საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გადასაღებ მოედანზე დაწყებული დიდი სიყვარული და ულამაზესი თურქი წყვილი, რომლებიც მშობლებმა ერთმანეთს დააშორეს
გადასაღებ მოედანზე დაწყებული დიდი სიყვარული და ულამაზესი თურქი წყვილი, რომლებიც მშობლებმა ერთმანეთს დააშორეს

პო­პუ­ლა­რუ­ლი თუქ­რუ­ლი სე­რი­ა­ლე­ბის მთა­ვა­რი გმი­რე­ბის ცხოვ­რე­ბა ბოლო დროს ხში­რად ექ­ცე­ვა ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რებ­ლის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში. გან­სა­კუთ­რე­ბით გულ­შე­მატ­კივ­რო­ბენ მთა­ვა­რი რო­ლე­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ შეყ­ვა­რე­ბულ წყვი­ლებს და სულ აინ­ტე­რე­სებთ, გრძელ­დე­ბა თუ არა მათი სიყ­ვა­რუ­ლი ეკ­რანს მიღ­მა. რამ­დე­ნი­მე წლის წინ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ადევ­ნებ­და თვალს ფილმ „მარ­წყვის სურ­ნე­ლის“ მთა­ვა­რი გმი­რე­ბის, ბუ­რა­კი­სა და ას­ლის სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რი­ას. თურ­ქე­თის ულა­მა­ზე­სი სა­კუ­რორ­ტო ად­გი­ლე­ბის ფონ­ზე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ხა­ლი­სი­ა­ნი ამ­ბა­ვი რო­მან­ტი­კუ­ლი სცე­ნე­ბი­თა და ლა­მა­ზი ახალ­გაზ­რდე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, სწრა­ფად შე­იყ­ვა­რა მა­ყუ­რე­ბელ­მა. თუმ­ცა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი და ინ­ტე­რე­სი მა­ინც მთავ­რი რო­ლე­ბის შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის იუ­სუფ ჩიმ­სა და დე­მეტ ოზ­დე­მი­რის მი­მართ გა­მო­ი­ჩი­ნეს.

ფილ­მის გა­და­ღე­ბი­სას იუ­სუ­ფი 23, დე­მე­ტი კი 22 წლის იყო. რო­გორც ხში­რად ხდე­ბა ხოლ­მე, მათი ეკ­რა­ნუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად მათ რე­ა­ლურ სი­ახ­ლო­ვე­ზეც ალა­პა­რაკ­დნენ. ჯერ კი­დევ გა­და­ღე­ბე­ბის დროს იწე­რე­ბო­და, რომ წყვი­ლი ერ­თმა­ნე­თის მი­მართ გულ­გრი­ლი არ იყო. ბევ­რს მათი სიყ­ვა­რუ­ლი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მარ­კე­ტინ­გუ­ლი ხრი­კი ეგო­ნა და ფიქ­რობ­დნენ, რომ სე­რი­ა­ლის ჩვე­ნე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ თან­და­თან და­ვი­წყე­ბას მი­ე­ცე­მო­და. თუმ­ცა ასე არ მოხ­და. მათი გრძნო­ბე­ბი საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი აღ­მოჩ­ნდა და სე­რი­ა­ლის ეკ­რე­ნებ­ზე გა­მოს­ვლი­დან თით­ქმის ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ გა­ნე­ლე­ბუ­ლა. ისი­ნი თურ­ქეთ­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ და ვარ­სკვლა­ვურ წყვი­ლად იქ­ცნენ. ყვე­ლა ელი­ტუ­რი წვე­უ­ლე­ბის ეპი­ცენ­ტრში და პრე­სის გა­რე­კან­ზე ხვდე­ბოდ­ნენ. სე­რი­ა­ლის პო­პუ­ლა­რო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე კი მათი ამ­ბა­ვი ქვეყ­ნის სა­ზღვრებს გა­რე­თაც ბევ­რს უჩუ­ყებ­და გულს.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობ­და იუ­სუფ ჩიმი, რომ­ლის­თვი­საც „მარ­წყვის სურ­ნე­ლი“ პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი როლი იყო. გა­მორ­ჩე­უ­ლი გა­რეგ­ნო­ბის ახალ­გაზ­რდამ მალე და­ი­პყრო მა­ყუ­რებ­ლის გული. იუ­სუ­ფი თა­ვი­დან სე­რი­ო­ზუ­ლად იყო სპორ­ტით გა­ტა­ცე­ბუ­ლი და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ დო­ნე­ზეც თა­მა­შობ­და ფეხ­ბურთს. მაგ­რამ ფე­ხის ტრავ­მის შემ­დეგ დიდ სპორტზე ოც­ნე­ბა დას­რულ­და. იუ­სუფ­მა, რო­მელ­მაც სკო­ლა­ში­ვე გა­მო­ირ­ჩე­ო­და მა­თე­მა­ტი­კუ­რი ნი­ჭით, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ლი­ცე­უმ­ში გა­ნაგ­რძო სწავ­ლა. თან­და­თან მიხ­ვდა, რომ ეს არ იყო მისი მო­წო­დე­ბა და მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ­ში რა­დი­ო­სა და კი­ნოს სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ა­ბა­რა. სტუ­დენ­ტო­ბის დროს­ვე შეს­თა­ვა­ზეს სა­რეკ­ლა­მო რგოლ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. პირ­ვე­ლი­ვე კლი­პის შემ­დეგ სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო­ებ­მა შე­ნიშ­ნეს და მალე თურ­ქე­თის სა­უ­კე­თე­სო მო­დე­ლის ტი­ტუ­ლის მფლო­ბე­ლიც გახ­და. ის მო­თხოვ­ნა­დი იყო რო­გორც პო­დი­უმ­ზე, ასე­ვე რო­გორც სა­უ­კე­თე­სო ფო­ტო­მო­დე­ლი. ცნო­ბი­ლი ბრენ­დე­ბი ერ­თი­მე­ო­რე­ზე მი­ყო­ლე­ბით აფორ­მებ­დნენ მას­თან კონ­ტრაქ­ტებს. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურა
5

ოფიციალურად შევწუხდით "ულამაზესი თურქებით", რომლებსაც ყოველ კვირას გვაწვდით. თბილისში, ქუჩაში არ დადიხართ ? 5-ში ერთი მაინცაა მაგათზე უკეთესი

თაზო
11

თათრრბით ტვინი ნუ წაიღეთ

ავტორი:

გადასაღებ მოედანზე დაწყებული დიდი სიყვარული და ულამაზესი თურქი წყვილი, რომლებიც მშობლებმა ერთმანეთს დააშორეს

გადასაღებ მოედანზე დაწყებული დიდი სიყვარული და ულამაზესი თურქი წყვილი, რომლებიც მშობლებმა ერთმანეთს დააშორეს

პოპულარული თუქრული სერიალების მთავარი გმირების ცხოვრება ბოლო დროს ხშირად ექცევა ქართველი მაყურებლის ყურადღების ცენტრში. განსაკუთრებით გულშემატკივრობენ მთავარი როლების შემსრულებელ შეყვარებულ წყვილებს და სულ აინტერესებთ, გრძელდება თუ არა მათი სიყვარული ეკრანს მიღმა. რამდენიმე წლის წინ უამრავი ადამიანი ადევნებდა თვალს ფილმ „მარწყვის სურნელის“ მთავარი გმირების, ბურაკისა და ასლის სიყვარულის ისტორიას. თურქეთის ულამაზესი საკურორტო ადგილების ფონზე განვითარებული ხალისიანი ამბავი რომანტიკული სცენებითა და ლამაზი ახალგაზრდების მონაწილეობით, სწრაფად შეიყვარა მაყურებელმა. თუმცა განსაკუთრებული სიყვარული და ინტერესი მაინც მთავრი როლების შემსრულებლების იუსუფ ჩიმსა და დემეტ ოზდემირის მიმართ გამოიჩინეს.

ფილმის გადაღებისას იუსუფი 23, დემეტი კი 22 წლის იყო. როგორც ხშირად ხდება ხოლმე, მათი ეკრანული სიყვარულის პარალელურად მათ რეალურ სიახლოვეზეც ალაპარაკდნენ. ჯერ კიდევ გადაღებების დროს იწერებოდა, რომ წყვილი ერთმანეთის მიმართ გულგრილი არ იყო. ბევრს მათი სიყვარული ჩვეულებრივი მარკეტინგული ხრიკი ეგონა და ფიქრობდნენ, რომ სერიალის ჩვენების დასრულების შემდეგ თანდათან დავიწყებას მიეცემოდა. თუმცა ასე არ მოხდა. მათი გრძნობები საკმაოდ ძლიერი აღმოჩნდა და სერიალის ეკრენებზე გამოსვლიდან თითქმის ორი წლის განმავლობაში არ განელებულა. ისინი თურქეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ და ვარსკვლავურ წყვილად იქცნენ. ყველა ელიტური წვეულების ეპიცენტრში და პრესის გარეკანზე ხვდებოდნენ. სერიალის პოპულარობიდან გამომდინარე კი მათი ამბავი ქვეყნის საზღვრებს გარეთაც ბევრს უჩუყებდა გულს.

განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა იუსუფ ჩიმი, რომლისთვისაც „მარწყვის სურნელი“ პირველი წარმატებული როლი იყო. გამორჩეული გარეგნობის ახალგაზრდამ მალე დაიპყრო მაყურებლის გული. იუსუფი თავიდან სერიოზულად იყო სპორტით გატაცებული და პროფესიონალურ დონეზეც თამაშობდა ფეხბურთს. მაგრამ ფეხის ტრავმის შემდეგ დიდ სპორტზე ოცნება დასრულდა. იუსუფმა, რომელმაც სკოლაშივე გამოირჩეოდა მათემატიკური ნიჭით, კომპიუტერული ტექნოლოგიების ლიცეუმში განაგრძო სწავლა. თანდათან მიხვდა, რომ ეს არ იყო მისი მოწოდება და მშობლიურ ქალაქში რადიოსა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა. სტუდენტობის დროსვე შესთავაზეს სარეკლამო რგოლში მონაწილეობა. პირველივე კლიპის შემდეგ სამოდელო სააგენტოებმა შენიშნეს და მალე თურქეთის საუკეთესო მოდელის ტიტულის მფლობელიც გახდა. ის მოთხოვნადი იყო როგორც პოდიუმზე, ასევე როგორც საუკეთესო ფოტომოდელი. ცნობილი ბრენდები ერთიმეორეზე მიყოლებით აფორმებდნენ მასთან კონტრაქტებს. წაიკითხეთ სრულად