე­ნად, - ამის შე­სა­ხებ "სა­მო­ქა­ლა­ქო იდე­ის“ თავ­მჯდო­მა­რე თინა ხი­და­შე­ლი აცხა­დებს.

ხი­და­შე­ლის თქმით, ნა­მახ­ვა­ნის პრო­ტეს­ტმა გვას­წავ­ლა, რომ "ქვე­ყა­ნა­ში ნამ­დვი­ლი პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ პო­ლი­ტი­კუ­რი დის­კუ­სი­ის შიმ­ში­ლია; სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ტეს­ტის ტალ­ღა გარ­და­უ­ვა­ლია; სი­ღა­რი­ბის, სი­დუ­ხ­ჭი­რის, უსა­სო­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის ველი პო­ლი­ტი­კუ­რად არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ შე­იძ­ლე­ბა რუ­სულ, პრო-ფა­შის­ტურ ძა­ლებს და­ვუთ­მოთ".

თინა ხი­და­შე­ლის პო­ზი­ცი­ას "ნა­მახ­ვა­ნი ჰე­სის" თე­მა­ზე უც­ვლი­ლად გთა­ვა­ზობთ:

"ამ მოკ­ლე გზავ­ნილ­ში არ იქ­ნე­ბა სა­უ­ბა­რი თა­ვად ჰეს­ზე, გა­რე­მოს­თვის და­მან­გრე­ველ შე­დე­გებ­ზე, უკა­ნო­ნოდ გას­ხვი­სე­ბულ მი­წებ­ზე, მი­ნი­მუმ გა­უ­გე­ბარ და დიდი ალ­ბა­თო­ბით კო­რუფ­ცი­ულ სა­ლი­ცენ­ზიო პო­ლი­ტი­კა­ზე, ან გნე­ბავთ სტრა­ტე­გი­ულ ენერ­გე­ტი­კა­ზე.

ამ მოკ­ლე გზავ­ნილ­ში სხვა, ვფიქ­რობ არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხზე – უკი­დუ­რე­სად ღა­რი­ბი ქვეყ­ნის, ძა­ლი­ან დაგ­ვი­ა­ნე­ბულ სო­ცი­ა­ლურ პრო­ტესტზე და მის არარ­სე­ბულ პო­ლი­ტი­კურ მხარ­და­ჭე­რა­ზე მინ­და და­გა­ფიქ­როთ.

თა­მა­მად შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ბოლო 30 წლის მან­ძილ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა ნამ­დვი­ლად გა­მორ­ჩე­უ­ლია მი­ტინ­გე­ბის და პრო­ტეს­ტის რე­კორ­დუ­ლი სიხ­ში­რი­თაც და მას­შტა­ბი­თაც. ვაპ­რო­ტეს­ტებ­დით ყვე­ლა­ფერს: პო­ლი­ცი­ურ ძა­ლა­დო­ბას, გა­ყალ­ბე­ბულ არ­ჩევ­ნებს, ოკუ­პა­ცი­ას, მკაცრ ნარ­კო-პო­ლი­ტი­კას, გამ­ქრალ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბას და სხვ. დე­მოკ­რა­ტი­ის სა­ხე­ლით რუს­თა­ველ­ზე ერ­თმა­ნეთს ვეს­რო­ლეთ, ხოლო სა­მეგ­რე­ლო­ში პო­ლი­ტი­კუ­რი ტე­რო­რი მო­ვა­წყეთ…

მაგ­რამ ის, რა­საც ბოლო რამ­დე­ნი­მე თვეა ვუ­ყუ­რებთ, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის უცხო და ერ­თგვა­რად მო­უ­ლოდ­ნე­ლიც კი არის, შე­სა­ბა­მი­სად, მისი ავ­თენ­ტუ­რო­ბა ბევ­რის­თვის და­უ­ჯე­რებ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა.

სრუ­ლი­ად ერ­თმნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ნა­მახ­ვა­ნის პრო­ტეს­ტის მას­შტა­ბი სი­ურპრი­ზი აღ­მოჩ­ნდა ყვე­ლას­თვის. თუმ­ცა, ჩემ­თვის კი­დევ უფრო დიდი სი­ურპრი­ზი ის არის, რომ ყვე­ლაფ­რის მნა­ხა­ვი და ამ­ხე­ლა "გა­მოც­დი­ლე­ბის ქარ­თუ­ლი პო­ლიტ-ელი­ტა,” ჯერ ისევ ამ სი­ურპრი­ზით გა­ო­ცე­ბის ქვეშ არის, და ვე­რა­ფე­რი აზ­რი­ა­ნი, სა­ინ­ტე­რე­სო, თუნ­დაც თა­ვად მათ­თვის სა­სარ­გებ­ლო ვერ შე­მოგ­ვთა­ვა­ზა.

არა­და სი­ნამ­დვი­ლე­ში ამ პრო­ტეს­ტის მნიშ­ვნე­ლო­ბა, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, გა­ცი­ლე­ბით მე­ტია, ვიდ­რე ერთი ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბის შე­ჩე­რე­ბა ან ამ სა­კი­თხზე სწო­რი, რო­მე­ლიც არ უნდა იყოს ის, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის შან­სი.

ნა­მახ­ვა­ნის პრო­ტესტს აქვს პო­ტენ­ცი­ა­ლი ადა­მი­ა­ნებს ჩა­უ­ნერ­გოს იმე­დი, რომ სწო­რედ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერთ, კონ­კრე­ტულ ჯგუფ­ში გა­ჩე­ნი­ლი დის­კუ­სია შე­საძ­ლე­ბე­ლია:

  • სა­ერ­თო ეროვ­ნუ­ლი დის­კუ­სი­ის სა­გა­ნი გახ­დეს, რაც ასე გვაკ­ლია აქ ამ ქვე­ყა­ნა­ში, ერთი თე­მის ან ქა­ლა­ქის სა­წუ­ხა­რი ეროვ­ნუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სის ნა­წი­ლად აქ­ცი­ოს;
  • სა­მა­გა­ლი­თო გახ­დეს სხვე­ბის­თვის, წა­ა­ხა­ლი­სოს და პო­ლი­ტი­კუ­რი დის­კუ­სია სხვა­დას­ხვა თე­მე­ბის, სოფ­ლე­ბის, ქა­ლა­ქე­ბის ნამ­დვილ პრობ­ლე­მებ­ზე დის­კუ­სი­ით და­ი­ხუნძლოს,
  • კი­დევ ერთხელ გა­ვი­მე­ო­რებ, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი იძუ­ლე­ბუ­ლი გა­ხა­დოს სა­უ­ბა­რი და­ი­წყონ სწო­რედ მსგავ­სი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ზე, ნაც­ვლად იმი­სა, ვინ რო­მე­ლი კა­რი­დან რო­მელ­ში შევა ან არ შევა.

ნა­მახ­ვა­ნის ხან­გრძლივ­მა, მოთ­მი­ნე­ბით სავ­სე პრო­ტეს­ტმა, სულ მცი­რე იმე­დი ჩა­მი­სა­ხა, რომ იქ­ნებ ქარ­თვე­ლე­ბი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბად ყა­ლიბ­დე­ბი­ან, იქ­ნებ მა­გა­ლი­თად იქ­ცნენ სხვე­ბის­თვი­საც კა­ხეთ­ში, სა­მეგ­რე­ლო­ში, გუ­რი­ა­ში, სი­ღა­რი­ბი­სა და უსა­სო­ე­ბის გამო მი­ტო­ვე­ბულ ასე­უ­ლო­ბით სო­ფელ­სა და ქა­ლაქ­ში და იქ­ნებ, ქვე­ყა­ნას ასე დაგ­ვი­ა­ნე­ბულ­მა, მაგ­რამ აბ­სო­ლუ­ტუ­რად აუ­ცი­ლე­ბელ­მა სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ტეს­ტის ტალ­ღამ გა­და­უ­ა­როს.

ქვე­ყა­ნა, სა­დაც ათი­ა­თა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი უბ­რა­ლოდ მში­ე­რია, სა­დაც სი­ღა­რი­ბის გამო ბავ­შვე­ბი სკო­ლებ­ში ვე­ღარ და­დი­ან და უმუ­შევ­რო­ბა და უსახ­სრო­ბა ყვე­ლა დრო­ის აბ­სო­ლუ­ტუ­რად მა­ღალ მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზეა, სწო­რედ ამ­გვა­რი პრო­ტეს­ტი აჩენს იმედს, რომ პო­ლი­ტი­კურ დღის წეს­რიგ­ში პირ­ვე­ლად გაჩ­ნდეს თე­მე­ბი, რო­მე­ლიც ყო­ველ­დღი­უ­რად არ აძი­ნებს და მოს­ვე­ნე­ბას უკარ­გავს მო­სახ­ლე­ო­ბას.

ნაც­ვლად ამი­სა, ალ­ბათ რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლიც იყო, ყვე­ლა მხრი­დან ენით აუ­წე­რელ ინ­ფან­ტი­ლიზ­მთან გვაქვს საქ­მე:

ხე­ლი­სუფ­ლე­ბას დე­მოკ­რა­ტია ის ჰგო­ნია ქუ­ჩა­ში გა­მო­სულ ხალ­ხს რომ არ ეს­ვრის, თო­რემ მოს­მე­ნა, ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არც კი სმე­ნია;

მე­ო­რე­ნი, მხო­ლოდ კრემ­ლის და რუ­სე­თის ძა­ხი­ლით ცდი­ლო­ბენ პრობ­ლე­მე­ბის გა­და­გო­რე­ბას;

მე­სა­მე­ნი, უბ­რა­ლოდ არ იმ­ჩნე­ვენ, და სხვა არც ერთი, არც ერთი მეტ­ნაკ­ლე­ბად ან­გა­რიშ­გა­სა­წე­ვი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა არც კი ცდი­ლობს არა­თუ ამ კონ­კრე­ტულ პრო­ტესტზე კა­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ას, არა­მედ თუნ­დაც მისი თან­მდე­ვი ეფექ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბას.

ანა­ლო­გი­უ­რად, ენი­თა­უ­წე­რე­ლია თა­ვად პრო­ტეს­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის ინ­ფან­ტი­ლიზ­მიც, რომ­ლე­ბიც მუდ­მი­ვად, ჯი­უ­ტად აცხა­დე­ბენ, რომ მათი კარი და­ხუ­რუ­ლია პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი­სათ­ვის. ამ­გვა­რი გან­ცხა­დე­ბის უკი­დუ­რე­სი უგუ­ნუ­რო­ბა უქ­მნის სწო­რედ ლე­გი­ტი­მა­ცი­ას, მო­მე­ტე­ბულ სპე­კუ­ლა­ცი­ებს შავი ფუ­ლის, კრემლთან კავ­ში­რის და სხვა მსგავ­სი კონ­სპი­რა­ცი­უ­ლი შე­მად­გენ­ლის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა ტელე-ეთე­რი­დან გვეს­მის.

  • ყვე­ლა მო­თხოვ­ნა რო­მე­ლიც პრო­ტეს­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს აქვთ პო­ლი­ტი­კუ­რია, თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის გა­დად­გო­მი­დან – ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შე­წყვე­ტამ­დე. თუკი ბრძო­ლა რე­ა­ლუ­რი შე­დე­გის მიღ­წე­ვა­ზეა გათ­ვლი­ლი, მა­შინ მხო­ლოდ ორი გზა არ­სე­ბობს: თა­ვად ქმნი პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას, იწყებ ბრძო­ლას ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­სას­ვლე­ლად და პრობ­ლე­მის გა­და­სა­წყვე­ტად; იწყებ მო­კავ­ში­რე­ე­ბის ძი­ე­ბას იმ რე­ა­ლო­ბა­ში რო­მელ­შიც იმ­ყო­ფე­ბი, შე­სა­ბა­მი­სად ეძებ გზებს პარტნი­ო­რო­ბის­თვის, ლე­გი­ტი­მურ პო­ლი­ტი­კურ სუ­ბი­ექ­ტებ­თან (მა­გა­ლი­თად სა­პარ­ლა­მენ­ტო პარ­ტი­ებ­თან), რათა შენი პრო­ტეს­ტი ყველ­გან ის­მო­დეს, პარ­ლა­მენ­ტში, საკ­რე­ბუ­ლო­ებ­ში, მე­დი­ა­ში მე­სა­მე პი­რე­ბის­გან და სხვა.

ბუ­ნებ­რი­ვია არ­სე­ბობს სხვა გზაც. რე­ა­ლუ­რად არც გი­ფიქ­რია შე­დე­გის მიღ­წე­ვა­ზე, უბ­რა­ლოდ კონ­კრე­ტუ­ლი დღის წეს­რი­გის­თვის “დე­და­ქა­ლა­ქის პა­რა­ლი­ზე­ბა უნდა მო­ა­ხერ­ხო”. მა­შინ ბუ­ნებ­რი­ვია პო­ლი­ტი­კუ­რი მო­კავ­ში­რე­ე­ბი არ გჭირ­დე­ბა, პი­რი­ქით ხელს გიშ­ლი­ან. პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სის მარ­თვა ტრი­ბუ­ნი­დან, მხო­ლოდ ლა­მა­ზად ნათ­ქვა­მი მოს­წრე­ბუ­ლი სი­ტყვა არ არის, არც მო­თხოვ­ნე­ბის სიმ­ძაფ­რე. ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის ქუ­ჩა­ში გა­მოყ­ვა­ნა ამ ადა­მი­ა­ნებ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­საც ნიშ­ნავს. შენს აქ­ცი­ა­ზე ყვე­ლა მიკრო­ფონს მეტ­ნაკ­ლე­ბად თა­ნა­ბა­რი ძალა აქვს, იმის მი­უ­ხე­და­ვად ეს მიკრო­ფო­ნი ტრი­ბუ­ნა­ზე დგას თუ ჟურ­ნა­ლის­ტებს უჭი­რავთ ხელ­ში. ყვე­ლას სი­ტყვას ვერ გა­ა­კონ­ტრო­ლებ, მაგ­რამ ყვე­ლა ნათ­ქვამ სი­ტყვა­ზე შენი პო­ზი­ცი­ის სიმ­ტკი­ცე უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია. ხოლო მა­შინ რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად რუ­სულ ან პრო-ფა­შის­ტუ­რად მიჩ­ნე­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფე­ბი რე­გუ­ლა­რუ­ლად შენს გვერ­დით დგა­ნან, მკვეთ­რი პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბა უბ­რა­ლოდ სა­ვალ­დე­ბუ­ლოა. ჯერ ჯე­რო­ბით თქვე­ნი ხმა არ ის­მის…

წლე­ბის წინ, მე­მარ­ჯვე­ნე და ლი­ბე­რა­ლუ­რი ძა­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ზე ამ­ბობ­დნენ ჩვენ­თან კომ­პარ­ტი­ამ იმი­ტომ ვერ გა­ი­ხა­რა, რომ ლე­ი­ბო­რის­ტებ­მა სა­გულ­და­გუ­ლოდ ჩა­კე­ტეს ეგ ფრთაო. შემ­დეგ ეს ხუმ­რო­ბა­ნა­რე­ვი ნათ­ქვა­მი ერ­თგვარ რე­ა­ლო­ბად იქცა და მარ­ცხე­ნა ფრთა­ზე 30 წლის მან­ძილ­ზე ვერც გაჩ­ნდა ან­გა­რიშ­გა­სა­წე­ვი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია. ის რა­საც დღეს ვუ­ყუ­რებთ ამ პო­ლი­ტი­კის უც­ვლე­ლი გაგ­რძე­ლე­ბაა.

  • რა გვას­წავ­ლა ნა­მახ­ვა­ნის პრო­ტეს­ტმა:

ქვე­ყა­ნა­ში ნამ­დვი­ლი პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ პო­ლი­ტი­კუ­რი დის­კუ­სი­ის შიმ­ში­ლია;

სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ტეს­ტის ტალ­ღა გარ­და­უ­ვა­ლია;

სი­ღა­რი­ბის, სი­დუ­ხ­ჭი­რის, უსა­სო­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის ველი პო­ლი­ტი­კუ­რად და ის არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ შე­იძ­ლე­ბა რუ­სულ, პრო-ფა­შის­ტურ ძა­ლებს და­ვუთ­მოთ.

ნა­მახ­ვა­ნის პრო­ტეს­ტმა დიდი გა­მოწ­ვე­ვა გა­უგ­ზავ­ნა ქარ­თულ პო­ლი­ტი­კურ ელი­ტას. რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად გა­მო­ვი­დეს შე­ვალ-არ შე­ვალ, გა­გე­ბუ­ტე-შე­გი­რიგ­დი დის­კურ­სი­დან, მო­უს­მი­ნოს სა­კუ­თარ ამომ­რჩე­ველს და სრუ­ლი­ად ახა­ლი დღის წეს­რი­გი შეს­თა­ვა­ზოს სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორც სა­კუ­თა­რი თა­ვის, ისე ქვეყ­ნის გა­და­სარ­ჩე­ნად“, - წერს თინა ხი­და­შე­ლი, რომ­ლის გან­ცხა­დებ­საც პრეს­სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
3

სულ,მბლოკავთ,ამ, ,ერთს,ვცდი,ჭკვიანი,ქალბატონი,ხართ,განათლებულიც,მაგრამ,ქართული,არაფერი,არ,გიყვარს,ხალხი,საკუთარ,მიწაწყალს,იცავს,შენკი,გამოდიხარ,და,ნაცებს,მოუწოდებ,დროზე,მორჩი,გაბუტვას,შეეკარი,ოპონენტებს,თორემ,ჩვენი,ბღვნა,არ,იქნება მალეო.

ანი
0

ხალხსა და ვითომ პოლიტიკოსებს შორის უზარმაზარი უფსკრულია.ესენი ფულის საკეთებლად არიან და არა ქვეყნისთვის და ეს ქვეყანა რომ გაუქრებათ ხელში მათი ტვინი ამდენს ვერ ფიქრობს.

ავტორი:

"ნამახვანის" პროტესტმა გამოწვევა გაუგზავნა პოლიტიკურ ელიტას, სწრაფად გამოვიდეს შევალ-არშევალ, გაგებუტე-შეგირიგდი დისკურსიდან" - თინა ხიდაშელი განცხადებას ავრცელებს

"ნამახვანის" პროტესტმა გამოწვევა გაუგზავნა პოლიტიკურ ელიტას, სწრაფად გამოვიდეს შევალ-არშევალ, გაგებუტე-შეგირიგდი დისკურსიდან" - თინა ხიდაშელი განცხადებას ავრცელებს

"ნამახვანის პროტესტმა დიდი გამოწვევა გაუგზავნა ქართულ პოლიტიკურ ელიტას. რაც შეიძლება სწრაფად გამოვიდეს შევალ-არ შევალ, გაგებუტე-შეგირიგდი დისკურსიდან, მოუსმინოს საკუთარ ამომრჩეველს და სრულიად ახალი დღის წესრიგი შესთავაზოს საქართველოს როგორც საკუთარი თავის, ისე ქვეყნის გადასარჩენად, - ამის შესახებ "სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე თინა ხიდაშელი აცხადებს.

ხიდაშელის თქმით, ნამახვანის პროტესტმა გვასწავლა, რომ "ქვეყანაში ნამდვილი პრობლემების შესახებ პოლიტიკური დისკუსიის შიმშილია; სოციალური პროტესტის ტალღა გარდაუვალია; სიღარიბის, სიდუხჭირის, უსასოობის წინააღმდეგ ბრძოლის ველი პოლიტიკურად არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რუსულ, პრო-ფაშისტურ ძალებს დავუთმოთ".

თინა ხიდაშელის პოზიციას "ნამახვანი ჰესის" თემაზე უცვლილად გთავაზობთ:

"ამ მოკლე გზავნილში არ იქნება საუბარი თავად ჰესზე, გარემოსთვის დამანგრეველ შედეგებზე, უკანონოდ გასხვისებულ მიწებზე, მინიმუმ გაუგებარ და დიდი ალბათობით კორუფციულ სალიცენზიო პოლიტიკაზე, ან გნებავთ სტრატეგიულ ენერგეტიკაზე.

ამ მოკლე გზავნილში სხვა, ვფიქრობ არანაკლებ მნიშვნელოვან საკითხზე – უკიდურესად ღარიბი ქვეყნის, ძალიან დაგვიანებულ სოციალურ პროტესტზე და მის არარსებულ პოლიტიკურ მხარდაჭერაზე მინდა დაგაფიქროთ.

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო 30 წლის მანძილზე საქართველოს მოსახლეობა ნამდვილად გამორჩეულია მიტინგების და პროტესტის რეკორდული სიხშირითაც და მასშტაბითაც. ვაპროტესტებდით ყველაფერს: პოლიციურ ძალადობას, გაყალბებულ არჩევნებს, ოკუპაციას, მკაცრ ნარკო-პოლიტიკას, გამქრალ მართლმსაჯულებას და სხვ. დემოკრატიის სახელით რუსთაველზე ერთმანეთს ვესროლეთ, ხოლო სამეგრელოში პოლიტიკური ტერორი მოვაწყეთ…

მაგრამ ის, რასაც ბოლო რამდენიმე თვეა ვუყურებთ, საქართველოსთვის უცხო და ერთგვარად მოულოდნელიც კი არის, შესაბამისად, მისი ავთენტურობა ბევრისთვის დაუჯერებლად გამოიყურება.

სრულიად ერთმნიშვნელოვანია, ნამახვანის პროტესტის მასშტაბი სიურპრიზი აღმოჩნდა ყველასთვის. თუმცა, ჩემთვის კიდევ უფრო დიდი სიურპრიზი ის არის, რომ ყველაფრის მნახავი და ამხელა "გამოცდილების ქართული პოლიტ-ელიტა,” ჯერ ისევ ამ სიურპრიზით გაოცების ქვეშ არის, და ვერაფერი აზრიანი, საინტერესო, თუნდაც თავად მათთვის სასარგებლო ვერ შემოგვთავაზა.

არადა სინამდვილეში ამ პროტესტის მნიშვნელობა, დარწმუნებული ვარ, გაცილებით მეტია, ვიდრე ერთი ჰესის მშენებლობის შეჩერება ან ამ საკითხზე სწორი, რომელიც არ უნდა იყოს ის, გადაწყვეტილებების მიღების შანსი.

ნამახვანის პროტესტს აქვს პოტენციალი ადამიანებს ჩაუნერგოს იმედი, რომ სწორედ საზოგადოების ერთ, კონკრეტულ ჯგუფში გაჩენილი დისკუსია შესაძლებელია:

  • საერთო ეროვნული დისკუსიის საგანი გახდეს, რაც ასე გვაკლია აქ ამ ქვეყანაში, ერთი თემის ან ქალაქის საწუხარი ეროვნული პოლიტიკური პროცესის ნაწილად აქციოს;
  • სამაგალითო გახდეს სხვებისთვის, წაახალისოს და პოლიტიკური დისკუსია სხვადასხვა თემების, სოფლების, ქალაქების ნამდვილ პრობლემებზე დისკუსიით დაიხუნძლოს,
  • კიდევ ერთხელ გავიმეორებ, პოლიტიკოსები იძულებული გახადოს საუბარი დაიწყონ სწორედ მსგავსი პრობლემების მოგვარებაზე, ნაცვლად იმისა, ვინ რომელი კარიდან რომელში შევა ან არ შევა.

ნამახვანის ხანგრძლივმა, მოთმინებით სავსე პროტესტმა, სულ მცირე იმედი ჩამისახა, რომ იქნებ ქართველები მოქალაქეებად ყალიბდებიან, იქნებ მაგალითად იქცნენ სხვებისთვისაც კახეთში, სამეგრელოში, გურიაში, სიღარიბისა და უსასოების გამო მიტოვებულ ასეულობით სოფელსა და ქალაქში და იქნებ, ქვეყანას ასე დაგვიანებულმა, მაგრამ აბსოლუტურად აუცილებელმა სოციალური პროტესტის ტალღამ გადაუაროს.

ქვეყანა, სადაც ათიათასობით ადამიანი უბრალოდ მშიერია, სადაც სიღარიბის გამო ბავშვები სკოლებში ვეღარ დადიან და უმუშევრობა და უსახსრობა ყველა დროის აბსოლუტურად მაღალ მაჩვენებელზეა, სწორედ ამგვარი პროტესტი აჩენს იმედს, რომ პოლიტიკურ დღის წესრიგში პირველად გაჩნდეს თემები, რომელიც ყოველდღიურად არ აძინებს და მოსვენებას უკარგავს მოსახლეობას.

ნაცვლად ამისა, ალბათ როგორც მოსალოდნელიც იყო, ყველა მხრიდან ენით აუწერელ ინფანტილიზმთან გვაქვს საქმე:

ხელისუფლებას დემოკრატია ის ჰგონია ქუჩაში გამოსულ ხალხს რომ არ ესვრის, თორემ მოსმენა, ანგარიშვალდებულება, თანამონაწილეობა არც კი სმენია;

მეორენი, მხოლოდ კრემლის და რუსეთის ძახილით ცდილობენ პრობლემების გადაგორებას;

მესამენი, უბრალოდ არ იმჩნევენ, და სხვა არც ერთი, არც ერთი მეტნაკლებად ანგარიშგასაწევი პოლიტიკური ძალა არც კი ცდილობს არათუ ამ კონკრეტულ პროტესტზე კაპიტალიზაციას, არამედ თუნდაც მისი თანმდევი ეფექტის გამოყენებას.

ანალოგიურად, ენითაუწერელია თავად პროტესტის ორგანიზატორების ინფანტილიზმიც, რომლებიც მუდმივად, ჯიუტად აცხადებენ, რომ მათი კარი დახურულია პოლიტიკური პარტიებისათვის. ამგვარი განცხადების უკიდურესი უგუნურობა უქმნის სწორედ ლეგიტიმაციას, მომეტებულ სპეკულაციებს შავი ფულის, კრემლთან კავშირის და სხვა მსგავსი კონსპირაციული შემადგენლის შესახებ, რომელიც სხვადასხვა ტელე-ეთერიდან გვესმის.

  • ყველა მოთხოვნა რომელიც პროტესტის ორგანიზატორებს აქვთ პოლიტიკურია, თანამდებობის პირების გადადგომიდან – ხელშეკრულების შეწყვეტამდე. თუკი ბრძოლა რეალური შედეგის მიღწევაზეა გათვლილი, მაშინ მხოლოდ ორი გზა არსებობს: თავად ქმნი პოლიტიკურ პარტიას, იწყებ ბრძოლას ხელისუფლებაში მოსასვლელად და პრობლემის გადასაწყვეტად; იწყებ მოკავშირეების ძიებას იმ რეალობაში რომელშიც იმყოფები, შესაბამისად ეძებ გზებს პარტნიორობისთვის, ლეგიტიმურ პოლიტიკურ სუბიექტებთან (მაგალითად საპარლამენტო პარტიებთან), რათა შენი პროტესტი ყველგან ისმოდეს, პარლამენტში, საკრებულოებში, მედიაში მესამე პირებისგან და სხვა.

ბუნებრივია არსებობს სხვა გზაც. რეალურად არც გიფიქრია შედეგის მიღწევაზე, უბრალოდ კონკრეტული დღის წესრიგისთვის “დედაქალაქის პარალიზება უნდა მოახერხო”. მაშინ ბუნებრივია პოლიტიკური მოკავშირეები არ გჭირდება, პირიქით ხელს გიშლიან. პოლიტიკური პროცესის მართვა ტრიბუნიდან, მხოლოდ ლამაზად ნათქვამი მოსწრებული სიტყვა არ არის, არც მოთხოვნების სიმძაფრე. ათასობით ადამიანის ქუჩაში გამოყვანა ამ ადამიანებზე პასუხისმგებლობასაც ნიშნავს. შენს აქციაზე ყველა მიკროფონს მეტნაკლებად თანაბარი ძალა აქვს, იმის მიუხედავად ეს მიკროფონი ტრიბუნაზე დგას თუ ჟურნალისტებს უჭირავთ ხელში. ყველას სიტყვას ვერ გააკონტროლებ, მაგრამ ყველა ნათქვამ სიტყვაზე შენი პოზიციის სიმტკიცე უმნიშვნელოვანესია. ხოლო მაშინ როდესაც ქვეყანაში ერთმნიშვნელოვნად რუსულ ან პრო-ფაშისტურად მიჩნეული პოლიტიკური ჯგუფები რეგულარულად შენს გვერდით დგანან, მკვეთრი პოზიციონირება უბრალოდ სავალდებულოა. ჯერ ჯერობით თქვენი ხმა არ ისმის…

წლების წინ, მემარჯვენე და ლიბერალური ძალების წარმომადგენელი პოლიტიკოსები კონფერენციებზე ამბობდნენ ჩვენთან კომპარტიამ იმიტომ ვერ გაიხარა, რომ ლეიბორისტებმა საგულდაგულოდ ჩაკეტეს ეგ ფრთაო. შემდეგ ეს ხუმრობანარევი ნათქვამი ერთგვარ რეალობად იქცა და მარცხენა ფრთაზე 30 წლის მანძილზე ვერც გაჩნდა ანგარიშგასაწევი დემოკრატიული პოლიტიკური პარტია. ის რასაც დღეს ვუყურებთ ამ პოლიტიკის უცვლელი გაგრძელებაა.

  • რა გვასწავლა ნამახვანის პროტესტმა:

ქვეყანაში ნამდვილი პრობლემების შესახებ პოლიტიკური დისკუსიის შიმშილია;

სოციალური პროტესტის ტალღა გარდაუვალია;

სიღარიბის, სიდუხჭირის, უსასოობის წინააღმდეგ ბრძოლის ველი პოლიტიკურად და ის არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რუსულ, პრო-ფაშისტურ ძალებს დავუთმოთ.

ნამახვანის პროტესტმა დიდი გამოწვევა გაუგზავნა ქართულ პოლიტიკურ ელიტას. რაც შეიძლება სწრაფად გამოვიდეს შევალ-არ შევალ, გაგებუტე-შეგირიგდი დისკურსიდან, მოუსმინოს საკუთარ ამომრჩეველს და სრულიად ახალი დღის წესრიგი შესთავაზოს საქართველოს, როგორც საკუთარი თავის, ისე ქვეყნის გადასარჩენად“, - წერს თინა ხიდაშელი, რომლის განცხადებსაც პრესსამსახური ავრცელებს.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

სახალხო დამცველის ოფისთან მეუფე სპირიდონის მხარდამჭერთა აქციაზე ლევან ვასაძე მივიდა - ის სახალხო დამცველის გადადგომას ითხოვს

"ივანიშვილმა იმიტომაც გამოაქვეყნა ეს წერილი ალბათ, შიგნით შეაწუხეს ძალიან" - რას აჩვენებს ივანიშვილის მიერ გახარიას კრიტიკა?