კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს ამ სიმრავლეს, ხალხის მოთხოვნას, ჩვენ კი არ გადავაგდებთ, თვითონვე მოარყევს თავის თავს" - გოლეთიანი განმარტავს, რატომ არ სურთ პარტიული ბრძოლა
"თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს ამ სიმრავლეს, ხალხის მოთხოვნას, ჩვენ კი არ გადავაგდებთ, თვითონვე მოარყევს თავის თავს" - გოლეთიანი განმარტავს, რატომ არ სურთ პარტიული ბრძოლა

„ნა­მახ­ვა­ნ­ჰე­სის" მშე­ნებ­ლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მარ­თულ აქ­ცი­ა­ზე აქ­ცი­ის ერთ-ერ­თმა ორ­გა­ნი­ზა­ტორ­მა, ვარ­ლამ გო­ლე­თი­ან­მა გან­მარ­ტა, თუ რა­ტომ არ სურთ პარ­ტი­უ­ლი დღის წეს­რი­გით ბრძო­ლა.

რო­გორც მან აქ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის დღის წეს­რი­გით მოქ­მე­დე­ბა იმ ერ­თო­ბის და­მან­გრე­ვე­ლია, რაც ად­გილ­ზე შეკ­რე­ბილ მო­ქა­ლა­ქე­ებს აერ­თი­ა­ნებთ.

“მუდ­მი­ვად აპე­ლი­რე­ბენ სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში და ტე­ლე­სივ­რცე­ებ­ში, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბი გვაქვს და ა.შ. პარ­ტი­ულ დღის წეს­რიგს ვგუ­ლის­ხმობ, თო­რემ დღეს პო­ლი­ტი­კურ ბრძო­ლა­ში ისე­დაც ვართ. პო­ლი­ტი­კუ­რი ბრძო­ლაა ის, რა­საც ვა­კე­თებთ და ის აუ­ცი­ლე­ბად ჩვენს სა­სარ­გებ­ლოდ დას­რულ­დე­ბა. თუმ­ცა, რა­ტომ არ ვთვლით პარ­ტი­უ­ლი დღის წეს­რი­გით ბრძო­ლას სა­ჭი­როდ და რა­ტომ მიგ­ვაჩ­ნია, რომ არ შე­უძ­ლია იმ დღის წეს­რიგს გა­დაგ­ვი­წყვი­ტოს პრობ­ლე­მა: პირ­ველ რიგ­ში, იმი­ტომ რომ იმ ერ­თო­ბის და­მან­გრე­ვე­ლია, რა ერ­თო­ბაც ახლა ჩვენს წი­ნა­შე დგას. ამ მო­ე­დან­ზე სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. კიდე ერთხელ ვამ­ბობ, ვკონ­ცენ­ტრირ­დეთ საქ­მე­ზე, უშუ­ა­ლოდ იმა­ზე, რის­თვი­საც დღეს აქ ვიკ­რი­ბე­ბით და მოვ­თხო­ვოთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რომ სის­ტე­მა, რო­მელ­ზეც ის დგას, შე­ირ­ყე­ვა იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ არ იქ­ნე­ბა ხალ­ხის ნე­ბის აღმსრუ­ლე­ბე­ლი. ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ის კი არ არის, კონ­კრე­ტუ­ლად იმ სკამ­ზე ვინ ზის დღეს, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, არის თუ არა ის ხალ­ხის ნე­ბის აღმსრუ­ლე­ბე­ლი და ეროვ­ნუ­ლი ინ­ტრე­სე­ბის გამ­ტა­რე­ბე­ლი. ამი­ტომ, თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს ამ სიმ­რავ­ლეს, ხალ­ხის მო­თხოვ­ნას, სა­ზო­გა­დო­ე­ბის დაკ­ვე­თას, არ იქ­ნე­ბა ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი, ჩვენ კი არ გა­და­ვაგ­დებთ ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, თვი­თონ­ვე მო­არ­ყევს თა­ვის თავს და მას მო­არ­ყევს ჩვე­ნი სიმ­რავ­ლე“, - გა­ნა­ცხა­და გო­ლე­თი­ან­მა.

მისი გან­ცხა­დე­ბით, შე­საძ­ლოა, პრო­ტეს­ტი გაგ­რძელ­დეს.

„აქ არის სწო­რედ ჩვე­ნი ძალა, როცა ვაც­ნო­ბი­ე­რებთ იმას, რომ დღე­ვან­დელ დღეს აქ უნდა ვიდ­გეთ, რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, აქ დგო­მა მო­ცე­მულ დრო­სა და ად­გილ­ზე. ვაც­ნო­ბი­ე­რებთ იმას, რომ ეს ბრძო­ლა არ არის მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი, შე­საძ­ლოა პრო­ცე­სე­ბი უცებ ვერ გა­და­წყდეს, მაგ­რამ თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­თა­გა­ნი გან­წყო­ბი­ლი ვართ ბრძო­ლის იმ ჟი­ნით, რო­მე­ლიც მარ­თუ­ლია ნა­წი­ლობ­რივ ემო­ცი­ე­ბით, მაგ­რამ ამას წინ უძღვის სტრა­ტე­გია, და­გეგ­მვა, მთე­ლი ეს და­გეგ­მვი­თი ნა­წი­ლი აი­სა­ხე­ბა სწო­რედ დღე­ვან­დელ დღე­ზე იმი­ტომ, რომ ეს არის პრო­ტეს­ტი, რო­მე­ლიც 209 დღის წინ არ არ­სე­ბობ­და.

დღეს არის მრა­ვა­ლ­ა­თა­სი­ა­ნი პრო­ტეს­ტი იმი­ტომ, რომ არის გულ­წრფე­ლი და პირ­ველ რიგ­ში, სა­მარ­თლი­ა­ნი. ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია იმა­ზე, რომ ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის პრობ­ლე­მე­ბი გა­დაჭ­რას. დღის წეს­რიგ­ში დად­გა სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის და არ­სე­ბო­ბის სა­კი­თხი, ეს არის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი სა­კი­თხი იმი­ტომ, რომ ჩვენ მუდ­მი­ვად გვე­მარ­თე­ბა ასე­თი რამ, ამა თუ იმ პარ­ტი­ას ვაძ­ლევთ ხოლ­მე ძა­ლა­უფ­ლე­ბას, შემ­დეგ კაცი აღარ ჩანს, ვინც გა­ა­კონ­ტრო­ლებს ამ გა­და­ცე­მულ ძა­ლა­უფ­ლე­ბას და აგ­რძნო­ბი­ნებს ამ ადა­მი­ა­ნებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას იმ სკა­მებ­ზე, რო­მელ­ზეც ახლა ასე კომ­ფორ­ტუ­ლად არი­ან მო­თავ­სე­ბუ­ლე­ბი. ჩვენ ამას ვა­დევ­ნებთ თვალს და გამ­წა­რე­ბუ­ლი ვართ ყვე­ლა, მაგ­რამ თით­ქოს ზე­მოქ­მე­დე­ბის ბერ­კე­ტი და მე­ქა­ნიზ­მი ხელთ არ გვი­პყრია, ეს არის სწო­რედ ჩვე­ნი პრობ­ლე­მა, რომ ამას ასე მი­ვიჩ­ნევთ. რა არის ზე­მოქ­მე­დე­ბის ბერ­კე­ტი, ეს კარ­გად უნდა გა­ვაც­ნო­ბი­ე­როთ. ეს არის პირ­ველ რიგ­ში, ჩვე­ნი სიმ­რავ­ლე და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის შექ­მნა“, - გა­ნა­ცხა­და გო­ლე­თი­ან­მა.

ცნო­ბის­თვის, რეს­პუბ­ლი­კის მო­ე­დან­ზე „ნა­მახ­ვა­ნ­ჰე­სის“ მშე­ნებ­ლო­ბის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას მარ­თა­ვენ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯაფარა
19
რა დაგიშავათ ამ ქვეყანამ ასეთი, რომ ამ მოჯადოებულ წრეზე ატარებთ? ხუდონჰესის წინააღმდეგ ბრძოლა, 90 იანი წლების კატასტროდით და სიბნელით დასრულდა. სულელებიც კი სწავლობენ საკუთარ შეცდომებზე და ჩვენ რა გვჭირს ასეთი? და გადაგდება გადაწვაზე ლაპარაკს შეეშვით, არჩევნებია და გაიმარჯვე თუ ხალხი მხარს დაგიჭერს!
დათო
38

დიდხანს ვერ მოითმინა ამან გამოაჩინა ვინცაა დაიწყო უკვე პოლიტიკური განცხადებების გაკეთება

ავტორი:

"თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს ამ სიმრავლეს, ხალხის მოთხოვნას, ჩვენ კი არ გადავაგდებთ, თვითონვე მოარყევს თავის თავს" - გოლეთიანი განმარტავს, რატომ არ სურთ პარტიული ბრძოლა

"თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს ამ სიმრავლეს, ხალხის მოთხოვნას, ჩვენ კი არ გადავაგდებთ, თვითონვე მოარყევს თავის თავს" - გოლეთიანი განმარტავს, რატომ არ სურთ პარტიული ბრძოლა

„ნამახვანჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განმარტა, თუ რატომ არ სურთ პარტიული დღის წესრიგით ბრძოლა.

როგორც მან აქციაზე განაცხადა, პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგით მოქმედება იმ ერთობის დამანგრეველია, რაც ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს აერთიანებთ.

“მუდმივად აპელირებენ სოციალურ მედიაში და ტელესივრცეებში, რომ პოლიტიკური მიზნები გვაქვს და ა.შ. პარტიულ დღის წესრიგს ვგულისხმობ, თორემ დღეს პოლიტიკურ ბრძოლაში ისედაც ვართ. პოლიტიკური ბრძოლაა ის, რასაც ვაკეთებთ და ის აუცილებად ჩვენს სასარგებლოდ დასრულდება. თუმცა, რატომ არ ვთვლით პარტიული დღის წესრიგით ბრძოლას საჭიროდ და რატომ მიგვაჩნია, რომ არ შეუძლია იმ დღის წესრიგს გადაგვიწყვიტოს პრობლემა: პირველ რიგში, იმიტომ რომ იმ ერთობის დამანგრეველია, რა ერთობაც ახლა ჩვენს წინაშე დგას. ამ მოედანზე სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების ადამიანები არიან. კიდე ერთხელ ვამბობ, ვკონცენტრირდეთ საქმეზე, უშუალოდ იმაზე, რისთვისაც დღეს აქ ვიკრიბებით და მოვთხოვოთ ხელისუფლებას, რომ სისტემა, რომელზეც ის დგას, შეირყევა იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება ხალხის ნების აღმსრულებელი. ჩვენთვის მნიშვნელოვანი ის კი არ არის, კონკრეტულად იმ სკამზე ვინ ზის დღეს, მნიშვნელოვანია, არის თუ არა ის ხალხის ნების აღმსრულებელი და ეროვნული ინტრესების გამტარებელი. ამიტომ, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს ამ სიმრავლეს, ხალხის მოთხოვნას, საზოგადოების დაკვეთას, არ იქნება ეროვნული ინტერესების მატარებელი, ჩვენ კი არ გადავაგდებთ ამ ხელისუფლებას, თვითონვე მოარყევს თავის თავს და მას მოარყევს ჩვენი სიმრავლე“, - განაცხადა გოლეთიანმა.

მისი განცხადებით, შესაძლოა, პროტესტი გაგრძელდეს.

„აქ არის სწორედ ჩვენი ძალა, როცა ვაცნობიერებთ იმას, რომ დღევანდელ დღეს აქ უნდა ვიდგეთ, რამდენად მნიშვნელოვანია, აქ დგომა მოცემულ დროსა და ადგილზე. ვაცნობიერებთ იმას, რომ ეს ბრძოლა არ არის მოკლევადიანი, შესაძლოა პროცესები უცებ ვერ გადაწყდეს, მაგრამ თითოეული ჩვენთაგანი განწყობილი ვართ ბრძოლის იმ ჟინით, რომელიც მართულია ნაწილობრივ ემოციებით, მაგრამ ამას წინ უძღვის სტრატეგია, დაგეგმვა, მთელი ეს დაგეგმვითი ნაწილი აისახება სწორედ დღევანდელ დღეზე იმიტომ, რომ ეს არის პროტესტი, რომელიც 209 დღის წინ არ არსებობდა.

დღეს არის მრავალათასიანი პროტესტი იმიტომ, რომ არის გულწრფელი და პირველ რიგში, სამართლიანი. ორიენტირებულია იმაზე, რომ ჩვენი საზოგადოების პრობლემები გადაჭრას. დღის წესრიგში დადგა სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების და არსებობის საკითხი, ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი იმიტომ, რომ ჩვენ მუდმივად გვემართება ასეთი რამ, ამა თუ იმ პარტიას ვაძლევთ ხოლმე ძალაუფლებას, შემდეგ კაცი აღარ ჩანს, ვინც გააკონტროლებს ამ გადაცემულ ძალაუფლებას და აგრძნობინებს ამ ადამიანებს პასუხისმგებლობას იმ სკამებზე, რომელზეც ახლა ასე კომფორტულად არიან მოთავსებულები. ჩვენ ამას ვადევნებთ თვალს და გამწარებული ვართ ყველა, მაგრამ თითქოს ზემოქმედების ბერკეტი და მექანიზმი ხელთ არ გვიპყრია, ეს არის სწორედ ჩვენი პრობლემა, რომ ამას ასე მივიჩნევთ. რა არის ზემოქმედების ბერკეტი, ეს კარგად უნდა გავაცნობიეროთ. ეს არის პირველ რიგში, ჩვენი სიმრავლე და პასუხისმგებლობის შექმნა“, - განაცხადა გოლეთიანმა.

ცნობისთვის, რესპუბლიკის მოედანზე „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები საპროტესტო აქციას მართავენ.

საქართველო სახმელეთო საზღვრებს 1-ელი ივნისიდან გახსნის - რა დოკუმენტაციის წარდგენა იქნება საჭირო საზღვრის კვეთისას

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

ძვირადღირებული საათები, სამკაულები და ნაკლებად ცნობილი პირადი ცხოვრება - ვინ არის მარიამ ქვრივიშვილის მეორე ნახევარი?